İctimaiyyət

Stereoriplər gerçəyi görməyə maneə deyil…

Təhsilini tamamladıqdan sonra iş axtaran zaman regionun ehtiyaclarını kəşf edən Fidan Əsgərova ikinci peşəsinə necə yiyələndiyindən danışır.

26 yaşlı Fidan Əsgərova Marneulinin Qızılhacılı kəndindəndir. Hal – Hazırda O, İliya Dövlət Universitetinin Magistratura pilləsində Komunikasiya, Nitq və dil Terapevti ixtisası üzrə təhsilini davam etdirir. Fidan eyni zamanda ibtidai sinif müəlliməsidir və eləcədə Marneulidə fəaliyyət göstərən erkən müdaxilə mərkəzində əsasən fiziki və əqli cəhətdən problemli uşaqlarla çalışır.

Fidanın qeyd etdiyinə görə təhsilini tamamladıqdan sonra iş axtararkən regionda problemli uşaqlarla çalışmaq üçün heç bir müəssisə və ya xidmətin olmadığını aşkar edib. Servislərin olmaması ilə birgə o bu səhədə çalışa biləcək kadrlarında mövcud olmadığını görüb. Regionda ki, vəziyyəti müşahidə edən gənc müəllimə görüb ki, problemli uşaqların mualicəsi üçün valideynlər ancaq xaricə üz tuturlar. Bir çox ailənin maddi vəziyyəti bun aəl vermədiyi üçün problem qarşısında onlar aciz qılırmış. Fidanın bu sahəyə keçməsinin elə böyük səbəblərindən biridə məhs bu olub.

“Mənim bu sahəni seçməyinim elə əsas səbəblərindən biridə regionumuzda valideynlərə birəzdə olsa ümid verə bilmək və öz biliyim ilə onlara birazda olsa yardım etmək idi. Regionumuzun spesifik vəziyyətindən dolayı ölkəmizdə mövcud olan servislərə əl çatanlıqda demək olar ki yox idi, mən və digər mütəxəssislər bu problemin birazda olsa aradan qaldırdıq deyə düşünürəm çün ki, bu sahədə iki dilli mütəxəssislər kimi formalaşdıq.”- söyləyir Fidan.

Marneuli və kəndlərində Fidan ilk dəfə uşaq, ailə və cəmiyyət təşkilatı ilə birgə başlayıb fəaliyyətinəş. Gənc mütəxəssis qeyd edir ki, gündən günə servisə ehtiyac olanların sayı artır və onlar bu sahədə çalışmaların vacibliyini görərək işlərinə daha fəal şəkildə davam edirlər. Fidanin dediyinə görə yaxın zamanlarda onlar yetinlik yaşına çatmamış fiziki imkanları məhdud və xüsusi qayğıya ehtiyacı olan uşaqlarlada tam təmənnasız çalışmağa başlayacaqlar.

“Mənim bu sahədə fəal çalışmağıma əsasəndə ailəmin dəstəyi səbəb oldu. Hər bir gəncə və uşaqlarla çalışmağı sevənlərə əminlik verirəm ki, regionumuzda bu sahədə mütəxəssislərə böyük ehtiyac var. Heçkim bu işlərə başlamaq üçün çəkinib qorxmasın, aydındır ki, stereotiplər çoxdur ancaq işlərə başlayan zaman özləridə bağlanacaqlar peşələrinə. Bu ehtiyacı görüb biganə qalmaq məncə mümkün deyil. ”- deyir gənc müəllimə.

Fidan eləcədə qeyd edir ki, xüsusi dövlət praqramı mövcuddur və bu sahədə talimlər vasitəsi ilə təcrübə keçdikdən sonra işlə təmin olunma imkanıda var.

Şəlalə Əmircanova


სტერეოტიპი სიმართლის დანახვისთვის ბარიერი არ არის

ფიდან ასკეროვა ჰყვება, თუ როგ დაუფლა მეორე პროფესიას განათლების მიღების შემდეგ სამსახურის ძებნის დროს, რეგიონის საჭიროებები აღმოჩენისთანავე.

26 წლის ფიდან ასკეროვა მარნეულის სოფელ კიზიაჯილოდან არის. ამჟამად, იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კომუნიკაციის, მეტყველებისა და ენის თერაპიის მიმართულებით სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას. ფიდანი ასევე არის დაწყებითი კლასის მასწავლებელი და მარნეულის სკრინინგ ცენტრში ფიზიკური და გონებრივი პრობლემების მქონე მცირეწლოვან ბავშვებთან მუშაობს.

როგორ ფიდანი აღნიშნავს, განათლების მიღების შემდგომ, სამსახურის ძებნისას, მან რეგიონში პრობლემურ ბავშვებთან მომუშავე უწყების და სერვისის არარსებობა აღმოაჩინა. სერვისის არარსებობასთან ერთად, მან დაინახა კადრების არარსებობის პრობლემაც. ასევე, ფიდანმა აღმოაჩინა, რომ მშობლები ძირითადად საზღვარგარეთის ქვეყნების სერვისებს მიმართავენ და ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო ოჯახის ეკონომიკურ შესაძლებლობასთან, რაც ეკონომიკური შესაძლებლობის არმქონე ოჯახისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ზუსტად ეს იქცა ფიდანისთვის ერთ-ერთი მთავარ მოტივატორად, რის გამოც მან ამ მიმართულებით მუშაობის დაწყება გადაწყვიტა.

“ამ მიმარულებით ჩემი მუშაობა განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ მინდოდა, ოჯახებისთვის იმედი მიმეცა და ჩემი ცოდნით მათ შეძლებისდაგვარად დავხმარებოდი. რეგიონის სპეციფიკური მდგომარეობის გამო, ქვეყანაში არსებულ სერვისებზეც არ იყო ხელმისაწვდომობა. ამ პრობლემის ნაწილობრივ მაინც აღმოფხვრის მიზნით, მე და სხვა სპეციალისტები ამ მიმართულებით ორენოვან სპეციალისტებად ჩამოვყალიბდით“, – ამბობს ფიდანი.

მარნეულსა და მის სოფლებში ფიდანმა პირველად ორგანიზაციასთან „ბავშვი, ოჯახი და საზოგადოება“ ერთად დაიწყო მუშაობა. ახალგაზრდა სპეციალისტის და მასწავლებლის თქმით, ისინი თავდაპირველად სმენადაქვეითებულ ბავშვებთან ერთად მუშაობდნენ, შემდგომში კი, სერვისის დიდი საჭიროება დაინახეს და ამ მიმართულებით უფრო აქტიურად განაგრძობენ მუშაობას. ფიდანი იმასაც აღნიშნავს, რომ ახლო მომავალში, სრულიად უფასო სერვისის მეშვეობით, არასრულწლოვან შშმ და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდებთან დაიწყებენ მუშაობას.

„მე ამ პროფესიას აქტიურად მივუდექი, რადგან ოჯახმაც მხარი დამიჭირა. ყველა ახალგაზრდას და იმ ადამიანებს, ვისაც უყვარს ბავშვებთან კონტაქტი, ვეტყვი, რომ რეგიონში ამ მიმართულებით სპეციალისტების ნაკლებობა და დიდი საჭიროებაა. არავის უნდა, შეეშინდეს მუშაობის დაწყების. ცხადია, სტერეოტიპები არსებობს, თუმცა მე გარწმუნებთ, რომ როგორც დაიწყებენ მუშაობას, ძალიან შეუყვარდებათ ეს საქმე და აქტიურად გააგრძელებენ ამ კუთხით საქმიანობას, ამის პრაქტიკა უკვე გვაქვს. ამ საჭიროების დანახვა და რეაგირების არმოხდენა, უბრალოდ, შეუძლებელია“, – ამბობს ფიდანი.
ფიდანი ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია მოსამზადებელი ტრეინინგების გავლა და პრაქტიკის წარმატებით გავლის შემდეგ, დასაქმების პერსპექტივაც არსებობს.

შალალა ამირჯანოვა