Կարծում եմ, որ ցանկացած տեսակի բռնություն պետք է անընդունելի լինի բոլորիս համար, բայց այսօր կոնկրետ կխոսեմ կանանց նկատմամբ բռնության մասին, որը, իմ կարծիքով,ապագայում արդեն անցնում է այլ ձևերի։
Երբ նայում ենք մեր իրականությանը, հատկապես հաճախակի են ընտանեկան բռնության դրսևորումները։ Կանանց նկատմամբ բռնությունը համարվում է մարդու իրավունքների ամենալուրջ խախտումը և այն տարածված է տարբեր կրոնների, ռասաների, էթնոսների և մշակույթների պատկանող մարդկանց շրջանում։ Կանանց նկատմամբ բռնությունը ոչ միայն ազդում է կնոջ ֆիզիկական և էմոցիոնալ առողջության վրա, այն նաև ազդում է երեխաների(որոնք հաճախ հետագայում իրենք են դառնում բռնություն գործադրողներ) ընտանիքը և ամբողջ հասարակության վրա:
Ինչպես գիտենք, մեր երկրում նախկինում չեն ճանաչվել հանցագործության այնպիսի ձևեր, ինչպիսիք են, օրինակ՝ ոտնձգությունները, հարկադիր ամուսնությունները, վաղ ամուսնությունները և այլն։ Սակայն իրավիճակը կտրուկ փոխվել է այն բանից հետո, երբ Վրաստանը միացավ Ստամբուլի կոնվենցիային:
Կանանց նկատմամբ բռնությունն առավել հաճախ դրսևորվում է ընտանիքում՝ կնոջ և ամուսնու միջև, երբ ամուսինը ֆիզիկական, հոգեբանական և/կամ սեռական բռնության է ենթարկում կնոջը։ Այստեղ մենք հանդիպում ենք բռնության տարբեր տեսակների՝ բռնաբարություն, հարկադիր մարմնավաճառություն, ֆիզիկական բռնություն, թրաֆիքինգի, մեկուսացում, լոկաուտ, հարկադիր ամուսնություն և այլն։
Ընտանեկան բռնությունը կարծես թե փակ,ամոթալի թեմա է մեր հասարակության մեջ, և նրանք խուսափում են այդ մասին հրապարակային խոսելուց։
Ցավոք սրտի, հանրության մեջ քչերն են այս հարցը ճշգրիտ ընկալում, իսկ ոմանք անտեսում են այն և չեն արձագանքում։ Դա պայմանավորված է այն տեսակետով, որ «ընտանեկան խնդիրները պետք է լուծվեն միայն ընտանիքում և չպետք է դուրս գան ընտանիքից դուրս»։
Չնայած նման կարծրատիպային տեսակետներին, այսօր մեր առջև ծառացած խնդիրն այն է, որ կա հստակ միտում՝ կոտրելու այդ կարծրատիպերը։ Աստիճանաբար ավելանում է այն զոհերի թիվը, ովքեր այլևս չեն խուսափում այս խնդիրը հանրայնացնելուց։ Ամեն ինչ գալիս է ավելի քիչ տեղեկացված լինելուց: Երբ տեղեկատվությունը մեծանում է, արձագանքը նույնպես մեծանում է: Հաճախ նույնիսկ կանայք են բարդացնում իրավիճակը իրենց լռությամբ։ Նրանք կարծում են, որ սա պաշտպանում է ընտանիքի պատիվը, երեխաների ապագան, բայց իրականում տեղի է ունենում հակառակը, հանրության համար արդեն պարզ է, թե ինչ է կատարվում ընտանիքում իսկ երեխայի մասին խոսելն ընդհանրապես ավելորդ է․ -անհնար է հոգեբանորեն առողջ երեխա մեծացնել,անառողջ ընտանիքում:
Կանանց ոչ մի դեպքում չի կարելի բռնության ենթարկել, նրանք «զիջող ու հանդուրժող արարածներ» չեն։
Ուստի կոչ եմ անում բոլոր կանանց՝ մի լռե՛ք բռնության մասին։
Դիմում եմ համայնքին. Ձեզ պատկերացրեք բռնության զոհի փոխարեն և կարծում եմ, որ դրանից հետո կունենաք համապատասխան արձագանք։
————–
რეაგირება…
ავტორი ლილით კარაპეტიანი
მე ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენგანისთვის მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი ტიპის ძალადობა, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად ვისაუბრებ ძალადობაზე ქალთა მიმართ, რომელიც, ჩემი აზრით, მერე უკვე სხვა ფორმებზე გადადის.
ჩვენს რეალობას რომ გადავხედოთ, განსაკუთრებით ხშირია ოჯახში ძალადობის გამოვლინებები. ქალთა მიმართ ძალადობა განიხილება, როგორც ადამიანის უფლებების ყველაზე სერიოზული დარღვევა და იგი ფართოდაა გავრცელებული სხვადასხვა რელიგიის, რასის, ეთნიკური წარმომავლობისა და განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებში. ქალთა მიმართ ძალადობა მარტო ქალის ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, ეს ქმედება ასევე მოქმედებს პირველ რიგში ბავშვებზე, რომლებიც ხშირად თვითონ შემდეგ ხდებიან მოძალადეები, ოჯახზე და ასევე საზოგადოებაზეც.
როგორც ვიცით, ადრე ჩვენს სახელმწიფოში არ იყო აღიარებული დანაშაულის ისეთი სახეები, როგორებიცაა, მაგალითად, ადევნება, იძულებითი ქორწინება, ადრეული ქორწინება და ა. შ. მაგრამ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც საქართველო „სტამბოლის კონვეციას“ შეუერთდა.
ქალთა მიმართ ძალადობა ყველაზე ხშირად ვლინდება ოჯახში, ცოლსა და ქმარს შორის, როცა ქმარი ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და/ან სექსუალურად ძალადობს ცოლზე. აქ ძალადობის სხვადასხვა სახეს ვხვდებით: გაუპატიურება, იძულებით პროსტიტუციაში ჩაბმა, ფიზიკური შეურაცხყოფა, ტრეფიკინგი, სიტყვიერი შეურაცხყოფა, იზოლაცია, გამოკეტვა, იძულებით ქორწინება და ა. შ.
ოჯახში ძალადობა თითქოს ჩვენს საზოგადოებაში ტაბუდადებული თემაა და მასზე საჯაროდ საუბარს ერიდებიან.
სამწუხაროდ, საზოგადოების ძალზე ცოტა ნაწილი ზუსტად აღიქვამს ამ საკითხს, ზოგი კი ყურადღების მიღმა ტოვებს და არ რეაგირებს მასზე. ამას განაპირობებს ის შეხედულება, რომ “ოჯახური პრობლემები მხოლოდ ოჯახში უნდა მოგვარდეს და არ უნდა გავიდეს მის გარეთ”.
მიუხედავად ამგვარი სტერეოტიპული შეხედულებებისა, დღეს მწვავედ დადგა პრობლემა ჩვენ წინაშე, რომ აშკარად შეინიშნება ამ სტერეოტიპების მსხვრევის ტენდენცია. თანდათან იზრდება იმ მსხვერპლთა რიცხვი, რომლებიც აღარ ერიდებიან ამ პრობლემის გასაჯაროებას. ეს ყველაფერი მოდის ნაკლებინფორმაციულობისგან. როცა იზრდება ინფორმაციულობა, შესაბამისად, ასევე იზრდება რეაგირებაც. ხშირად, ქალებიც კი აუარესებენ სიტუაციას, თავიანთი დუმილით. ისინი ფიქრობენ, რომ ამით იცავენ ოჯახის პატივს, შვილების მომავალს, მაგრამ სინამდვილეში პირიქით ხდება, საზოგადოებისთვის ისედაც ნათელია ის, თუ რა ხდება ოჯახში, ბავშვზე რომ საერთოდ ზედმეტია საუბარი – მოძალადის ოჯახში შეუძლებელია ფსიქოლოგიურად ჯანსაღი ბავშვის გაზრდა.
ქალებმა არანაირ შემთხვევაში არ უნდა აიტანონ შეურაცხყოფა, ისინი არ არიან “დამთმობი და ყველაფრის ამტანი არსებები”.
შესაბამისად, მივმართავ ყველა ქალს: ნუ დუმხართ ძალადობაზე!
მივმართავ საზოგადოებას: ყოველთვის წარმოიდგინეთ თქვენი თავი ძალადობის მსხვერპლის მაგივრად და მგონია, რომ ამის შემდეგ შესაბამისი რეაგირებაც გექნებათ.