Բռնություն / Վիկտորինաներ

Մարդու իրավունքների Եվրոպական դատարանում Սափարին շահել է Մարիկա Ծիվծիվաձեի գործը

Մարիկա Ծիվծիվաձեի դեպքը ոչ վաղ անցյալի ամենասարսափելի պատմություններից է։ Իլիայի Պետական Համալսարանի դասախոսին նախկին ամուսինն աշխատավայրում սպանել է հրազենով և հետո ինքնասպան եղել։

2021 թվականի հուլիսի 8-ին Ստրասբուրգի Մարդու իրավունքների եվրոպական դատարանը «Թխելիձեն ընդդեմ Վրաստանի» գործով հայտնաբերել է մարդու իրավունքների Եվրոպական կոնվենցիայի 2-րդ (կյանքի իրավունք) և 14-րդ (խտրականության արգելում) հոդվածների համատեղ խախտում։ Դատարանը պարտավորեցրեց պետությանը վճարել 35,000 եվրո՝ հօգուտ դիմումատուի ոչ նյութական վնասի համար:

Մարիկա Ծիվծիվաձեն իր փաստացի ամուսնու կողմից ենթարվել է սիստեմատիկ և ֆիզիկական բռնության և դարձել է սպառնալիքների զոհ։ Նա 2014 թվականին սպառնալիքների մասին իրավապահներից առնվազն 11 անգամ օգնություն է խնդրել, սակայն ապարդյուն։

2014 թվականի հոկտեմբերի 17-ին փաստացի ամուսինը, նրան այցելել է աշխատանքի վայր, որտեղ նա դասավանդում էր, խնդրել է խոսել, ամուսինը հրազենով սպանել է իր կնոջը, որից հետո տեղում ինքնասպան է եղել։

Այս գործը կարևոր դեպք է, քանի որ դա Վրաստանի դեմ առաջին ֆեմիցիդային գործն է, որը քննարկվել է և խախտումները հայտնաբերել է Ստրասբուրգի դատարանը։ Բացի այդ, սույն գործն առաջինն է Ստրասբուրգի դատարանի նախադեպային իրավունքում, որտեղ խտրականություն է սահմանվել ընտանեկան հանցագործության մեջ՝ կյանքի իրավունքի խախտման թե՛ էական, թե՛ դատավարական ասպեկտների առումով:

Մահացածի մոր՝ Թալիկո Թխելիձեի շահերը պաշտպանել է «Սափարի» կազմակերպությունը։
Կազմակերպությունը բազմիցս դիմել է համապատասխան մարմիններին՝ ոստիկանության չբացահայտված գործը հետաքննելու համար, սակայն այս անգամ՝ ապարդյուն։ 2017 թվականի ապրիլի 13-ին կազմակերպությունը Մարիկա Ծիվծիվաձեն մոր անունից դիմել է Մարդու իրավունքների եվրոպական դատարան։

Ստրասբուրգի դատարանը պետությանը քննադատել է անգործության համար և գտել է, որ եղել է կյանքի իրավունքի խախտում՝ խտրական դրդապատճառներով։ Այս բացթողումը գնահատվում է որպես «կրկնակի հարված» (§47), քանի որ խախտումը հայտնաբերվել է կյանքի իրավունքի թե՛ նյութական, թե՛ դատավարական մասում։

Կյանքի իրավունքի նյութական հատվածի խախտման կապակցությամբ, Դատարանը նշում է որ, «ընտանեկան բռնության մեղադրանքների առնչությամբ իրավապահ մարմինների ընդհանուր և խտրական պասիվությունը, կատարյալ օրինակն էր, նրան որ ստեղծեց կանանց նկատմամբ բռնության տարածմանը նպաստող մթնոլորտ (§51): Սակայն դատարանը հանգել է այն եզրակացության, որ «իրավապահ մարմինները համառորեն չեն ցանկացել քայլեր ձեռնարկել, որոնք իրական հնարավորություն են ունեցել փոխելու ողբերգական դեպքը և նվազեցնել պատճառած վնասը (§ 57)»։

Ըստ այդմ, դատարանն ուղղակիորեն կապել է իրավապահ մարմինների անգործությունը այն փաստին, որ Մարիկա Ծիվծիվաձեի նկատմամբ սիստեմատիկ բռնությունը հետագայում ավարտվել է նրա սպանությամբ։

Այնուամենայնիվ, հաշվի առնելով, որ տեղական իրավապահ մարմինները տեղյակ էին/պետք է տեղյակ լինեին, այն գործունեության մասին, որի դիմաց հայտնվել էր զոհը, նրանց կողմից ոստիկանության պարտավորությունները չկատարելու դեպքում, դատարանը համարեց, որ նրանց անփութությունն ավելին էր, քան զուտ սխալվելը կամ անզգուշությունը։ Որոշման մեջ նշվում է, որ ելնելով կանանց նկատմամբ բռնության խտրական ենթատեքստից՝ «անհրաժեշտ է պարզաբանել, արդյո՞ք ոստիկանության անգործության պատճառով է եղել գենդերային խտրականություն և կողմնակալություն»։ Քանի որ դա տեղի չի ունեցել, դատարանը հայտնաբերել է կյանքի իրավունքի դատավարական կողմի խախտում (§60):

Այսօր «Սափարին» վերոնշյալ դեպքի առնչությամբ հրավիրել է մամուլի ասուլիս։Մարդու իրավունքների Եվրոպական դատարանի որոշման մանրամասներին կարող եք ծանոթանալ այստեղ՝ https://hudoc.echr.coe.int/eng?fbclid=IwAR2YUtuSzPIgTqkpK6fgLRta9rrncEha0-3ijjuXBbmjATz4t4HjazyZJYc#{%22itemid%22:[%22001-210854%22]}

«Սափարին» նշված դեպքը իրականացվեց USAID/PROLoG-ի աջակցությամբ։

—————–

საფარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მარიკა წივწივაძის საქმე მოიგო

მარიკა წივწივაძის საქმე უახლოესი წარსულის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ამბავია. ილიაუნის ლექტორი სამსახურში ყოფილმა ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

2021 წლის 8 ივლისს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე “თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ”, დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევა ერთობლივად. სასამართლომ სახელმწიფოს დააკსირა განმცხადებლის სასარგებლოდ 35 000 ევროს ანაზღაურების ვალდებულება, არამატერიალური ზიანის სახით.

მარიკა წივწივაძე იყო ფაქტობრივი მეუღლის მხრიდან სისტემატური ვერბალური და ფიზიკური ძალადობისა და მუქარის მსხვერპლი. მან სამართალდამცავ ორგანოებს არსებული საფრთხეების შესახებ 2014 წელს სულ მცირე 11-ჯერ აცნობა და ითხოვა დახმარება, თუმცა – უშედეგოდ.

2014 წლის 17 ოქტომბერს, ფაქტობრივმა მეუღლემ მას სამსახურში მიაკითხა, სადაც იგი ლექციას ატარებდა, დალაპარაკება სთხოვა, იგი ადგილზე მოკლა ცეცხლსასროლი იარღით, რის შემდეგაც ადგილზევე მოიკლა თავი.

გარდაცვლილის დედის თალიკო თხელიძის ინტერესებს იცავდა ორგანიზაცია “საფარი”.

ორგანიზაციამ არაერთხელ მიმართა შესაბამის უწყებებს პოლიციელების უმოქმედობაზე გამოძიების მოთხოვნით, თუმცა, ამჯერადაც უშედეგოდ. 2017 წლის 13 აპრილს, ორგანიზაციამ, მარიკა წივწივაძის დედის სახელით, მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს უმოქმედობა გააკრიტიკა და დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა, დისკრიმინაციული მოტივებით. ეს უმოქმედობა შეფასებულია, როგორც “ორმაგი კრახი’”(§47), რამდენადაც დარღვევა დადგინდა სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალურ, ისე პროცედურულ ნაწილში.

მოცემული საქმე პრეცედენტული მნიშვნელობისაა, რამდენადაც წარმოადგენს ფემიციდის პირველ საქმეს საქართველოს წინააღმდეგ, რომელზეც იმსჯელა და დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ. გარდა ამისა, მოცემული საქმე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში პირველია, როდესაც ოჯახურ დანაშაულზე დისკრიმინაცია დადგინდა სიცოცხლის უფლების დარღვევის როგორც მატერიალურ, ისე პროცედურულ ნაწილთან მიმართებით.

სიცოცხლის უფლების მატერიალური ნაწილის დარღვევასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ “სამართალდამცავი ორგანოების ზოგადმა და დისკრიმინაციულმა პასიურობამ ოჯახში ძალადობის ბრალდებებთან მიმართებით, რისი სრულყოფილი ილუსტრაციაც იყო ეს საქმე, შექმნა ქალთა მიმართ ძალადობის უფრო ფართოდ გავრცელების ხელშემწყობი კლიმატი” (§51). ამასთან, სასამართლომ დაასკვნა, რომ ‘სამართალდამცავმა ორგანოებმა აჩვენეს მუდმივი მარცხი, განეხორციელებინათ ის ნაბიჯები, რომლებსაც ტრაგიკული შედეგის შეცვლისა და მიყენებული ზიანის შემსუბუქების რეალური შესაძლებლობა ჰქონდა” (§57).

შესაბამისად, სასამართლომ სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა პირდაპირ დაუკავშირა იმ ფაქტს, რომ მარიკა წივწივაძის მიმართ განხორცილებული სისტემატური ძალადობა მოგვიანებით მისი მკვლელობით დასრულდა.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივმა სამართალდამცავმა ორგანოებმა იცოდნენ/უნდა სცოდნოდათ იმ მაღალი რისკის შესახებ, რის წინაშეც იდგა მსხვერპლი მათ მიერ საპოლიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მათი დაუდევრობა იყო უფრო მეტი, ვიდრე უბრალო შეცდომა ან წინდაუხედაობა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული დისკრიმინაციული კონოტაციიდან გამომდინარე, “აუცილებლად უნდა გამორკვეულიყო, ხომ არ იყო პოლიციის უმოქმედობა გინპირობებული გენდერულად დისკრიმინაციული და მიკერძოებული მოტივით”. ვინაიდან ეს ასე არ მომხდარა, სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების პროცედურული ასპექტის დარღვევაც (§60).

დღეს საფარმა ზემოაღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალები შეგიძლიათ, იხილოთ აქ.
“საფარი” აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა.