Cinsi təhsil

Qadının orqanizmində yaşla əlaqəli dəyişikliklər

İnsanın həyatı boyu orqanizmində baş verən bir çox proses cinsi və reproduktiv sağlamlığı ilə əlaqəlidir.  Baxmayaraq ki, bizim bədənimizdə baş verən dəyişikliklər tamamilə təbiidir bəzən gündəlik həyatımıza təsir edir və müəyyən narahatçılıq və tabularla qarşılaşırıq.    Bundan əlavə onlar üçün bəzən utanc da duyulur. Bunun səbəbi isə bu cür proseslər haqda yetərli məlumatımız yoxdur.

Menstural dövr

Menstrual dövr nədir?

Menstrual dövr qadının bədənində hər ay baş verən və onu hamiləliyə hazırlayan hormonal prosesdir.

Qadının iki yumurtalığı var və hər birində saysız yumurta var.

Menstrual period ərzində  yumurtalıqlarda yumurtalar yetişməyə başlayır. Yetişmiş yumurtalar yumurtalıqdan çıxır və partlayır. Ovulyasiya etapında yumurtalar fallopiya borusuna yerləşir və spermatozoidlərlər tərəfindən döllənməyə hazırlanır.

Əgər yetişmiş yumurta döllənməzsə, bədənə hamiləlik üçün hazırlanmış uşaqlıq boşluğu divarı lazım olmur, toxuma açılır və qanla birlikdə vaginadan keçməklə orqanizmdən çıxır və bu bir qayda olaraq ayda bir dəfə baş verir və buna menstruasiya deyilir.

Menstural period menstruasiyanın ilk günündən başlayır və növbəti menstural periodun ilk günü bitir.

Menstrual period təxminən 12-14 yaşlarda başlayır. İnsanların əksəriyyətində 21-35 günlük menstural periodu olur və menstruasiya 2-7 gün davam edir. Menstural period yeni başlayan vaxtlarda regulyar olmaya bilər. Ola bilsin bir qaydaya düşməsi üçün illər lazım olsun.

Əgər qorunmadan cinsi əlaqədə olubsunuzsa menstruasiyanın gecikmə səbəbi hamiləlik ola bilər.

Qeyd

Əgər sonrakı faktorlar varsa həkimə müraciət etməyiniz məsləhət görülür: 

  • Menstruasiyanın 15 yaşadək başlamaması;
  • Süd vəzilərinin (döşün) böyüməsi başladıqdan 3 ərzində menstruasiyanın başlamaması və ya 13 yaşadək süd vəzilərinin böyüməyə başlamaması;
  • 90 gün ərzində periodun dayanması;
  • Davamlı, hər aylıq menstruasiyadan sonra periodun davamiyyətinin pozulması;
  • Period 21 gündən az və ha 35 gündən çox olarsa;
  • Qanaxma 7 gündən çox davam edərsə;
  • Qanaxma normadan artıq olarsa və ya 1-2 saatda birdən çox tampon/gigiyenik paketin istifadəsi lazım gəlirsə;
  • Periodlar arasında qanaxma;
  • Qanaxma zamanı güclü ağrı;
  • Tampon istifadəsi zamanı temperaturunın sürətlə artması və zəiflik.

ქალის ორგანიზმში მიმდინარე ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები

სიცოცხლის განმავლობაში, ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ბევრი პროცესი სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას უკავშირდება.  ჩვენს სხეულში მიმდინარე ცვლილებები გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და მიუხედავად იმისა, რომ ისინი სავსებით ბუნებრივია, ხშირად, გარკვეულ უხერხულობასთან და ტაბუსთან არის დაკავშირებული. მეტიც, მათ გამო ადამიანების შერცხვენასაც აქვს ხოლმე ადგილი. ასე ძირითადად იმიტომ ხდება, რომ ბევრი ასეთი პროცესის შესახებ არ ვფლობთ საკმარის ინფორმაციას.

მენსტრუალური ციკლი

რა არის მენსტრუალური ციკლი? 

მენსტრუალური ციკლი არის ჰორმონალური პროცესი, რომელიც ქალის სხეულში ყოველთვიურად მიმდინარეობს და მას შესაძლო ორსულობისთვის ამზადებს.

ქალს აქვს ორი საკვერცხე და თითოეულ მათგანში არის უამრავი კვერცხუჯრედი.

მენსტრუალური ციკლის განმავლობაში, საკვერცხეებში კვერცხუჯრედები იწყებენ მომწიფებას. მომწიფებული კვერცხუჯრედები საკვერცხიდან გამოიდევნება და სკდება. ოვულაციის ეტაპზე, კვერცხუჯრედი  მოთავსებულია ფალოპის მილში და მზად არის განაყოფიერდეს სპერმატოზოიდის მიერ.

იმ შემთხვევაში, თუ მომწიფებული კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდება, სხეულს არ სჭირდება ორსულობისთვის მომზადებული საშვილოსნოს ღრუს კედელი, ქსოვილი ჩამოიშლება და ის სისხლთან ერთად, ვაგინის გავლით გამოდის ორგანიზმიდან. ეს პროცესი როგორც წესი, ყოველ თვე ხდება და მას მენსტრუაცია ჰქვია.

მენსტრუალური ციკლი იწყება მენსტრუაციის პირველ დღეს და მთავრდება მომდევნო მენსტრუაციის პირველ დღეს.

მენსტრუალური ციკლი დაახლოებით 12-14 წლის ასაკში იწყება. ადამიანების უმეტესობას აქვს 21-35 დღიანი მენსტრუალური ციკლი, ხოლო თვითონ მენსტრუაცია საშუალოდ 2-7 დღე გრძელდება. მენსტრუალური ციკლი შესაძლოა არ იყოს რეგულარული, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ციკლი ახალი დაწყებულია. შესაძლოა, რამდენიმე წელი იყოს საჭირო იმისთვის, რომ ციკლი ბუნებრივ რიტმში ჩაჯდეს.

იმ შემთხვევაში, თუ დაუცველი სექსუალური ურთიერთობა გქონდათ, მენსტრუაციის დაგვიანება შესაძლოა ორსულობის ნიშანი იყოს.

შენიშვნა

რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა შემდეგი ფაქტორები:

  • მენსტრუაციის არქონა15 წლამდე;
  • მენსტრუაციის არქონა სარძევე ჯირკვლების (მკერდის) ზრდის დაწყებიდან 3 წლის ფარგლებში, ან სარძევე ჯირკვლების ზრდა 13 წლამდე არ აღინიშნება;
  • ციკლი შეწყდა 90-ზე მეტი დღის განმავლობაში
  • რეგულარული, ყოველთვიური მენსტრუაციის შემდეგ, ციკლი არარეგულარული გახდა
  • ციკლი 21 დღეზე ნაკლები, ან 35 დღეზე ხანგრძლივია
  • სისხლდენა 7 დღეზე მეტხანს გრძელდება
  • სისხლდენა ჩვეულებრივზე მძიმეა, ან ყოველ 1-2 საათში, საჭიროა ერთზე მეტი ტამპონის/ჰიგიენური პაკეტის გამოყენება
  • სისხლდენა პერიოდებს შორის
  • ძლიერი ტკივილი სისხლდენის დროს
  • ტამპონის გამოყენების დროს ტემპერატურის სწრაფი მატება და სისუსტე