Müəllif Nia Xaçapuridze
Qida əlavəsi nədir və nə üçün qəbul etməliyik?
Tez-tez suallar eşidilir: “Saçım tökülür, görəsən nəyim çatışmır?”, “Həmişə özümü yorğun hiss edirəm, görsən hansı vitaminim çatışmır?”.
İdeal dünyada biz elə qidalanmalıyıq ki, lazım olan hər maddəsi yeməkdən təmin edək, amma real dünyada bu belə deyil. Buna görədə bədənimizdə çatışmayan elementi qida əlavəsi kimi qəbul etməliyik.
Qadınlar üçün xüsusilə hansı əlavələr lazımdır?
Folic acid (fol turşusu, B9 vitamini ) – xüsusilə hamilə qalmağı planlayan qadınlar üçün vacibdir.
Fol turşusu olan yeməklər, ispanaq, yaşıl tərəvəzlər, sitrus meyvələri ( portağal), fındıq , lobya.
B12 – xüsusilə hamilə qadınlar, vejeteryanlar və 50 yaşdan yuxarı qadınlar üçün vacibdir.
Bu vitaminin tərkibində olduğu qidalar: yağsız süd, yumurta, ciyər və toyuq, balıq.
D vitamini- xüsusilə günəşə çıxmayan insanlar üçün ( məsələn İsveçdə və oxşar yerdə yaşayanlar. Eyni zamanda heç bir həkim D vitamini qəbul etmək üçün tam almağı tövsiyyə etmir, tam almaq çox ziyandır, çöldə gəzirsinizsə, günəş görürsünüzsə onnuda D vitamini qəbul edəcəksiniz), ağır çəkisi olanlar və menopozdan sonrakı dövrdə çox vacibdir.
Tərkibinə D vitamini olan yeməklər: balıq ( xüsusilə tuna və qızılbalıq),pendir , yumurta.
Kalsium – xüsusilə 9-18 yaşlarında qızlar, yetişkin və menopozdan sonrakı dövrdə olan qadınlara lazımdır.
Kalsium olan qidalar: taxıllı bitkilər, badam, lobya hər növ süd məhsulu, tərəvəz.
Dəmir – hər kəsə lazımdır.
Tərkibində dəmir olan qidalar – qırmızı ət və toyuq, dəniz məhsulları, paxlalı bitkilər ( lobya, yaşıl noxud və.s).
Biotin- xüsusilə saçı tökülən, dırnağı qırılan və.s üçün.
Hansı məhsullarda var : yumurta, badam, şirin kartof, gül kələmi, qızılbalıq, ispanaq.
Tövsiyyə: əlbbətə bu elementləri qida əlavəsindən deyil, qidadan qəbul etməyimiz daha yaxşıdır amma bir çoxunun bu qədər müxtəlif qida rasionu olmadığı üçün əlavələr boşluqları doldurur.
Qida əlavəsi nə qədər təhlükəsizdir?
Qida əlavəsi əlavədir, dərman deyil yəni əlavə (supplemens) kategoriyasına aiddir, dərman( drugs) kategoriyasına deyil. Buna görədə onların sərt şəkildə tənzimlənmir, məsələn Amerikada dərmanlar kimi sərt tənzimləmə yoxdur amma FDA yeni dərmanları yoxlayan və bazara buraxan/ və ya buraxmayan qurum, doğrudan da qida əlavəsinjn üstündə yazıldığı tərkibli olduğuna nəzarət edir, təhlükəsiz olmadığında bazardan götürülür yəni qısacası monitorinqdən keçir.
Bu demək deyil ki, qida əlavəsini hər dozada qəbul etmək təhlükəsizdir.
Risk: ilk növbədə hansı element və vitamininizin çatışmadığını ( endokronoloqa müraciət etməlisiniz) müəyyən etməlisiniz. Çünki əgər heç bir şeyimiz əksik deyilsə və siz yenədə qida əlavəsi qəbul edirsinizsə və ya nəyinizsə çatmır amma siz lazımından artıq dozada qəbul edirsinizsə bu arzuolunmaz nəticələr göstərə bilər.
Hər zaman endokronoloqa müraciət etməliyikmi?
” Women daily vitamins” var, bəzisi saqqız, jelibon formasında və ya dərman formasındadır, lazım olan hər mikroelement tərkibində var, bir sözlə hər cür qida əlavəsi tərkibi var, amma onların hər biri elə kiçik dozadadır ki, normayı aşmaq üçün uzun müddət istifadə etmək lazımdır. Amma hər qida əlavəsinə nə qədər mcg vitamini tərkibli olduğu yazılıb, eynilə googlede hər vitaminin gündəlik norması yazılıb. Amma sizin hansı elementin çatışmadığını, hansını yeməkdən qəbul etdiyinizi və.s təyin etmək üçün həkimə müraciət etməlisiniz.
Qida əlvəsini haradan alırıq?
Aptek və ya Amazondan.
Dərmanı əvəz edirmi?
Əlbəttə yox. Ona görə dərman deyil, əlvədir ki, yalnız müəyyən dozada immunitetinizi gücləndirir, xəstəliklərin qarşısını almağa kömək edir və.s. Qida əlavəsi xəstəliklərdən müalicə etmir.
Əgər hansısa qida əlvəsini qəbul etməyə qərar versəniz, həkimə müraciət edin.
საკვები დანამატები ქალებისთვის
ავტორი ნია ხაჭაპურიძე
რა არის და რატომ უნდა მივიღოთ საკვები დანამატები?
ხშირად ისმის კითხვები: “ძალიან მცვივა თმა და რისი ნაკლებობა მაქვს?”, “სულ დაღლილი ვარ და რამე ვიტამინი ხომ არ მაკლია?”.
იდეალურ სამყაროში, ყველა ვიკვებებით ისე, რომ საჭირო ელემენტებს საკვებიდან ვიღებთ და არაფერი გვაკლია, მაგრამ რეალურ სამყაროში ასე არ გამოდის ხოლმე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც გვაკლია, საკვები დანამატების სახით მაინც მივიღოთ.
რომელი დანამატებია ქალებისთვის განსაკუთრებით საჭირო?
Folic acid (ფოლიუმის მჟავა, იგივე B9 ვიტამინი) – განსაკუთრებით საჭიროა ორსულებისთვის და ვინც დაორსულებას აპირებს, მათთვის).
საკვები, რომელშიც არის ისპანახი, მწვანე ბოსტნეული, ციტრუსები (მაგ. ფორთოხალი), თხილეული, ლობიო.
B12 – განსაკუთრებით საჭიროა ორსულებისთვის, ვეგეტარიანელებისთვის, 50 წელს გადაცილებული ქალებისთვის.
საკვები, რომელშიც დიდი რაოდენობითაა: უცხიმო რძე, კვერცხი, ღვიძლი და ქათამი, თევზი.
D ვიტამინი – განსაკუთრებით საჭიროა მათთვის, ვინც საერთოდ არ ხვდება მზეზე (მაგ. შვედეთში და მსგავს ადგილებში. ასევე, არავინ, არც ერთი ექიმი, არ უწევს რეკომენდაციას რუჯის მიღებას დ ვიტამინის გამო, რუჯი ძალიან მავნებელია, დ ვიტამინს ისედაც მიიღებთ, თუ გარეთ დადიხართ, მზეზე ისედაც ხვდებით და ა.შ.), აქვს საშუალოზე დიდი წონა, პოსტ-მენოპაუზის დროს.
საკვები, რომელშიც დიდი რაოდენობითაა – თევზი (განსაკუთრებით თინუსი და ორაგული), ყველი, კვერცხი.
კალციუმი – განსაკუთრებით საჭიროა 9-18 წლიდან გოგოებისთვის, ზრდასრულებისთვის და მენოპაუზის შემდეგ.
სად გვხვდება: მარცვლეული, ნუში, ლობიო, რძის პროდუქტები ყველანაირი, კვერცხი, ბოსტნეული.
რკინა – ყველასთვის საჭიროა.
სად ვიპოვოთ – წითელი ხორცი და ქათამი, ზღვის პროდუქტები, პარკოსნები (ლობიო, მწვანე ბარდა და ა.შ.).
ბიოტინი – განსაკუთრებით მათთვის, ვისაც თმა სცვივა, ფრჩხილები ემტვრევა და ა.შ.
სად გვხვდება: კვერცხი, ნუში, ტკბილი კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტო, ორაგული, ისპანახი.
რეკომენდაცია: რა თქმა უნდა, უმჯობესია რომ ეს ელემენტები მივიღოთ საკვებიდან და არა საკვები დანამატების სახით, მაგრამ რადგან ასეთი მრავალფეროვანი რაციონი არ აქვს ბევრს, gap-ებს კარგად ავსებს დანამატებიც.
რამდენად უსაფრთხოა დანამატები?
საკვები დანამატები არის დანამტები და არა წამლები, ანუ კვალიფიცირდება, როგორც supplements და არა drugs. შესაბამისად, მათი რეგულაცია მაგ. ამერიკაში, ისე მკაცრად არ ხდება, როგორც წამლების, თუმცა FDA, ანუ ვინც ამოწმებს წამლებს და უშვებს/არ უშვებს ბაზარზე, აკონტროლებს, რომ ესა თუ ის საკვები დანამატი ნამდვილად არის იმ შემცველობის, რაც გარეკანზე აწერია, ასევე თუ დაადგინეს, რომ უსაფრთხო არაა ან რამე, იღებენ ბაზრიდან, მოკლედ მაინც კონტროლდება და გადის მონიტორინგს.
ეს არ ნიშნავს რომ ყველა დოზით და ყველა დანამატის მიღება უსაფრთხოა.
რისკი: ჯერ უნდა გაარკვიოთ, რა ელემენტი და ვიტამინი გაკლიათ (ვიზიტი ენდოკრინოლოგთან), რადგან თუ რამე არ გაკლიათ და თქვენ მაინც სვამთ ან გაკლიათ მაგრამ სვამთ იმდენად დიდ დოზებს, რომ არაა საჭირო, ეს გამოიწვევს არასასურველ შედეგებს.
ყოველთვის აუცილებელია ენდოკრინოლოგთან მისვლა?
არსებობს women daily vitamins კომპლექტები, ზოგი საღეჭი რეზინის, ჟელიბონის სახითაა, ზოგი აბების – და შეიცავს ყველა საჭირო მიკროელემენტებს, ნაზავია ერთი სიტყვით ამ დანამატების, მაგრამ თითოეული მათგანი იმდენად მცირე დოზითაა ხოლმე, რომ ძალიან უნდა მოინდომოთ, რომ დაშვებულ დოზას გადააჭარბოთ. მაგრამ მაინც, ყველა საკვებ დანამატს აწერია, რამდენ mcg ვიტამინს შეიცავს, ასევე არის გუგლში ყველა ვიტამინზე დღიური დაშვებული დოზა და ნორმები, მაგრამ ზოგადად რა გაკლიათ, რას იღებს საკვებიდან და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა გაარკვიოთ ექიმთან, სანამ დაიწყებთ დანამატების მიღებას.
სად ვყიდულობთ დანამატებს?
აფთიაქებში & ამაზონზე.
წამალს ჩაანაცვლებს?
ვერა, რა თქმა უნდა. მაგიტომ არის დანამატი და არა წამალი, რომ მხოლოდ რაღაც დონეზე გეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებაში, რაღაც დონეზე გეხმარებათ დაავადებების პრევენციაშიც და ა.შ. საკვები დანამატები არ გამოდგება დაავადებების მკურნალობისთვის და ძალიან დიდ იმედებსაც ნუ დაამყარებთ.
და კიდევ ერთხელ, სანამ რამეს გადაწყვეტთ, მაინც გადაამოწმეთ ექიმთან.