Սամցխե-Ջավախքում մայիսի 6-ին նշում են «Ծռատոն»-ը, այսինքն, Սուրբ Գևորգի տոնը։ «Ծռատոն» – ը կապ չունի Հայ առաքելական եկեղեցու և կրոնական տոների հետ: Այն հին ժողովրդական ավանդույթ է, որը նշվում է միայն Սամցխե-Ջավախքում։ Ամեն տարի մայիսի 6-ին Սամցխե-Ջավախքում չեն աշխատում, փոխարենը գնում են 7 սրբերի դուռ՝ մոմ վառելու։
Տարիներ շարունակ, հաստատված ավանդույթի համաձայն, այս օրը հատկապես արգելված է հղիներին որևէ բան անել։ Արգելվում է աշխատել կտրող կամ ծակող գործիքների հետ։ Մեծահասակներն ասում են, որ եթե հղի կինն աշխատում է կտրող գործիքով, օրինակ՝ դանակով, և պատահաբար ինքն իրեն վնասում է այդ օրը, ծննդաբերությունից հետո հետքերը մնում են երեխայի վրա՝ նույն տեղում, իսկ եթե մարդիկ այդ օրը աշխատում են, ապա երեկոյան գարի պետք է ցանեն մեղքից ազատվելու համար: Գարին կրում է այդ օրվա բոլոր մեղքերը։
«Ծռատոն»-ը հատկապես նշվում է Ախալքալաքի շրջանի Խանդո գյուղում և Ախալցխայի շրջանի Փոքր Պամաճ հայաբնակ գյուղում։ Այս օրը տեղի բնակիչները մեծ համերգ և տոնախմբություն են կազմակերպում։ Տարբեր գյուղերից մարդիկ գալիս են մասնակցելու տոնակատարությանը, գնում են եկեղեցիներ, մոմեր վառում զանազան սրբերի մոտ ու բարեխոսություն խնդրում իրենց նվիրական նպատակների համար, հետո ուրախանում ու զվարճանում։ Ձևավորված ավանդույթի համաձայն՝ այս օրը չնշելը համարվում է մեղք։ Ըստ սնահավատության՝ մեղապարտի ձեռքն ու ոտքը կծռվի:
————-
„წრატონის” დღესასწაული
ავტორი ეთერა აბელიანი
სამცხე-ჯავახეთში 6 მაისს „წრატონს“, ანუ წმინდა გევორგის დღეს აღნიშნავენ. „წრატონს“ არაფერი აქვს საერთო სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან და რელიგიურ დღესასწაულებთან. ეს ძველი ხალხური ტრადიციაა, რომელსაც მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში აღნიშნავენ. ყოველწლიურად, 6 მაისს, სამცხე-ჯავახეთში არ მუშაობენ, სამაგიეროდ 7 წმინდანის კართან მიდიან, სანთლის დასანთებად.
წლებია, დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ორსულებს ამ დღეს რაიმეს გაკეთება განსაკუთრებით ეკრძალებათ. აკრძალულია საჭრელი ან გამჭოლი იარაღებით მუშაობა. უფროსები ამბობენ, რომ თუ ორსული მუშაობს საჭრელი იარაღით, მაგალითად, დანით და იმ დღეს შემთხვევით თავს დაიზიანებს, მშობიარობის შემდეგ კვალი ბავშვზე იმავე ადგილას რჩება და თუ იმ დღეს ადამიანები მუშაობენ, მაშინ საღამოს ქერი უნდა დათესონ ცოდვის მოსაშორებლად. ქერი იტანს იმ დღის ყველა ცოდვას.
„წრატონს“ განსაკუთრებულად აღნიშნავენ ახალქალაქის რაიონის სოფელ ხანდოში და ახალციხის რაიონის სომხებით დასახლებულ სოფელ პატარ პამაჯში. ამ დღეს ადგილობრივები აწყობენ დიდ კონცერტს და ზეიმს. სხვადასხვა სოფლებიდან მოდიან დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად, დადიან ეკლესიებში, უნთებენ სანთლებს სხვადასხვა წმინდანებს და ითხოვენ შუამავლობას მათი სანუკვარი მიზნებისთვის, შემდეგ ხალისობენ და მხიარულობენ. დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ამ დღის არაღნიშვნა ცოდვად ითვლება. ცრურწმენის მიხედვით, ცოდვილს ხელ-ფეხი მოხრილი ექნება.