Cinsi təhsil

Qızlıq pərdəsi nədir və o qadının “namusunu” hansı vahidlə ölçür?

Müəllif Nia Xaçapuridze

Pərdə vagina girişindəki (ortasında, axırında deyil tam girişindədir) mövcud qatdır. Pərdənin qoruma funksiyası üçün var olduğu ehtimal olunur, vagina girişi maksimum dar olsun və qadın onu istifadə edəndən infeksiyalar ona daxil olmasın. Pərdə sanki vaginanaya bərkidilmiş selefon kimi səslənir amma elə deyil.

O yalnız girişi daraldır, amma yenədə vaginadan normal və menstrual axıntı gələcək deşiyi var. Pərdənin bir çox növü var. Eyni zaman heç mövcud olmayan növü də var, yeni bəzisinin anadangəlmə qızlıq pərdəsi olmur.

Pərdənin bir növünün ümumiyətlə deşiyi yoxdur. Bu halda qız yalnız ilk menstruasiyanı başlayanada başa düşər. Qan axmağa yer tapa bilmir, vaginada toplanır və çox ağrıdır.

Bu halda ginekoloq onu kəsir və budur, sanki heç yoxuymuş kimi. Başqa tərəfdən böyük deşikli və kiçik deşikli və bir çox növü var. Quruluş baxımından elastik qızlıq pərdəsi mövcuddur (o qədər dözümlüdür ki, cinsi əlaqə zamanı da pozulmur və doğuma qədər durur), möhkəm qızlıq pərdəsi də var (onu pozmaq çox ağrılı olur), bəzi pərdələr isə çox həssasdır idman zamanı və və ya tampon istifadə etdikdə pozula bilər.

Qızlıq pərdəsi pozulan zaman qan gəlməsinə görə bir neçə növü var: heç qan gəlməyən, iki damcı qan gələn və çox qan gələn bunların hamısı normaldır.

Çox mühüm bir spoiler vermək istəyirəm, qızlıq pərdəsinin olması heç bir zaman heçnədən qorumur. Ola bilsin qızlıq pərdəsi olsun amma bütün xəstəliklərə yoluxsun və ya qızlıq pərdəsi olsun amma hamilə qalsın. Bunu yaxşı yadda saxlayın.

Qızlıq pərdəsinin başını buraxaq və əsas suala keçək: bakirə qız kimdir? Bakirəlik hansı anda itirilir və hansı anadək qorunur?

Gəlin hesab edək ki cinsi əlaqə qurmağı düşünən insan reallığı dərk edəcək və məntiqli nəticə çıxaracaq qədər böyümüş olmalıdır. Addım- addım öyrənək. Bakirəliyin iki izahatı var – qeybət edən qonşuya görə və tibbi. Hər ikisinin əsəsı var. İlk növbədə hansının daha mühüm olduğuna qərar verin və sonra hansı izahata inanacağınıza qərar verin. Qeybət edən qonşunun izahatı belədir: Qız o zaman bakirədir ki, qızlıq pərdəsi evlənənə və ya ölənə kimi yerindədir. Nəyə əsasən? Milli və ümumbəşəri namus qoruma və başqasının şəxsi həyatı/xoşbəxtliyi/ çarpayısına burnunu soxma qanununa görə. Tibbi izahat belədir: Bakirə heç bir cinsi əlaqəsi olmayan insandır (vaginal, anal).

Nəyə əsasən? İnsanın sağlamlığını qoruma. Təsəvvür edin ki, tibb elan edir ki, qızlıq pərdəsi pozulmadan cinsi cinsi əlaqə sayılmır ( yəni penisin tam daxil olmaması, anal seks və oxşar şeylər cinsi əlaqə satılmasın). Nə baş verər, xalq hesab edər ki, əgər bu cinsi əlaqə deyilsə demək ki, qorunmağa da ehtiyac yoxdur, qızlıq pərdəsi hər şeydən qoruyar, mənə heç bir xəstəlik keçməz, hamilə qalmaram. Nəticədə hamıya hər xəstəlik keçər və bir çoxu hamilə qalar. Heç bir yerdə belə bir məlumata rast gələ bilməzsiniz ki, QİÇS və başqa cinsi yolla keçən xəstəliklər penis axıra qədər daxil olmadıqca keçmir.

Elə olsaydı həyat daha asan olardı. Pensinin bir hissəsi və çox az sperma vagina və düz bağırsaqda xəstəliyə yoluxdurmaq üçün kifayətdir. Bakteriya və QİÇS virusuna başa sala bilərsinizmi ki, penis axıra qədər daxil olmayıb və haqqı yoxdur ki yoluxsun? Düz bağırsaqda isə risk daha böyükdür, çünki cinsi əlaqə zamanı selikli qat zədələnir və zədələnmiş hissənin xəstəliyə yoluxması daha asandır. Hec yerdə elə bir məlumata rast gələ bilməzsiniz ki, hamilə qalmaq üçün penisin tam daxil olması lazımdır. Sperma penisdən içəri tökülərsə bu kifayətdir. Heç vaginaya daxil olan spermatozoidlərin qarşısına kimsə keçib deyən deyil ki, penis tam daxil olmamışdı, bu cinsi əlaqə sayılmır. Bu hansısa şəxsi fikir, filosofiya, əxlaq, zövq və xasiyyət məsələsi deyil ki. Tibb, biologiya inanıb- inanmamaq məsələsi deyil, öz sağlamlığını riskə ataraq özünə yalan danışmaq deyil. Oral seksdə seksdir amma hamilə qalmaq riski yoxdur və xəstəliklərə yoluxma riski daha azdır. Bu nisbətən daha risksiz yarım cinsi əlaqə sayıla bilər. Bir sözlə desək qızlıq pərdəsi pozulmayıbsa cinsi əlaqə sayılmır demək – dəvəquşunun başını quma batırması sayılır.

Yaxşı deyək ki, hamıya yalan danışdıq, lap özümüzədə amma bakteriya, virus və hamiləlik yalan danışmaz. Nəticədə sizə qalan yarım cinsi əlaqə amma həmin xəstəliklər və hamiləlik olacaq. Buna dəyərmi? Əgər siz hesab edirsinizsə bu mühümdür, bu sizin qərarınızdır. Amma özünüzə yalan danışmayın. Tibb və elm mütəxəssisləri deyir ki, qızlıq pərdəsi hamiləlik və cinsi yolla keçən xəstəliklərdən qorumur. Bundan başqa qızlıq pərdəsi və sağlamlıq arasındakı seçimi etmək sizin qərarınızdır.

Bakirə qız hamilə qala bilərmi? Cinsi əlaqəni olmadan hamilə qalmaq? Əlbbətə mümkün deyil.

Sperma vaginaya daxil oldu amma qızlıq pərdəsi yerində duran şəxs özünü bakirə sayarmı? Bakirə deyildi və özünü də qoruması niyə hamilə qalmasın ki?


რა არის საქალწულე აპკი და რა ერთეულებში ზომავს იგი ქალის „პატიოსნებას“?

ავტორი ნია ხაჭაპურიძე

აპკი არის საშოს შესასვლელში (ზუსტად შესასვლელში და არა შუაში ან ბოლოში) არსებული ქსოვილი (ილუტრაციისთვის დაგუგლეთ hymen). სავარაუდოდ, აპკი იმიტომ არსებობს, რომ დამცველობითი ფუნქცია ჰქონდეს, საშოს შესასვლელი მაქსიმალურად ვიწრო იყოს და ინფექციებმა არ ირბინონ ზემოთ-ქვემოთ მანამ, სანამ ქალს მისი გამოყენება არ დასჭირდებოდა.

აპკი ისე ჟღერს, თითქოს ცელოფანივით იყოს გადაკრული საშოზე, მაგრამ არაა. უბრალოდ, შესასვლელს ავიწროვებს, მაგრამ ხვრელი მაინც რჩება, რომ საშოდან ნორმალური და მენსტრუალური გამონადენი გამოვიდეს.

აპკი არსებობს იმდენი სახის, რამდენიც გაგიხარდებათ და თითები გეყოფათ დასათვლელად. ასევე არსებობს აპკი, რომელიც არ არსებობს, ანუ ზოგს სულ არ აქვს დაბადებიდან.

კიდევ არსებობს აპკი, რომელსაც ხვრელი სულ არ აქვს. ამ შემთხვევაში, გოგო სავარაუდოდ სულ ვერ გაიგებს ამ ამბავს მანამ, სანამ პირველი მენსტრუაცია არ დაეწყება. სისხლი გამოსვლას ვერ მოახერხებს, საშოში დაგროვდება და ძალიან ძლიერ ტკივილებს გამოიწვევს. ამ შემთხვევაში გინეკოლოგი უბრალოდ ჩაჭრის მას და მორჩა, ვითომც არ ყოფილა.

სხვა მხრივ, არსებობს აპკები დიდი ხვრელით და პატარა ხვრელით, საცერივით დაცხრილული, იმ ფორმის, ამ ფორმის, ასეთი, ისეთი.

ქსოვილის მხრივ არსებობს ელასტიკური აპკები (რომლებიც ისეთი წელვადია, რომ სექსის დროსაც შეიძლება, არ დაირღვეს და დარჩეს და მშობიარობამდე იქ იყოს), არსებობს უფრო მყარი ქსოვილის აპკები (რომელთა გარღვევაც შედარებით მტკივნეულია), არსებობს ისეთი ნაზი და არაფრისმაქნისი აპკები, რომ ტანვარჯიშზე ერთი ფეხის გაქნევამ შეიძლება დაარღვიოს, ან ტამპონმა (რომელიც ქალიშვილებისთვისაც შეიძლება!)

დარღვევისას წამოსული სისხლის მიხედვით, არსებობს უსისხლო, ორწვეთიანი და სისხლიანი აპკები და ყველა არის ნორმა.

და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სპოილერი შემდეგისთვის: აპკის ადგილზე ყოფნა არავის არასდროს არაფრისგან იცავს. შეიძლება აპკი იყოს ადგილზე და ადამიანს გადადებული ჰქონდეს ყველა დაავადება, რაც არსებობს და აპკი იყოს ადგილზე მარა ადამიანი დაორსულდეს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ.

ამასობაში აპკი ჯანდაბას და მთავარი კითხვა: ვინ არის ქალწული? რა მომენტიდან იკარგება ქალწულობა და რა მომენტამდე ნარჩუნდება?

მოდით ჩავთვალოთ, რომ ადამიანი, რომელიც აპირებს სექსს, არის და უნდა იყოს საკმარისად გაზრდილი იმისთვის, რომ რეალობის პირდაპირ ყურება და ლოგიკისთვის მიყოლა შეეძლოს. ჰოდა მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ.

არსებობს ქალწულის (ქალიშვილის) ორი განმარტება – ჭორიკანამეზობლური და სამედიცინო. და ორივეს აქვს თავ-თავისი საფუძველი.

პირველ რიგში, იმაზე დაფიქრდით, რომელი მათგანი უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი და შემდეგ გადაწყვიტეთ, რომელ განმარტებას დაიჯერებთ.

ჭორიკანამეზობლური განმარტება ასეთია: ქალიშვილი არის გოგო, რომელსაც ადგილზე აქვს აპკი და გათხოვებამდე ან სიკვდილამდე ეგრეც ექნება. საფუძველი? ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო პატიოსნების დაცვა და სხვის პირად ბედნიერებაში/ცხოვრებაში/ლოგინში ცხვირის ჩაყოფა საკუთარის არქონის გამო.

სამედიცინო განმარტება ასეთია: ქალწული არის ადამიანი, რომელსაც არ ჰქონია სექსი (ვაგინალური, ანალური). საფუძველი? ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, მედიცინამ რომ გამოაცხადოს, რომ აპკის გაურღვევლად სექსი სექსი არ არის (ანუ პენისის ბოლომდე არ შესვლა, ¾ შესვლა, 38%ის გარეთ დატოვება, ანალური სექსი და მსგავსი რამეები სექსად არ ითვლება). რა მოხდება და ხალხი ჩათვლის, რომ რახან სექსი არ ჰქვია მაგას, ესე იგი თავის დაცვაც არ მჭირდება, აპკი ყოფილა ყველაფრისგან დამცავი საშუალება, არაფერი გადამედება კაცო და არც დავორსულდებიო. საბოლოოდ ყველას, რა თქმა უნდა, ყველაფერი გადაედება და ძალიან ბევრი დაორსულდება.

ვერასდროს ვერსად წაიკითხავთ, რომ გონორეის ან შიდსის გადადებას მაინცდამაინც პენისის ბოოოლომდე შესვლა სჭირდება საშოში. ეგრე რომ იყოს, რა კაი და ადვილი იქნებოდა ცხოვრებაა, ¾ს არავინ გადააცილებდა. პენისის ნაწილის და მცირე რაოდენობის სპერმის მოხვედრაც საკმარისია, საშოშიც და სწორ ნაწლავშიც, გადასადებად. ბაქტერიებს და შიდსის ვირუსს გააგებინებთ, რომ პენისი ბოლომდე არ შესულა და იურიდიულად უფლება არ გაქვს, გადმომედოო? სწორი ნაწლავის შემთხვევაში, რისკი კიდევ უფრო დიდია, რადგან ანალურის სექსის დროს ლორწოვანის დაზიანება უფრო ხშირია და დაზიანებულზე რა თქმა უნდა, უფრო ადვილად გადაგედებათ, რაც იქნება.

და ვერც იმას წაიკითხავთ, რომ დაორსულებას სჭირდება პენისის ბოლომდე შესვლა საშოში. სპერმა რომ მოხვდეს შიგ პენისის თავიდან, ეგეც საკმარისზე მეტია. არც საშოში შევარდნილ სპერმატოზოიდს გადაუდგება ვინმე წინ, პენისი ბოლომდე არ იყო შემოსული და ეგ სექსად არ ითვლებაო. ეს ხომ არ არის რაღაცა პირადი აზრის, ფილოსოფიის, მორალის, გემოვნების და ხასიათის ამბავი? მედიცინაა, ბიოლოგიაა და მჯერა/არმჯერაზე არ არის, თავის მოტყუება/არმოტყუებაზეა, ისევ ჯანმრთელობის ხარჯზე. ორალური სექსიც სექსია ამასობაში, უბრალოდ ორსულობის რისკი ნამდვილად არ ახლავს თან და დაავადებების გადადების რისკიც ბევრად ნაკლებია (თუმცა მაინც არის). აი ეგ შეიძლება ჩაითვალოს შედარებით უსაფრთხო „ნახევარსექსად“ და არა 3/7ით შესვლა და 47%-ით გარეთ გათავება და აპკის თავდაცვის საშუალებად აღქმა.

პირდაპირ რონ ვთქვათ, იმის მტკიცება, რომ აპკი თუ არ დაირღვა, სექსად არ ითვლება – არის სირაქლემობა და ქვიშაში თავის წაყოფა. კაი ბატონო, მოტყუვდება ყველა, თქვენც, თუ კარგად მოიტყუებთ თავს, მაგრამ არ მოტყუვდება ბაქტერია, ვირუსი და ორსულობა. საბოლოოდ შეგრჩებათ ნახევარი სექსი, მაგრამ ზუსტად იგივე დაავადებები/ორსულობა. გიღირთ?

თქვენ რა მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად, ეგ თქვენი გადასაწყვეტია. უბრალოდ თავს ნუ მოიტყუებთ. მედიცინა და მეცნიერება, სპეციალისტები, ამბობენ, რომ აპკი არ იცავს ორსულობისგან და სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან. იმის იქით თქვენ რას გადაწყვეტთ და აპკისა და ჯანმრთელობის აიწონა-დაიწონა საით გადაიწევს, თქვენი საქმეა.

შეიძლება თუ არა, ქალიშვილი დაორსულდეს? სექსი (და სპერმის მოხვედრა საშოში) არ ჰქონია და დაორსულდა? რა თქმა უნდა, არა.

სპერმა კი მოხვდა საშოში, მაგრამ აპკი იყო ფაქიზად შენარჩუნებული და თავს ქალიშვილად თვლიდა? არ ყოფილა ქალიშვილი და არც თავი დაუცვია და რატომაც არ დაორსულდებოდა?