Cinsi təhsil

Qızlıq pərdəsi

Qızlıq pərdəsi və ilk cinsi əlaqə təcrübəsi ilə əlaqədar bir çox səhv məlumat var. Qeyd olunan səhv məlumat tez-tez qadınlar və qızların hüquqlarının pozulmasına səbəb olur.

Bilməliyik ki, qızlıq pərdəsi uşaqlıq/ vaginayı tamamilə əhatə etmir. Qızlıq pərdəsinin forması hər qadında fərqlidir. O vaginada təxmini 1-2 santimetr içəridə yerləşir.

Necə ki, burun, qulaq və başqa hissələrin onunda  müxtəlif forması var.  Qızlıq pərdəsi sıx və geniş selikli qişadan ibarətdir. Əksər hallarda qızlıq pərdəsi elastikdir və cinsi həyat başladıqda “cırılmır” uzanır və genişlənir.

Qeyd etmək lazımdır ki, kişinin penisi və qadının vaginasını müşahidə etdikdə nə vaxtsa cinsi əlaqədə olub olmadığını təyin etmək eyni cür mümkünsüzdür. Bununla yanaşı qeyd etmək lazımdır ki, əgər cinsi zorakılık qurbanı olubsunuzsa vaxtında, müvafiq ekspertizaya müraciət etsəniz bədəninizdə təcavüzkarın izini tapmaq mümkündür.

Səhv məlumat var ki, ilk cinsi əlaqə həmişə ağrılı olur. Qeyd olunan qızlıq pərdəsinin necə və nə cür yerləşməsindən aslıdır. Bəzi qadın ilk cinsi əlaqə zamanı ümumiyyətlə ağrı hiss etmir və eyni zamanda qadınların əksəriyyətində ilk cinsi əlaqə zamanı qan gəlmir. Əksər hallarda ilk cinsi əlaqə zamanı mövcud qanaxma qızlıq pərdəsinin qalınlığı və ya “cırılması” əla əlaqəli deyil, əgər qadın cinsi əlaqə zamanı gərgindirsə, ehtiraslı deyilsə və vaginasında islaq deyilsə, daha asan desək qadın cinsi əlaqəyə hazır deyilsə nüfuz nəyi əslində qızlıq pərdəsinə müəyyən zədə dəysin və bu qanaxmaya səbəb olur. Müvafiq olaraq qanaxmanın qadının necə dəfə cinsi əlaqədə olmasıyla əlaqəsi yoxdur.

Sürtkü yağının istifadəsi cinsi əlaqəni daha rahat vəziyyətə gətirə bilər. Bu məqsədlə nüfuz etmədən əvvəl, ehtiraslı olanadək tələsməməyiniz tövsiyyə olunur. Əgər bir insan özünü narahat hiss edirsə və ya ağrılı təcrübəsi varsa cinsi əlaqədə olmamalıdır. Əgər nəyinizsə ağrıyırsa dayanın. Əgər ağrını, həmişə varsa həkimə müraciət edin.

Unutmayın ki, ilk cinsi əlaqə zamanı hamilə qala bilərsiniz. Arzuolunmaz hamiləlik və cinsi yolla keçən xəstəliklərdən qorunmaq üçün kontraseptiv vasitələrdən istifadə etməyi unutmayın. Unutmayın ki, cinsi yolla keçən xəstəliklərdən yalnız bariyerli kontraseptiv vasitələr qoruyur. Kontraseptiv bariyerli vasitə kişi və ya qadın kondomunu apteklərdən satın ala bilərsiniz başqa cür müdafiə üçün həkimə müraciət edin.

————————————————-

აპკი

ე.წ. „საქალწულე“ აპკთან და პირველ სექსუალურ გამოცდილებასთან დაკავშირებით ბევრი მცდარი ინფორმაცია არსებობს. აღნიშნული მცდარი ინფორმაციები ხშირ შემთხვევაში ქალების და გოგოების უფლებების დარღვევის მიზეზი ხდება.

 

მნიშნელოვანია ვიცოდეთ, რომ აპკი მთლიანად კი არ ფარავს საშოს/ვაგინას, არამედ ქმნის ე.წ. გვირგვინს, რომლის შუა ნაწილშიც, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, სიცარიელეა. აპკის ფორმა ყველა ქალის შემთხვევაში განსხვავებულია. ის ვაგინაში, მისი შესავალი ხვრელიდან, დაახლოებით 1-2 სანტიმეტრით შიგნით მდებარეობს.

ისევე, როგორც ყურს, ცხვირს და სხვა ნაწილებს, მათ სხვადასხვა ფორმა და სხვადასხვა გარშემოწერილობა აქვთ. აპკი ლორწოვანი ქსოვილისგან შედგება, რომელიც მჭიდროდ ან ფართოდ არის დაკეცილი. უმრავლეს შემთხვევაში, აპკი ელასტიური და წელვადია და სექსუალური ცხოვრების დაწყებისას კი არ „იხევა“, არამედ, იწელება და ფართოვდება.

უნდა აღინიშნოს, რომ კაცის პენისზე და ქალის ვაგინაზე დაკვირვებით, ერთნაირად შეუძლებელია იმის დადგენა, ჰქონდა თუ არა ადამიანს ოდესმე სექსი. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ თუ თქვენ გახდით სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლი, შესაძლებელია მოძალადის კვალის აღმოჩენა სხეულზე, თუ დროულად მიმართავთ შესაბამის ექსპერტიზას.

არსებობს მცდარი ინფორმაცია, რომ პირველი სექსი ყოველთვის მტკივნეულია. აღნიშული დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის აპკი განთავსებული და როგორია მისი გარშემოწერილობა. ზოგი ქალი საერთოდ არ გრძნობს ტკივილს პირველი სექსის დროს და ასევე, ქალების უმრავლესობის შემთხვევაში, პირველ სექსს სისხლდენა სულაც არ ახლავს თან. ხშირად, პირველი სექსის დროს არსებული სისხლდენა საერთოდაც არ არის დაკავშირებული აპკის სისქესთან ან მის „გახევასთან“. იმ შემთხვევაში, თუ ქალი დაძაბულია სექსის დროს, არ არის აღგზნებული და არ აქვს საკმარისი სისველე ვაგინის არეში, მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ქალი მზად არ არის სექსუალური აქტის განსახორციელებლად, პენეტრაციის შედეგად, აპკზე შესაძლოა გარკვეული დაზიანებები აღმოჩნდეს და ამან სისხლდენა გამოიწვიოს. შესაბამისად, სისხლდენა არ არის კავშირში იმასთან, თუ რამდენჯერ ჰქონდა ქალს სექსი.

ლუბრიკანტის გამოყენებამ, შესაძლოა სექსი უფრო ნაკლებად დისკომფორტული გახადოს. ამავე მიზნით, რეკომენდებულია, რომ პენეტრაციამდე არ იჩქაროთ და დაიცადოთ, სანამ კარგად აღიგზნებით. არავის უნდა ჰქონდეს სექსი, თუ თავს ამის გამო არაკომფორტულად გრძნობს ან ეს გამოცდილება მისთვის მტკივნეულია. თუ რაიმე გტკივათ, გაჩერდით. და თუ ტკივილი მუდმივად გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს.

აქვე, არ დაგავიწყდეთ, რომ პირველი სექსის დროსაც შესაძლებელია, რომ დაორსულდეთ. არასასურველი ორსულობის და ასევე, სექსუალური გზით გადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად, არ დაგავიწყდეთ კონტრაცეპტივებს გამოყენება. გახსოვდეთ, რომ სექსუალური გზით გადამდები დაავადებებისგან მხოლოდ ბარიერული კონტრაცეპტივი გიცავთ. კონტრაცეპციის ბარიერული საშუალება, ქალის ან კაცის კონდომი შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქებში, ხოლო, სხვა სახის კონტრაცეპციასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს და გაიარეთ კონსულტაცია