İctimaiyyət

Uşaqlarıma yaxsi xaçapuri bişirə bilməsəm də onlara yaxşı nümunə oluram – Nino Zambaxidzeylə interviu

Mən ilk vaxtlar biznesə başlayanda ətrafımdakılar məni ələ salırdı.  Ancaq bu gün bu prestijlidir.  Məndə düşünürdüm  ki  məndə istehsalçı ruhu varıydı, hər vaxt  bir biznesim olmasını istəyirdim. Bu istək  mənə Amerikada olan vaxtlarımda, “Özünlə qəhvə  götür” konsepsiyasını gördükdə  başlamışdı. Ondan sonra mənim kariyeram aqro sektorda, iki inəklə başladı. Pendir və  kəpək istehsalına başladım. Ferma tikdim, alma bağı və meyvə, tərəvəz soyuducu işinə, daha sonra Fermer trening mərkəzini açdım.

Kənd təsərrüfatıyla yaxından tanış oldum və fermerlərin işinin ağır olduğunu gördüm, buna görədə Fermerlər Assosiasiya qurdum. O vaxtlar kənd təsərrüfatı hakimiyyət üçün prioritet məsələ deyildi. 2012-ci ildə isə Fermerlər Assosiasiya hakimiyyət və fermer  arasında əlaqə saxlayan rol oynayırdı. Bu gün assosiasiya 4000-dən çox fermeri birləşdirir. Assosiasiya dövlət orqanları ilə məhsuldar əməkdaşlıq edir.  Gürcüstanın Fermerlər Assosiasiyasının əsas istiqamətləri: vəkillik, imkanların güncləndirilməsi və əlaqələrin qurulmasıdır. Biz fermerlərə məhsullarının satılmasına və reklam edilməsinə kömək edir. Fermerlər Assosiasını uşağım kimi böyütdüm və  fermerlər də bilir  ki, əgər onların həaytını yaxılaşdırmaq şansım varsa bundan heç vaxt  boyun qaçırtmaram.

Kənd təsərrüfatına başlamaq mənim ailəmi dağıtdı. Bununla  yanaşı anamın sərt reaksiyasıyla qarşılaşdım: mən səni bunun üçün böyütməmişəm dedi. Bu həm mənim üçün asan olmadı ancaq bəlkə də  belə olmalıydı.

Fermerliyə başladıqda Axaltsixedə başqa  problemləri gördükcə öz gündəlik problemlərim yadımnan çıxdı.  Bütün diqqətimi onlara verdim və  artıq bəzi şeyləri başqa cür dəyərləndirməyə başladım. Yaxşı  olar ki, ailə və biznes bir-biriylə harmoniyada  olsun, ancaq məndə belə alınmadı. Bu gün seçimimə görə, boşandığıma görə peşman olmuram, bu gün olsa yenə eyni seçimimi  edərdim. Uşaqlarımı Tbilisidə anama tapşırdığım üçün, mənə deyirlər ki sənin  uğurun bizim sayəmizdə oldu, çünki bizimlə olmadığın üçün heç vaxt şikayət etməmişik. Bu gün də deyirəm, düzdü onlara yaxşı xaçapuri bişirə bilmirdim  ancaq  onlara gözəl nümunə oldum.

Bu  sahədə ən böyük problem  təhsildir, əmin olun təhsilsiz iqtisadiyyatın inkişafı çətindir.  Fermerlərin müasir texnologiyalar haqqında məlumatları yoxdur, nizamlı infrastruktura,  uyğun siğorta sistemi yoxdur.

Mənim biznesim  2007-ci ildə iki inək satın almaqla başladı. Çəkmələrimi geyinib, şəriklərimlə birlikdə Axaltsixeyə getdim. Qayıtdıqda qərar verdim ki, bu inəklərlə pendir istehsalına başlamamlıyam.

Minilliyin Çağırış layihəsində qrant layihəsi daxil  etdim  və qazandım. Bu pulla beynəxalq standartlara uyğun müəssisə qurduq və 350  nəfərdən süd  satın almağa başladıq. Nəticədə 70 hektar əkin yeri və 300 hektar otlaq sahəm var.

Mən biznesə başlamaq istədikdə bir finans instituna kredit  almağa  getmişdim, mənə dedilər  ki  qadınlara  kredit vermirlər, şahid olaraq bir nəfər kişi lazımdır.  Çox əsəbləşdim, ancaq düşündüm ki, mən bu problemlərlə üzləşirəmsə deməli başqaları da  üzləşir daha aktiv işləməyə qərar verdim. Məhz bunun üçün uğur qazanmalı idim, mən başqa qadınlara nümüvi olmalıydım.

Gürcüstanda qadınlar evdə oturmalıdır və sadəcə müəyyən işlərdə işləməlidir deyə streotiplər varıydı, qadınlarda özgüvəni tam olmadığı üçün addım  ata bilmirdi. Bu gün qadınlar iqtisadi baxımnan güclü olmaq istədiklərini bildirirlər. Ancaq qadınların iqtisadi baxımnan  güclənməsinə mane olan  bir neçə faktordan  danışmaq istəyirəm, təhsil və iqtisadi resursların olmaması.  Biz BMT-nin qadın fonduyla birlikdə qadınların iqtisadi baxımdan  güclənməsi haqqında  layihə həyata keçiririk. Fəxrlə deyə bilərəm ki, müxtəlif regionlardan  uğurlu, həvəsli aktiv qadınlarımız var.

Qadınlara tövsiyyəm birinci-uğursuzluq uğurun açarıdır, ikinci – sizi  öldürməyən gücləndirər, üçüncü – etdiyiniz işdən tam əmin olsanız, ürəklə istəsəniz mütləq alınacaq.

Tozu Gülmamedova


შეიძლება ჩემს შვილებს ხაჭაპურს არ ვუცხობდე, მაგრამ ვუცხობ კარგ მაგალითს, როგორები უნდა იყვნენ – ინტერვიუ ნინო ზამბახიძესთან

მე რომ ამ სფეროში მუშაობა დავიწყე, დამცინოდნენ. დღეს ‒ უკვე პრესტიჟულია. წლების წინ თბილისიდან წავედი და რეგიონში გადავსახლდი. სოფელი არასდროს მქონია და ცხადია, ეს არ იყო მარტივი გზა. მგონია, რომ მეწარმეული სულისკვეთება სულ მქონდა. ყოველთვის მინდოდა, მქონოდა ჩემი ბიზნესი. ეს სურვილი, ჯერ კიდევ ამერიკიდან მომყვებოდა, იმ დღიდან,  როდესაც  პირველად ვნახე კონცეფცია „თან წაიღე ყავა“. ამას შემდეგ მოჰყვა ჩემი კარიერა აგრო სექტორში, რომელიც ორი ძროხის ისტორიას უკავშირდება. ასე დავიწყე ყველაფერი და 2007 წელს გავხდი ფერმერი. გავაკეთე ყველის, საქონლის საკვების საწარმო. გარდა ამისა, ავაგე ფერმა, გავაშენე ვაშლის ბაღი, შევქმენი ხილის და ბოსტნეულის შემნახველი სამაცივრე მეურნეობა, ხოლო შემდეგ უკვე – ფერმერთა ტრეინინგ ცენტრი. აქ უნდა აღვნიშნო ისიც, რომ რეგიონში ყველა დონორ ორგანიზაციასთან მაქვს ნამუშევარი.

სოფლის მეურნეობის საკითხებში კარგად რომ გავერკვიე და გავეცანი ფერმერთა მძიმე შრომასა და სირთულეებს, გადავწყვიტე, ფერმერთა ასოციაცია შემექმნა. იმ პერიოდში სოფლის მეურნეობა ხელისუფლებისათვის ჯერ კიდევ არ იყო პრიორიტეტული, ფერმერებს უამრავი მოუგვარებელი პრობლემა ჰქონდათ. ასე იქცა 2012 წელს დაარსებული ფერმერთა ასოციაცია ხელისუფლებასა და ფერმერებს შორის შუამავლად. დღეს ასოციაცია 4000 ფერმერს აერთიანებს. ასოციაცია ნაყოფიერად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და პოლიტიკის ფორმირებაში. ასოციაცია არის სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო საბჭოს წევრი. მათ შორის, საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების ალიანსის (GAARD). საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ძირითადი მიმართულებებია: ადვოკატირება, შესაძლებლობების გაძლიერება და კავშირების დამყარება. ფერმერმერებს ვეხმარებით მათ მიერ მოწეული პროდუქციის რეალიზაციაში და ამასთანავე, ვეწევით ფერმერების პიარკამპანიას, რადგანაც ვთვლით, რომ ფერმერი პატრიოტია და მათ შესახებ ყველამ უნდა გაიგოს. მართლაც რომ შვილივით გავზარდე ფერმერთა ასოციაცია. კარგად იციან ფერმერებმა, თუ ერთი პროცენტი მაინცაა შანსი, მათ საქმეში ხელი წავუკრა და ცხოვრების გაუმჯობესებაში დავეხმარო, თავს არაფრით დავზოგავ.

სოფლის მეურნებობის სფეროში ჩართვას ჩემი ოჯახის დანგრევა მოყვა. ასევე, ჩემს საქმიანობაზე დედაჩემს ჰქონდა მკვეთრი რეაქცია და მეუბნებოდა, ამისთვის არ გამიზრდიხარ, ასეთ ადგილას რომ  წასულიყავი სამუშაოდო. ერთი მხრივ, ეს ჩემი პირადი ცხოვრებისთვის ალბათ არ იყო კარგი, მაგრამ, მეორე მხრივ, ალბათ ასე იყო საჭირო.

ახალციხეში სულ სხვა პრობლემები დავინახე, რამაც ჩემი ყოველდღიური პრობლემები დამავიწყა. მე თვითონაც ვერ გავაცნობიერე, ისე ჩავერთე ამ ყველაფერში. მთელი ყურადღება ჩემს საქმიანობაზე გადავიტანე, სხვანაირად გადავაფასე რაღაცები. კარგია, როცა ოჯახიც და ბიზნესიც ჰარმონიაში გყავს მოყვანილი, მაგრამ მე ასე არ გამომივიდა. თუმცა, დღეს ამას არ ვნანობ და უკან რომ დამაბრუნო, იმისათვის, რომ ქმარი შევინარჩუნო, ისევ ამ გზას ავირჩევდი.

ჩემი შვილები, რომელთა დატოვებაც იმ დროს დედაჩემთან მომიწია თბილისში,  მეუბნებიან, შენ რომ წარმატებული ხარ, ეს ჩვენი დამსახურებაა, რადგან არასდროს გსაყვედურობთ, რატომ არ ხარ ჩვენთანო. სულ ვამბობ და დღესაც ამ აზრზე ვრჩები: შეიძლება არ ვუცხობდე ჩემს შვილებს ხაჭაპურს, მაგრამ ვუცხობ კარგ მაგალითს, როგორები უნდა იყვნენ.

წლებია, დარგი მიტოვებული იყო და ახლა იწყებს ნელ-ნელა განვითარებას. ძირითადი პრობლემა განათლებაა, რომლის გარეშეც ეკონომიკის განვითარება რთულია. ფერმერებს არ აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობა, არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, არ არის მოქნილი სათანადოდ სადაზღვევო მექანიზმი. სირთულეები ბევრია, განსაკუთრებით შენთვის უცხო დარგში როდესაც იწყებ მუშაობას. რაც ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს და დღესაც გამოწვევად რჩება მაღალკვალიფიციური კადრის დეფიციტი.

რაც შეეხება ჩემს ბიზნესს: 2007 წელს ჩემმა ბიზნესპარტნიორმა ორი ძროხა იყიდა. ასე  ჩავიცვი ბოტები და ჩემს პარტნიორთან ერთად ახალციხეში წავედი. ახალციხიდან მობრუნებულმა კი გზაშივე გადაწყვიტე, რომ ამ ძროხების დახმარებით ახალი ბიზნესი – ყველის წარმოება – უნდა დაგვეწყო. იმასაც კი კარგად ხვდებოდი, რომ ამ ბიზნესის დაწყება ადვილი ვერ იქნებოდა, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული იყო და საქმეს  შევუდექი. ათასწლეულის გამოწვევის პროექტში საგრანტო წინადადება შევიტანე და გავიმარჯვე. ამ ფულით საერთაშორისო სტანდარტების მქონე საწარმო ავაშენეთ და 350 ადგილობრივი მოსახლისგან რძის შეძენა დავიწყეთ. საბოლოოდ, ახალციხეში 70 ჰექტარ სახნავ-სათეს მიწას და 300 ჰექტარ საძოვარს ვფლობთ. აქედან, 5 ჰექტარზე ვაშლის ბაღია გაშენებული და იქვეა გააკეთებული  ხელოვნური ტბა, თევზსარეწიც.

როდესაც მე თვითონ მინდოდა ბიზნესის კეთება, ერთ-ერთ ფინანსურ ინსტიტუთან მივედი სესხის ასაღებად. მითხრეს, რომ ქალებზე სესხს არ გასცემდნენ და თავდებში მამაკაცი უნდა მყოლოდა. ძალიან გავბრაზდი, თუმცა ვთქვი, რომ თუ მე ასეთი პრობლემა შემექმნა, სხვა ქალებს იგივე პრობლემები ექნებოდათ და გადავწყვიტე, უფრო აქტიური ვყოფილიყავი ბიზნესში. ეს თუნდაც იმიტომ უნდა გამეკეთებინა, რომ ჩემი მაგალითი ყოფილიყო სხვებისთვის გამოსადეგი, რომ ქალებსაც შეუძლიათ ბიზნესის კეთება.

საქართველოში იყო სტერეოტიპი, რომ ქალი უნდა ყოფილიყო სახლში, უნდა ჰქონოდა გარკვეული პროფესიები, რის იქეთაც თვითდაუჯერებლობის გამო არ დგამდა ნაბიჯებს. დღეს ეს სურათი მკვეთრად შეცვლილია და უფრო მეტმა ქალმა განაცხადა, რომ სურს, გახდეს ეკონომიკურად ძლიერი. თუმცა, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე საუბრისას, რამდენიმე ხელისშემშლელ ფაქტორზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. ეს არის განათლება და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ,გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, ვახორციელებთ პროექტს, რომელიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს. ძალიან დიდი სიამაყით ვსაუბრობ, რომ წარმატებული, მოტივირებული, აქტიური ქალები არიან სხვადასხვა რეგიონიდან.

რაც შეეხება რჩევებს, პირველი – უნდა ახსოვდეთ, რომ ყველა წარუმატებლობა წარმატების საწინდარია, მეორე – რაც არ კლავთ, აძლიერებთ, და მესამე –  გულით უნდა უნდოდეთ და სჯეროდეთ იმის, რასაც აკეთებენ და აუცილებლად გამოუვათ.

თოზუ გულმამედოვა