Sənaye İnqilabına qədər qadınların vəzifələri ev işi ,uşaq böyütmək və ya əl işi (hörmək,tikmək,toxumaq )olaraq aydın şəkildə təyin olunsa da, sonrakı dövrlərdə qadınların cəmiyyətdəki yerlərində əhəmiyyətli dəyişikliklər oldu.İşçi qüvvəsinə qatılan qadınların sayı artdı, hətda işləyən ər-arvadların sayı artdı və ailəyə çörək gətirən analar daha tez-tez görünməyə başladı.
Beynəlxalq çərçivədə qadınların məşğulluğu artdıqca qadın sahibkarların da sayı artmağa başladı, Ancaq “təşəbbüskar qadınlar” sözü deyildikdə, təhsil yolu ilə əldə etdikləri peşələri həyata keçirənlər bu kateqoriyada qiymətləndirilməməlidir. Həkim, əczaçı, tibb bacısı, müəllim, mühəndis, polis və s. kimi… Dünyada bir-biri ilə əlaqəli reallıqların proyeksiyasına baxdığımızda mənzərə çox fərqlidir: İnkişaf etmiş cəmiyyətlərdə qadınların iş və sahibkarlıq hərəkətləri ayrılmaz hüquqlardan biridir. Risk alan, birbaşa bazara xidmət edən, mal istehsal və istehlak edən hər bir qadın Qərbdə hörmətli bir sahibkardır.
Sahibkarlıq dünyasında qadınların spektri çox genişdir. Və onların bir çoxu kişi sahibkarların ağlına belə gətirmədiyi geniş çərçivəli unikal işlər görür. Hər yaşdan qadın təşəbbüskarların edə biləcəyi bu işləri layihəyə çevrilməsi və təqdim edilməsi cəmiyyətin eyni zamanda qadınların taleyini dəyişdirə bilər.Təvazökar bir başlanğıc sizi öz işinizin sahibkarı edəcəkdir. Başqa bir problem isə qadın sahibkarlara dəstək olunmamasıdır. Məsələ bir qadın kiçik biznes qurur və əl işlərini mümayiş etdirmək istədikdə bizlər və həmçinin bəzi təşkilatlar onlar üçün ayrılmış xüsusi stenddə dekorativ-tətbiqi, sənət nümunələri, rəsmlər, müxtəlif materiallardan hazırlanmış işləmələr, toxumalar, suvenirlər və s. məhsullar təqdim etməlidir.
Bəzi ölkələrdə sırf qadınların sahibkar olması üçün atılan addımlardan biri onlar üçün kiçik biznes sahələri yaratmaqdır: Avropa İttifaqı və BMT-nin İnkişaf Proqramının birgə maliyyələşdirdiyi bir dəstək metodudur. Biznes sahələrinin yaradılması üçün əvvəlcə qadın icmalara gender və biznesin inkişafı mövzularında təlimlər keçirilir sonra isə dəstək kompaniyasına başlanılır.
Biz artıq bunu Gürcüstanda da görmək istəyirik.
Beynəlxalq rəqəmlərə baxdıqda, formal iqtisadiyyatda olan şirkətlərin 25-35% -nin qadınlara məxsus olduğu görülür. Aparılan araşdırmaların cəminə əsasən 4000 şirkətin sahiblərinin 17% -nin qadın olduğu təsbit edilmişdir. Bu vəziyyət Gürcüstan baxımından qiymətləndirildikdə, “təşəbbüskar qadınlar” əsrimizə görə azlıq təşkil edir.
Avropada hesablamalar göstərir ki, öz-özünə işləyən, öz işini quran qadınların sayı 10 milyondan çoxdur. Demək qadınlar fərdi sahibkar potensiyalına sahibdirlər yəni, qadın patronlar sahibkarlıq iqtisadiyyatının əhəmiyyətli bir hissəsini təmsil edir.
Bir çox araşdırmada, qadınların yenilikçi bir xarakterə sahib olduğu və bu şəkildə yanaşdıqları üçün “yeni iqtisadi mühitin inkişafına” və iş həyatının “həyat keyfiyyətinə” töhfə verəcək bir fikrə sahib olduqları təsbit edildi.
Müəllif: Lalezar Həsənova
—————————-
მეწარმე ქალები
სამრეწველო რევოლუციამდე ქალების პასუხისმგებლობა მკაფიოდ იყო განსაზღვრული, როგორც საშინაო დავალება, ბავშვის აღზრდა ან ხელსაქმე (ქსოვა, კერვა, ქსოვა), მაგრამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ქალების საზოგადო საქმიანობის კუთხით. მუშახელი ქალების რიცხვი დღითიდღე გაიზარდა და ერთად მომუშავე ოჯახური წყვილების რაოდენობამაც მოიმატა და გამოჩნდნენ დედები, რომლებსაც ოჯახში შემოსავალი მოჰქონდათ.
საერთაშორისო დონეზე ქალთა დასაქმების რაოდენობა გაიზარდა. ასევე იზრდება მეწარმე ქალების რაოდენობის მაჩვენებელიც. თუმცა როდესაც ვამბობთ სიტყვათშეხამებას “მეწარმე ქალები”, ამ კატეგორიაში არ უნდა ჩაითვალოს ისეთი პროფესიები, როგორიცაა ექიმი, ფარმაცევტი, ექთანი, მასწავლებელი, ინჟინერი, პოლიციელი და ა.შ. – ადამიანები, რომლებიც მიღებული განათლების შედეგად დაეუფლნენ თავიანთ პროფესიებს. როდესაც ჩვენ ვუყურებთ მსოფლიოში ურთიერთდაკავშირებული რეალობების პროექციას, სურათი ძალიან განსხვავებულია: განვითარებულ საზოგადოებებში ქალთა შრომა და მეწარმეობა ერთ-ერთი განუყოფელი უფლებაა. ყველა ქალი, ვინც რისკავს, უშუალოდ ემსახუროს ბაზარს, ვინც აწარმოებს და მოიხმარს საქონელს, დასავლეთში პატივცემული მეწარმეა.
მეწარმეობის სამყაროში ქალების სპექტრი ძალიან ფართოა. ბევრი მათგანი აკეთებს უნიკალურ საქმეებს, რომელთა წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ მეწარმე მამაკაცებს. ისეთი იდეებს და პროექტებს, რომელთა შესრულებაც ყველა ასაკის ქალს ხელეწიფება, შეუძლია შეცვალოს ქალთა ბედი საზოგადოებაში. პატარა ინიციატივას შეუძლია გაგხადოთ საკუთარი ბიზნესის მფლობელად. აქვე ჩნდება კიდევ ერთი პრობლემა – მეწარმე ქალების მხარდაჭერის არარსებობა. როდესაც ქალი აშენებს მცირე ბიზნესს და სურს, აჩვენოს თავისი მაგალითად ხელნაკეთი ნივთები, ჩვენ, ისევე, როგორც ზოგიერთმა ორგანიზაციამ, მხარი უნდა დავუჭიროთ, სხვებისთვის თვალსაჩინო უნდა გავხადოთ ხელოვნების ეს ნიმუშები, ნახატებს, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ნივთები, ტექსტილი, სუვენირები სპეციალურ სტენდზე და სხვ.
ზოგიერთ ქვეყანაში ქალების მეწარმეობის ერთ-ერთი ნაბიჯი არის მათთვის მცირე ბიზნესის შექმნა: ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით მხარდაჭერის მეთოდი. ბიზნესის შესაქმნელად ქალთა ჯგუფები ჯერ გადიან ტრეინინგებს გენდერისა და ბიზნესის განვითარების საკითხებზე, შემდეგ კი იწყება მხარდაჭერის კამპანია. ჩვენც გვსურს მისი ხილვა საქართველოში.
საერთაშორისო მაჩვენებლების მიხედვით, ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლის მქონე ოფიციალური კომპანიების 25-35% ქალებს ეკუთვნით. გამოკითხვის თანახმად, 4000 კომპანიის მფლობელების 17% ქალია. ქართული მაგალითის მიხედვით კი, “მეწარმე ქალები” უმცირესობას შეადგენენ.
ევროპაში, თვითდასაქმებულ ქალთა რაოდენობა 10 მილიონზე მეტს ითვლის. ეს ნიშნავს, რომ ქალებს აქვთ ინდივიდუალური მეწარმეობის პოტენციალი, ანუ ქალი დირექტორები წარმოადგენენ სამეწარმეო ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს.
ბევრმა კვლევამ დაადგინა, რომ ქალები ინოვაციურები არიან და აქვთ იდეები, რომელიც ხელს უწყობს ახალი ეკონომიკური გარემოს განვითარებას და სამუშაო მიმართულებით ცხოვრების ხარისხის გაზრდას.
ავტორი: ლალეზარ გასანოვა