Ölkədə bütün istiqamətlərdə hüquqi bazanın yaradılması çox vacibdir. Əlbətdə hüquqi bazanın yaradılması dedikdə həmin istiqmətdə lazımsız, heç bir funksiyası olmayan, lüzumsuz və standartlara uyğun olmayan qanunların qəbul edilməsini nəzərdə tutmuram.
Bu günə qədər həm elmi, həm hüquqi, həm də siyasi mənada gündəmə gələn “Gender bərabərliyi” anlayışı ciddi inkişaf mərhələləri keçib, bərabərliyin təmin edilməsi üçün ciddi addımlar atılıb. Dünyanın əksər ölkələrində gender bərabərliyi kontekstində xüsusi qanunlar qəbul edilib. Həm daxili, həmdə beynəlxalq səviyyədə qəbul olunan qanunlar, həmin ölkələrdə gender bərabərliyi toxumlarını səpmək üçün ciddi addım idi. Bəzi ölkələrdə siyasi təmsilçilik, qərarvermə sahəsində qadınların kişilərlə bərabər iştirakı təmin edilib.
Əlbətdə qərar vermə sahəsi dedikdə sadecə seçki hüququ nəzərdə tutulmur. Eyni zamanda siyasətə aktiv qoşulmalarını təmin etmək, qərarverici orqanlarda iştiraklarını təmin etmək, dövlət sektorlarında cinsi bərabərliyi tam təmin etmək v.s bunu kimi bir çox şərtlər nəzərdə tutulur. Məsəl üçün qadın sahibkarların sayı artıb, məişət zorakılığı ilə bağlı preventiv mexanizmlər yaradılıb. Lakin buna baxmayaraq, hal-hazırda dünyanın heç bir ölkəsində gender bərabərliyi tam formada, bütöv olaraq təmin edilməyib. Günümüzdə qadınlara qarşı zorakılıq, cinsi ayrı-seçkilik, cinsi qısnama, əmək və təhsil hüquqlarının pozulması faktları bütün ölkələrdə qeydə alınır.
BMT-nin “Gender bərabərliyi”, Dünya İqtisadi Formunun “Gender bərabərsizliyi” hesabatlarında göstərilir ki, indiki sürətlə davam edərsə, mədəni dünyada gender fərqliliyini aradan qaldırmaq üçün qarşıda 108 il sərf etmək lazim gələcək. Yaxud, 2200-ci ildən sonra dünyanın hər bir yerində tam bərabərlik barədə danışmaq mümkün olacaq.
Ümumiyyətlə gender bərbərliyi hüququ bərabərliklə bir başa əlaqəlidir. Geder bərabərliyini təmin etmək üçün, ilk növbədə, bu bərabərliyi təmin edən daxili qanunlar qəbul edilməlidir. Ölkə səviyyəsində hüquqi zəmin mövcud olduqdan sonra gender bərabərliyi istiqamətində daxili nizamnamələr etmək üçün hüquqi hərəkət imkanı yaranacaq.
Ancaq sadecə bu kifayət deyil. Doğrudur ilk addım bu bərabərliyi tələb etmək üçün hüquqi bərabərliyin yaradılmasından keçir, ancaq bu bu istiqamətdə sadecə qanunların qəbul edilməsi kifayət deyil. Ən az qanunların qəbul edilməsi qədər, bu qanunların həyata keçməsini təmin etmək də zəruridir. Çünki bu qanunların həyata keçməsi təmin edilməsə, bu istiqamətdə onlarca qanun qəbul edilməsi kifayət etməyəcək. Həmin cəmiyyət istənilən gender bərabərliyinə heç vaxt nail ola bilməyəcək.
Gender bərabərliyi üçün lazimi qanunların qəbul ediməsi ilk növbədə hüquqi bazanın yaradılmasını təmin edir. Yalnız hüquqi bazanın mövcudluğu bu istiqamətdə real bərabərliyin təmin edilməsi üçün şərait yaradır və bu tələbin əsasını təmin edir. Hüquqi baza olmadıqa ilk öncə, bu hüquqi bazanın yaradılması üçün mübarizə ehdiyacı yaranır və yalnır bu təmin edildikdən sonra növbəti addıma, yəni həyata keçirilməsi və reallaşdırılması qisminə keçid alırıq. Çünki hüquqi bərabərlik yaradılmasa məntiqi olaraq həyata keçməsini də tələb edə bilmərik.
Nəzərə almaq lazımdır ki, sözü gedən hüquqi bazanın necəki daxili, elə də beynəlxalq səviyyədə yaradılması bir o qədər vacibdir. Beynəlxalq səviyyədə götürülən öhtəliklər, qəbul olunan konvensiyalar Konstitusiyadan sonra ən böyük hüquqi qüvvəyə sahib doqumentdir. Ona görə də beynəlxalq konvensiyalar nə qədər tez radifikasiya olunarsa, öhtəliklər nə qədər tez götürülərsə bu istiqamətdə real bərabərliyi tələb etmək üçün addım atma imkanı bir o qədər tez yaranacaq.
Müəllif: Ayhan Həsənov
—————-
საკანონმდებლო ბაზა არის მოთხოვნის მთავარი წყარო
ძალიან მნიშვნელოვანია მყარი სამართლებრივი ბაზის შექმნა ყველა საკითხში. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს ამ სფეროში არასაჭირო, არაეფექტური, არასასარგებლო და უხარისხო კანონების მიღებას.
დღემდე, „გენდერული თანასწორობის“ კონცეფციამ, რომელიც დღის წესრიგში დადგა მეცნიერული, სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით, გაიარა განვითარების სერიოზული ეტაპები და სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა თანასწორობის უზრუნველსაყოფად. მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ მიიღო სპეციალური კანონები გენდერული თანასწორობის კონტექსტში. მიღებული კანონები, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე, იყო სერიოზული ნაბიჯი ამ ქვეყნებში გენდერული თანასწორობის საკითხის გასამყარებლად. ზოგიერთ ქვეყანაში ქალები თანაბრად არიან წარმოდგენილნი მამაკაცებთან ერთად პოლიტიკურ წარმომადგენლობაში და გადაწყვეტილების მიღებაში.
რასაკვირველია, გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ საარჩევნო უფლებას არ ეხება. ამავდროულად, მრავალი პირობაა გათვალისწინებული პოლიტიკაში, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში მათი აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, საჯარო სექტორში სრული გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად და ა.შ. მაგალითად, გაიზარდა მეწარმე ქალთა რიცხვი და შეიქმნა ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები. თუმცა, ამჟამად მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში სრულად არ არის უზრუნველყოფილი გენდერული თანასწორობა. დღეს ქალთა მიმართ ძალადობა, გენდერული დისკრიმინაცია, სექსუალური შევიწროება და შრომითი და განათლების უფლებების დარღვევა ხდება ყველა ქვეყანაში.
გაეროს გენდერული თანასწორობა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული უთანასწორობის ანგარიში აჩვენებს, რომ თუ ეს პროცესი განაგრძობს ამჟამინდელ ტემპს, კულტურულ სამყაროს გენდერული უფსკრულიდან გასვლისთვის 108 წელი დასჭირდება. ანუ, 2200 წლის შემდეგ, შესაძლებელი იქნება საუბარი მსოფლიოს ყველა კუთხეში სრულ თანასწორობაზე.
ზოგადად, გენდერული თანასწორობის უფლება განუყოფლად არის დაკავშირებული თანასწორობასთან. თანასწორობის უზრუნველსაყოფად, უპირველეს ყოვლისა, უნდა იქნას მიღებული შიდა კანონები. მას შემდეგ, რაც შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი ეროვნულ დონეზე, იქნება შესაძლებლობა სამართლებრივი ქმედებების განხორციელებისათვის შიდა რეგულაციების გენდერული თანასწორობის მიმართულებით.
მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი. მართალია, პირველი ნაბიჯი არის სამართლებრივი თანასწორობის შექმნა ამ თანასწორობის მოთხოვნით, მაგრამ არ არის საკმარისი ამ მიმართულებით კანონების მხოლოდ მიღება. სულ მცირე, აუცილებელია ამ კანონების განხორციელების უზრუნველყოფა, რადგან თუ ამ კანონების განხორციელება არ იქნება უზრუნველყოფილი, ამ მიმართულებით ათობით კანონის მიღება საკმარისი არ იქნება და საზოგადოება ვერასოდეს მიაღწევს გენდერულ თანასწორობას.
გენდერული თანასწორობისათვის აუცილებელი კანონების მიღება, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფს სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას. მხოლოდ საკანონმდებლო ბაზის არსებობა ქმნის პირობებს ამ სფეროში რეალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად და იძლევა ამ მოთხოვნის საფუძველს. საკანონმდებლო ბაზის არარსებობის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, ვიბრძოლოთ ამ საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად და მხოლოდ ამის შემდგომ გავდივართ შემდეგ საფეხურზე, ანუ განხორციელებასა და აღსრულებაზე, რადგან სამართლებრივი თანასწორობის გარეშე, ჩვენ არ შეგვიძლია მოვითხოვოთ მისი ლოგიკურად განხორციელება.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკანონმდებლო ბაზა ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე. საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებები, მიღებული კონვენციები კონსტიტუციის შემდგომ უდიდესი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებია. ამიტომ, რაც უფრო მალე მოხდება საერთაშორისო კონვენციების რატიფიცირება, მით უფრო ადრე იქნება აღებული ვალდებულებები, მით უფრო მალე იქნება შესაძლებლობა, გადაიდგას ნაბიჯები რეალური თანასწორობის მოთხოვნით.
ავტორი: აიჰან გასანოვი