Հեղինակ՝ Լիլիթ Կարապետյան
Կցանկանայի խոսել վերջերս տարածված՝ «Սովորեցրո՛ւ ինձ վրացերեն անվճար» արշավի մասին։
Կլինեն մարդիկ, ովքեր չեն համաձայնի ինձ հետ, կլինեն մարդիկ,ում համար իմ կարծիքը ընդունելի կլինի կամ նրանք կարող են մտածել այդ հարցի շուրջ և փոխել իրենց կարծիքը։
Ես կխոսեմ 1 + 4 ծրագրի և այն մասին, արդյո՞ք այն պետք է անվճար լինի: Ես ինձ իրավունք եմ տալիս խոսելու այս թեմայի շուրջ, քանի որ ես ազգությամբ հայ երիտասարդ եմ, ով ավարտել է ոչ վրացալեզու դպրոց, այնուհետև ընդունվել է համալսարան հենց 1 + 4 ծրագրով։
Ուզում եմ ձեզ ասել, որ այս ծրագրի շրջանակներում ես հանդիպել եմ հիանալի մարդկանց, և դա ամենամեծ նվերն էր, որ ստացել եմ այս ծրագրից: Ինչ վերաբերում է ուսուցման որակին, ապա պետք է հաշվի առնել, որ 1 տարում լեզու սովորելն անհնար է,այդ պատճառով ինձ համար անընդունելի էր, որ բոլոր մակարդակների խմբերում ուսանողներին սովորեցնում էին նույն ծրագրով։ Նրանց համար, ովքեր ընդհանրապես վրացերեն չգիտեն, 1 + 4 ծրագիրը շատ լավ հնարավորություն է,որպեսզի վրացերեն սովորեն և հետագայում կարողանան մասնագիտություն ստանալ։Իսկ իմ համար առաջնայինը եղած գիտելիքների խորացումն էր, և ինձ մեկ տարի էր պետք, որպեսզի ավելի լավ հասկանայի, թե ինչ մասնագիտությամբ եմ ուզում սովորել։
Տարբեր բուհերում դասավանդման որակը հաճախ համեմատվում է ուսանողների խոսակցական հմտությունների հետ: Ուզում եմ ասել, որ միայն գիրք կարդալով չես կարող խոսել և շփվել վրացերենով։ Ընկերների հետ շփվելը, քաղաքում զբոսնելը, մարզումների հաճախելը ինձ ավելի շատ վրացերեն սովորեցրեց քան գիրք կադալը և քերականություն սովորելը, նրանք, ովքեր այս մի տարվա ընթացքում ոչ մի միջոցառման չեն մասնակցում, չեն կարողանում լավ սովորել լեզուն և հետագայում հաղթահարել բարդությունները։
Եկեք խոսենք քարոզարշավի մասին. ես չմասնակցեցի այս քարորզարշավին, չնայած այն բանին,որ միշտ կանգնած եմ իմ համայնքի, երիտասարդների և էթնիկ փոքրամասնությունների ներկայացուցիչների կողքին, կարծում եմ, որ սխալ խնդրանք է ընդհանրապես վերացնել 1+4 ծրագրի վարձը։Սրա փոխարեն պետք է պահանջել, որ նախքան բուհ ընդունվելը դպրոցներում վրացերենը դասավանդվի բարձր որակով և լինեն լրացուցիչ անվճար պարապմունքներ։ Պետք է պահանջենք,որ անվճար վրացերեն սովորեցնեն նրանց,ովքեր նախկինում հնարավորություն չեն ունեցել և հիմա ցանկանում են սովորել պետական լեզուն։ Ժվանիայի դպրոցի մասին խոսում են ամեն քայլափոխի, ինձ շատ է դուր գալիս այս դպրոցը,այս դպրոցի հինման գաղափարը, բայց ինձ դուր չի գալիս, որ այն գործում է միայն կենտրոնական քաղաքնորում և որոշ խոշոր գյուղերում, ե՞րբ գրանցվել,ինչպե՞ս,ինչպե՞ս է ընդանում դասերը՝ շատերը չունեն տեղեկություն այս մասին։
Ընդհանրապես, կարծում եմ, որ պետությունը (նախարարությունը) պետք է իրազեկումն այնքան բարձրացնի, որ դիմորդների մեծ մասն անմիջապես ընդունվի առաջին կուրս նաև լինի հնարավորություն անվճար պատրաստվելու քննությունների համար։ Օրինակ՝ ես առաջին կուրսը միանգամից չնդունվեցի հենց այն պատճառով, որ իմ համար անխոչնդոտելի էր թվում միանգամից առաջի կուրսում սովորելը,չնայած իմ գիտելիքներին։Ես կարծում եմ, որ սխալ է, որ աշակերտը դպրոցում փակում է առարկաները բարձր միավորներով և ընդունվում նախապատրաստական կուրս միայն դրամաշնորհ ստանալու համար: Ո՛չ, սա չպետք է այսպես լինի:Մտածում եմ,որ այսպիսի դիմորդները միանգամից պետք է ընդունվեն առաջի կուրս և ստանան դրամաշնորհ և ուրիշներին էլ տան դա անելու հնարավորություն:
Եթե խնդրանք ունեք (ունենք), խնդրենք ավելի լավ վերահսկել վրացերենի ուսուցիչներին, դպրոցներին։ Կամ ընդհանրապես ինչո՞ւ պետք է դպրոցի տնօրենը որոշի՝ վրացերենի ուսուցչին դպրոց ընդունել-չընդունելու հարցը։ Եթե իմ ուսուցչուհին՝ Թեոնան չլիներ, ես հիմա կլինեի Երևանի բուհերից մեկի ուսանողուհի։
Մեր դպրոցների համար ավելի լավ գրքեր պահանջեք, քանի որ խտրականություն եմ համարում այն, որ մենք և վրացի դպրոցականները սովորում ենք տարբեր գրքերով, և դրա բացատրությունն այն է, որ վրացերենը մեր երկրորդ լեզուն է։ Պետական լեզուն, որ սովորում ենք առաջին դասարանից, ինչո՞ւ պետք է համարվի երկրորդական լեզու։
Այնպես որ, իմ սիրելի ընկերներ, եկեք բոլորս միասին սկսենք մի քարոզարշավ, որն իրոք կունենա արդյունք։
—————————
სამართლიანი მოთხოვნა სწორ ადრესატთან – ,,მასწავლე ქართული უფასოდ”
ავტორი ლილით კარაპეტიანი
მინდა, ვისაუბრო ბოლო დროს გავრცელებულ კამპანიაზე „მასწავლე ქართული უფასოდ“.
იქნებიან ადამიანები, რომლებიც არ დამეთანხმებიან, იქნებიან ადამიანები, რომლებისთვისაც მიღებული იქნება ჩემი აზრი ან შეიძლაბა დაფიქრდნენ ამ საკითხზე და შეიცვალონ აზრი.
ვისაუბრებ 1+4 პროგრამაზე და იმაზე, უნდა იყოს თუ არა ის უფასო. თავს ვაძლევ ამ თემაზე საუბრის უფლებას, რადგან ვარ ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდა, რომელმაც დაამთავრა არაქართულენოვანი სკოლა და მერე ზუსტად 1+4 პროგრამის საშუალებით ჩააბარა უნივერსიტეტში.
მინდა გითხრათ, რომ საუკეთესო ადამიანები გავიცანი ამ პროგრამის ფარგლებში და ეს იყო ამ პროგრამისგან მიღებული ყველაზე დიდი საჩუქარი. სწავლის ხარისხს რაც შეეხება, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ 1 წლის განმავლობაში შეუძლებელია ენის სწავლა და ზუსტად ამიტომ იყო ჩემთვის მიუღებელი ის, რომ თითქოს ყველა დონის ჯგუფის სტუდენტი იგივეს სწავლობდა. ნაწილისთვის, რომლებმაც საერთოდ არ იციან ქართული, 1+4 პროგრამა ძალიან კარგი შანსია ქართულის და შემდგომ პროფესიით სწავლისთვის, ჩემთვის კი პრიორიტეტი უფრო არსებული ცოდნის გაღრმავება იყო და ერთწლიანი პერიოდი იმისთვის მჭირდებოდა, რომ უკეთ გადამეწყვიტა, რა ფაკულტეტზე მინდოდა სწავლა.
ხშირად ადარებენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სწავლების ხარისხს, სტუდენტების სალაპარაკო უნარებს. მინდა, გითხრათ, რომ მარტო წიგნის წაკითხვით ლაპარაკს და ქართულ ენას ვერ ისწავლი. მეგობრებთან ურთიერთობამ, ქალაქში სეირნობამ, ტრეინინგებზე დასწრებამ უფრო მასწავლა ქართული და ვინც ამ 1 წლის განმავლობაში არც ერთ აქტივობაში არ ერთვება, არც სწავლობს ლაპარაკს და ქართულს.
ვისაუბროთ კამპანიაზე. იმიტომ არ გავხვდი მისი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ჩემი თემის, ახალგაზრდების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების გვერდით ვდგავარ, რომ მგონია, არასწორი მოთხოვნაა ზოგადად 1+4 პროგრამის გადასახადის გაუქმება. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ ქართული უფასოდ სკოლაში გვასწავლონ, უნივერიტეტში ჩაბარებამდე, უნდა ასწავლონ ქართული მათ, ვისაც საშუალება ადრე არ ჰქონია და ახლა უნდა. ჟვანიას სკოლაზე რომ ყველა ნაბიჯზე საუბრობენ, ძალიან მომწონს ეს სკოლა, მაგრამ არ მომწონს ის, რომ მარტო ცენტრალურ რაიონებში მოქმედებს და ზოგ დიდ სოფელშიც, მასზე რეგისტრაცია როდის მიმდინარეობს, როგორ, – უმეტესობას არ აქვს ინფორმაცია.
საერთოდ მგონია,რომ ინფორმირებულობა იმდენად უნდა გაზარდოს სახელმწიფომ (სამინისტრომ), რომ აბიტურიენტების უმრავლესობამ პირდაპირ პირველ კურსზე ჩააბაროს ან მოამზადოს საგნებში უფასოდ. მაგალითად, მე ზუსტად იმიტომ არ ჩავაბარე პირდაპირ პირველ კურსზე, რომ წარმოუდგენელი მეგონა ეს. ან არასწორი მგონია ის, რომ მოსწავლე მაღალ ქულებზე ხურავს საგნებს და მოსამზადებელზე აბარებს მარტო იმისთვის, რომ გრანტი მოიპოვოს. არა, ეს ასე არ უნდა იყოს. ჩააბარონ ასეთმა მოსწავლეებმა პირველ კურსზე, მოიპოვონ გრანტი და მისცენ სხვებსაც ამის შანსი.
ან თუ მოთხოვნა გაქვთ (გვაქვს), მეც თქვენთან ერთად მოვითხოვ უფრო კარგ მონიტორინგს ქართული ენის მასწავლებლებზე, სკოლებზე. ან საერთოდ, სკოლის დირექტორი რატომ უნდა წყვეტდეს, სკოლაში შემოუშვას თუ არა ქართველი მასწავლებელი? რომ არა ჩემი თეონა მასწავლებელი, ახლა ერევნის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტი ვიქნებოდი.
მოვითხოვოთ უკეთესი წიგნები ჩვენი სკოლებისთვის, იმიტომ, რომ დისკრიმინაციად ვთვლი იმას, რომ განსხვავებული წიგნებით ვსწავლობთ ჩვენ და ქართული სკოლების მოსწავლეები და ამის არგუმენტი ის გახლავთ, რომ ჩვენთვის ქართული მეორე ენაა. სახელმწიფო ენა, რომელსაც პირველი კლასიდან ვსწავლობთ, რატომაა მეორე ენა?
ასე რომ, ჩემო საყვარელო მეგობრებო, მოდით, ყველამ ერთად დავიწყოთ ისეთი კამპანია, რომელსაც მართლა ექნება შედეგი.