Gülgünün uşaqlıq xəyalı jurnalist olmaq idi. İllər keçdi və O, öz xəyalını böyük əməklər nəticəsində gerçəkləşdirdi. Bu gün, Gülgünün sənədli filmi “16 yaşlı gəlinlər” 90 dəqiqəlik filmlər konkursu DepicT-in qalibidir.
“Mən hər zaman “Möcüzələrə” inanıram, ancaq onuda yaxşı bilirəm ki, insan bir işə əmək qoymursa bu onun üçün nəqədər vacib olsada o “möcüzə” heçbir zaman gerçəkləşməz. Mən inanırdım və əməkqoyurdum, məhz bu vasitə ilə bacardım”,- deyir Gülgün Məmmətxanova.
21 yaşlı Gülgün Məmmətxanova Marneulinin Təkəli kəndindəndir. Ailədə 4 uşaqdırlar, 3 bacı və bir qardaş. Ancaq Gülgün o dörd uşaq arasından hər zaman öz biliyi və fərqliliyi ilə seçilirmiş. Gülgün Tbilisi Dövlət Universitetində yüz faizlik dövlət təqaüdü ilə təhsil alır. Onun uğurlarının çarxı, elə məhz universitetə qəbul olduqdan sonra başlayıb.
“Universitetə hazırlanan zamanlar əmin idim ki, qəbul olacağam. Ancaq problem başqa yerdə idi. Mənim yaşadığım kənd Tbilisidən uzaqdadır, transport düzgün qrafik ilə hərəkət etmir və ailəmin həm Tbilisidə yaşamaq həmdə təhsili haqqımı ödəmək üçün imkanı qerçəkdəndə yox idi. Mənim yeganə şansın dövlət təqaüdü idi. Bir balım belə çatmazsa oxuya bilməyəcəkdim”,- söyləyir Gülgün.
Gülgünün jurnalistika ilə ilk görüşü Radio Marneulidə baş tutub. Özünündə söylədiyinə görə ilk dəfə radioya atası tək getməsinə icazə vermədiyinə görə özündən kiçik qardaşı ilə birgə gedib. Davamında radioya gedə bilməsədə o öz ürəyində jurnalistikaya mütləq şəkildə qayıdacağını məqsəd bilib.
Qısa zaman sonra o GİPA- nın mediya laboratoriya layihəsinə qoşulub və həmin gündən O, bu peşəyə yiyələnir.
“Hansı yolla olacağı vacib deyildi ilə ancaq mən və jurnalistika bir birimizə qayıdacaqdıq. Tam olaraq bir il öncə ilk dəfə kameranı əlimə aldım. Aylar ərzində kurslar keçdim və sənədli film çəkdim, hansı ki, konkursda qalib gəldi. Bu filmi çəkmək çox çətin oldu, müsahib tapmaq, üzərində çalışmaq, kadrların düzülüşü və s. Ürəyimi və ruhumu bu işə vermişdim”- deyir Gülgün.
Gülgün öz sənədli filmi ilə ilk dəfə Gipanın konkursunda qalib gəldi və elə həmin universitetdə magistratura pilləsində tam təmənnasız təhsil almaq şansına nail oldu. İndi isə O, 90 dəqiqəlik filmlər konkursu DepicT-in qalibi oldu. Gülgün, yaxın gələcəkdə Böyük Britanyaya film konkursuna gedəcək. Gələcək üçün onun xəyalları çoxdur ancaq ən böyük istəklərindən biri isə rejisorluqdur.
Şəlalə Əmircanova
ოცნებებს მხოლოდ შრომის შედეგად აისრულებ…
გიულგუნის ბავშვობის ოცნება ჟურნალისტობა იყო. წლები გავიდა, მან თავისი ოცნება საკუთარი შრომითა და დიდი ძალისხმევით აიხდინა. დღეს, მისი დოკუმენტური ფილმი „16 წლის ცოლები“ 90-წამიანი ფილმების კონკურსის – DepicT-ის გამარჯვებულია.
„მე სულ მჯერა „სასწაულების“, თუმცა ყოველთვის ძალიან კარგად ვიცი, რომ ადამიანმა თუ არ იშრომა, ის მისთვის მნიშვნელოვანი „სასწაული“ არასდროს მოხდება. მე მჯეროდა და ზუსტად ამით შევძელი“, – ამბობს გიულგუნ მამეთხანოვა.
21 წლის გიუგუნ მამეთხანოვა მარნეულის სოფელ თექალოდან არის. ოჯახში 4 დედმამიშვილნი არიან, – 3 და და 1 ძმა. თუმცა ის ყოველთვის ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა თავისი ნიჭით და განსხვავებულობით. გუილგუნი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასპროცენტიანი სახელმწიფო გრანტით სწავლობს. მისი წარმატებების ციკლი კი, ზუსტად უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ დაიწყო.
„დარწმუნებული ვიყავი, რომ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, თუმცა, პრობლემა სხვა რამეში იყო. ჩემი სოფელი თბილისიდან შორსაა, ტრანსპორტი წესიერი განრიგით არ დადის და თბილისში ცხოვრების და სწავლის საფასურის ერთად გადახდის საშუალება ნამდვილად არ გვქონდა. ჩემი ერთადერთი შანსი, სახელმწიფო გრანტი იყო. ერთი ქულაც კი თუ დამაკლდებოდა, ვერ ვისწავლიდი“, – ამბობს გიულგუნი.
გიულგუნს ჟურნალისტობასთან შეხება პირველად მარნეულის რადიოში ჰქონდა. როგორც თვითონ ჰყვება, პირველად რადიოში ძმასთან ერთად მივიდა, რადგან მამამისმა მარტო არ გაუშვა. შემდგომში ვერ იარა, მაგრამ გულში დაიტოვა მიზანი, რომ ჟურნალისტიკას აუცილებლად დაუბრუნდებოდა.
ცოტა ხნის მერე, მან ჯიპას მედიალაბის ტრეინინგებზე დაიწყო სიარული და იმ დღიდან, ის ამ პროფესიას ეუფლება.
„არ იყო მნიშვნელოვანი, რა ხერხით, მაგრამ მე და ჟურნალისტიკა ერთმანეთს დავუბრუნდით. ზუსტად ერთი წლის წინ, კამერა პირველად ავიღე ხელში. თვეების განმავლობაში, კურსები გავიარე დოკუმენტური ფილმი გადავიღე, რომელიც კონკურსში ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა. რთული იყო ამ ფილმის გადაღება, რესპონდენტის პოვნა, დამუშავება, კადრების დალაგება. სული და გული ნამდვილად ჩავდე“.
გიულგუნმა თავისი დოკუმენტური ფილმით პირველ კონკურსზე ჯიპას უნივერსიტეტში მაგისტრატურის საფეხურის უფასო სწავლის გრანტი მიიღო, ახლა კი 90-წამიანი ფილმების კონკურსის – DepicT-ის გამარჯვებული გახდა. იგი მალე ბრიტანეთში გაემგზავრება, ფილმების კონკურსზე. სამომავლოდ, მას ბევრი ოცნება აქვს, მისი ერთ-ერთი ახლო მიზანი კი რეჟისორობაა.
შალალა ამირჯანოვა