İctimaiyyət

Radio Marneulinin Jurnalisti və “Pəncərə”-nin bloqerlərindən biri Aynürə Əliyeva ilə maraqlı müsahibə

– Mən Aynurə. Bəzən adi vətəndaş, bəzən media işçisi, bəzən dost, bəzən sirdaş və həm də ana. Bütün insanlar belədir. İxtisasımız, peşəmiz, insani dəyərlərlə dolu olan tərəflərimiz var. 13 ildir ki, ictimai fəaliyyətdəyəm. Əsasən media, hüquq sahələrində çalışmışam və fəaliyyətimə yenə davam edirəm.

– Bir qadın kimi uzun zamandır ictimaiyyətdə fəal çalışırsan, ən vacib işlərdən birini görürsən, bu sahədə illər arasında gördüyün fərq nədir? Varsa müqayisə et.

– 13 il az müddət deyil. Fəaliyyətə başlayanda hamı təcrübə qazana-qazana öyrənir. İctimaiyyətdə fərq əlbəttə ki, var. Zaman keçir, nəsillər dəyişir, düşüncələr inkişaf edir və dəyişikliklər baş verir. Yadımdadır mən tələbə olanda ictimai görüşlərdə iştirak edən qızlarımızın sayı 10-15 nəfərdən artıq deyildi. İndi isə bu say olduqca artmaqdadır. İllər ərzində gördüyüm vacib fərqlərdən biri gənclərin fəallığıdır. Hamı nəisə etməyə çalışır. Bu yaxşıdır, çünki boşluq olanda zaman həmişə mənasız işlərə sərf olunur. Məşğuliyyət olanda isə insanlar bir-birinin həyatına burnunu soxmur, özü uğur qazananda başqasını paxıllamır, özü təhsil alanda digərlərinə də yol açmağa çalışır. Sərbəst hərəkət, düşüncə artmaqdadır. Ən böyük fərq də elə budur. Ancaq yenə də dəyişməli olan məsələlər çoxdur. Çalışmaq, sağlam mübarizə aparmaq həmişə vacibdir.

– Bu qədər zaman ərzində azad, tək çalışıbsan. Ancaq artıq evlisən və anasan. Qadın həm ailəsini, həm işini idarə etmək üçün nə etməlidir?

Bəli, bu illər ərzində iş həyatı, işgüzar səfərlər, görüşlər, təlimlər və bir çox fəallıqlarım olub. Tək çalışmaq asandır, məsələyə ailə və valideyn olmaq qoşulanda məsuliyyət ikiqat artır. İnsanın nə zaman, harada nə öyrənəcəyinin harada köməyinə çatacağı bəlli olmaz. Mən insan həyatında zaman bölgüsü mövzusunda çox sayda təlimlərdə iştirak etmişəm. Bəlkə də bir vaxtlar mənasız görünən təlimlər bu gün həm ailəni, həm uşağı həm də işimi idarə etməkdə mənə yardımçı olur. Bu elə də asan deyil, ancaq vaxtı düzgün böldükdə, nəyi nə zaman yerinə yetirəcəyini biləndə məsələlər qaydaya düşür. Qadın ailəsini və işini idarə etmək üçün vaxtını düzgün bölsə yetərlidir. Asan olmasa da belə vəziyyətlərdə başqa çıxış yolu olmur. Ya birini kənara qoymalısan, ya hər ikisi üçün güclü olmalısan.

– Sənin fikrincə bir qadının güclü olduğu necə ifadə olunur?

– Mənim üçün qadın kişi fərq etməz, əgər insanın daxilində ədalət və vicdan duyğuları qaydasındadırsa o, mütləq öz yolunu və gücünü tapacaq. Biz qadınların gündəlik həyatda gördüyü işləri asan hesab edirik. Söhbət yalnız təhsilli, çalışan qadınlardan getmir. Evdar xanımlar bəzən onlardan da çox zəhmət çəkirlər. Ailə süfrə arxasına toplaşanda yemək üçün kitab, qələm, təhsil istəmir, yemək istəyir və bu öhdəliklər qadınların üzərindən keçir. Ailənin təmin edilməsi tərəfləri də var. Qadınlar güclüdür ki, həm övlad böyüdə, həm ailə təmin edə həm də eyni zamanda çalışa və ailəyə iqtisadi baxımdan yardım göstərə bilirlər. Əlbəttə, kişilər də çalışır, ancaq qadından fərqli olaraq əksər hallarda onların ev işləri kimi öhdəlikləri olmur.

Sənin üçün ictimaiyyətdə güclü qadın olmaq nə deməkdir?

Mənim üçün güclü ictimai qadın yalnız çalışıb, ayın sonunda əmək haqqı alan qadın deyil. Güclü ictimai qadından söhbət gedirsə dəyişikliklər mütləq olmalıdır. Əgər nəticə yoxdursa demək fəaliyyət boşuna aparılır. Bu hər sahədə belədir. Güclü ictimai qadın düşüncə, fikir dəyişməyi bacarmalı, nümunə olmalı, düzgün yetişdirmə qabiliyyətinə malik olmalıdır. İctimai şəxslərdən yeni nəsil çox şey öyrənir. Əgər güclü ictimai qadın düzgün yolu təbliğ etməzsə ondan öyrənənləri də çaşdırmış olar. Bu səbəbdən mən hər ictimaiyyətdə gördüklərimə güc və ya güclülük deməzdim. Önəmli olan nəticədir. Nəticəyə isə hamı nail ola bilmir.

Şəlalə Əmircanova


ინტერვიუ რადიო მარნეულის ჟურნალისტთან და „ფანჯარას“ ბლოგერთან აინურა ალიევასთან

–  მე ვარ აინურა. ზოგჯერ უბრალოდ მოქალაქე, მედიასფეროს წარმომადგენელი, საიდუმლოს შემნახავი მეგობარი, ასევე დედა. ყველა ადამიანი ასეთია. პროფესია, სამსახური, ადამიანური ღირებულებებით სავსე მხარეები გვაქვს. 13 წელია, სამოქალაქო სექტორში ვარ. ყველაზე მეტად მედიაში, სამართლის მიმართულებით მიმუშავია და ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას.

– როგორც ქალი, საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდი ხანია, რაც აქტიურად ხარ ჩართული. რა განსხვავებებს ხედავ შენს ადრინდელ და დღევანდელ მუშაობაში?

– 13 წელი არაა ცოტა დრო. ყველა გამოცდილების დაგროვებით სწავლობს. საზოგადოებაში განსხვავება, რა თქმა უნდა, არის. დრო გადის, თაობები იცვლებიან, აზროვნება ვითარდება და ცვლილებები ხდება. სტუდენტი როცა ვიყავი, კარგად მახსოვს, შეხვედრებში მონაწილეობას 10-15 გოგოზე მეტი არ იღებდა. ახლა კი, ეს რაოდენობა რადიკალურად შეცვლილია და ეს პროცესი გრძელდება. წლების განმავლობაში, ჩემ მიერ დანახული ცვლილება ახალგაზრდების აქტიურობაა. ყველა ცდილობს, რამე გააკეთოს. ეს კარგია, რადგან როდესაც თავისუფალი დრო მეტია, იგი ყოველთვის უაზრო საქმეებში იხარჯება. როდესაც ადამიანს აქვს საქმე, რითიც დაკავებულია, ის სხვის საქმეში ცხვირს არ ჩაყოფს, წარმატებას რომ მიაღწევს, სხვების არ შურს, განათლებას რომ იღებს, სხვებისთვისაც ცდილობს გზის გაკაფვას. თავისუფალი მოქმედება, აზროვნება მატულობს. ყველაზე დიდი ცვლილება ამაშია. თუმცა, ცვლილებები მაინც ბევრ რაღაცაში გვჭირდება. შრომა, ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის მნიშვნელოვანია.

ამ წლების მანძილზე ყოველთვის მარტო მუშაობდი, თავისუფლად, ახლა კი ოჯახი გყავს. შენი აზრით, ქალს როგორ შეუძლია სამსახურისა და ოჯახის სწორად მართვა?

– მართალია, წლების მანძილზე მქონდა აქტიური სამსახური, საქმიანი გასვლები, შეხვედრები, ტრეინინგ სემინარები, სხვა მრავალი აქტივობითაც ვიყავი დაკავებული. მარტო მუშაობა მარტივია, მაგრამ როდესაც ოჯახი და მშობლობა გემატება, პასუხისმგებლობა ორმაგდება. ადამიანმა არ იცის, სად რას ისწავლის და სად რა გამოადგება. დროის მართვის შესახებ ბევრ ტრეინინგს დავსწრებივარ. შეიძლება, ერთ დროს ეს ტრეინინგები უაზროდ ჩამეთვალა, მაგრამ დღეს ოჯახის, ბავშვის და ასევე სამსახურის მართვაში ზუსტად იგი მეხმარება. ეს არაა მარტივი, თუმცა დროს თუ სწორად გადაანაწილებ, გეცოდინება, როდის რა უნდა გააკეთო, საკითხები წესრიგში ჯდება. ქალს დროის სწორი გადანაწილებით შეუძლია სამსახურის და ოჯახის მართვა. ეს არაა მარტივი, თუმცა ასეთ რთულ მდგომარეობაში სხვა გამოსავალი არაა. ან ერთი საქმე უნდა გადადო გვერდზე, ან ორივეში უფრო ძლიერი უნდა იყო.

შენი აზრით, რაში გამოიხატება ქალის სიძლიერე?

– ჩემთვის არაა მნიშვნელოვანი, ქალია თუ კაცი, თუ ადამიანის შინაგანად აქვს სამართლიანობის შეგრძნება და სინდისი, ის თავის გზას და სიძლიერეს აუცილებლად იპოვის. ჩვენ, ქალებს, მარტივი გვეჩვენება ჩვენი ყოველდღიური საქმეები სახლში. საუბარი მხოლოდ განათლებულ და სამსახურის მქონე ქალებზე არაა. დიასახლისი ქალები ზოგჯერ მათზე ბევრს შრომობენ და სირთულეებს აწყდებიან. ოჯახის სუფრასთან რომ იკრიბება საჭმელად, წიგნი, კალამი, განათლებაც უნდა და ეს ყველაფერი ქალების ზურგზეა. ოჯახის უზრუნველყოფას კი თავისი დადებითი მხარეები აქვს. ქალი, რა თქმა უნდა, ძლიერია, რომ მას ერთდროულად ოჯახის უზრუნველყოფა, ბავშვებზე ზრუნვაც და მუშაობა და ოჯახისთვის ეკონომიკური სარგებლის მოტანაც შეუძლია. რა თქმა უნდა, კაცებიც მუშაობენ, მაგრამ მათ, ქალებისგან განსხვავებით, სახლის საქმეების მსგავსი პასუხისმგებლობები არ აქვთ.

შენთვის ზოგადად ძლიერი ქალი რას ნიშნავს?

– ჩემთვის, ძლიერი ქალი მხოლოდ სამსახურის მქონე და ხელფასის შემომტანი არაა. თუ საუბარი ზოგადად ძლიერ ქალზეა, მან ცვლილებები აუცილებლად უნდა განიცადოს. თუ შედეგი არაა, მაშინ მისი საქმიანობა ტყუილად ხორციელდება. ეს ყველა მიმართულებაში ასეა. ზოგადად, ძლიერ ქალს უნდა შეეძლოს აზრებისა და ფიქრების შეცვლა, მაგალითი უნდა იყოს, შვილების სწორად აღზრდის უნარი უნდა ჰქონდეს. ახალი თაობა საჯარო პირებისგან ბევრს სწავლობს. თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართული ქალი სწორ გზას არ აირჩევს, ახალგაზრდებს, რომლებიც მას შეჰყურებენ, გზა აერევათ. ამის გამო, მე საზოგადოებაში ყველა ცნობილ ადამიანს ძლიერს ვერ დავარქმევდი. მთავარი შედეგია. შედეგს კი ყველა ვერ მიაღწევს.

შალალა ამირჯანოვა