Bolnisi rayonundan intervyu
– Qadın kimdir?
– Qadını təsvir etmək çox çətindir . Məsələn mən bir qadınam. Bəzən çətinliklər qarşıma çıxanda, özümə həmişə deyirəm ki, mən olduqca güclüyəm. İçimdən o güclü qadını oyadıram, bu zaman mənə elə gəlir ki, mən dünyanı belə dəyişdirə bilərəm və hərkəsə qalib gələ bilərəm. Bəzən isə olduqca zəyif də ola bilirəm . Məsələn özümü xoşbəxt hiss edəndə , onda özümü güclü hiss etməyə ehtiyac duymuram. Ona görə qadın o zaman zəyif məxluq olur, nə vaxt ki, xoşbəxtdir. Bəli, qadınlar xoşbəxtliyə layiq olmalıdır, əgər qarşınızda ” gücsüz ” bir varlıq istəyirsizsə. Əksər halda dünyanı belə dəyişdirmək gücünü özündə hiss edən qadın görərsiz qarşınızda.
– Ailəli qadın yoxsa təhsilli karyera quran qadın?
– Mənim fikrimcə bunların heç biri düzgün seçim deyil .Qadın təhsil almalıdır. Bu balıq üçün suyun dəyəri qədərdir. Ancaq Təhsil , Karyera qadını tam xoşbəxt edə bilməz. Ona görə qadına ailə qurmaq da vacibdir. Qadın sevgiyə ehtiyac duyur. Bu zaman mənim seçimim olar təhsilli , eyni zamanda xoşbəxt və ailəli qadın.
– Bir qadın olaraq ən böyük arzunuz nədir?
– Qadınların arzuları bitməz, təhsil almaq, cəmiyyət üçün faydalı işlər görmək , insanların həyatına rəngarənglik qatmaq . Bəli , bunlar mənin arzularımdır.
– Ətrafınızda ki, qadınlar əsasən necədir?
– Ətrafımda qadınları toplusunu güllərə bənzətsəm , iki cür gül toplusu olar mövcuddur. Məsələn bir lalə gülü olan qadınlar toplusu. Onlar bir lalənin sahib olduğu qırmızı rəngi , kökslərində isə gecənin qaranlığı hökm sürən bir qara xalı daşıyarlar. Qara xal gerçəkləşməmiş arzuların bir simgəsi, ləçəklərin çox hissəsini bürüyən qırmızı rəng isə ona güclü olmalı olduğunu bütün mənliyi ilə xatırladan bir qadın dayanıqlığıdır. Əks halda bu qırmızı rəng olmasa qara xal onu zəbt edib çoxdan öldürmüşdür. Digər qadınlar toplusu digər əl – əlvan güllərdir . Məsələn bir zanbaq gülü, bir çoban yastığı, bir qızıl gülü qədər dim dik duran qadınlar. Yəni qadını ancaq güclülük və dözümlülük təsvir edir.
Şəlalə Əmircanova
„ქალს ჰაერივით და წყალივით სჭირდება განათლება!“
ინტერვიუ ბოლნისის მკვიდრ ქალთან
– ვინ არის ქალი?
– ქალის აღწერა ძალიან რთულია. მაგალითად, მე ცხოვრებაში ყოველი სირთულის დროს თავს ვახსენებ, რომ ქალი ვარ, ე. ი. ძლიერიც ვარ. ამ დროს ჩემში არსებული ძალა იღვიძებს და თავს ისე ვგრძნობ, თითქოს სამყაროს სიძლიერე ჩემში იყოს დაგროვილი და ყველაფერზე გამარჯვება შემეძლოს.
ქალი ზოგჯერ სუსტია. მეც ასე ვგრძნობ ჩემს თავს ხანდახან. ვფიქრობ, თავს რომ ბედნიერად ვგრძნობ, უფრო სუსტი და მშვიდი ვარ. როდესაც ბედნიერი ვარ, არ მჭირდება ძალის ჩვენება, და ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე გადავლახე ყველა სირთულე.
კი, ქალი უნდა იყოს ბედნიერების ღირსი. თუ გინდათ, რომ ცხოვრებით დაკომპლექსებული ქალი არ დაინახოთ, მაშინ ისე გააკეთეთ, რომ ქალი ბედნიერი იყოს.
– დაოჯახებული ქალი თუ კარიერის მქონე ქალი?
– ვფიქრობ, არც ერთი არაა სწორი, რადგან ერთი მეორეს ავსებს. ქალმა განათლება უნდა მიიღოს. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც თევზს რომ წყალი სჭირდება. თუმცა, არც მხოლოდ კარიერას შეუძლია ქალის სრულად გაბედნიერება. ქალს სიყვარულიც სჭირდება. მე ავარჩევდი განათლებულ ქალს, რომელიც კარიერაშიც და ოჯახშიც წარმატებულია.
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?
– ქალების ოცნებები არ მთავრდება, – განათლების მიღება, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთება, ცხოვრებაში მრავალფეროვნების შემოტანა – ეს ყველაფერი ქალის, ანუ ჩემი ოცნებაა, დანარჩენები ისედაც ასე თუ ისე ამისრულდა.
– როგორ აღწერდით თქვენ გარშემო მყოფ ქალებს?
– ჩემ გარჩემო მყოფ ქალებს თუ ყვავილებს მივამსგავსებ, მაშინ მათი ერთი ნაწილი ყაყაჩოს ჰგავს. წითელი მეტყველებს მათ სიძლიერეზე, სიბრძნეზე, ხოლო შიგნით არსებული შავი ხალი – ქალების მიერ განვლილ სირთულეებსა და გულში ჩარჩენილ აუხდენელ ოცნებებზე. მაშინ ასე ვთქვათ, – რომ წითელი – სიძლიერე, თმენა და სიბრძნე თუ არ იქნება, შავი მთლიანად მოსპობდა ქალს. მეორე კატეგორიას ფერად ყვავილებს ვამსგავსებ, მაგალითად ტიტას, გვირილას… ისინი მყარად დგანან ფეხზე, მარტონი. ამ ქალებს სიძლიერე ყოველთვის ცხოვრებისგან აქვთ. გამოდის, რომ ქალებს მხოლოდ სიძლიერე ახასიათებთ…
შალალა ამირჯანოვა