Օրագրեր

Հեղինակ՝ Տիգրան Թարզյան

Ես ներկայացնում եմ «Երիտասարդությունը հանուն ժողովրդավարական փոփոխությունների» հասարակական կազմակերպությունը։ Մեր կազմակերպությունը հիմնադրվել է 2020 թվականին Ընտրական համակարգերի միջազգային հիմնադրամի (IFES) և ԱՄՆ Միջազգային զարգացման գործակալության (USAID) աջակցությամբ։ Կազմակերպության անդամները Սամցխե-Ջավախքում բնակվող երիտասարդներ են։ Մենք ամեն օր միասին քննարկում և պլանավորում ենք յուրաքանչյուր միջոցառում:
Կազմակերպության հիմնական նպատակը Վրաստանում բնակվող էթնիկ փոքրամասնությունների ներկայացուցիչների քաղաքացիական ինտեգրումն ու զարգացումն է, որպեսզի Վրաստանի բոլոր քաղաքացիները՝ անկախ էթնիկական պատկանելությունից, կրոնից կամ այլ խմբից, կարողանան հավասարապես իրականացնել Վրաստանի Սահմանադրությամբ իրենց տրված իրավունքներն ու պարտականությունները։
Բացի վերը նշվածից, կազմակերպության նպատակներն են՝ մարդու իրավունքների պաշտպանությունը, Արդար և ժողովրդավարական ընտրությունների խթանումը, Վրաստանի ժողովրդավարացման գործընթացում երիտասարդների մասնակցության ակտիվացումը, աջակցություն կանանց և երիտասարդների նախաձեռնություններին և այլն:
Ինչպես նշեցի, Նինոծմինդայում և Ախալքալաքում ստեղծել ենք երիտասարդական կազմակերպություն։ Մեր կարծիքով, այս տարածաշրջանում երդասարդների ակտիվությունը բավականին պասիվ է։ Մինչ այս Ջավախքից ոչ մի ձայն չէր լսվում։ Երիտասարդներին մոբիլիզացնելը դեռևս մարտահրավեր է։ Չնայած դրան՝ մենք իրականացրել ենք մի քանի ծրագրեր, այդ թվում՝ պայքարը ապատեղեկատվության դեմ, իրազեկության բարձրացում, մարդու իրավունքների պաշտպանություն, ինչպես նաև կանանց իրավունքներ մասին իրազեկվածության բարձրացում։
Հետաքրքիր նախագիծ է կանանց խնդիրների/իրավունքների վերաբերյալ իրազեկության բարձրացումը, որը մենք իրականացնում ենք ոչ միայն կանանց, այլև բոլորի համար՝ անկախ տարիքից և սեռից։ Մենք որոշեցինք նախագիծն իրականացնել ոչ թե զուտ իրավական ասպեկտներով, այլ կոնկրետ դասագրքերով, որտեղ մարդիկ կկարդան պարզ լեզվով, կիրականացնեն իրավիճակային վարժություններ և, այդպիսով, կսովորեն իրավունքների պաշտպանության մասին: ԵԽ (Եվրոպայի խորհուրդ) թրեյնինգներին մասնակցելու ժամանակ ես տեսա նման մոդել, որը ներգրավեցինք մեր ծրագրում։ Նինոծմինդայի երիտասարդական կենտրոնում մեզ արդեն միացել են 20 երիտասարդներ։ Նման հետաքրքրության շնորհիվ մենք ավելացրինք առցանց թրեյնինգները։
Կարևոր է խոսել հիմնարար իրավունքների մասին նաև Ջավախքում և չհեռանալ այս տարածաշրջանից, միայն որպես միակ առկա խնդիր «լեզվական պատնեշի» օրինակը ներկայացնել։ Կարծես այլ խնդիրներ կամ կրթության այլ տեսակների անհրաժեշտություն առայժմ չկան։ Մարդիկ պետք է տեղյակ լինեն, իրենց հիմնարար իրավունքների մասին, որ իրավունք ունեն ապահովվելու այնպիսի կարիքներ, ինչպիսիք են, օրինակ, մանկապարտեզը, որը կա՛մ այստեղ չկա, կա՛մ կա, բայց չի գործում համապատասխան պայմաններով, հիգիենիկ չափորոշիչներով և այլն։
Իմ կարծիքով, անկախ քաղաքացիական/հասարակական ակտիվության աստիճանը հատկապես ցածր է Ջավախեթիում։ Բնակչությունը քիչ է հետաքրքրված քաղաքացիական զարգացման սկզբունքներով և հիմնականում զբաղվում է եկամտին ուղղված գործունեությամբ։ Ինչ վերաբերվում է համայնքային կենտրոններին և կազմակերպություններին, հատուկ հետաքրքրություններով նախաձեռնող խմբերին կամ/և անհատ ակտիվիստների գաղափարները ու սկզբունքները քիչ տարածված են: Ջավախքում քաղաքացիական հասարակության զարգացման հեռանկար իսկապես կա, սակայն անհրաժեշտ է ակտիվ աշխատել այս ուղղությամբ և ակտիվորեն աջակցել խնդրահարույց հարցերը՝ ներքևից վերև սկզբունքով։ Հատկապես նշանակալից է ֆինանսական ռեսուրսների որոնումը, տեխնիկական աջակցությունը, տարածքների առկայությունը, որտեղ հնարավորություններ կլինեն հանդիպումների, տեղեկատվական աշխատանքների կազմակերպումը և այլն։
Տեղի երիտասարդության համապատասխան աջակցությունը կկարողանա փոխել իրավիճակը դեպի լավը և նպաստել իրական քաղաքացիական/համայնքային ակտիվության զարգացմանը, ինչը շատ հատկանշական և անհրաժեշտ գործընթաց է այս փուլում:
———————–
ავტორი ტიგრან თარზიანი
მე წარმოვადგენ არასამთავრობო ორგანიზაციას „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“. ჩვენი ორგანიზაცია საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდისა (IFES) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით 2020 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის წევრები არიან სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდები. ჩვენ ყოველდღე ერთად განვიხილავთ და ვგეგმავთ თითოეულ ღონისძიებას.
ორგანიზაციის ძირითადი მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების სამოქალაქო ინტეგრაცია და განვითარება, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ჯგუფური კუთვნილებისა, თანაბრად შეეძლოს, განახორციელოს მისთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები და მოვალეობები.
გარდა ზემოთქმულისა, ორგანიზაციის საქმიანობის მიზნებია: ადამიანის უფლებების დაცვა; სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა; საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის გაზრდა; ქალთა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და სხვ.
როგორც აღვნიშნე, ახალგაზრდული ორგანიზაცია ნინოწმინდაში და ახალქალაქში დავაარსეთ. ჩვენი აზრით, საკმაოდ პასიურია ამ რეგიონში აქტივიზმი და მესამე სექტორი. აქამდე არ ისმოდა ხმები ჯავახეთიდან. ახალგაზრდების მობილიზება დღემდე გამოწვევაა, თუმცა, მაინც განვახორციელეთ რამდენიმე პროექტი, მათ შორის, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე, ადამიანის უფლებების, ასევე კონკრეტულად ქალთა უფლებების შესახებ ცოდნის ამაღლებისა და ადვოკატირების კუთხით.
საინტერესო პროექტია ქალთა საკითხების/უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, რომელსაც ვუტარებთ არა მხოლოდ ქალებს, არამედ – ყველას, ასაკის და სქესის განურჩევლად. პროექტის გაკეთება გადავწყვიტეთ არა წმინდად იურიდიული და მხოლოდ ლეგალური მხარეების მოყოლით, არამედ, კონკრეტული სახელმძღვანელოებით, სადაც ადამიანები მარტივ ენაზე წაიკითხავენ, სიტუაციურ სავარჯიშოებს პრაქტიკულად შეასრულებენ და ასე გაიგებენ უფლებების დაცვის შესახებ. ევროსაბჭოს ერთ-ერთ ტრეინინგზე ვნახე ასეთი მოდელი და გადმოვიტანეთ. ნინოწმინდის ახალგაზრდულ ჰაბში 20 ახალგაზრდა უკვე შემოგვიერთდა, მაგრამ ისეთი ინტერესი გამოიწვია, ახალი ონლაინტრეინინგი დავამატეთ.
მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ ფუნდამენტურ უფლებებზე, მათ შორის, ჯავახეთშიც, და ეს რეგიონი არ დარჩეს მხოლოდ იმის მაგალითად, რომ იქ „ენობრივი ბარიერია“ და თითქოს სხვა პრობლემები არ არის, ან სხვა ტიპის განათლების საჭიროება არ არის. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ უფლება, უზრუნველყოფილი ჰქონდეთ ისეთი საჭიროებები, როგორიცაა, მაგალითად, საბავშვო ბაღი, რომელიც აქ ან არ არსებობს, ან არის, მაგრამ არ არის დაცული შესაბამისი პირობები, ჰიგიენა, სტანდარტები და ა. შ.
ჩემი მოსაზრებით, ჯავახეთში განსაკუთრებით დაბალია დამოუკიდებელი სამოქალაქო აქტივიზმის ხარისხი. მოსახლეობა ნაკლებად ინტერესდება სამოქალაქო განვითარების პრინციპებით და ძირითადად შემოსავალზე ორიენტირებული საქმიანობით არის დაკავებული. ნაკლებად პოპულარულია სათემო ცენტრებისა და ორგანიზაციების, კონკრეტული ინტერესების მქონე საინიციატივო ჯგუფებისა და ინდივიდუალური აქტივისტების იდეა და პრინციპები. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პერსპექტივა ჯავახეთში ნამდვილად არსებობს, თუმცა, საჭიროა ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა და ქვემოდან ზემოთ წამოსული პრობლემური საკითხების აქტიური მხარდაჭერა. ესაა ფინანსური რესურსების ძიება, ტექნიკური მხარდაჭერა, სივრცეების მოწყობა, სადაც იქნება შესაძლებლობა შეხვედრების, საინფორმაციო კომპანიების ჩატარებისა და ა. შ.
ადგილობრივი ახალგაზრდების მზარდი მხარდაჭერა შეძლებს სიტუაციის სასიკეთოდ შეცვლას და ხელს შეუწყობს რეალური სამოქალაქო/სათემო აქტივიზმის ჩამოყალიბებას, რომელიც ამ ეტაპზე ძალიან საჭირო და აუცილებელი პროცესია.