Marneulinin Muğanlı kənd sakini xanımımızla müsahibə
Sizcə qadın kimdir?
Qadın – Anadır, qadın evdar xanımdır, evinin xanımıdır.
Sizcə qadın güclü varlıqdırmı?
Əlbətdə qadın çox güclü varlıqdır.
Qadının kənddə əsas vəzifsəi nələrdir? Gündəlik işləri nələrdir?
Ev işlərini etməlidir, yığmalıdır, yumalıdır, uşaqlarının yeməyini bişirməlidir. Əgər kənddə yaşayırsa qapısında əkini olur və oranın işlərinidə etməlidir.
Qadın təhsil almalıdırmı?
Əlbətdə bu mütləqdir! Aldığı təhsil üzrə üzrə çalışmasa da öz böyütdüyü uşaqları tərbiyyəsini düzgün verməlidir.
Bəs siz seçim qarşısında qalsaydınız təhsilnizimi davam etdirərdiniz yoxsa yenədə ailə qadını olmağımı seçərdinir?
Məncə təhsilin arxasınca gedərdim. Çünki dünyada hərşey ola bilər qadında tək də qala bilər. Tək kəndci qadın nə cür yaşamalıdır. Ancaq işini davam etdirməsidə düşdüyü ailədən asılıdır. Necə bir ailəyə düşür orada onu oxuduğu peşə üzrə çalışa bilərmi. Yoxsa kəddə qalıb kənd işi ilə məşğul ola bilərmi.
Bəs öz qızınıza təhsil verərdiniz yoxsa evlənməsinimi istəyərdiniz?
Təhsil! Mən qızıma təhsil verərdim. Yəni bunun üçün çalışıramda. İmkan daxilində bunun üçün çalışacam və ona təhsil verəcəm. Qadın üçün təhsil vacibdir.
Gündəlik həyatınızı necə təsvir edərdiniz?
Mən səhər saatlarından nə iş olsa edirəm. Boş durmuruq işləyirik. Çolə gedirik, qapıdakı işləri görürük. Qadının kənddə boş durması hansısa bir işlər məşğul olmaması imkansızdır. Axşam necə gəlir heç fərqində olmuram. Gün bitir ancaq iş bitmir.
Bir qadın kimi cəmiyyət üçün nə edərdiniz, nələri dəyişərdiniz?
Erkən evlilik, zorla qaçırılma bu kimi adət ənənələri sevmirəm dəyişərdim. Çünki qızlar ən azından orta məktəbi bitirə bilmirlər. Həmdə o az yaşlı uşaq birdən birə gedib qadın olub ailəsini necə saxlaya bilərki.
Bəs ali təhsilli və kariyeralı qadın olsaydınız nələri dəyişərdiniz?
NƏ EDƏ BİLƏRDİM….
Kənddə olmayan şəraiti yaradardım. Bir qadının ehtiyacı olanları kəddə onlara yaradardım.
Bəs siz olmaq istədiyiniz qadınsıznızmı?
Xeyir deyiləm. Öz arzuladığım qadın deyiləm. Kəndə necə ola bilərdim ki…
Ən böyük arzum uşaqlıqdan sürücü olmaq istıyirdim. Bu peşə mənə çox maralı gəlirdi. Böyüdükcə düşünürdüm ki, ən azından öz avtomobilim olsun onun sürücüsü olum. Atam anam heç bir zaman bu haqda bilməyib, nədə ailəm. Heyif ki, bir qadın olaraq arzuladığım heç bir arzuma çatmamışam.
Sizcə bu cəmiyyətdə ki, qadınları xoşbəxtdirlər mi?
Xeyir, deməzdim ki, xoşbəxtdirlər. Mən kənddə xoşbəxt qadın görməmişəm. Bir çox səbəb var. Ailə problemləri, kəndin pis şəraiti, cəmiyyətin basqısı, çətinliklər çoxdur, qadın necə xoşbəxt olsun ki…
Əminəm ki, kəndimizdə bir çox qadın mənim kimi ən böyük arzuları içlərində qalaraq yaşayır…
Sizcə təhsil cəmiyyətdə ki, maneəçilikləri və qapalılığı dəyişdirə bilərmi?
Əlbətdə dəyişdirər. Qızlarımız oxumağa meilli olarlarsa erkən evlilikdə aradan qalxar. Düzdü ailələr fərqlidir bəzən qızın özü tez gedir, bəzən ailə məcbur edir. Ancaq təhsilli qız bunu dəyişə bilər.
Siz güclü qadınsızmı?
Mən çox güclü qadınam. Tək yaşayıram. Tək uşaq böyüdürəm. Hər səhər oyanadada gecəə yatandada allahdan güc arzulayıram ki, cəmiyyət üçün yararlı övlad böyüdüm. Təhsilli qız uşağı böyüdüm. Mən özüm müsahibatı bitirmişəm amma peşəmidə davam etdirə bilmədim. Evləndim çalışammadım, sonra da bu kompiuterlər çıxdı lap geri qaldım. Bacara bilmədim… Ancaq qızım bacaracaq!
Şəlalə Əmircanova
“განათლებულ გოგოს ყველაფრის შეცვლა შეუძლია!”
ინტერვიუ მარნეულის სოფელ მუღანლოს მკვიდრ ქალთან
– თქვენი აზრით, ვინ არის ქალი?
– ქალი- დედაა, დიასახლისია, საკუთარი სახლი ქალბატონია.
– ქალი ძლიერი არსებაა?
– რა თქმა უნდა, ქალი ძალიან ძლიერია.
– დღის განმავლობაში ქალი სოფელში რა საქმიანობით არის დაკავებული?
– ქალმა სახლის საქმეები უნდა აკეთოს, უნდა გარეცხოს, დაასუფთაოს, ბავშვის საჭმელი მოამზადოს. თუ სოფელში ცხოვრობს, ეზოს საქმეები უნდა შეასრულოს და ბოსტანს უნდა მოუაროს.
– უნდა მიიღოს თუ არა ქალმა განათლება?
– რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია! თუნდაც ვერ იმუშაოს საკუთარი პროფესიით, იმ განათლებით აუცილებლად შვილები უნდა აღზარდოს.
– რომელს აირჩევდით: განათლების მიღებას თუ ოჯახის დედობას?
– განათლებას მივხედავდი. ყველაფერი ხდება ამ სამყაროში, ქალი მარტო რჩება. სოფელში ქალმა მარტო როგორ უნდა იცხოვროს? სოფლის საქმეებიც უნდა იცოდეს. საქმიანობის გაგრძელებაც ოჯახზეა დამოკიდებული. შეძლებს თუ არა მუშაობას საკუთარი პროფესიით, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აბა ამიტომაც, სოფლის საქმეების ცოდნაც აუცილებელია.
– თქვენს გოგოს განათლებას მისცემდით თუ მის დაქორწინებას დაუჭერდით მხარს?
– განათლება! მე ჩემს გოგოს განათლებას მივცემდი. ამისთვის ვცდილობ და ვმუშაობ. შეძლებისდაგვარად, მომავალშიც ვეცდები, რომ განათლება მიიღოს. ქალისთვის განათლება მნიშვნელოვანია.
– როგორ აღწერდით თქვენს ყოველდღიურობას?
– დილის საათებიდანვე სახლშიც რაცაა გასაკეთებელი, ყველაფერს ვაკეთებ. არ ვჩერდებით ერთ ადგილას, ყველანი ვმუშაობთ. მიწაზე სამუშაოდაც დავდივართ, ეზოს საქმეებსაც ვაკეთებთ. სოფელში ქალის ერთ ადგილას გაჩერება შეუძლებელია. საღამო როგორ მოდის, ვერ ვგრძნობთ. დღე მთავრდება, საქმეები – არა.
– როგორც ქალი რას შეცვლიდით საზოგადოებაში?
– ადრეულ ქორწინებას, იძულებითი მოტაცებების ამბავს მივხედავდი. ამას აღვკვეთდი, რადგან გოგონები მინიმუმ საშუალო სკოლას ვერ ამთავრებენ. ეს პატარა ბავშვი როგორ უნდა გახდეს ქალი და როგორ უნდა მოუაროს ოჯახს?
– უმაღლესი განათლებისა და კარიერის მქონე ქალი თუ იქნებოდით ას შევცლიდით საზოგადოებაში?
– რას გავაკეთებდიიიიი…
სოფლის ცუდ მდგომარეობას შევცვლიდი, ქალის საჭიროებებს მოვისმენდი და მისთვის უკეთეს გარემოს შევქმნიდი.
– თქვე გახდით ისეთიმ როგორც გინდოდათ, რომ ყოფილიყავით?
– ვერა… არ ვარ ის ქალი, როგორიც ვისურვებდი, რომ ვიყო. აბა, სოფელში როგორ გავხდებოდი ასეთი…
ჩემი ბავშვობის ოცნება მძღოლობა იყო. ეს პროფესია ძალიან მაინტერესებდა. რომ ვიზრდებოდი, იმაზე ვოცნებობდი, რომ ჩემი მანქანა მაინც მყოლოდა და მეტარებინა. არც დედამ და არც მამამ ამ შესახებ არ იცოდნენ, ჩემმა ოჯახმა ამ სანუკვარი ოცნების შესახებ დღესაც კი არ იცის. სამწუხაროა, რომ როგორც ქალმა, ვერც ერთ ოცნებას ვერ მივაღწიე…
– თქვენი აზრით, ჩვენს საზოგადოებაში ქალი ბედნიერია?
– მგონია, რომ არა. სოფელში მე ბედნიერი ქალი არ მინახავს. ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს: ოჯახის პრობლემები, სოფლის ცუდი ვითარება, საზოგადოების ჩაკეტილობა და კიდევ ბევრი სხვა რამ. ამ პირობებში ქალი როგორ შეიძლება, ბედნიერი იყოს? დარწმუნებული ვარ, სოფელში ძალიან ბევრმა ქალმა ჩემსავით საკუთარ ოცნებას ვერ მიაღწია.
– თქვენი აზრით, განათლებას შეუძლია საზოგადოების ბარიერებისა და ჩაკეტილობის გახსნა?
– დიახ, რა თქმა უნდა. გოგონები თუ განათლების მიღებაზე იქნებიან ორიენტირებულნი, ადრეული ქორწინების პრობლემაც მოგვარდება. რა თქმა უნდა. ოჯახზეცაა დამოკიდებული ბევრი რამ, თუმცა განათლებულ გოგოს ყველაფრის შეცვლა შეუძლია.
– თქვენ ძლიერი ქალი ხართ?
– მე ძალიან ძლიერი ვარ! მარტო ვცხოვრობ, მარტო ვზრდი ბავშვს. დილით გაღვიძებისას და საღამოს დაძინებისას, ღმერთს ძალას ვთხოვ, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შვილი, განათლებულო გოგო გავზარდო. მე თვითონ პროფესიით ბუღალტერი ვარ, მაგრამ პროფესიით ვერასდროს ვიმუშავე. ჯერ დაქორწინების გამო ვერ ვიმუშავე, შემდეგ ყველაფერი გაციფრულდა და მეც ჩამოვრჩი… ვერ შევძელი… მაგრამ ჩემი გოგო შეძლებს!
შალალა ამირჯანოვა