Reproduktiv sağlamlıq, reproduktiv sistemin ömür boyu normal funksiyalarını yerinə yetirməsidir. Reproduktiv sağlamlıq hər kəsin tam cinsi həyatı olmasını, onun üçün uyğun olan vaxtda nəsilini davam etdirmə haqqının olmasını nəzərdə tutur. Hər kişi və qadının onun nəslin davam etdirilməsi tənzimləməsi haqda əlçatan, kvalipakisayali məlumat almaq haqqı var, bununla onlar azad, məlumatlı seçim edə bilərlər.
Bizim cəmiyyətdə isə qadınların əksəriyyətinin bu haqda demək olarki məlumatı yoxdur. Abort yenədə ailədə uşaq sayını təyin etmək üçün istifadə edilən metod olaraq. Maraqlısı isə odur ki, abortun qiyməti təxmini 200 laridir, hamiləlikdən 5-10 illik qoruyan spiral isə 150 lariyə başa gəlir. Ancaq abortu edən həkimlər bu haqda məlumat verməkdən boyun qaçırırlar.
Reproduktiv sağlamlıq həyat üçün lazimi prosesdir. Bu proses insanın fiziki, mental və sosial rifahıyla əlaqədardır. Reproduktiv sağlamlıq çətiri altında ana və uşağın sağlamlığı, hamiləlik, cinsi əlaqə yoluyla keçən xəstəliklərin qarşısının alınması, ailənin planlanması, müasir kontrasepsiya vasitələrinə əlçatanlıq, təhlükəsiz abort, reproduktiv sistemin xərçəng xəstəliklərinin qarşısının alınması və.s daxildir. Məhz bu mövzular reproduksiyanın insan həyatında nə qədər mühüm yer tutduğunu təsdiqləyir. Ancaq reproduksiya yalnız sağlamlığa aid deyil, eyni zamanda hüquq məsləsidir. Hər insanın müstəqil şəkildə, hər növ diskrmaniyadan azad reproduktiv davranışına özü qərar verməlidir. O, neçə uşağı olacağını, uşağı nə vaxt dünyaya gətirəcəyini, uşaqları arasında nə qədər yaş fərqi olacağını özü təyin etməlidir.
Hər kəsin öz artma qabiliyyətini tənzimləmə və idarə etmək haqqında məlumatlı seçim etməyə, arzu etmədiyi və plansız hamiləlik risqindən azad olmağa haqqı var. Reproduktiv hüquq bu azad seçimi və qərarı nəzərdə tutur. Bu hüquq beynəxalq səviyyədə və bir neçə sənədlə tanınır. İlk növbədə bunu konstitusiya “Sağlamlıq haqqında qanunla” , xəstənin hüquqlarının qorunması haqqında qanunla qoruyur.
Mövcüd olan iqtisadi bərabərsizlik cinsi və reproduktiv sağlamlıq mövzülarında da özünü göstərir. Dünyada 200 milyondan artıq,kəndlərdə kasıb yaşayan qadınların öz istəyiylə ailə planlaması haqqında məlumatı yoxdur. Bundan əlavə hər gün 800-dən çox hamilə qadın hamiləlik və doğumla əlaqədər çətinliklərə görə dünyasını dəyişir.
Mənbə: unfpa
რა არის რეპროდუქციული ჯანმრთელობა?
რეპროდუქციული ჯანმრთლეობა ნიშნავს რეპროდუქციულ სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას მთელი სიცოცხლის მანძილზე. რეპროდუქციული ჯანმრთლეობა გულისხმობს ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობას, იქონიოს სრულყოფილი სქესობრივი ცხოვრება და იყოლიოს შთამომავლობა მისთვის სასურველ დროს. ყველა ქალსა და მამაკაცს აქვს უფლება, ჰქონდეს ხელმისაწვდომი კვალიფიციური ინფორმაცია მათთვის მისაღებ უსაფრთხო ფერტილობის რეგულაციის მეთოდებზე, რათა გააკეთონ თავისუფალი ინფორმირებული არჩევანი.
ჩვენი საზოგადოების შემთხვევაში, ქალების უმრავლესობას ამ თემებზე არ აქვს ინფორმაცია. აბორტი ისევ ოჯახში ბავშვის რაოდენობის განსასაზღვრად გამოიყენება. საინტერესოა, რომ სამედიცინო დაწესებულებეში აბორტი დაახლოებით 200 ლარი ღირს, ორსულობისაგან 5-10 წლით დაცვის საშუალება – სპირალი კი – 150 ლარი.
მაგრამ, ექიმები რომლებიც აბორტს აკეთებენ, პაციენტებს ამის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან.
რეპროდუქციული ჯანმრთელობა სასიცოცხლო პროცესია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობასთან. რეპროდუქციული ჯანმრთელობის ქოლგის ქვეშ შედის ისეთი საკითხები, როგორიცაა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია, ოჯახის დაგეგმვა, კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე ხელმისაწვდომობა, უსაფრთხო აბორტი, რეპროდუქციული სისტემის ონკოდაავადებების პრევენცია, სკრინინგი და სხვა. თვითონ ეს თემებიც მეტყველებენ ადამიანის ჯანმრთელობის რაოდენ მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს რეპროდუქციას. თუმცა რეპროდუქცია არ ეხება მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ის მოიცავს უფლებრივ საკითხსაც. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თავისუფალ გარემოში ყველანაირი დისკრიმინაციის, ზეწოლისა თუ იძულების გარეშე თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება თავის რეპროდუქციულ ქცევასთან დაკავშირებით. მას თვითონ შეუძლია განსაზღვროს, რამდენი შვილი ჰყავდეს, როდის გააჩინოს, რა შუალედით იყოლიოს შვილები.
ყველა ქალს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმირებული არჩევანი, არეგულიროს და მართოს თავისი ფერტილურობა, თავიდან აიცილოს დაუგეგმავი და არასასურველი ორსულობა. სწორედ ამ თავისუფალ არჩევანსა და გადაწყვეტილებაში მდგომარეობს ადამიანის რეპროდუქციული უფლება. ეს უფლება აღიარებულია საერთაშორისო დონეზე, ასევე, ჩვენთან სხვადასხვა დოკუმენტებით. პირველ რიგში ამ უფლებას კონსტიტუცია, ”ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონი”, პაციენტის უფლებების დაცვის შესახებ კანონი იცავს.
დღევანდელ მსოფლიოში არსებული ეკონომიკური უთანასწორობა განმტკიცებულია უთანასწორობის მრავალი სხვა ფორმით, მათ შორის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში არსებული უთანასწორობით. 200 მილიონზე მეტ ქალს, რომელთა უმრავლესობასაც ღარიბი და სოფლად მცხოვრები ქალები წარმოადგენენ, არ გააჩნია ოჯახის ნებაყოფლობით დაგეგმვის მეთოდებზე ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული გართულებებისგან, მსოფლიოში ყოველდღიურად 800-ზე მეტი ორსული ქალი იღუპება. მათ შორის ჭარბობენ მყიფე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ქალები.
წყარო: unfpa