Հեղինակ՝ Ռիփսիկ Բաղդասարյան
Մենք բոլորս գիտենք, թե ինչքան կարևոր դեր է կատարում կրթությունը մեր կյանքում։ 21-րդ դարը գիտության դարաշրջան է ու այս դարում հասարակությունը առանց կրթության պատկերացնելը անհնար է։
Ի՞նչ է տալիս մեզ կրթությունը։
Առաջին հերթին կրթությունն ու գիտելիքը լավագույն միջոցն են ինքնահաստատվելու և ինքնազարգացման համար։ Կրթության շնորհիվ, ավելի հեշտ է տարբեր խնդիրներ ընկալելը, դրանց լուծման ճանապարհներ գտնելը և իհարկե, կիրթ մարդ լինելով, մենք կրթում և օգնում ենք մեր ընկերներին կամ այլ մարդկանց։
Երևի շատերի մոտ հարց կառաջանա, եթե այդքան օգտակար է կրթություն ստանալը, ապա ինչո՞ւ մարդկանց մեծամասնությունը չի շարունակում ուսումը դպրոցից հետո։
Իմ պատասխանը այս հարցի շուրջ այն է, որ կրթվելը այնքան էլ հեշտ չէ, ինչքան, որ մեզ է թվում։ Տարբեր մարդիկ ունեն տարբեր խնդիրներ ու մարդկանց մեծամասնությունը չի կարողանում պայքարել այդ դժվարությունների դեմ կրթություն ստանալու համար։ Դրա փոխարեն մարդիկ հարմարվում են տրված իրավիճակի հետ։ Միայն ուժեղ, նպատակասլաց ու չհանձնվող մարդիկ են կարողանում մինչև վերջ պայքարել ու իրենց նպատակին հասնել։
Ուզում եմ գրել այն խնդիրների մասին, որոնք հիմնականում խանգարում են կրթություն ստանալուն։ Այս խնդիրները կարող են լինել ինչպես ընտանեկան, այնպես էլ ֆինանսական։ Իմ կարծիքով ամենատարածված խնդիրը ֆինանսական անբավարարությունն է։ Ֆինանսական խնդիրները իրենց հերթին կարող են տարբեր լինել, օրինակ ուսման վարձ, բնակարանի վարձ, ընդհանուր հազար ու մի ծախս։ Ինչպես նաև բացառված չէ որ մեր ընտանիքը չցանկանա մեզանից հեռու ապրել և չթողնի տեղափոխվել մեզ հարկավոր այլ տարածք։
Կրթության խնդիրը կարող է գալ նաև հին ժամանակներից։ Օրինակ մանկությունից, դպրոցից կամ մեզ շրջապատող մարդկանցից։ Ցավոք այն ինչ թվարկեցի վերևում բոլորը իրականություն է, որի պատճառով մեր երկիրը կորցնում է բազում տաղանդավոր մարդկանց։ Վերջում ուզում եմ խորհուրդ տալ բոլորին, որ միշտ պայքարեն իրենց նպատակներին հասնելու համար, չմտածեն, որ դա անհնար է, քանի որ եթե կա խնդիր ուրեմն կլինի և լուծում։
——————–
ავტორი Რიფსიკ ბაღდასარიანი
ჩვენ ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს განათლება ჩვენს ცხოვრებაში. 21-ე საუკუნე მეცნიერების დროა და ამ საუკუნეში შეუძლებელია საზოგადოების წარმოდგენა განათლების გარეშე.
რას გვაძლევს განათლება?
პირველ რიგში, განათლება და ცოდნა არის ძალა, რომელიც საუკეთესო გზაა თავის დამკვიდრებისთვის და თვითრეალიზაციისთვის. მისი მეშვეობით უფრო ადვილია სხვადასხვა ტიპის პრობლემების გაგება, მათი გადაჭრის გზების პოვნა და, რა თქმა უნდა, თუ განათლებული ადამიანები ვართ, მაშინ ვასწავლით, ვეხმარებით მეგობრებს ან სხვადასხვა ადამიანებს.
თუ განათლების მიღება ასე კარგი და სასარგებლოა, მაშინ რატომ არ აგრძელებს სწავლას ადამიანების უმეტესობა სკოლის შემდეგ?
ჩემი პასუხი ამ კითხვაზე არის ის, რომ განათლების მიღება არც ისე მარტივია, როგორც ჩვენ გვგონია. სხვადასხვა ადამიანს აქვს სხვადასხვა პრობლემა და ადამიანების უმეტეს ნაწილს არ შეუძლია ბრძოლა ამ სირთულეების წინააღმდეგ განათლების მისაღებად. ამის ნაცვლად, ისინი ადაპტირდებიან მოცემულ სიტუაციაში. მხოლოდ ძლიერ, მიზანდასახულ და მებრძოლ ადამიანებს შეუძლიათ. იბრძოლონ და ბოლომდე მიაღწიონ მიზანს.
მინდა, დავწერო იმ პრობლემებზე, რომელიც ძირითადად აფერხებს განათლებას. ეს პრობლემები შეიძლება იყოს როგორც ოჯახური, ასევე – ფინანსური. Ჩემი აზრით, ყველაზე გავრცელებული პრობლემა უსახსრობაა. ფინანსური პრობლემები, თავის მხრივ, შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგალითად: სწავლის საფასური, საცხოვრებელი ადგილის ქირა, სხვადასხვა ხარჯები. შესაძლებელია ისიც, რომ ჩვენმა ოჯახმა არ მოისურვოს მათგან შორს, სხვა ადგილში სწავლის გაგრძელება და არ მოგვცეს უფლება, სხვა ადგილას ვისწავლოთ. განათლების მიღების პრობლემა შეიძლება მოდიოდეს ადრეული დროიდან, მაგალითად ბავშვობიდან, სკოლიდან ან გარშემომყოფი საზოგადოებიდან.
სამწუხაროდ, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ყველა პრობლემა რეალურია, რის გამოც ჩვენი ქვეყანა კარგავს უამრავ ნიჭიერ ადამიანს. დასასრულს, მინდა ვურჩიო ყველას, რომ ყოველთვის იბრძოლონ თავიანთი მიზნების მისაღწევად, არ იფიქრონ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან თუ არის პრობლემა, მაშინ გამოსავალიც იქნება.