Ծառայություններ / Հասարակություն

Սափարիի գործը՝հանրային պաշտպանը հաստատել է փաստաբանի կողմից սեռական ոտնձգության փաստը

Հանրային պաշտպանը հանդես է եկել հանձնարարականով, որում խոսվում է «Սափարիի» աղմկահարույց գործի մասին՝ փաստաբան Լ. Ջ.-ի կողմից Նինո Գոդերձիշվիլիի նկատմամբ սեռական ոտնձգությունների մասին։

Բռնության զոհ՝ Նինո Գոդերձիշվիլին օգնության համար դիմել է Սափարի միությանն։ Նինոի բացատրելով, իր փաստաբան Լ. Ջ. ենթարկել է սեռական ոտնձգությունների, Ն. Գոդերձիշվիլին Սափարիին ներկայացրել է մի շարք ապացույցներ, որոնք վկայում են փաստաբանի կողմից սեռական ոտնձգության փաստերի մասին։

Սափարին ուսումնասիրել է գործի հանգամանքները և 2020 թվականի նոյեմբերի 1-ին դիմել է սեռական ոտնձգության փաստը հաստատելու համար՝ Հանրային պաշտպանին և Վրաստանի փաստաբանների միությանը Էթիկայի հանձնաժողովին։

2021 թվականի փետրվարի 1-ին Հանրային պաշտպանը սոցիալական ցանցում՝ կնոջ նկատմամբ սեռական ոտնձգության փաստը հաստատել է։

Դիմորդը միայնակ մայր է, ով ալիմենտի գործով սոցիալական ցանցում փաստաբան փնտրելիս մի տղամարդու կապնվեց։ Նինո Գոդերձիշվիլին համարել է, որ պատասխանողը իրեն դիմել է իրավաբանական օգնություն համար, և նա պատասխանել է։ Շփվելու ընթացքում պատասխանողն անձնական հարցեր է տվել դիմորդին նաև մեկնաբանություններ արել կնոջ անձնական կյանքի վերաբերյալ և սեփական ազդեցությունն ապացուցելու համար ընդգծել է նրա ծանոթ շրջապատը և բարձր եկամուտը։

Սեռական ոտնձգության մասին պնդումը հերքելու նպատակով ամբաստանյալ Լ. Ջ. նշել է, որ դիմումատուն իր դեմ հայց է ներկայացրել վրեժ լուծելու համար, քանի որ նա ամուսնացել է այլ կնոջ հետ:

Հանձնարարականում հանրային պաշտպանը շեշտում է հաղորդակցության անթույլատրելիությունը, ինչպես նաև վախեցնող և նվաստացուցիչ միջավայրի ստեղծումը. «Շփվելու ընթացքում դիմորդը հստակ արտահայտել է իր բացասական վերաբերմունքը պատասխանողի պահվածքի նկատմամբ։ Մասնավորապես, ինչպես վկայում է դիմորդի կողմից ներկայացված 2020 թվականի հուլիսի 25-26-ի հաղորդագրության տեսագրությունը՝ Ն. Գ.-ն պատասխանողը ասել է, որ չհրապուրվի փողով և սառնարանով. Երբ Լ. Ջ.-ն դիմողին ասել է, որ ավելի լավ է ջուրը հոսի իր հունով ու գտնի արժանի մեկին, ով նրան ձեռք կմեկնի, Ն. Գ.-ն դժգոհություն հայտնեց, թե ինչ կապ ունի իր անձնական կյանքը ալիմենտի պահանջի հետ։ Իսկ երբ պատասխանողը նշեց, ավելի լավ է ունենաս սիրեկան, քան վատ ամուսին, դիմորդը նշեց, որ ինքը շատ հեռու է սիրո թեմայից և նախընտրում է ընդհանրապես ոչ ոք չլինել։ Սակայն այն բանից հետո, երբ Լ. Ջ.-ն Ն. Գ.-ին վիրավորել է, մասնավորապես անվանել է գյուղացի, անուղեղ, վայրենի, ով ո՛չ գիտելիք ունի ո՛չ էլ փորձ ունեցող երեխաների մայր, ով ամուսնալուծված է և դիմել է. դիմողն այսուհետ արգելափակել է նրա ֆեյսբուքյան էջը՝ այսպիսով, ամբաստանյալի վարքագծի անընդունելիությունը ավելի կտրուկ արտահայտվեց» – կարդում ենք Հանրային պաշտպանի հանձնարարականում։

Հանրային պաշտպանը գտնում է, որ ամբաստանյալը այս փաստացի ​​ապացույցը հերքելու համար ծանրակշիռ ապացույց չի ներկայացրել և, հետևաբար, Լ. Ջ.-ին դիմել է հանձնարարականով՝ ապագայում դադարեցրեք սեռական ոտնձգությունները և մի ստեղծեք անհատների համար վիրավորական, նվաստացնող կամ անհարմար միջավայր:

Ներկայումս Վրաստանի փաստաբանների ասոցիացիայի էթիկայի հանձնաժողովը քննարկում է Վերաքննիչ դատարանում փաստաբանի նկատմամբ խափանման չեղարկելու միջոցը, ինչպես նաև փաստաբանի նկատմամբ էթիկայի կանոնագրքի խախտման հարցը։

Հանրային պաշտպանի հանձնարարականի ամբողջական տարբերակը կարող եք գտնել այստեղ՝

—————-

საფარის საქმე: სახალხო დამცველმა ადვოკატის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

სახალხო დამცველმა რეკომენდაცია გამოსცა, რომელშიც საუბარია „საფარის“ გახმაურებულ საქმეზე ადვოკატი ლ. ჯ.-ის მხრიდან ნინო გოდერძიშვილის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ.

კავშირ საფარს დახმარებისათვის ძალადობის მსხვერპლმა ქალმა ნინო გოდერძიშვილმა მიმართა. ნინოს განმარტებით, მას მოქმედი ადვოკატი ლ. ჯ.  სექსუალურად ავიწროებდა; ნ. გოდერძიშვილმა საფარს არაერთი მტკიცებულება წარუდგინა, რომელიც ადვოკატის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტებზე მიუთითებდა.

საფარმა შეისწავლა საქმის გარემოებები და 2020  წლის 1 ნოემბერს სექსუალური შევიწროების  ფაქტის დადგენის თხოვნით მიმართა როგორც სახალხო დამცველს, ასევე – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ეთიკის კომისიას.

2021 წლის 1 თებერვალს, სახალხო დამცველმა სოციალურ ქსელში ქალის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა.

განმცხადებელი მარტოხელა დედაა, რომელსაც ალიმენტის საქმეზე ადვოკატის ძიების პროცესში, სოციალურ ქსელში მამაკაცი დაუკავშირდა. ნინო გოდერძიშვილმა მიიჩნია, რომ მოპასუხემ მას იურიდიული დახმარების გაწევის მიზნით მისწერა და თავადაც უპასუხა. კომუნიკაციისას, მოპასუხე განმცხადებელს უსვამდა პირადი ხასიათის კითხვებს, კომენტარებს აკეთებდა ქალის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით და საკუთარი გავლენის დასადასტურებლად, მის სანაცნობო წრესა და მაღალ შემოსავალს უსვამდა ხაზს. ვინაიდან საუბარი განმცხადებლისთვის დამამცირებელი და დამაშინებელი გახდა, ის შეეცადა, მოპასუხეს დამშვიდობებოდა, რის შედეგადაც კაცმა მას შეურაცხმყოფელი კომენტარები მისწერა; ასევე, მომდევნო დღეებში, მოტყუებით, კვლავ შეეცადა მასთან დაკავშირებას.

სექსუალური შევიწროების ვარაუდის გაქარწყლების მიზნით, მოპასუხე ლ. ჯ. მიუთითებდა, რომ განმცხადებელმა მის წინააღმდეგ საჩივარი შურისძიების მიზნით აღძრა, ვინაიდან ის სხვა ქალზე დაქორწინდა.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს კომუნიკაციის არასასურველობას, ასევე დამაშინებელი და დამამცირებელი გარემოს შექმნას: „განმცხადებელი მიმოწერისას აშკარად გამოხატავდა მის უარყოფით დამოკიდებულებას მოპასუხის ქცევის მიმართ. კერძოდ, როგორც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის 25-26 ივლისის კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებით დასტურდება, ნ. გ.-მ მოპასუხეს უთხრა, რომ არ იხიბლება ფულით და მაცივრით; როდესაც ლ. ჯ.-მ განმცხადებელს უთხრა, რომ ჯობს შეეშვას წყლის ნაყვას და ღირსეული ვინმე ნახოს, ვინც გააძლიერებს, ნ. გ.-მ უკმაყოფილება გამოხატა, თუ რა კავშირში იყო მისი პირადი ცხოვრება ალიმენტთან დაკავშირებულ სარჩელთან. ხოლო, როდესაც მოპასუხემ ახსენა, რომ ცუდ ქმარს კარგი საყვარელი სჯობს, განმცხადებელმა მიუთითა, რომ საყვარლობის თემისგან ძალიან შორს არის და ურჩევნია, სულ ნუ იქნება ნურავინ. ამასთან, მას შემდეგ, რაც ლ. ჯ.-მ ნ. გ.-ს მიაყენა შეურაცხყოფა, კერძოდ უწოდა სოფლელი, უტვინო, გოიმი ქალი, რომელსაც ცოდნა და გამოცდილება არ აქვს, შვილები ჰყავს, განათხოვარია და მიმართა, – აუდე ახლა აქედანო, განმცხადებელმა მისი ფეისბუქ ანგარიში დაბლოკა, რითიც მოპასუხის ქცევის მიუღებლობა კიდევ უფრო მკვეთრად გამოხატა“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის რეკომენდაციაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ამ ფაქტობრივი მტკიცებულებების გასაბათილებლად ვერ წარმოადგინა წონადი არგუმენტი და, შესაბამისად, ლ. ჯ-ს მიმართა რეკომენდაციით, მომავალში აღარ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო.

ამჯამად  მიმდინარეობს ადვოკატის  მიმართ სააპელაციო სასამართლოში  შემაკავებელი ორდერის  გაუქმებასთან დაკავშირებით სასამართლო  განხილვები, ასევე ადვოკატის მიმართ ეთიკის კოდექსის დარღვევის ფაქტს განიხილავს საქართველოს ადვოკატთა  ასოციაციის  ეთიკის კომისია.

სახალხო დამცველის ზემოთხსენებული რეკომენდაციის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ.

https://ombudsman.ge/res/docs/2021020311331174244.pdf?fbclid=IwAR0Suijc5LOFUkZ8QFhBU-XQpRJuhox5BvIvfg1UiDB4h1qo7C-6Dh3KVkg