Հեղինակ՝ Ջիվան Մկրտչյան
«Վրացերեն չեմ հասկանում, չեմ կարողանում լավ գրել, բայց մի օր լավ կսովորեմ»,- այսպես էի ասում մանուկ հասակում, երբ վրացերեն էի սովորում։ Ես ուրախ եմ, որ տարիների ընթացքում այդպես էլ եղավ:
Վրացերեն սովորել եմ դպրոցական տարիներից, բայց վրացերենը առանձնապես սիրեցի յոթերորդ դասարանում։ Սա այն շրջանն էր, երբ ես առաջին անգամ մասնակցեցի Կորնելի Կեկելիձեի անվան ձեռագրերի ազգային կենտրոնի կողմից կազմակերպված գեղագրության մրցույթին։ Մեծ սիրով ու ջանասիրությամբ էի գրում վրացական տառերը, օր ու գիշեր աշխատում էի ավելի գեղեցիկ գրելու համար։ հսկայական է վրաց լեզվիս ուսուցչուհու վաստակը վրացերեն լեզվիս և վրաց տառերի ուսուցման գործում: Հիշում եմ մրցույթի աշխատանքը պատրաստելիս նա միշտ իմ կողքին էր և իր ցուցումներով ավելի լավն էր դարձնում մրցույթի աշխատանքը։
Շատ էի ուրախացել, երբ իմացել էի, որ այդ մրցույթի հաղթողներից մեկն էի և ինձ հրավիրում էին Թբիլիսիում կայանալիք մրցանակաբաշխությանը։ Մանկությանս քաղցր հուշերում հիշում եմ նաև գեղագրության ազգային կենտրոնի աշխատակիցներին, ովքեր անսահման ուշադիր և բարի էին իմ հանդեպ։ Արդյունքում այս ամենը պայմանավորեց իմ առանձնահատուկ սերը վրաց գրերի նկատմամբ։ Վրացական տառեր գրելը դարձել է իմ նախասիրությունը ։ Երբ հոգնած եմ կամ զայրացած, ուղղակի սկսում եմ գրել վրացերեն տառեր, ինչն ինձ շատ է հանգստացնում։
Շնորհավորում եմ բոլորիդ վրաց լեզվի օրվա կապակցությամբ:
———————-
14 აპრილი – დედაენის დღე
ავტორი ჯივან მკრტჩიანი
„არ მესმის ქართული, ვერ ვწერ კარგად, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად ვისწავლი კარგად“, – ასე ვამბობდი ბავშვობაში, როდესაც ქართულს ვსწავლობდი. მიხარია, რომ წლების განმავლობაში ასეც მოხდა.
ქართულს ვსწავლობ სკოლის პერიოდიდანვე, მაგრამ ქართული ენა განსაკუთრებით შემიყვარდა მეშვიდე კლასში. ეს იყო პერიოდი, როდესაც პირველად მივიღე მონაწილეობა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კალიგრაფიის კონკურსში. ძალიან დიდი სიყვარულითა და მონდომებით ვწერდი ქართულ ასოებს, დღე და ღამე ვმუშაობდი, რომ უფრო ლამაზად დამეწერა. უზომოდ დიდია ჩემი ქართული ენის მასწავლებლის დამსახურება, ჩემ მიერ ქართული ენისა და წერის სწავლაში. მახსოვს, კონკურსისთვის ნაშრომის მომზადებისას სულ გვერდით მყავდა და თავისი მითითებებით საკონკურსო ნაშრომს უფრო უკეთესს ხდიდა. ძალიან გახარებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ამ კონკურსის გამარჯვებული ვარ და თბილისში დაჯილდოების ცერემონიაზე მპატიჟებდნენ. ჩემი ბავშვობის ტკბილ მოგონებებში მახსოვს, ასევე, კალიგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც უზომოდ ყურადღებიანები და კეთილები იყვნენ ჩემ მიმართ.
შედეგად, ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი განსაკუთრებული სიყვარული ქართული ანბანის მიმართ. დღემდე ჩემი ჰობია ქართული ასოების წერა. როდესაც დაღლილი ვარ ან გაბრაზებული, ვიწყებ უბრალოდ ქართული ასოების ქაოსურად წერას, რაც ძალიან მამშვიდებს და მასვენებს.
გილოცავთ ქართული ენის დღეს!