İctimaiyyət

“Kiçik yaşda, məndən xəbərsiz nişanladıqları xalamoğluyla evlənmək istəmirdim”

Uşaqlıqdan xalam oğluna dehli idim. Baxmayaraq ki, uşaqlıqdan bilirdim  ki,  xalam oğluyla evlənməli idim, oğlan xoşuma gəlmirdi. Necə deyim oğlan fiziki qüsürlü idi. 14 yaşıma gəldikdə artıq elçilər gəlməyə başladı. Bu elçilər  içində biri xoşuma gəlirdi. Mənə elçilər gəldiyindən xəbər tutan xalam, artıq bunları nişanlamaq vaxtıdır dedi. Ailəm oğlanın qüsürlu olduğunu və mənim onunlaevlənmək istəmədəyimi bilirdi. Ancaq imkanı yaxşıydı və illər öncə söz verdikləri üçün bunu  görməzlikdən gəldilər.

Həmin ili məni nişanladılar və 4 il  nişanlı qaldıq. Dört il ərzində əlimdən gəldiyi qədər etiraz etdim. Onlar gələndə qarşılamırdım,evdə hay-küy salırdım hətta  oğlana da zəng edib  onla evlənmək istəmədiyimi dedim, görünür bu ona  çox  maraqlı deyildi. 18 yaşıma çatdıqda  evləndim. Noyabrda toyumuz oldu, cəmi  iki ay onlarla yaşadım.  Yanvarın 3-də dayımoğlu əsgərlikdən gəlirdi, bütün qohumlar orada idi,  məndə getmişdim. Qohumların yanında artıq boşanmaq istədiymi dedim. Əgər bunu atama tək desəydim o məni geri göndərəcəkdi. Qohumlar oğlanı da tanıdığı üçün, qayıtmağımı tələb  etmədilər. Boşandıqdan sonra kənddə arxamnan  danışmağa başladılar,guya başqa oğlan üçün qaçmışam, guya bunların qızılını gətirmişəm və.s. Halbuki mənə alınnan hər şeyi orda qoymuşdum.

Evə qayıtdıqdan sonra məni geri qaytaracaqlarından çox  qorxurdum. Xüsusilə mənə cadu edib, razı salacaqlarından qorxurdum. Boşandıqdan sonra 4 il ərzində  evdə pişən yeməkdən yemədim. Qorxurdum ki yeməkdə cadu olar. valideyinlər evdən çıxanda gizlincə yavan çörək yeyirdim.

Tozu Gülmamedova

_______________

“არ მინდოდა დეიდაშვილთან დაქორწინება, რომელზეც პატარაობიდანვე დანიშნული ვიყავი”

ბავშვობიდან დანიშნული ვიყავი ჩემს დეიდაშვილზე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, მას გავყვებოდი, არ მომწონდა ის. რაღაცნაირი ჩუმი ბავშვი იყო, მგონი ფსიქიკური პრობლემა ჰქონდა. როცა 14 წლის ვიყავი, უკვე მოდიოდნენ ადამიანები, რომლებსაც ჩემი ხელის თხოვნა უნდოდათ. მათგან ერთ-ერთი მომწონდა კიდეც. როცა დეიდამ გაიგო, რომ უკვე მთხოვნელები მოდიან, მამაჩემს უთხრა, დროა დავნიშნოთ ბავშვებიო. პრინციპში, ოჯახი იცნობდა ბიჭს და იცოდნენ, რომ არ მომწონდა. რადგან  ბიჭის ოჯახი შეძლებული იყო და წლების წინ დანაპირები ჰქონდათ მიცემული, უარი არ უთქვამთ.

იმავე  წელს დავინიშნეთ და 4 წელი გაგრძელდა ეს. 4 წლის განმავლობაში ყველანაირად გამოვაცხადე პრეტენზია. როცა დეიდა მოდიოდა, არ ვესალმებოდი მას. ერთხელ დავურეკე კიდეც მის შვილს და შენთან ოჯახის შექმნა არ მინდა მეთქი, ვუთხარი.

მგონი, არც იყო საინტერესო მისთვის ეს. როცა 18 წლის გავხდი, დავქორწინდით. ნოემბერში იყო ქორწილი და სულ ორი თვე ვიცხოვრე მათთან.

3 იანვარს ერთ-ერთი ჩემი ბიძაშვილი (დედის მხრიდან) ჯარიდან ბრუნდებოდა. მთელი სანათესაო იქ იყო. ნათესავებთან გამოვაცხადე, რომ დაშორება მინდოდა. ვინაიდან ნათესავები იცნობდნენ ბიჭს, უარი არ თქვეს. მამაჩემმაც რამენაირად მიიღო ეს. მაგრამ ვიცოდი, რომ თუ ამას მამაჩემთან, გამოვაცხადებდი არასოდეს არ დათანხმებოდა. როცა ქმარს დავშორდი, სოფელში ჭორები აგორდა, ვითომ სხვა შეყვარებული მყავდა, ვითომ ოქროებიც წავიღე იმ ოჯახიდან, არადა მათი ნაყიდი წინდაც კი არ წამომიღია.

როცა დავბრუნდი სახლში, ძალიან მეშინოდა, რომ უკან დამაბრუნებდნენ. განსაკუთრებით ჯადოსი მეშინოდა. 4 წლის განმავლობაში სახლში წესიერად ვერაფერს ვჭამდი, მეშინოდა, რომ რამე არ ყოფილიყო შერეული საჭმელში. როცა მშობლები სახლიდან გადიოდნენ, მალულად უბრალოდ პურს ვჭამდი.

თოზუ გულმამედოვა