Իրավիճակը այնքան է վատանում ամեն օր,որ նոր ալիքը երևի միայն հորիզոնում է- հինգերորդ,վեցերորդ,յոթերորդ…սա այսպես է աշխարհի յուրաքանչյուր երկրում։
Այս ալիքները հնարավոր է առաջացած լինեն տարբեր երևույթների պատճառով։Չնայած ,,Գերտարածվող իրադարձություն՚՚ կլինի վիրուսի նոր և ավելի վարակիչ տարբերակի տարածումն ամբողջ աշխարհում։
Հետադարձ հայացք գցելով նախորդ դարին՝ շնորհիվ հաջող պատվաստումների ծրագրի, ջրծաղիկը ամբողջ աշխարհում ոչնչացվեց մինչև 1977թ.
Ի՞նչ է սա ասում համաճարակի մասին:
Շատ անպատասխան հարցեր կան։ Հիվանդության առկայությունից ավելի կարևոր է այն վնասը, որը նա հասցնում է բնակչությանը։ Ե՞րբ COVID-19-ի վնասը երբևէ բավականաչափ ցածր կլինի: Արդյո՞ք համաճարակը երբևէ կավարտվի:
Այս հարցի կարճ պատասխանն է. Այո, այն կավարտվի, և այն կավարտվի, երբ բավարար թվով մարդիկ ստանան իրենց պատվաստանյութը, և պատվաստանյութի արդյունավետությունը, ինչպես անցյալ դարում, կշարունակի պաշտպանել մարդկանց: Ցավոք սրտի, բնակչության կոնկրետ քանի տոկոսը պետք է պատվաստվի դրան հասնելու համար, այս փուլում դժվար է ասել
Համավարակի ավարտը.
Մեծ պայթյունով դա տեղի չի ունենա։ Այն, ինչին կարող ենք համբերատար սպասել, վիրուսի աստիճանական անհետացումն է։ Ալիքները կարող են շարունակվել և նույնիսկ մեծանալ մասշտաբներով, բայց համընդհանուր պատվաստումների դեպքում մահացությունը կնվազի, և լուրջ հիվանդությունները կդառնան ավելի քիչ վտանգավոր վիրուսի ֆոնի վրա:
Ինչպես ասում են բժշկական պատմաբաններ Էրիկա Չարտերը և Քրիստին Հեյթմանը, համաճարակները ավարտվում են, երբ հիվանդությունը մտնում է մարդկանց առօրյա կյանք և դառնում էնդեմիկ՝ կենցաղային և ընդունված:
Քանի որ վիրուսները, հիվանդությունները հետագայում կամաց-կամաց դառնում են համաճարակներ, այնուհետև վերածվում են համաճարակի, դրանք ավարտվում են այն բանից հետո, երբ մարդկանց մոտ դրանց պատճառած կենսաբժշկական վնասը բավականաչափ կրճատվում է: Այսինքն՝ նվազում է, երբ համեմատաբար քիչ մարդիկ են ծանր հիվանդանում։
Ներկայումս կան բազմաթիվ պատվաստանյութեր, որոնք շատ արդյունավետ են կյանքին սպառնացող հիվանդությունների ֆոնի վրա գործող վիրուսի ուժը նվազեցնելու համար: Պատվաստված մարդկանց ճնշող մեծամասնության համար COVID-19-ը ոչ այլ ինչ է, քան թեթև մրսածություն։
Նույնիսկ վարակի դեպքում, եթե ամբողջ բնակչությունը լիովին պատվաստված լինի, հիվանդության կենսաբժշկական վնասն այնքան ցածր կլինի, որ այդ ժամանակ կսկսվի համաճարակը։
Որքա՞ն հեռու ենք մենք այս ճանապարհից:
Այս հարցի պատասխանը կախված է նրանից, թե որ երկրում ենք մենք ապրում։
Չնայած նախնական դեֆիցիտին, մեր երկիրը ներկայումս ունի ավելի քան բավարար պատվաստանյութեր պահանջարկը բավարարելու համար: Բայց հիմա մեր երկիրը կանգնած է մեկ մեծ խնդրի առաջ՝ պատվաստումը ընտրում է անբավարար թվով մարդիկ։
Ապատեղեկատվության և հակապատվաստման քարոզչության զոհ դարձած մարդիկ վախենում են ստանալ այս փրկարար պատվաստանյութերը։ Շատ հաճախ դա ավարտվում է ողբերգությամբ: Ցավոք սրտի, միանգամայն բնական է, որ մարդիկ հեշտությամբ ենթարկվեն այս քարոզչության, թեև պատճառահետևանքային կապերի լավ ապացույցներ չկան:
Միակ բանը, որ կարող ենք վստահաբար ասել, այն է, որ թե՛ ուսումնասիրությունները, թե՛ լայնածավալ թողարկումները վերջապես ցույց են տվել, որ պատվաստանյութերը զանգվածաբար նվազեցնում են մարդկանց հոսպիտալացման և մահանալու հավանականությունը, և բացի այդ, դեղագործական անվտանգության բոլոր ստանդարտ միջոցներով դրանք վնասակար չեն մարդու համար
Մենք արդեն պետք է համակերպվենք այն փաստի հետ, որ COVID-19-ը, հավանաբար, ինքն իրեն ոչ մի տեղ չի գնա, կնանա այստեղ, և որ այս համաճարակին վերջ տալու միակ միջոցը դադարեցնելն է այն հսկայական վնասը, որը մեզ հասցնում է վիրուսը
Մահացությունը դադարեցնելու, այս վիրուսով տառապող մարդկանց դադարեցնելու, դինամիկ կյանքը շարունակելու և ավելի մեծ աշխարհ վերադառնալու միակ միջոցը հնարավորինս շատ մարդկանց պատվաստումն ապահովելն է, և դա որքան հնարավոր է շուտ։
Հեղինակներ: Բենջամին Սմարթ – Յոհաննեսբուրգի համալսարանի դոցենտ; Հերկուլաս Կոմբրինկ- Թվային ապագայի միջառարկայական կենտրոն / Ռազմավարական տվյալների աջակցության մասնագետ:
————————————–
,,ჩვენ ვერ გავნდევნით COVID-19-ს, მაგრამ დავასრულებთ პანდემიას ვაქცინაციით’’
სიტუაცია იმდენად რთულდება ყოველდღიურად, რომ ახალი ტალღა ალბათ ისევ ჰორიზონტზეა – მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე… ასეა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
ეს ტალღები შეიძლება გამოწვეულ იქნას სხვადასხვა ფენომენისგან, თუმცა ,,სუპერ გამავრცელებელი” მოვლენა იქნება ვირუსის ახალი და უფრო გადამდები ვარიანტის მსოფლიოში გავრცელება.
წინა საუკუნეს რომ გადავხედოთ, წარმატებული ვაქცინაციის პროგრამის წყალობით, ,,ყვავილი’’, როგორც პანდემია, მსოფლიოში 1977 წლისთვის აღმოიფხვრა.
რას ამბობს ეს პანდემიაზე?
მრავალი კითხვა არსებობს პასუხის გარეშე. დაავადების არსებობაზე უფრო მნიშვნელოვანია ზიანი, რომელსაც ის აყენებს მოსახლეობას. როდის იქნება COVID-19-ის ზიანი ოდესმე საკმარისად დაბალი? დასრულდება თუ არა ოდესმე პანდემია?
მოკლე პასუხი ამ კითხვაზე შემდეგია: დიახ, დასრულდება – და დასრულდება მაშინ, როდესაც საკმარისი რაოდენობის ადამიანი მიიღებს კუთვნილ ვაქცინას და ვაქცინის ეფექტურობა, გასული საუკუნის მსგავსად, კვლავაც დაიცავს ადამიანებს. სამწუხაროდ, მოსახლეობის ზუსტად რამდენი პროცენტის ვაქცინაციაა საჭირო ამის მისაღწევად, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია.
პანდემიის დასასრული
ეს არ მოხდება დიდი აფეთქებით. რასაც ჩვენ შეგვიძლია მოთმინებით დაველოდოთ, არის ვირუსის ნელ-ნელა გაქრობა. შესაძლოა, ტალღები კვლავ გაგრძელდეს და მასშტაბებიც კი გაიზარდოს, მაგრამ საყოველთაო ვაქცინაციის ფონზე, სიკვდილიანობა შემცირდება და მძიმე ავადმყოფობა ნაკლებად გახდება საშიში ვირუსის ფონზე.
როგორც სამედიცინო ისტორიკოსები ერიკა ჩარტერსი და კრისტინ ჰეითმანი ამბობენ, ეპიდემიები მთავრდება მას შემდეგ, რაც დაავადება მკვიდრდება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში და ხდება ენდემური – შინაური – და მიღებული.
ვინაიდან ვირუსები, დაავადებები მოგვიანებით ნელ-ნელა ხდებიან ეპიდემიები და შემდეგ იზრდებიან პანდემიებში, ისინი მთავრდებიან მას შემდეგ, რაც მათ მიერ გამოწვეული ბიომედიკური ზიანი საკმარისად შემცირდება ადამიანებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მცირდება მაშინ, როდესაც შედარებით ცოტა ადამიანი ავადდება სერიოზულად.
ამჟამად არსებობს მრავალი ვაქცინა, რომელიც ძალზედ ეფექტურია ვირუსის სიძლიერის შესამცირებლად, რომელიც მოქმედებს სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების ფონზე. ვაქცინირებული ადამიანების დიდი უმრავლესობისთვის, COVID-19 სხვა არაფერია, თუ არა ზომიერი გაციება.
ინფექციის შემდგომი ტალღების პირობებშიც კი, თუკი მთელი მოსახლეობა იქნება სრულად აცრილი, დაავადების ბიომედიკური ზიანი იქნება იმდენად დაბალი, რომ ეპიდემიის დასრულება სწორედ მაშინ დაიწყება.
რამდენად შორს ვართ ამ გზიდან?
ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ.
პირველადი დეფიციტის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანას ამჟამად აქვს საკმარისზე მეტი ვაქცინა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მაგრამ ახლა ჩვენი ქვეყანა ერთი დიდი პრობლემის წინაშე დგას: მოსახლეობის არასაკმარისი რაოდენობა ირჩევს ვაქცინაციას.
დეზინფორმაციისა და ანტი-ვაქცინაციის პროპაგანდის მსხვერპლ ადამიანებს ეშინიათ, მიიღონ ეს სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინები. ძალიან ხშირად, ეს ტრაგედიით მთავრდება. სამწუხაროდ, სავსებით ბუნებრივია, ამ პროპაგანდის ქვეშ მარტივად მოყვნენ ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მიზეზობრივი კავშირების კარგი მტკიცებულებები.
ერთადერთი, რაც დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ როგორც კვლევებმა საბოლოოდ აჩვენა, ვაქცინები მასიურად ადამიანების ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის შანსებს ამცირებენ და გარდა ამისა, ფარმაცევტული უსაფრთხოების ყველა სტანდარტული ზომით, ისინი არ არიან მავნე ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ჩვენ უკვე უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ალბათ, COVID-19 თავისით არსად არ წავა, აქ დარჩება და რომ ამ ეპიდემიის დასრულების ერთადერთი გზა არის ის, რომ ჩვენვე შევაჩეროთ ის უზარმაზარი ზიანი, რასაც ვირუსი გვაყენებს.
ერთადერთი გზა, შევაჩეროთ სიკვდილიანობა, შევაჩეროთ ადამიანების ტანჯვა ამ ვირუსისგან, განვაგრძოთ დინამიკური ცხოვრება და დავუბრუნდეთ ფართომაშტაბიან სამყაროს, არის უზრუნველყოფა რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაციისა და ეს რაც შეიძლება – მალე.
ავტორები: ბენჟამინ სმარტი – იოჰანესბურგის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ჰერკულას კომბრინკი – ციფრული მომავლის ინტერდისციპლინარული ცენტრის/სტრატეგიული მონაცემთა მეცნიერების მხარდაჭერის სპეციალისტი.