Aytac Həsənova ilə interviu
Mən Aytac Həsənova Marneuli rayonunun Keşəli kəndində dünyaya gəlmişəm. Öz kəndimizin ictimai məktəbini bitirdikdən sonra, həmin il İvane Cavaxishvili adına Tbilisi dövlət Universitetinin Hazirlıq fakultəsinə daxil olmuşam.Sonradan həmin universitetin Müalicə İşi fakultəsini bitirmişəm.Halhazırda Russia Xalqlar Dostluğu Üniversitetinin, Daxili Xəstəliklər kafedrasının,Kardiologiya şöbəsində həkim kardioloq(ordinator)kimi işləyib və təhsil alıram. Həkim olmağa necə qərar verdin?
Qərar vermək mənim üçün elədə çətin olmadi. Uşaqlıq arzum idi desəm bir az adi səslənəcək bəlkədə.Həkimlə dolu ailədə böyüdüyümdən hər şeyin fərqinə elə uşaq yaşlarımda varmışdım.Geriye sadəcə özümə verəcəyim iki sual qalırdı bunu həqiqətən istəyirəmi? və bunu bacaracamı? Bunu özlüyümdə qərarlaşdımaq çox önəmli idi, çünki həkimliyin necə ağır və əmək tələb edən bir peşə olduğunu çox gözəl bilirdim.
Bəs niyə kardiologiya? Uşaqlıqdan gələn şüür altı istək deyəlim. Hələ uşaqikən üreyin iş rejimini çox düşünürdüm.Deyirdim gecələr bütün orqanlar istirahət edir yatir, ürək isə işləyir,bir gün küsərsə bezərsə dayanarsa nə olar? Həyat sonlanar bir daha davam ede bilməz.Ona görə ürək həkimi olmalıyam deyirdim.Təbii sonralar bu uşaq düşüncəsinə çox gülürdüm.Amma bu istək daha real istəyə çevrildi və üstəlik en çox sevdiyim insanin üreklə bağlı problemi olduğunda tam qerar verdim.
Bildiyim qədər ilə 1+4 proqramı ilə təhsil alıbsan,bu barədə nə deyə bilərsən?
Dil ilə bağlı problemləri necə həll etdin? Bəli bu proqramın ilk tələbələrindənəm deyə bilərəm. Bu proqramın var olması cəmiyyətinizdə olan bir çox gəncələrimiz kimi mənədə tələbə statusunu qazandırdı.Amma mən bu proqram olmasa belə təhsil alacaqsan deyə böyüdülən ailələrmizdən birinin övladıyam.Bu proqram haqqında ilk məlumatım olduğunda həvəsim birə yüz artdı,bununla yanaşı bir çox problemləridə üzə çıxardı.Yeni formatda atestat imtahanı,dövlət dilini bilməmə və s.kimi. Kənd şəraitində bir az çalışma,bir az istəklə tələbə adını qazandım,zamanın ən yaxsı nəticə toplayanlarından idim. Və həyatımın ən önəmli periodu olan tələbəlik başladı.İlk ildə hər kəsin bildiyi kimi,məkan ertafımızdakı şəxslər dəyişir amma tam olaraq deyil. Tibb fakultəsinə başladığımdakı həyacan, ətraf mühit, insanlar tamamən fərqli idi. İlk müzahirələrdə profesorların dilindən düşməyən sözlər “siz bilirsiz hardasız?” “Sizin bir səhviniz insan həyatına bədəl ola bilər,əminsinizmi?” “Əmin deyilsəniz başlamamış bitirin” “kursda 200 yaxın tələbəsiz və içinizdən sadəcə 50-si həkim olacaq.” Bu suallar məni həm qorxudur, həmdə çox həvəsləndirirdi, seçdiyim peşənin məsuliyyətini hiss etdirirdi. İlk sualı çox gözəl xatırlayıram, heç vaxtda unutmayacam: Ürək nədir?
hər kəs hisslərlə bağlı cavablar verirdi,profesor isə “bu günə kimi oxuduğunuz,öyrəndiyiniz bütün nağılları unudun, bura tibb fakultəsidir, ürək isə qanı damarlara itələyən və toplayan bir nasosdur. Zamanla tibbin ağırlığı,dil problemi,qoyub çıxan tələbələr və ən ənası psixoloji basqı, o 50-liyin içində mən olacami sualı çox çətin gəlirdi.Eseblərim pozulurdu anlamırdım nə də vaz keçmirdim.Bir gün gürcü qrup yoldaşım esebləşmə, gül gülmək sənə çox yaraşır ,dil problemi deyil bizdə anlamırıq sistem çox ağır dedi bu sözlər mənə bir motivasiya oldu sanki. Bütün konsbektlərimin ,kitablarımın üstünə “həyata gülümsə” yazmağa başladım hər dəfə bunu oxuyanda simamda təbəssüm yaranirdi və davam edirdim.Birinci semestiri uğurla başa vurduqdan sonra özgüven və bacara biləcəm hissi yarandı.İkinci il artıq kursun yaxşı oxuyanları içinə daxil oldum,təqaüd almağa başladım,amma yenədə sistemin çətinliyi vardı.
Tələbəliyimin növbəti etabi 3-cü kursda başladı. Dərslər klinikalara keçdi. Əlavə olaraq klinikalarda stajlara,işə başladım. Ən əsası peşəmlə bağlı xaricə ilk çıxış, yay praktikası, mənim üçündə yeni bir təcrübə oldu və uğurla tamamlandı. Bu çıxış zamanı mən özümü kəşf etdim, nə istədiyimdən əmin oldum bir daha. Bu zaman beynimdə haraya aidəm sualı baş qaldırdı. Hansı cəmiyyətə aidəm? Elmin hər saniyə inkişaf etdiyinin fərqinə varan, nələrisə öyrənən yoxsa tək düşüncəsi ailə, uşaq olan? Ailəyə çox önəm verən və uşaqları çox sevən biriyəm, az öncə nəyi nəzərdə tutduğumu bilirsiniz. Təəssüflər olsun ki, cəmiyyətimizdə qadın olmaq asan deyil. Özümü kəşf etdikdən sonra cəmiyyətə qarşı təcrübəsiz idim açıq fikirlərə özümü ifadə etməyə çalışırdım, amma məni qınayıb və üstəlik bəyənməməzliklə günahlandırırdılar. Sonra öz istəklərim üçün hərəkət edərək nə istədiyimdən əmin olaraq irəllədiyimdə, özümü ifadə etmək çətin olmadı.
Bəs qadın hüquqları barədə nə deyə bilərsən?
İlk öncə qadın kişi hüquqlari deyildə insan hüquqları kimi pozquntulara hər zaman qarşı olmuşam. Qanun qarşısında cinsiyyətindən aslı olmayaraq hər kəs eyni və tam hüqüqludur. Digər bərabərliyə qalınca mən bərabər hüquqluluqla razı deyiləm çünki qadının hüquqlarının daha çox olduğunu düşünürəm. Kim zəifdir kim güclüdür, kim haqlıdır kim haqsızdır mövzusuna heç girmirəm də. Sadəcə onu deye bilərəm ki, istər qadının, istər kişinin həyatda biri -biri ilə əvəz olunmaz funksyaları var.
Gələcək planların nədir?
Zaman göstərəcək hər şeyi,məsələ bu gün Moskvadayam hansı ki heç ağlımdanda keçmirdi. Amma son olaraq onu deyim insanlığa yararlı bir həkim olmaq üçün hər zaman çalışacam. Gənclərimizə tövsiyyən hər cür imkanlarla dolu, gözəl,müasir bir dövürdə yaşayırıq. Qarşınıza çıxan hər bir fürsətdən, insanlardan sözun əsl mənasında yaxşı istifadə edin. Xəyyallarınızı ən yüksəkdən qurun, çalışın, mübarizə aparın, yoxlayın ən azından vicdaninizi rahat edin ki, mən yoxladım, çalışdım olmadı. Çünki insan yoxlayarkən heç bir şey nəticəsiz qalmır, ən azından yeni bir şeylər öyrənib, özünün bir yanını kəşf edirsən,y əni hər zaman qazanırsan.
Tozu Gülmamedova
ბავშვობის ოცნებიდან პროფესიონალ ექიმობამდე განვლილი გზა
ინტერვიუ აიტაჯ გასანოვასთან
მე, აიტაჯ გასანოვი, მარნეულის რაიონის სოფელ ქეშალოში ვარ დაბადებული. სკოლა ჩემს სოფელში დავამთავრე. სწავლა განვაგრძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო საქმის ფაკულტეტზე. ამ ეტაპზე, ვსწავლობ რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში, შინაგან დაავდებათა კათედრაზე. ვმუშაობ და ვსწავლობ კარდიოლოგიის განყოფილებაში, ექიმ კარდოილოგად.
როგორ გადაწყვიტე, რომ ექიმი ყოფილიყავი?
ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის რთული არ იყო. ალბათ ბანალურად გაჟღერებს, თუ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ექიმებით სავსე ოჯახში გავიზარდე, ყველფერი ბავშვობიდან შევითვისე. ერთადერთი, იმ კითხვაზე მჭირდებოდა პასუხის პოვნა, ნამდვილად მინდოდა თუ არა ეს? შევძლებდი თუ არა? აუცილებელი იყო, ეს ყველაფერი მკაფიოდ განმესაზღვრა საკუთარ თავში, რადგან ვიცოდი, რამდენად დიდ შრომას ითხოვდა ექიმობა.
და რატომ კარდიოლოგია?
ეს ბავშვებიდან მოყოლილი ქვეცნობიერი გადაწყვეტილებაა. ბავშვობაში გულის სამუშაო სისტემაზე ბევრ ვფიქრობდი. ვფიქრობდი ღამეები, სხეულის სხვა ორგანოები ისვენებს, გული კი მუშაობს… თუ ერთ დღეს მობეზრდება ან ეწყინება და გაჩერდება, რა მოხდება? ალბათ სიცოცხლე შეჩერდება… ამიტომ ვფიქრობდი, რომ გულის ექიმი უნდა გამოვსულიყავი. რა თქმა უნდა, შემდეგ ამ ბავშვურ აზრებზე მეცინებოდა. მაგრამ, ბავშვური ინტერესი რეალურ მიზნად გადაიქცა. როცა გავიგე, რომ ჩემს ყველაზე საყვარელ ადამიანს გულის პრობლემა ჰქონდა, კიდევ უფრო დავრწმუნდი ამაში.
უნივერსიტეტში ჩააბარე 1+4 პროგრამით. ამაზე რას იტყვი? როგორ გადალახე ენის პრობლემა?
მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროგრამის ერთ-ერთი პირველი სტუდენტი ვარ. როგორც ძალიან ბევრი ახალგაზრდა, მეც ამ პროგრამით გავხდი სტუდენტი. მაგრამ, მე ისეთი ოჯახიდან ვარ, სადაც ამბობდნენ, ეს პროგრამაც რომ არ იყოს, შენ განათლებას მაინც მიიღებო. როცა პროგრამის შესახებ შევიტყვე, სწავლის გაგრძელებისადმი ინტერესი გამიასმაგდა, მაგრამ ამას თან ახლავდა ახალი პრობლემები: ახალი ფორმით ატესტატის ჩაბარება, სახელმწიფო ენის არცოდნა… მონდომებით ჩავაბარე უნივერსიტეტში, იმ პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი მქონდა, სახელმწიფო დაფინანსებაც მივიღე. ამით დაიწყო ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი – სტუდენტობა. პირველ წელს, როგორც ყველა სტუდენტისთვის ცნობილია, გარშემო მყოფი ადამიანები, გარემო იცვლება, თუმცა მთლად არა. როცა პირველი კურსი დავიწყე, თავს სულ სხვანაირად ვგრძნობდი და გარემოც სხვანაირი იყო. პირველ ლექციებზე, ლექტორები მუდმივად იმეორებდნენ: “თქვენ იცით სად ხართ? თქვენმა ერთმა პატარა შეცდომამ შეიძლება იმსხვერპლოს ადამიანის სიცოცხლე, დარწმუნდებული ხართ, რომ ეს გინდათ? თუ არ ხართ დარწმუნებულნი, სანამ კურსი დაწყებულა, დაანებეთ თავი, კურსზე არის 200 სტუდენტი, აქედან 50 გახდება ექიმიო… ეს ფრაზები ძალიან მაშინებდა, მეორე მხრივ კი მოტივაციას მიზრდიდა, ვგრძნობდი ჩემ მიერ არჩეული პროფესიის პასუხისმგებლობას. პირველი კითხვა ძალიან კარგად მახსოვს, არასოდეს არ დამავიწყდება: – რა არის გული?
ყველას პასუხი გრძნობებთან დაკავშირებული იყო, ლექტორმა კი გვითხრა, აქამდე ნასწავლი ყველა ზღაპარი დაივიწყეთ, ეს სამედიცინო ფაკულტეტია და გული არის ტუმბო, რომელიც სისხლს ძარღვებს აწოდებსო. დროთა განმავლობაში ვიღლებოდი სამედიცინო სფეროს სირთულეებით, ენის პრობლემით, ვხედავდი სტუდენტებს, რომლებიც ტოვებდნენ უნივერსიტეტს, ყველაზე მნიშვნელოვანი კი იმის შიში იყო, მოვხდებოდი თუ არა 50-ეულში. ნერვები მეშლებოდა, ვერ ვიგებდი რაღაცებს, ვერც თავს ვანებებდი. ერთ დღეს, ჩემმა ქართველმა მეგობარმა მითხრა, ნუ ნერვიულობ, ძალიან გიხდება ღიმილი, ეს მარტო ენის პრობლემა არაა, ჩვენც არ გვესმის რაღაცები, თვითონ სისტემა არის რთულიო. ამ სიტყვებმა ძალა მომცა. ყველა კონსპექტზე, წიგნზე ვაწერდი: “ცხოვრებას გაუღიმე”, და როცა ამ წარწერას ვკითხულობდი, მეღიმებოდა.
დავამთავრე პირველი კურსი და უკვე საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდი. შემდგომში უკვე სტიპენდიანტ სტუდენტების შორის აღმოვჩნდი.
სტუდენტობის მესამე ეტაპი მესამე კურსზე დაიწყო. ლექციები კლინიკაში ტარდებოდა. დავიწყე კლინიკებში სტაჟირება. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სტაჟირების პირველად გავლა, ეს იყო ახალი გამოცდილება და წარმატებითაც დავასრულე. იმ პერიოდში აღმოვაჩინე საკუთარი თავი, დავრწმუნდი ჩემს სურვილებში. ამ დროს ჩნდებოდა კითხვა: რომელ საზოგადოებას მივეკუთვნები? მე ის ვარ, ვინც იცის მეცნიერება, ყოველ წამს ვითარდება, თუ ის, ვინც მარტო ოჯახზე და ბავშვზე ფიქრობს? ჩემთვის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია და ბავშვებიც მიყვარს, მაგრამ აქ სხვა რამეს ვგულისხმობ. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არ არის მარტივი ქალად ყოფნა. როცა აღმოვაჩინე საკუთარი თავი, გამოუცდელი ვიყავი, ვცდილობდი, საკუთარი თავი ღიად დაფიქსირებული აზრების მეშვეობით გამომეხატა, მაგრამ მგმობდნენ და ბრალს მდებდნენ, თითქოს ჩემი საზოგადოება არ მომწონდა. შემდგომ კი დავიწყე საკუთარი სურვილების შესაბიმისი მოძრაობა, და მაშინ, საკუთარი თავის გამოხატვა რთული არ აღმოჩნდა.
ქალთა უფლებებზე რას ფიქრობ?
ზოგადად ქალის ან კაცის კი არა, ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგი ვარ. კანონის წინაშე ყველა თანასწორები ვართ. რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას, მე მას არ ვეთანხმები, რადგან ვფიქრობ, რომ ქალს მეტი უფლებები აქვს. მე არ ვეხები იმ თემას, ვინ არის ფიზიკურად ძლიერი, ვინ სუსტი, ან ვინ მართალია, ვინ – არა. იმის თქმა კი შემიძლია, რომ ქალს და კაცს სხვადსხვა ფუნქციები აქვთ.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
ეს დრომ უნდა მაჩვენოს, ერთ დღეს თუ მოსკოვში გავაგრძელებდი განათლებას, ვერც წარმოვიდგენდი. მაგრამ, სამომავლოდაც ვიმუშავებ იმისთვის, რომ კარგი ექიმი დავდგე. ახალგაზრდებს კი შევახსენებ, რომ შესაძლებლობებით სავსე, თანამედროვე ეპოქაში ვმუშაობთ. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ. უსაზღვროდ ოცნებობთ? იბრძოლეთ, სცადეთ, თუ არ გამოვა, მაინც კომფორტულად იქნებით, რომ სცადეთ, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან როცა რამის გაკეთებას ცდილობ, ეს არასოდეს ჩაივლის უშედეგოდ. სულ მცირე, ახალ რამეს სწავლობ, საკუთარ თავს აღმოაჩენ, ანუ ყველა შემთხვევაში მოგებული რჩები.
თოზუ გულმამედოვა