Güllərin 27 yaşı var, iki ildir evlidir.
Güllərin bəzi səbəblərə görə bu günə kimi uşağı olmayıb. O, bildirir ki, uşağının olmaması onun boşanma səbəbi ola bilər.
-” Evləndikdən iki-üç ay keçməmiş evdə hər kəs tez-tez hamilə olub-olmadığımı soruşurdu. Mənisə hər dəfə utanaraq, məyus halda yox deyirdim. Baştan bunu çox ciddiyə almırdım, düşünürdüm ki, bir neçə vaxta hamilə qalaram. Evliliyimizdən 7-8 ay keçdikdən sonra, yoldaşımın ailəsi mənim ciddi xəstəliyim olduğun və buna tədbir tökmək lazım olduğuna qərar verdilər. Ancaq uşağım olmayanda məni boşayacaqları üçün, pullarını “boşa” xərcləmək istəmirdilər. Deyəsən yoldaşımda onlarla eyni fikirdəydi. Ailəmə xəbər verdilər. Onlara qızınızın problemi var, müalicə etdirin dedilər. Qaynənəmə açıq-aşkar “biz qızınızı aldıq ki, uşağı olsun, oğlumun evi şenəlsin” dedi. İndi başa düşürəm, uşaq dünyaya gətirmədikcə mənim bu ailədə heç bir dəyərim olmayacaq”.
Onnuda həmişə evdə sanki, artıq adamamış kimi davranırlar. Anam məni təsəlli edəndə deyir, uşaq olanadək hamımız bu çətinliyi çəkmişik deyirdi. Bir il yarımıdır ki,müalicə götürürəm ancaq yoldaşımda problem ola biləcəyi haqqında heç kim ağlına belə gəlmir.
Tozu Gülmamedova
_______________
როცა ადამიანად კი არა, შთამომავლობის მწარმოებელ მანქანად აღიქმები
გიულარი 27 წლისაა. ორი წელია, დაოჯახებულია. გარკვეული მიზეზების გამო, მას ბავშვი არ უჩნდება. გიულარის თქმით, შესაძლოა, ეს ფაქტორი მისი განქორწინების მიზეზი გახდეს.
“ქორწილიდან ორი-სამი თვის გასვლის შემდეგ ხშირად მეკითხებოდნენ, ორსულად ხომ არ ხარო. ძალიან მრცხვენოდა, იმედგაცრუებული არას ვპასუხებდი. თავიდან, ამ თემას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, მეგონა, რომ მალე დავორსულდობოდი.
როცა 7-8 თვე გავიდა, ქმრის ოჯახმა გადაწყვიტა, რომ სერიოზული პრობლემა მქონდა და რამენაირად უნდა მოეგვარებინა. რადგან არ იცოდნენ, ბავშვი მეყოლებოდა თუ არა, გამოკვლევებზე არ უნდოდათ საკუთარი ფულის დახარჯვა.
ჩემს მშობლებს დაურეკეს, დაიბარეს სახლში და პირდაპირ უთხრეს, რადგან თქვენი შვილი “დაავადებული” შემოვუშვით ჩვენ სახლში, მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თქვენ გეკისრებათო. საბრალო მშობლები უსიტყვოდ დასთანხმდნენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი ოჯახი დაინგრეოდა. დედამთილმა ჩემს მშობლებს პირდაპირ მიახალა, ჩვენ რძალი იმიტომ გვიდოდა, რომ ჩემს შვილს ბავშვები ჰყავდესო. ჩემს ქმარს ამ ყველაფერზე ხმა არ ამოუღია. მაშინ მივხვდი, რომ სანამ ბავშვს აღარ გავაჩენ, მანამდე მე ამ ოჯახისთვის არაფერს წარმოვადგენ.
დღემდე მაგრძნობინებენ, რომ სახლში ზედმეტი ვარ. დედაჩემი მეუბნება, უნდა მოითმინო, რადგან ბავშვის გაჩენამდე ყველა ქალმა ასეთი სირთულეები გაიარაო. საინტერესო ისაა, რომ ორი წელია, უშედეგოდ ვმკურნალობ, და არავის აზრად არ მოსვლია, რომ შეიძლება, ქმარსაც რამე პრობლემა ჰქონდეს…
თოზუ გულმამედოვა