Müəllif Nia Xacapuridze
Vagina yumaq həvəskarı- tərəfdarları üçün məlumat:
Yumaq vacib deyil, faydalıda deyil. Əskinə ziyandır.
Birincisi ona görə ki hər növ bakteriyanı öldürür (hər növ deyəndə, sağlamlıq üçün vacib olan bakteriyalar da nəzərdə tutulur), əgər o vaxtadək zərərli bakteriyalara yuxarı çıxıb, yerləşməkdə çətinlik çəkirdilərsə, çünki yaxşı bakteriyaların bariyerini aşıb, dərinlərə getmək asan deyil, indi isə hesab edin siz onları liftlə birbaşa gedəcəyi yerə aparırsınız.
Tədqiqatlar göstərir ki, yuyunmaq pelvik iltihab xəstəliyi riskini artırır. Pelvik iltihab xəstəliyi vaginanın, uşaqlığın və fallop borusunun üstündəki orqanlardan biridir – bakteriyaların dərinliklərə nüfuz etməsi səbəbindən yaranan iltihab.
Nəhayət, bu, bu orqanlarda, çapıq toxuması formalaşır, hamiləliyin qarşısını ala biləcək və ya ektopik hamiləlik riskini artıra biləcək bölmələrin meydana gəlməsinə gətirib çıxarır (bəzi tədqiqatlara görə – çox ciddi bir riskdir). Düzgün və yaxşı hamiləlik üçün yaxşı borular və uşaqlıq lazımdır ki – əvvəlcə sperma keçsin, sonra döllənmiş yumurta və uşaqlığa yerləşsin (qeyd: döllənmə uşaqlıqda deyil, uşaqlıq borusunda baş verir! sonra bu döllənmiş yumurta yavaş-yavaş gəlir və bölünür, bölünür, hüceyrələr əlavə olunur, uşaqlığa gəlir və uşaqlığa bərkiyir və hamiləlik başlayır) və iltihabdan sonra qalan “yara” – səbəbi ilə hardasa ilişib, dayana bilər. Boruda ilişib, dayansa bu artıq ektopik hamiləlik olacaq, hansı əlbəttə təhlükəlidir.
Beləki tövsiyyələr bunlardır:
– Sabunla intim gigiyenanı qorumaq o qadınlara olar hansıki həmin sabunla başını, sifətini yuyur və dişlərini fırçalayır.
– Sabunla paltar yumayan, dərisi zərər görməsin rezin əlcək istifadə və ya xüsusi ilə dəriyə zərər verməyən yuyucu toz istifadə edən, şampun və duş gelini dərisinə zərər verməyənini, qurutmayanını, deodrantın spirtsizini istifadə edən qadınlar niyə intim gigiyenanı sabunla qorumağa çalışırlar, bu qadınlara tövsiyyəm məntiqlə düşünsünlər.
– Üçüncüsu isə heç vaxt, heç nə ilə vaginanı dərindən yumayın! Nə əlinizlə, nə sabunla nə də intim gigiyena vasitəsi ilə.
Heç hər şey ilə!
Gigiyenanı xaricdən qorumalısınız, daxildə nə baş verir o sizin işiniz deyil, orqanizm öz işini özü bilir.
საშოს გამორეცხვა
ავტორი ნია ხაჭაპურიძე
საშოს გამორეცხვის მოყვარულ-მომხრეთათვის ინფორმაცია:
გამორეცხვა არც საჭიროა და არც – სასარგებლო. პირიქით, მავნეც კია.
ჯერ ხომ ყველანაირ ბაქტერიას კლავს საშოში (და ყველანაირში იგულისხმება კარგი ბაქტერიებიც, რომელთა გარეშეც ოდნავი შანსიც არ გაქვთ რომ ჯანმრთელები იყოთ მაგ მხრივ), და მერე თუ მანამდე მავნე ბაქტერიებს ღრმად შეღწევა და ასვლა უჭირდათ, რადგან ასე ადვილიც არ არის ამდენი კარგი ბაქტერიის ბარიერის გადალახვა და სიღრმეში აღწევა, პირდაპირ ლიფტზე სვამთ, წყლის ნაკადზე და ზევით უშვებთ.
კვლევების მიხედვით, გამორეცხვები ზრდის მენჯის ანთებითი დაავადების რისკს. მენჯის ანთებითი დაავადება კიდევ არის საშოს ზემოთ რა ორგანოებიცაა, საშვილოსნო და მილები, – იმის ანთება, ბაქტერიების სიღრმეში შეღწევის გამო.
საბოლოოდ, ეს იწვევს „შრამების“, ნაწიბუროვანი ქსოვილის ჩამოყალიბებას ამ ორგანოებში და ასე ვთქვათ, ტიხრების გაჩენას, რამაც, შეიძლება, ხელი შეუშალოს დაორსულებას ან გაზარდოს საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკი (ზოგი კვლევის თანახმად – საკმაოდ სერიოზული რისკი). ეს იმიტომ, რომ სწორ და კარგ ორსულობას სჭირდება კარგად გამავალი მილები და საშვილოსნო – ჯერ სპერმამ გაიაროს და მერე განაყოფიერებულმა კვერცხუჯრედმა და საშვილოსნოში ჩაინერგოს (დღის აღმოჩენა: განაყოფიერება ძირითადად ხდება არა საშვილოსნოში, არამედ საშვილოსნოს მილში! და მერე მოდის ნელ-ნელა ეს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი და იყოფა, იყოფა, ემატება უჯრედები, ჩამოდის საშვილოსნოში და მეერეღა მაგრდება იქვე და იწყება ორსულობა), და სადმე გზაში არ გაიჭედოს ანთების მერე დარჩენილი „შრამის“ – ტიხრის გამო.
გაიჭედება და ჩაინერგება იქვე მილში და ეგეც თქვენი საშვილოსნოსგარე ორსულობა, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან საშიშია.
ასევე, უახლესი რეკომენდაციებით:
- სარეცხის საპნით ინტიმური ჰიგიენის დაცვა ნებადართულია მხოლოდ იმ ქალებისთვის, ვინც ამავე საპნით იბანს თავს, სახეს (როგორც ნაზ კანს) და იხეხავს კბილებს (როგორც ლორწოვანს).
- ხოლო იმ ქალებისთვის, რომლებიც:
სარეცხის საპნით სარეცხსაც კი არ რეცხავენ (რადგან საკუთარი ტანსაცმელი და ხელები ენანებათ), ჭურჭელს ან რეზინის ხელთათმანით რეცხავენ, რომ ხელის კანი არ გაუღიზიანოთ სარეცხმა საშუალებამ, ან ისეთს ყიდულობენ, რომელიც შეფუთვაზე იფიცება, რომ ხელებს უვლის და ზედ ჰყვება, დუშგელს და შამპუნს მხოლოდ ისეთს მოიხმარენ, რომელიც კანს ცივ ნიავს არ აკარებს და არ აშრობს და არ აღიზიანებს, დეოდორანტს არ იკარებენ სპირტის შემცველს, რომ კანი არ გააღიზიანოს, და მაინცდამაინც ინტიმურ ჰიგიენაზე ახსენდებათ სარეცხის საპონი, ამ ქალებისთვის რეკომენდაციაა, რომ ლოგიკურ ჯაჭვს მიჰყვნენ კიდევ ერთხელ დაკვირვებით.
მესამე: არასოდეს, არაფრით, არანაირად არ იბანთ საშოს ღრმად! არც ხელით, არც თბილი წყლოთ, არც საპნით, არც ლაქტაციდით (ინტიმური ჰიგიენის საშუალება).
არაფრით!
ჰიგიენა დასაცავია მხოლოდ გარედან, შიგნიდან თქვენი საქმე არაა, რა ხდება, ორგანიზმი ამას თვითონ მიხედავს.