16 yaşında ərə verilmiş Rabiyanın bu gün 4 uşağı var – 3 qızı və 1 oğlu. Cəmiyyətin etdiyi təziq və həyatın gətirdiyi çətinliklərlə birgə O, bir çox maneələri aşıb. Bu gün 45 yaşlı Rabiya heçkimdən asılı olmayaraq hektarlarla torpaq becərir və əldə etdiyi məhsulu özü satır.
“Qadınsansa deməli artıq güclü doğulmusan. Qadın təzyiq altında qaldığı cəmiyyətin yazılmamış qaydaları ilə razılaşmamalıdır ”,- deyir Rabiya.
Rabiya 9-cu sinifi Marneulinin Baytallı kəndində bitirib. Təhsilini davam etdirmək üçün başqa kəndə hərgün piyada gedirmiş. 15 yaşında olan zaman artıq Rabiyaya elçi gəlməyə başlayıblar. Onun yeganə istəyi isə təhsilini davam etdirmək imiş.
“İptidai sinif müəlliməsi olmaq istəyirdim. Bu mənim qəbul olmayan böyük arzum olaraq qaldı. Atam məni 16 yaşımda qonşu kəndə ərə verdi. Daha nə qədər saxlayasıyam ərə verim yiyəsinə tapşırım dedi”,- deyir Rabiya.
Rabiyanın söylədiyinə görə qaynanası olmasa o, yaxşı ana və tam bir ev qadını ola bilməzdi. Evliliyinin irəliləyən illərində xəstəliyə yoluxan həyat yoldaşı ona bu günə kimi zorakılıq göstərir. Ancaq Rabiya bu olanlara bu günə kimi bezmədən-tükənmədən dözür.
Rabiya ən kiçik qızının hekayəsi anasına bənzəyir. O hələ məktəb şagirdikən qaçırılıb. Cəmiyyətin təsiri və təziqi ilə isə valideynlər susmaq qərarı alıblar.
“Qızımız qaçırılanda mən də ərim də çox düşündük və qızımızı evə qaytarmaq isdəyirdik. Bütün kənd qapımıza toplandı. Və tək çıxış yolunun olaraq qız ər evində qoymaq olduğunu dedilər. Böyüklər bu həmişə belə olub belədə qalacaq dedilər, sözümüzü keçirə bilmədik.”- söyləyir Rabiya.
“Bu gün özümü daha güclü hiss edirəm. Həmin illərdə belə olsaydım heçkim məni susdura bilməzdi. İndi isə ailədə mən kişi işini də qadın işinidə tək başıma görürəm. Mövsümdə tək başıma işləyirəm. Elə hadisələr olub ki, torpağı becərərkən zəhərlənmişəm, ancaq məni heçnə dayandırmır!”,- deyir Rabiya.
Rabiyanın bir qızı bu günü universitet tələbəsidir. O Rabiya nın əsas ümididir çünki, onun vasitəsi ilə məhsulunu alıcıya satarkən gürcü dilində danışır. O eləcədə kiçik övladını, oğlunu elə böyüdür ki, qadına hörmət etsin və heçbir zaman qadın hüquqlarına laqeyid yanaşmasın.
Şəlalə Əmircanova
ქალი ძლიერია, თუმცა მას საზოგადოება აჩუმებს…
16 წლის ასაკში გათხოვილ რაბიას დღეს 4 შვილი ჰყავს – 3 გოგონა და 1 ვაჟი. ცხოვრების სირთულეებთან ერთად, საზოგადოების ზეწოლით, მას ბევრი ბარიერი აქვს გადალახული. დღეს 45 წლის რაბია დამოუკიდებლად ჰექტრობით მიწას ამუშავებს და მოსავალსაც მარტო ყიდის.
„ქალი რომ ხარ, ესე იგი ძლიერი დაიბადე. ქალი არ უნდა დათანხმდეს საზოგადოების დაუწერელ წესებს, რომლის ზეწოლას მუდმივად განიცდის“, – ამბობს რაბია.
რაბიას 9 კლასი მარნეულის სოფელ ბაითალოში აქვს დამთავრებული. სწავლის გაგრძელების მიზნით, სხვა სოფელში ყოველდღე ფეხით დადიოდა. ჯერ 15 წლისა იყო, რომ მშობლებთან მისი ხელის სათხოვნელად მოდიოდნენ. მისი ერთადერთი სურვილი კი განათლების გაგრძელება იყო.
„ძალიან მინდოდა, დაწყებითი კლასის მასწავლებელი გავმხდარიყავი. ჩემი დიდი ოცნება იყო ეს, რომელიც არ ასრულდა. მამაჩემმა 16 წლის ასაკში მეზობელ სოფელში გამათხოვა: რამდენ ხანს გავაჩერებ სახლში, გავათხოვებ და პატრონს ჩავიბარებო, თქვა“, – ამბობს რაბია.
რაბიას თქმით, რომ არა მისი დედამთილი, დღეს ის ვერ გახდებოდა კარგი დედა და ოჯახის ქალი. ქორწინების მომდევნო წლებში დასნეულებული ქმარი დღემდე ძალადობს მასზე, მაგრამ რაბია ამ ყველაფერს ოჯახის და შვილების გამო დღემდე უდრტვინველად ითმენს.
რაბიას უმცროსი გოგოს ისტორია თითქმის დედის მსგავსია. იგი ჯერ კიდევ მოსწავლეობის პერიოდში მოიტაცეს. საზოგადოების ზეწოლის გამო, მშობლებს გაჩუმება ურჩიეს.
„გოგო რომ მომტაცეს, ბევრი ვიფიქრეთ მე და ჩემმა ქმარმა. დაბრუნებას ვაპირებდით, მაგრამ ჩვენს სახლთან სოფელი შეიკრიბა და გამოგვიცხადა, მომხდარის გამო, ერთადერთი გამოსავალი გოგოს დატოვებააო. ვერაფრით შევეწინააღმდეგეთ უხუცესებს“, – ამბობს რაბია.
„ძლიერად თავს დღეს უფრო ვგრძობ. იმ წლებში ასეთი რომ ვყოფილიყავი, ვერავინ შეძლებდა ჩემს გაჩუმებას. ახლა მე მარტო ვაკეთებ კაცის საქმესაც და ქალის საქმესაც. სეზონზე სულ მარტო ვმუშაობ. მომხდარა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მიწის დამუშავების დროს მოვწამლულვარ, თუმცა მე ვერაფერი შემაჩერებს!“, – დასძენს რაბია.
რაბიას ერთი გოგო დღეს უნივერსიტეტის სტუდენტია. ის დედის დიდი იმედია, რადგან მისი დახმარებით შეუძლია მოსავლის შემსყიდველთან ქართულად საუბარი. ასევე, ის უმცროს შვილს, ბიჭს, ისე ზრდის, რომ ქალს პატივს სცემდეს და მისი უფლებები არასოდეს უგულებელყოს.
შალალა ამირჯანოვა