Uşaqlığından fəallığı ilə seçilən Esma bu günə qədər prinsiplərinə sadiqdir. İnkişaf, təhsil və məqsədyönlülük hər zaman onun prioriteti olmuşdur. Məhs bu xüsusiyyətlərinin nəticəsində, Esma bu gün, Gürcüstanın BMT-dəki Gənclər Nümayyəndəsidir.
“Mənim təcrübəmə əsasən, uğur birdən birə gəlmir və heçbir imkanlarının istifəsi vasitəsi ilə olmur. Uğur tədricən gəlir, sənin tərəfindən atılan hər bir addımınla. O, bizim gündəlik qərarlarımızdanda asılıdır, Bunu edək yoxsa yox. Bunu deyək yoxsa sakit olaq- dediyimiz bir çox faktordan asılıdır”,- deyir Esma.
25 yaşlı hüquqşunaz Esma Qumberidze fiziki imkanları məhdud qadınların hüquqlarının qorunması istiqamətində fəal şəkildə çalışır. O illər öncə öz təşkilatını yaradıb və bu vasitə ilə bütün ölkə miqyasında fiziki imkanları məhdud şəxslərin səsini duyurur və onların mülki cəmiyyətə maksimal inteqrasiyası istiqamətində çalışır.
Esma eləcədə müxtəlif beynəlxalq praqramlarada qoşulur, bu vasitə ilə gənclərin dahada fəallaşdırlmasına və dəyişikliklər etməyə çalışır. Özünüdə söylədiyinə görə fiziki imkanları məhdud gənclərin və xüsusəndə qadınların, hərzaman aşmalı olduqları maneələr ikidəfə daha çox çətinlik nəzərdə tutur.
“Fiziki imkanları məhdud gənclərin problemlərinin səbəbi servis çatışmamazlığıdır. Fəallıq istəyirik bəli, ancaq hələki jest dilini bilən tərcüməçilər yetərli dərəcədə deyillər, nədə ki, gözdən əlillər üçün yandaşlar mövcud deyil, eləcədə xüsusi asistentlər xidmətidə yoxdur. İstədiyimiz hər yerə getməyimiz çətindir. Fiziki imkanları məhdud gənclərin işlə təmin olunması isə qaydadan çox, istisnadır”,-deyir Esma.
“Məktəbdə oxuyan zaman fəal şəkildə öz ehtiyaclarımı dilə gətirirdim. Universitetdə müxtəlif layihələrdə iştirak etdiyim zaman oğlanlar qrup çalışmalarında qızların sözlərini kəsdirdilər, hətta birbirilərinində, çox zaman əmr edici səs tonu ilə danışırdılar. Bu belə olacaq deyirdilər, mənim o səs tonu ilə danışmağım isə o dəqiqə gobud təsiri yaradırdı. Ancaq eynisi oğlanlarda “liderlik” xüsusiyyəti və ya “Norma” kimi qəbul olunurdu. Çünki mən qız idim, buna görə sözümü iki dəfə təstiqləməq məcburiyyətində qalırdım”,– deyir Esma.
Esma özünü 4-cü dəfə sınadıqdan sonra Gürcüstanın BMT-dəki gənclər nümayyəndəsi seçildi. Onun dediyinə görə, gənclər bizim gələciyimiz yox bu günümüzdür, onların bu gün mövcud olanı dəyişdirmək və daha yaxşı gələcək qurmaq imkanları var. Məhs elə öz statusu çərçivəsində Esma bu sahədə fəal şəkildə çalışmağı planlaşdırır.
Şəlalə Əmircanova
…და ბოლოს, მე ეს შევძელი!
ბავშვობიდან აქტიურობით გამორჩეული ესმა დღემდე საკუთარი პრინციპების ერთგულია. მიზანდასახულობა, განვითარებისა და განათლებისგან მუდმივი სწრაფვა, ყოველთვის მისი პრიორიტებები იყო. ზუსტად ამ თვისებების წყალობით, ის დღეს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელია.
“ჩემი გამოცდილებით, წარმატება არ მოდის ერთ დღეში და არც – ერთი შესაძლებლობის გამოყენებით. ის თანდათან მოდის, შენ მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯთან ერთად, შეუმჩნევლად. ის განპირობებულია ჩვენი ყოველდღიური გადაწყვეტილებებით, გავაკეთოთ რაღაც თუ – არა, ვთქვათ რაღაც თუ – ჩუმად დავრჩეთ“, – ამბობს ესმა.
25 წლის იურისტი ესმა გუმბერიძე შშმ პირი ქალების უფლებებზეც აქტიურად მუშაობს. მას წლების წინ აქვს დაარსებული საკუთარი ორგანიზაცია, რის მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით აჟღერებს შშმ პირების ხმას და ცდილობს მათ მაქსიმალურ ჩართვას სამოქალაქო საზოგადოებაში.
ესმა ასევე სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებშია ჩართული, რითიც ახალგაზრდების გააქტიურებას და ცვლილებებზე მუშაობას ცდილობს. როგორც თვითონ ჰყვება, შშმ ახალგაზრდებს და განსაკუთრებით ქალებს, ყოველთვის აქვთ გადასალახი ბარიერები, რაც მათთვის ორმაგ სირთულეს წარმოადგენს.
„შშმ ახალგაზრდების პრობლემა სწორედ სერვისების ნაკლებობაა. კი გვინდა აქტიურობა, მაგრამ როდესაც არც ჟესტური ენის თარჯიმნებია საკმარისი, არც – უსინათლოებისთვის გამცილებლები და არც – პერსონალური ასისტენტები, ძნელია, ყველგან მივიდეთ, სადაც გვინდა. დასაქმებაც უფრო გამონაკლისია შშმ ახალგაზრდასთვის, ვიდრე – წესი“, – ამბობს ესმა.
„სკოლაში სწავლის პერიოდშიც აქტიურად ვსაუბრობდი ჩემი საჭიროებების შესახებ. უნივერსიტეტში სწავლისას, სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობისას, ბიჭები ჯგუფურ განხილვებში აწყვეტინებდნენ კიდეც გოგონებსაც და ერთმანეთსაც, მბრძანებლური ტონითაც საუბრობდნენ, ის ასე იქნება და ეს – ისეო, მაგრამ, საკმარისი იყო, მე მეცადა ამ ტონის მორგება, – უხეშის იარლიყს მაკრავდნენ, მაშინ, როდესაც ბიჭებისთვის მსგავსი საქციელი „ლიდერობად“ და „ნორმად“ აღიქმებოდა. მე, რადგან გოგო ვიყავი, მიწევდა სათქმელის ორჯერ დამტკიცება“, – იხსენებს ესმა.
ესმა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი მეოთხე ცდაზე გახდა. მისი თქმით, ახალგაზრდები კაცობრიობის არა მომავალს, არამედ აწმყოს წარმოადგენენ, მათ შეუძლიათ დღევანდელის შეცვლა და უკეთესი მომავლის აშენება. ზუსტად ამ კუთხით, ესმა თავისი სტატუსის ფარგლებში აქტიურად მუშაობას გეგმავს.
შალალა ამირჯანოვა