1989 թվականին Միավորված ազգերի կազմակերպությունն ընդունեց երեխաների իրավունքների մասին համաձայնագիր, որն առավել բացահայտորեն սահմանում է երեխաների իրավունքների կարևորությունը։
Հունիսի 1-ը՝ ամառվա առաջին օրը, նշվում է Երեխաների պաշտպանության միջազգային օրը։ Երեխաների պաշտպանության միջազգային օրն ունի իր խորհրդանշական դրոշը. կանաչ ֆոնին երկրագնդի շուրջ դասավորված են տարբեր գույների մարդկային կերպարներ։
Տոնը սովորաբար նշվում է երեխաներին նվիրված համերգներով, ցուցահանդեսներով և այլ միջոցառումներով։ Այս օրը երեխաների համար տարբեր երկրներում կազմակերպվում են մասսայական, ժամանցային, մշակութային միջոցառումներ։ Այս օրը հատկապես փորձում են օգնել մանկատներին, հաշմանդամություն ունեցող երեխաներին, անօթևաններին, անապահով ընտանիքներին ու բազմազավակ ընտանիքներին։ Նրանց նվերներ են տալիս, անակնկալներ անում։ Ժամանակակից ժողովրդավարական երկրները տարիներ շարունակ գիտակցել են երեխաների կարևորությունը, և բոլոր զարգացած երկրներում կարևորագույն առաջնահերթություններից մեկը երեխաների և նրանց իրավունքների պաշտպանությունն է։ Մարդու իրավունքների պաշտպանությանը զուգահեռ, մեծ ուշադրություն պետք է դարձնել երեխաների իրավունքների պաշտպանությանը։
Երեխաներն ամենաթանկ բանն են, ինչ ունենք: Այդ իսկ պատճառով անհրաժեշտ է հոգ տանել նրանց մասին և քրտնաջան աշխատել՝ նրանց կյանքը հնարավորինս լավորակ դարձնելու համար։ Փոքրիկների ժպիտն ու երջանիկ դեմքը ամենամեծ հարստությունն են այս աշխարհում:
Երեխաների պաշտպանության օրը մեզ ևս մեկ անգամ հիշեցնում է, որ յուրաքանչյուր երեխա պետք է ունենա ջինջ և երջանիկ մանկություն:
Շնորհավոր երեխաների պաշտպանության օրը:
————-
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
1989 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო ბავშვთა უფლებათა კონვენცია, რომელიც ყველაზე მკაფიოდ განმარტავს ბავშვთა უფლებების მნიშვნელობას․
ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა. 1-ელ ივნისს, ზაფხულის პირველ დღეს, მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სიმბოლური დროშა გააჩნია – მწვანე ფონზე დედამიწის ირგვლივ განთავსებულია ადამიანის სხვადასხვა ფერის ფიგურები.
დღესასწაულს, როგორც წესი, აღნიშნავენ ბავშვებისადმი მიძღვნილი კონცერტებით, გამოფენებითა და სხვა ღონისძიებებით. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის ეწყობა მასობრივი, გასართობი და კულტურული ღონისძიებები. ამ დღეს განსაკუთრებით ცდილობენ, დაეხმარონ ბავშვთა სახლებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, მიუსაფარ, გაჭირვებულ ოჯახებს და მრავალშვილიანებს. მათ საჩუქრებს ჩუქნიან, უკეთებენ სიურპრიზებს. თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოები ბავშვთა მნიშვნელობაზე უკვე წლებია, შეჯერდნენ და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სწორედ ბავშვი და მისი უფლებების დაცვა წარმოადგენს. ადამიანის უფლებების დაცვის პარალელურად, კიდევ უფრო მეტადაა ყურადღება გასამახვილებელი ბავშვის უფლებების დაცვაზე.
ბავშვები – ეს ხომ ყველაზე ძვირფასია, რაც გაგვაჩნია! ამიტომაც აუცილებელია მათზე ზრუნვა და შრომა იმისათვის, რომ მათი ცხოვრება იყოს რაც შეიძლება უკეთესი. პატარების ღიმილი და ბედნიერი სახეები ხომ ყველაზე დიდი სიმდიდრეა ამქვეყნად.
ბავშვთა დაცვის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მხიარული და ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეს თითოეულ ბავშვს!
გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს!