Təhsil almağa ehtiyac belə duymadan böyüyən 6 bacıdan biri olan Nailə, erkən yaşda ailə qurub 4 övlad anası olduqdan sonra çətinliklərlə qarşılaşıb, bu yerdə onun tək çıxış yolunu peşəsinin icrahatında olub.
“10 uşaqlı varlı atanın 6 qızından biri olmaq, ehtiyac hiss etmədən böyümək ömürlük sığorta kimi idi gözümdə. 15 yaşıma belə çatmamışdım dərziliyə qonşu qızları getdiyi üçün maraq saldım. Heç ağlıma belə gəlməzdiki gələcəkdə ailəmin çörək pulunu dərziliklə qazanacağam” – deyir Nailə.
50 yaşlı Nailə Bolnisidəndir. 4 Övladı, 3 qızı 1 oğlu var. Eyni zamanda da 3 nəvəyə sahibdir. Onun hekayəsi 15 yaşından biraz sonra qaçırılaraq evləndikdən sonra sözün əsl mənasında başlayıb. Az yaşlı olmasına baxmayaraq ana olub və uşaqlarını evliliyinin bir dövründə tək saxlamaq zorunda qalıb.
“Atam çox var idi, ailədə 10 uşaq idik. Atamızın bizi yaxşı yaşatması bizə oxumamaq üçün səbəb yaradırdı. O zamanlar hərkəs çox qapalı fikirli idi. 6 bacı idik biz böyüdükcə atamdan hərkəs bizi nə zaman ərə verəcəyini soruşurdu”- söyləyir Nailə.
Nailə 15 yaşında qaçırılaraq evlənməsinə baxmayara o zamana kimi dərziliyə maraq salıb və atasının maddi dəstəyi ilə xüsusi kurslardan keçib. Özünündə söylədiyinə görə bu kusrları oxuyan Nailə demək olar ki, atasının gözündə yeganəyə çevrilib. Çünki 6 qızdan peşə öyrənən yeganə qız ondan sonra da qardaşlarına nümünə olan bacı olub.
Evləndikdən sonra həyatının əsas çətinliyi başlayıb. Varlı ailədən sonra maddi imkanları məhdud biri ilə evli olmağın yaratdığı çətinliklər böyük mübarizələrin başlanğıcı olub.
“Həmin illərdə kəndin kişiləri Rusiyaya çalışmağa gedirdi. İmkansızlıqdan həyat yoldaşımda gedəsi oldu. Bir zamanlar hətta biz əlaqəmizidə kəsdik mən 4 övladıma tək baxırdım. Qışı düşünəndə içimə qorxu dolurdu. Bir çarə cüzi şəkildə qonşu qohuma kiçikdə olsa nələrsə tikməyə başladım. Çox zamanlar qarşılığında pul əvəzi ərzaq alırdım. Həddinən artıq çətin zamanlar idi, gənc qadın idim tək başına, imkansız, atamdan yardım istəyə bilməzdim çünki onun istəmədiyi biri ilə evli idim. Mübarizəmi tək başıma apardım”- keçmisi xatırlayaraq danışır Nailə.
Qadınlığının gücünü ancaq tək başına qaldığında dərk edən Nailə, bir qadın üçün təhsilin ən vacibi isə peşənin vacibliyini 4 uşaq anası olduqdan anlayıb.
“Bizə öyrətmişdilər ki, evləndin ana oldun artıq övladların üçün var olmalısan. Döyülsəndə, söyülsəndə, yalnızda, acda qalsan bu belə olmalıdır dözməlisən. Başqa yol yox idi. Mən bu çətinlikləri gördükdən sonra böyüdüm, həyatı dərk etdim”-deyir Nailə.
Bu gün Nailənin 3 qızınında öz peşəsi var. Onlardan ikisi peşə məktəbini bitirərək tibb sahəsində çalışırlar , biri ali təhsilini tamamladıqdan sonra iqtisadiyyat sahəsində çalışır. Ən kiçik övladı oğlu isə bu gün univerisitetdə təhsil alır.
“Qadının həyatda peşələri tükənməzdir. Qadın qız övladıdır, bacıdır, anadır, həyat yoldaşıdır, nənədir. Ancaq ən əsas peşəsinə zamanında yiyələnməlidir ki, yuxarıda sıraladıqlarımı layiqincə yerinə yetirsin”-söyləyir Nailə.
Şəlalə Əmircanova
პროფესია ქალის ინსტრუმენტია
ნაილია ერთ-ერთია განათლების გარეშე გაზრდილი 6 დიდან, იგი ადრეულ ასაკშია დაქორწინებული. 4 შვილის გაჩენის შემდეგ, სირთულეების პირისპირ აღმოჩენილისთვის ერთადერთი გამოსავალი ადრე შესწავლილი პროფესიის გახსენება გახდა.
„10-შვილიანი შეძლებული მამის 6 გოგოს შორის ერთ-ერთი ვიყავი, მატერიალური მდგომარეობა მუდამ კარგი გვქონდა და ეს უსასრულო დაზღვევა მეგონა. 15 წლისაც არ ვიყავი, მეზობელი გოგონები კერვის კურსებზე დადიოდნენ. კერვის შესწავლის სურვილი მეც გამიჩნდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მომავალში ჩემი ოჯახის პურის ფულს0 კერვით გამოვიმუშავებდი“, – ამბობს ნაილია.
50 წლის ნაილია ბოლნისელია. მას 4 შვილი – 3 გოგო და 1 ბიჭი ჰყავს. ის ასევე 3 შვილიშვილის ბებიაა. მისი ცხოვრების ისტორია 15 წლის ასაკში მოტაცების შედეგად დაქორწინებით დაიწყო. ნაილია დედა ადრეულ ასაკში გახდა. ქორწინების ერთ-ერთ პერიოდში, იგი შვილებს მარტო უვლიდა და ეკონომიკურად ინახავდა.
„მამაჩემი ძალიან მდიდარი იყო, ოჯახში 10 ბავშვი ვიყავით. მამაჩემის მატერიალური მდგომარეობა ჩვენთვის განათლების არმიღების მიზეზი იყო. იმ პერიოდში ყველა ჩაკეტილად ცხოვრობდა. დები რომ ვიზრდებოდით, მამაჩემს ეკითხებოდნენ, აბა როდის ათხოვებ შენს გოგონებს, უკვე დროაო“, – იხსენებს ნაილია.
მიუხედავად იმისა, რომ ნაილია 15 წლის ასაკში დაქორწინდა, მანამდე იგი კერვით დაინტერესდა და მამამისის ფინანსური მხარდაჭერით, სპეციალურ კურსებზე იარა. როგორც თვითონ ჰყვება, ამ კურსებზე სწავლის შედეგად ის მამამისის თვალში განსაკუთრებული გახდა, რადგან ის 6 გოგოს შორის ერთადერთი იყო, ვინც პროფესიას დაეფლა. გარდა ამისა, იგი ძმებისთვისაც მაგალითი იყო.
მისი ცხოვრების სირთულეები დაქორწინების მერე დაიწყო. შეძლებული ოჯახის შემდეგ ეკონომიკურად ნაკლები შესაძლებლობების მქონე ადამიანთან ქორწინებაში ყოფნის შედეგად გაჩენილი სირთულეები მისი ბრძოლის დაწყების მიზეზად იქცა.
„იმ წლებში სოფლის კაცები სამუშაოდ რუსეთში მიდიოდნენ. გვიჭირდა ძალიან. ამიტომაც, სამუშაოდ ჩემი ქმარიც წავიდა. ერთი პერიოდი, კავშირიც კი დავკარგეთ. მე ჩემს 4 შვილს მარტო ვუვლიდი. ზამთარზე რომ ვფიქრობდი შიშით ივსებოდა ჩემი გული. გამოსავალი მუშაობა იყო. დროთა განმავლობაში, სამეზობლოსა და სანათესაოსთვის რაღაცეების კერვა დავიწყე. ხშირად, ჩემი შრომის სანაცვლოდ ფულის მაგივრად პროდუქტებს ვიღებდი. ძალიან ცუდი პერიოდი იყო, ახალგაზრდა ქალი ვიყავი, მარტო, გაჭირვებაში. მამას დახმარებას ვერ ვთხოვდი, რადგან მისთვის არასასურველ ადამიანთან ვიყავი ქორწინებაში. მარტო ვებრძოდი სირთულეებს“, – ამბობს ნაილია.
ქალურობის ძალა ნაილიამ მარტო დარჩენის შედეგად იგრძნო. ქალისთვის განათლების მნიშვნელობას, რაც მთავარია კი პროფესიის მნიშვნელობას, იგი 4 შვილის დედის როლში მიხვდა.
„ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ თუ დაქორწინდი, შენ უკვე დედა ხარ და შვილებისთვის უნდა იცხოვრო. თუნდაც გცემონ, შეგაგინონ, მარტოც, მშიერიც რომ დარჩე, მაინც ეს ასე უნდა იყოს, უნდა მოითმინო და გაუძლო ყველაფერს აბსოლუტურად. სხვა გამოსავალი არ იყო ამ სირთულეებთან შეხების შემდეგ მეც გავიზარდე და ცხოვრების აზრი გავიგე“, – ამბობს ნაილია.
დღეს ნაილიას სამივე გოგოს საკუთარი პროფესია აქვს. მათგან ორს პროფესიული განათლება აქვს მირებული და სამედიცინო სფეროში მუშაობს, მესამე გოგოს კი უმაღლესი აქვს დამთავრებული და ეკონომისტად მუშაობს. მისი უმცროსი ვაჟი კი დღეს უმაღლეს სასწავლებელში სწვალობს.
„ქალის პროფესიები ცხოვრებაში უსასრულოა. ქალი ოჯახის ქალიშვილია, დაა, დედაა, მეუღლეა, ბებიაა. თუმცა, ქალი საკუთარ მთავარ პროფესიას დროულად უნდა დაეუფლოს, რომ ზემოთ ჩამოთვლილები ღირსეულად შეასრულოს“, – ამბობს ნაილია.
შალალა ამირჯანოვა