Հոդվածներ

25 – «Տագնապային» տարիք

👥 Թանկագին ընթերցող, այսօր որոշել եմ ուշադրություն հրավիրել մեր հասարակության մեջ տարածված ևս մեկ խնդրի, որի միջով անցնում է կովկասյան մշակույթի կրող յուրաքանչյուր 25֊ն անց աղջիկ։ խնդիր, որը փաստորեն սահմանափակում է նրա ազատությունն ու լիարժեքության զգացողությունը։ Շատերը, վստահ եմ, եթե չեն զգացել, գոնե լսել են հետևյալ արտահայտությունները. «Արդեն 25֊դ լրացել է, ընտանիք կազմելու ժամանակն է», «Արդեն 25 տարեկան ես, քնե՞լ ես ինչ է, ամուսնանալու ժամանակն է», «25 տարեկան ես արդեն, ու՞մ կամ ինչի՞ ես սպասում, թե ե՞րբ կդառնաս 30, առանց այն էլ արդեն տանը մնալու շեմին ես։ Չե՞ս հասկանում, որ 30֊ում արդեն ոչ ոքի պետք չես լինի, ոչ ոք ուշադրություն չի դարձնի քեզ, մենակ ի՞նչ ես անելու, ինչի՞ ես հասնելու, ինչպե՞ս ես հաղթահարելու կյանքի դժվարությունները։ Աղջիկ ես հասկացիր վերջապես»։ Այդ պահին այս խոսքերը դատավճիռ են թվում և նույնիսկ ատում ես ինքդ քեզ միայն այն բանի համար, որ աղջիկ ես ծնվել, բայց մի պահ եթե կանգ առնենք ու մտածենք, հասկանալի է, թե ինչն է խրախուսում նման` ոչ տրամաբանական և կոտրող կարծրատիպերը և ստիպում ամուսնանալ մինչև 25 տարեկանն ու երեխաներ ունենալ մինչև 30-ը։
👉 Ուսման մակարդակը, անհեռատես մտածելակերպը, գենդերային կարծրատիպերը ամուր հող են ստեղծում ի օգուտ նման խնդիրների, բայց, գլխավորապես, դաստիարակությունն է կարևոր։ Չգիտես ինչու, աղջկան այն ոգեշնչմամբ են մեծացնում, որ նա թույլ ու անկարող է առանց տղամարդու, հետևաբար վերջինս նրա ենթական է` անկախ նրանից, որ գուցե կինն ավելի մտածող ու հեռատես է, և համապատասխան արտաքին պարագաների առկայության դեպքում շատ բանի կարող է հասնել։ Այս ամենն իր հերթին ստեղծում է դառը իրականություն, ջախջախված ես, ցածր ինքնագնահատական, վախ, անվստահություն, ընտանեկան բռնություն, դեսպոտիզմ։ Այս ամենը կատարվում է այն ժամանակ, երբ աշխարհը գենդերային հավասարության է քարոզում։ Եթե կարդում եք այս տողերը, հետևյալը կասեմ.
📌 -Երբեք մի՛ ենթարկվեք այս կտտանքներին, գիտակցելով, որ շատ ավելին կարող եք, քան պատկերացնում եք։ Պարզապես մենք ինքներս պիտի ապացուցենք մեր «ես»-ը և չսահմանափակվենք միայն այն պատճառով, որ աղջիկ ենք ծնվել, այլ ո՛չ տղա։ Ժամանակն է դուրս գալ մաշված կաղապարից, հաղթահարել անտրամաբանական ստանդարտների ծանրությունն ու հասկանալ, որ 25-ից անցնելը դատապարտություն չէ, հակառակը, առաջընթացի ու նոր բարձունքների սկիզբ է։
————-
🔻 25 – „საგანგაშო“ ასაკი!
👥 ძვირფასო მკითხველო, დღეს გადავწყვიტე, შენი ყურადღება მივაპყრო ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებული პრობლემისკენ, რომელსაც განიცდის კავკასიური კულტურის მატარებელი 25-ს გადაცილებული გოგონა და რომელიც ლახავს მის თავისუფლებასა და სრულფასოვნების შეგრძნებას. დარწმუნებული ვარ, ბევრს თუ არ განუცდია, გაგებული მაინც ექნება შემდეგი ფრაზები: “25-ის ხარ, დაოჯახების დროა!”, „25-ის ხარ, რად გძინავს, შეუღლების დროა!”, „25-ის ხარ, ვის ან რას ელოდები, იმას, 30-ის როდის გახდები, ისედაც უკვე შინაბერობის საზღვარზე ხარ?”, “არ გესმის, რომ 30-ისა არავის დასჭირდები, არავინ მოგხედავს?”, “მარტო რას იზამ, რას მიაღწევ, როგორ ატარებ ცხოვრებისეულ სირთულეებს, როგორ გაუმკლავდები მათ?”, „შენ გოგო ხარ, ქალი, ეს უნდა გესმოდეს!!!“… იმ წუთას, ეს სიტყვები განაჩენად გეჩვენება და გძულს კიდეც შენი თავი, მხოლოდ იმიტომ, რომ გოგოდ დაიბადე, მაგრამ წამით რომ გავჩერდეთ და დავფიქრდეთ, გასაგებია, რა უწყობს ხელს ამ დამანგრეველ სტერეოტიპებს, რომელიც ალოგიკურ სტანდარტებს გიქმნის და მოგიწოდებს, “გათხოვდე” არაუგვიანეს 25-ისა და გააჩინო ბავშვი, არაუგვიანეს 30-ისა.
👉 განათლების დონე, აზროვნების ვიწრო სპექტრი, გენდერული სტერეოტიპები – ეს ყველაფერი ნოყიერ ნიადაგს ქმნის ნახსენები პრობლემის საარსებოდ, მაგრამ მთავარი გამოგვრჩა – აღზრდა: რატომღაც, გოგოს ზრდიან იმ სულისკვეთებით, რომ იგი სუსტია, არავინაა კაცის გარეშე, ამიტომ, მას უნდა ემორჩილებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, კაცზე მეტს აზროვნებდეს, მასზე შორს იხედებოდეს, და შესაბამის გარემო პირობებში, ძალიან ბევრს მიაღწევდეს! ეს ყველაფერი, თავის მხრივ, ქმნის სავალალო რეალობას, განადგურებულ მეს, დამცირებულ და დაბალ თვითშეფასებას, შიშს, თავდაუჯერებლობას, ოჯახურ ძალადობას, ოჯახში დესპოტიზმს. და ეს მაშინ ხდება, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო გენდერულ თანასწორობაზე დგას. ამ ტექსტს თუ კითხულობთ, მინდა, მოგიწოდოთ და გითხრათ:
📌 -ჩვენ არ უნდა ვემორჩილებოდეთ ამ დამანგრეველ მანიპულაციას, იმის გაცნობიერებით, რომ უფრო მეტი შეგვიძლია, ვიდრე წარმოგვიდგენია. უბრალოდ, ჩვენვე უნდა ვაღიარებინოთ საზოგადოებას ჩვენი თავი და არ ვიჩაგრებოდეთ მხოლოდ იმის გამო, რომ გოგოდ დავიბადეთ, და არა ბიჭად. დროა, უკვე გამოვიდეთ მოძველებული ნაჭუჭიდან, გადავლახოთ არაადეკვატური სტანდარტების სიმძიმე და გავაცნობიეროთ კარგად, რომ იყო 25 გადაცილებული გოგო – განაჩენი კი არა, პირიქით, შანსია წინსვლის, წარმატებისა და მეტი მიღწევისთვის.