Ախալքալաքի` մունիցիպալիտետի տիկնիկային թատրոնի հիմնադիր Սամվել Խոդիկյանը 62 տարեկան է։ Տիկնիկային թատրոն ստեղծելը նա 25 տարի առաջ է որոշել։
«1999 թվականի ամառն էր, այն ժամանակ Ախալքալաքի մշակույթի տանը աշխատում էի որպես մեթոդիստ։ Հենց այդ ժամանակ Բաթումի հրավիրեցին, տիկնիկային թատրոնի փառատոնին մասնակցելու համար։ Այն ժամանակ տիկնիկային թատրոն մենք չունեինք, և անգամ երազել էլ չէինք կարող նրա մասին։ Բայց այդ դեպքը մտածելու տեղիք տվեց, և քանի որ մինչ այդ` 1992 թվականին, ստեղծել էի պարի անսամբլ «Հայքը», որը մեծ հաջողության էր հասել, մտածեցի, որ տիկնիկային թատրոն էլ կկարողանամ ստեղծել։
Նույն թվականի սեպտեմբերին` արդեն պատրաստ էին առաջին բեմադրության համար պատրաստված 7 տիկնիկները` իրենց ռեկվիզիտով ու ձայնագրությամբ։
Առաջին բեմադրությունը Հովհաննես Թումանյանի «Խելոքն ու հիմարը» հեքիաթի հիման վրա է բեմադրվել, որի պրեմիերան էլ նույն ամսին կայացավ», -պատմում է Սամվել Խոդիկյանը։
Սամվել Խոդիկյանի բեմադրությունները հեքիաթների հիման վրա է բեմադրված։ Նա մտածում է, որ շատ – շատ են լավ հեքիաթները, որոնց հիման վրա էլ կարելի է բեմադրությունները կատարել և կարիք էլ չկա, որ նա բեմադրության համար սցենար գրի։
Նա հիմնականում Հովհաննես Թումանյանի հեքիաթների հիման վրա է բեմադրություններ անում («Շունն ու կատուն» , «Անխելք մարդը» , «Պոչատ աղվեսը» և այլն ), նաև ունի երաժշտական բեմադրություն, որի ժամանակ էլ` տիկնիկները երգում են, պարում ու նվագում։ Այս բեմադրության մեջ կա ծաղրածու, կիթառիստ, դհոլահար և ջութակահար։
Սամվելը Խոդիկյանը նաև ունի հայերենից վրացերեն, և վրացերենից հայերեն թարգմանած հեքիաթներ (հայկական հեքիաթ «Պոչատ աղվեսը» և վրացական հեքիաթ «Աղվեսի վճիռը »), բեմադրել է նաև ամերիկյան հեքիաթ «Վինի Թուխի արկածները»։ Իր բեմադրությունների համար բոլոր տիկնիկները և ռեկվիզիտները Սամվելը ինքն է պատրասրում։
«Տիկնիկների ստեղծման ընթացքը շատ դժվար և աշխատատար է։ Շատերը մտածում են, որ տիկնիկները կարող են գնել խանութից, որ դրանք ուղղակի խաղալիքներ են, և նրանց մեջ չկա ոչ մի յուրահատկություն։ Այս վերաբերմունքը շատ է տխրեցնում, քանի որ ամեն տիկնիկի մեջ հոգի է դրված, և բացի դրանից, տիկնիկ ստեղծելու համար պետք է իմանաս նկարել, քանդակել, փայտի, թղթի և սոսնձի հետ աշխատել, և իհարկե տիկնիկի շարժումների մեխանիկան էլ, որ կարողանաս շարժեցնել տիկնիկի աչքերը և վերջույթները։ Ես նաև ունեմ տիկնիկներ որոնք կարող են լացել։
Իմ թատրոնը ունի գլխավոր հերոս` «Պույ-պույ մկնիկը», որն էլ, ինչպես գիտեք, Դերենիկ Դեմիրճյանի հեքիաթի հերոսն է։ Հենց այսպես էլ, կոչվում է մեր թատրոնը «Դերենիկ Դեմիրճյանի անվան Պույ-պույ թատրոն»։ Ամեն բեմադրության սկզբում Պույ-պույ մկնիկն է հայտնվում և ներկայացնում է, թե տվյալ օրը ինչ հեքիաթ է ներկայացվելու, և ում է այն պատկանում, իսկ հետո նոր սկսվում է բեմադրությունը»։
Արդեն 25 տարի է, ինչ Սամվելը զբաղվում է այս գործով։ Նա մոտ 70 տիկնիկ է ստեղծել, 11 բեմադրություն կատարել։ Տվյալ պահին պատրաստ է արդեն «Նապաստակն ու մեղուն» նոր բեմադրությունն էլ` իր տիկնիկներով հանդերձ, և շատ շուտով` դպրոցի սկսվելու հետ մեկտեղ, տասներկուերորդ բեմադրության պրեմիերան էլ կկայանա։
Այս 25 տարիների ընթացքում Սամվել Խոդիկյանը ունեցել է շատ դերասաններ, ովքեր և՛ մասնակցել են բեմադրություններում Սամվելի հետ մեկտեղ, և՛ միշտ Սամվելը ինքն էր սովորեցնում նրանց, թե ինչպես վարվեն տիկնիկների հետ։ Իսկ հիմա նա լրիվ մենակ է մնացել, քանի որ աշխատավարձը շատ քիչ է և դրանով ընտանիքի ծախսերը չես հոգա, դերասանները որոշել են թատրոնը լքել։
Սամվել Խոդիկյանի տիկնիկային թատրոնը չունի իր շենքը։ Այն թատրոն է անիվների վրա։ Նա անցկացնում է բեմադրություններ դպրոցներում և մանկապարտեզներում, նաև իր բեմադրություններով հյուրնկալվում է Ախալքալաքի ու Նինոծմինդայի մունիցիպալիտետի գյուղերում։ Սա նույնպես անհանգստացնում է Սամվելին, քանի որ փոքր մեքենայով բոլոր տիկնիկների և ռեկվիզիտի տեղափոխումը շատ դժվար է։ Նա մեծ ցանկություն ունի, որ մի օր, թատրոնը իր տեղն ունենա։
«Ես տեսնում եմ, որ կա հետաքրքրվածություն տիկնիկային թատրոնի հանդեպ, բայց քանի որ չունենք շենք, այս հանգամանքը շատ է դժվարացնում մեր գործը։ Ես հիմնականում շատ եմ ձգտում շատ բեմադրություններ անցկացնել, բայց քանի որ չունենք շենք, և թատրոն ենք անիվների վրա, դժվար է դա անել, չենք կարող ողջ ռեկվիզիտը տեղափոխել։ Նաև դպրոցներն ու մանկապարտեզները` միշտ չէ որ աշխատում են և ունեն արձակուրդներ։ Նաև, քանի որ մենակ եմ, դժվար է 45 րոպե 1.5 կգ և 2 կգ֊ոց տիկնիկը շարժել։
Հարցին, թե ինչքանով է գոհ իր գործից, Սամվել Խոդիկյանը այսպես պատասխանեց.
«Իհարկե աշխատավարձը մեծ չէ, և դա անհանգստացնում է ինձ, բայց երբ տեսնում ես երեխաների ծիծաղը, դրական արձագանքները, զարմանքը ու գիտես, որ այդ ամենը երկար ժամանակ կմնա նրանց հիշողություններում, բեմադրությունների միջոցով կկարողանան բարին տարբերել չարից, դա իսկապես ամեն ինչի բացը փակում է, և այսքան տարիների ընթացքում, հենց այս փաստն է ինձ ուժ տվել` այս գործը շարունակելու համար։
Միշտ հիշում եմ, երբ նոր էինք սկսել այս գործը ինչպիսի արձագանք ունեին երեխաները, թե ինչպես էին ասում միմյանց, – Գիտե՞ս, կարծես կենդանի փոքրիկ մարդիկ լինեն, – էշը այնպես է շրջում կարծես կենդանի է,- Երբեք չէի տեսել այսպիսի բան։ Այս ամենը միշտ անչափ ջերմացնում է սիրտս։
Նաև, իմ հիշողության մեջ շատ լավ է մնացել, երբ 2021 թվականին Բակուրիան էի տարել վրացական հեքիաթ «Աղվեսի վճիռը»` հայերեն լեզվով։ Բնակչությունը մեծ ուշադրությամբ ու զարմանքով լսում էր, և վերջում ծափահարությունները չէին դադարում 5-10 րոպե»,- պատմում է Սամվել Խոդիկյանը։
———-
ავტორი ლილით კარახანიან
„პუი პუი” – თეატრი ბორბლებზე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრის დამფუძნებელი სამველ ხოდიკიანი 62 წლისაა. თოჯინების თეატრის შექმნა მან 25 წლის წინ გადაწყვიტა.
„1999 წლის ზაფხული იყო, იმ დროს ახალქალაქის კულტურის სახლში მეთოდისტად ვმუშაობდი. ზუსტად იმ დროს, ბათუმში დაგვპატიჟეს, თოჯინების თეატრის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. მაშინ თოჯინების თეატრი ჩვენ არ გვქონია და ვერც ვიოცნებებდით მასზე. მაგრამ ამ მოვლენამ დამაფიქრა და რადგან აქამდე, 1992 წელს, მქონდა დაარსებული ცეკვის ანსამბლი „ჰაიქი“, რომელმაც ბევრს მიაღწია, ვიფიქრე, რომ თოჯინების თეატრის შექმნასაც შევძლებდი.
იმავე წლის სექტემბერში, უკვე მზად იყო პირველი სპექტაკლისთვის მომზადებული 7 თოჯინა, თავისი ყველა რეკვიზიტით და ჩანაწერით.
პირველი სპექტაკლი ჰოვანეს თუმანიანის ზღაპრის მიხედვით, „ბრძენი და სულელი“, დაიდგა, რომლის პრემიერა იმავე თვეში გვქონდა“, – გვიამბობს სამველ ხოდიკიანი.
სამველის სპექტაკლები ზღაპრების მიხედვითაა დადგმული. იგი ფიქრობს, რომ ძალიან ბევრია კარგი ზღაპარი, რის მიხედვითაც შეიძლება სპექტაკლის დადგმა და არც არის იმის საჭიროება, რომ თვითონ დაწეროს მათთვის სცენარი. იგი ყველაზე ხშირად ჰოვანეს თუმანიანის ზღაპრების მიხედვით დგამს სპექტაკლებს („ძაღლი და კატა“, „უჭკუო ადამიანი“, „კუდიანი მელია“). ასევე, აქვს მუსიკალური სპექტაკლი, რომლის დროსაც, თოჯინები მღერიან, ცეკვავენ და უკრავენ. ამ სპექტაკლში არის კლოუნი, გიტარისტი, დრამერი და მევიოლინე.
სამველს ასევე აქვს სომხურიდან ქართულად და ქართულიდან სომხურად თარგმნილი სპექტაკლებიც (სომხური ზღაპარი „კუდიანი მელია“ და ქართული ზღაპარი „მელიას განაჩენი“). მას სცენაზე ამერიკული „ვინი პუჰის თავგადასავალიც“ აქვთ დადგმული.
თავისი სპექტაკლებისთვის ყველა თოჯინას და რეკვიზიტს თვითონ სამველი ამზადებს.
„თოჯინების შექმნის პროცესი ძალიან ძნელი და შრომატევადია. ბევრი ფიქრობს, რომ თოჯინების ყიდვას შეძლებს მაღაზიიდან, რომ ეს არის უბრალო სათამაშოები და მათში არაფერია განსაკუთრებული. ეს დამოკიდებულება ძალიან მწყინს, რადგან ყველა თოჯინაში სულია ჩადებული და ამის გარდა, თოჯინების შესაქმნელად უნდა იცოდე ხატვა, ძერწვა, ხესთან, ქაღალდთან, წებოსთან მუშაობა, და, რა თქმა უნდა, თოჯინის მოძრაობების მექანიკაც, რომ აამოძრაო თოჯინის თვალები და კიდურები. მე მაქვს ასევე თოჯინები, რომლებსაც ტირილი შეუძლიათ.
ჩემს თეატრს ჰყავს მთავარი გმირი – „პუი პუი თაგვი“, რომელიც, როგორც იცით, დერენიკ დემირჩიანის ლექსის გმირია. ზუსტად ასევე, ჩვენს თეატრსაც ჰქვია „დერენიკ დემირჩიანის სახელობის პუი პუი თოჯინათა თეატრი“. ყველა სპექტაკლის დასაწყისში, პუი პუი თაგვი ჩნდება და აცხადებს, თუ რა ზღაპარია კონკრეტულ დღეს წარმოდგენილი და ვის ეკუთვნის. ამის შემდეგ კი, იწყება სპექტაკლი“.
უკვე 25 წელია, რაც სამველი დაკავებულია ამ საქმით. მას 70-მდე თოჯინა აქვს შექმნილი, რეპერტუარში გაშვებული აქვს 11 სპექტაკლი. ამჟამად, უკვე მზადაა ახალი სპექტაკლიც – „კურდღელი და ფუტკარი“, თავისი თოჯინებით და სულ მალე სექტემბერს სკოლის დაწყებისთანავე, მეთორმეტე სპექტაკლის პრემიერაც შედგება.
ამ 25 წლის მანძილზე სამველს ჰყოლია ბევრი მსახიობი, ვინც მონაწილეობდა სპექტაკლებში სამველთან ერთად, და ყოველთვის, სამველი თვითონ ასწავლიდა მათ თოჯინებთან მოპყრობას. ახლა იგი სულ მარტო დარჩა, რადგან ხელფასი ძალიან ცოტაა და ამით ოჯახის ხარჯებს ვერ დაფარავ; მსახიობებმა თეატრის დატოვება გადაწყვიტეს.
სამველის თოჯინების თეატრს არ აქვს თავისი შენობა. ეს არის თეატრი ბორბლებზე. იგი ატარებს სპექტაკლებს სკოლებსა და ბაღებში, ასევე, თავისი სპექტაკლებით სტუმრობს ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებს. ეს ასევე აწუხებს სამველს, რადგან პატარა მანქანით ყველა თოჯინისა და რეკვიზიტის გადაადგილება ძალიან ძნელია. მას დიდი სურვილი აქვს, რომ ერთ დღეს, თეატრს ჰქონდეს თავისი ადგილი.
„მე ვხედავ, რომ არის ინტერესი თოჯინების თეატრის მიმართ, მაგრამ რადგან არ გვაქვს შენობა, ეს ფაქტორი ძალიან აძნელებს ჩვენს საქმეს. მე ძირითადად ვცდილობ ბევრი სპექტაკლი ჩატარებას, მაგრამ რადგან არ გვაქვს შენობა და ვართ თეატრი ბორბლებზე, ძნელია ამის გაკეთება, ვერ ვახერხებთ ყველა რეკვიზიტის გადაადგილებას. ასევე, სკოლები და ბაღები მუდამ არ მუშაობს და მათ აქვთ არდადეგები, თანაც რადგან მარტო ვარ, ძნელია 45 წუთი კილონახევრიანი და ორკილოიანი თოჯინების ამოძრავება“.
კითხვას, თუ რამდენადაა კმაყოფილი თავისი საქმით, სამველმა ასე უპასუხა:
„რა თქმა უნდა, ხელფასი დიდი არაა და ეს მაწუხებს, მაგრამ როცა ხედავ ბავშვების სიცილს, დადებით რეაქციებს, გაოცებას და იცი, რომ ეს ყველაფერი დიდხანს დარჩება მათ მოგონებებში, სპექტაკლების მეშვეობით შეძლებენ კეთილისა და ბოროტის განსხვავებას, ეს რეალურად ყველაფერს ფარავს და ამდენი წლის მანძილზე, ზუსტად ამ ფაქტორებმა მომცა ამ საქმის გაგრძელების ძალა.
ყოველთვის მახსენდება, როცა ახლახან გვქონდა დაწყებული ეს საქმე, როგორი რეაქციები ჰქონდათ ბავშვებს, თუ როგორ ეუბნებოდნენ ერთმანეთს, იცი, თითქოს ცოცხალი პატარა ადამიანები არიანო, ვირი ისე ტრიალებს, თითქოს ცოცხალიაო, არასოდეს არ მინახავს ასეთი რამო. ეს ყველაფერი ყოველთვის უზომოდ მითბობს გულს.
ასევე, ჩემს მეხსიერებაში ძალიან კარგად დარჩა, როცა 2021 წელს ბაკურიანში წავიღე ქართული ზღაპარი „მელიას განაჩენი“ , სომხურ ენაზე. მოსახლეობა დიდი ყურადღებით და გაოცებით უსმენდა და ბოლოს აპლოდისმენტები გრძელდებოდა 5-დან 10 წუთის განმავლობაში“, – გვიამბობს სამველ ხოდიკიანი.