Blog-lar

Qaynana “sindromu”

Müəllif: Aynurə Əliyeva

Təxminən bir ay bundan əvvəl boşanma faktı ilə bağlı bir yazı oxuyurdum və gözümə səbəblərdən biri olaraq qaynana sindromu dəydi. Həqiqətən də diqqət ediləsi səbəbdir və doğurdan da bir çox ailə məhz bu sindrom səbəbi ilə dağılır.

İndi isə diqqət yetirək, görək ailənin dağılma və ya xoşagəlməməzliklərinin səbəbi niyə məhz qaynanalar olurlar.

Azərbaycan dilində belə bir deyim var : “iki qoçun başı bir qazanda qaynamaz”. Ailədə iki qadın bir birinə güzəştə getməz. Belə deyə bilərik ki, ikisi də lider olmaq istəyər. Qaynana düşünür ki,: “İndi gəlin ailəyə daxil olub oğlumu əlimdən alacaq, başlayacaq hadisələri özü idarə etməyə”. Gəlin də düşünür ki, “cəld tərpənib lider olmalıyam, yoxsa qaynanam ərimi əlimdən alacaq”. Biz ailədə kimin yerinin harada olduğunu belə bilmirik. İlk gündən şübhə başlayır – “Övladımı məndən ayıracaq”, “ərimi əlimdən alacaq” –  elə məhz bu “sindromun” köküdür. Qadınlar arasında kişinin üstündə dava gedir.

Qaynanalar hər zaman ailədə böyük olmaq istəyirlər, –  bu normal haldır və bizim cəmiyyətdə bunu hamı bilir. Gəlin ona tabe olunmalıdır bu belə qəbul edilib, çünki, o ailənin ilk və  böyük qadınıdır. Yeməkdən başlamış, süpürməyə qədər, hər şey onun qoyduğu qaydalara uyğun olmalıdır. Ailəyə yeni daxil olmuş qadın dəyişikliklərə cəhd edə bilər  və mübahiszələr də elə o zaman başlayır. Biz dəyişikliklərə çox da alışmış cəmiyyət deyilik. Nəyisə bir yerə qoyanda o, orada illərlə durmalıdır və toz basmalıdır. Əgər dəyişdiksə və xoşa gəlmədisə mütləq yerinə qaytarmalıyıq. Belə ki, qərar verilmə prosesində liderlik davası gedir. Bəsə durmaqdır –  görək, sənin yoxsa mənim sözüm keçəcək deyə.

“iş görmür”, “pul xərcləyir”, “bütün gün haralardasa gəzir”, “günortaya kimi yatır”, “iki gündən bir atası evindədir” və.s kimi bir çox deyimlərin qaynanalar tərəfindən gəlinlərə ünvanlandığını çox eşidirik.

Hər bir ana istəyir ki, onun qızı uşaqları ilə birgə onun yanına tez-tez getsin, orada qalsın, uşaqlarla əylənsinlər, bişirdiyi yeməklərdən onlara yedizdirsin və daha nələr nələr. Ancaq heç bir qaynana istəmir ki, gəlin anasının yanına tez-tez getsin, orada qalsın. Bax elə buradan da ilkin problem başlayır – “yad şəxs” olaraq qəbul edilmə  halı. Birinci qızdır,  ikincisi isə –  gəlin. Qız sənindir, gəlin isə yaddır, başqa ailədən gəlib. Bu yerdə isə unduruq ki, hər bir gəlin də kiminsə qızıdır, onun da anası, atası və ailəsi var. Əgər gəlini yad kimi qəbul etsək bu problem hər zaman davam edəcək.

Bu sindromun ən əsas səbəbi isə kişilər-ərlərdir. Arvadı ilə əlaqəli məsələlərə ana qarışırsa bu yerdə bir sıra bədbıxtliklər başlayır. Ər bu iki “qoç” arasında əlaqələndirici, vasitəçi və hərşeydir. Ana sevgisi başqa, həyat yoldaşı sevgisi isə tamamən başqadır. Ailədə ana da yaşayır, arvad da. Buna görə də ana da yemək bişirəcək arvad da, ana da ev təmizləyəcək, arvad da. Əgər ər bir kənara çəkilsə və bu məsələlərə, getmək-gəlmək qərarlarına qaynanan və gəlin birlikdə qoşulsa bu sindromu heçkim müalicə edə bilməz.  Ya iki qoç bir-birini anlamalıdır, ya evdə hər gün “müharibə” düşməlidir, ya da ki, kişi güclü olmalı  və iki qadının ümumi konfliktini həll etməlidir. Onun tərəfindən yetərli diqqət olsa nə ana nə də, gəlin övladımı aldı və ya ərimi əlimdən aldı deməyəcəklər.

Cəmiyyətimizin ən böyük bədbəxtçiliklərindən biri də odur ki, uşağımızın böyüdüyünü və evləndiyini qəbul edə bilmirik. Övladlarımızı hər zaman kiçik fərz edirik və hər zaman onlara sahiblik etmək istəyirik. Əlbəttə ki, ər-arvad gəzməyə də gedəcək, pul da xərcləyəcək, gəlin anasının yanına da gedəcək, uşağıda oynadacaqlar və burada qeyri-normal və şübhədoğuran heç nə yoxdur. Sadəcə, qaynanalar düşünür ki, övladını kimsə əlindən alacaq, çün ki, biz uşağı gələcəkdə bizə baxsın düçüncəsi ilə dünyaya gətiririk və böyüdürük. Buna görə də qorxumuz var ki, gəlin gələcək və yalnız qalacağıq. Bu səbəbdən də boşanma sayı artır. Bu hər bir halda belə nəticə verəcək çün ki, insanlar  azadlığın mhdudlaşdırldığı yerdən gec-tez uzaqlaşır. Biz hər zaman arzu edirik ki, uşaqlarımız gözümüzün önündə olsun, heç bir yerə getməsinlər, imkan vermirik ki, təklik, azadlıq, müstəqillik öyrənsinlər. Onu da qeyd edim ki, qaynanalarla yanaşı ciddi gəlinlər “sindromu” da cəmiyyətimizdə yer almaqdadır. Sadəcə bu iki mövzu birlikdə uzun müzakirə olar və mütləq başqa yazılardan birində gəlinlərdən də söhbət açacağıq. O sindrom bundan daha da dəhşətlidir!

Azad olun! Valideyn sevgisini heç nə əvəz edə bilməz. Övladlarımızı formalaşmış fərd kimi, gəlinlərimizi isə qızımız kimi qəbul etməyimiz müddətdə qaynana və gəlin sindromu ailələrdə mövcud olacaq, boşanmaların sayı daha da artacaq və heç bir həkim bunu mualicə edə bilməyəcək.


დედამთილის „სინდრომი“

ავტორი: აინურა ალიევა

სადღაც ერთი თვის წინ, განქორწინების მიზეზებზე პოსტს ვკითხულობდი და თვალში მომხვდა ერთ-ერთ მიზეზი – დედამთილის „სინდრომი“. ნამდვილად ყურადღების მისაქცევი მიზეზია და ნამდვილად ბევრი ოჯახი ინგრევა, ასე ვთქვათ, ამ „სინდრომის“ გამო.

ახლა ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რატომ ხდებიან განქორწინების ან ოჯახში უსიამოვნების მიზეზი დედამთილები.

არსებობს ასეთი აზერბაიჯანული გამოთქმა: „ორი ვერძის თავი ერთ ქვაბში ვერ მოიხარშებაო“. ორი ქალი ოჯახში ერთმანეთს ვერ დაუთმობს. ასე ვთქვათ, ორივეს უნდა ლიდერობა. დედამთილი ფიქრობს: „ახლა რძალი შემოვა ოჯახში და წამართმევს ჩემს შვილს, დაიწყებს სიტუაციების მართვას“. რძალი ფიქრობს: „დროზე უნდა დავიწყო ლიდერობა, თორემ დედამთილი ქმარს წამართმევს“. ჩვენ ჯერ ოჯახში ვისი ადგილი სადაა, ეგეც არ ვიცით. პირველივე დღიდან იწყება ეჭვიანობები – „შვილს წამართმევს“-„ქმარს წამართმევს“ – ესაა ამ სინდრომის საფუძველი. ქალებს შორის მამაკაცზე დავა მიმდინარეობს.

დედამთილებს სულ უნდათ ოჯახში უფროსობა, – ეს ჩვეულებრივი ამბავია ჩვენს საზოგადოებაში და ყველამ ვიცით. მიჩნეულია, რომ რძალი მას უნდა დაემორჩილოს, რადგან ის ოჯახის პირველი და უფროსი ქალია. საჭმლიდან დაწყებული, ცოცხით დამთავრებული, როგორც მან დააწესა, ისე უნდა იყოს. დავა ზუსტად მაშინ იწყება, როცა ახალშემოსული მეორე ქალი ამის შეცვლას ცდილობს. ჩვენ არ ვართ მიჩვეულნი ცვლილებებს. რამეს სადმე თუ დავდებთ, ის წლების განმავლობაში იქ უნდა იდოს და დაიმტვეროს. თუ შევცვალეთ და არ მოეწონა, უკან უნდა დავაბრუნოთ. გადაწყვეტილებების მიღების საკითხზე ლიდერობის დავა მიმდინარეობს. შეჯიბრია – ვნახოთ, შენი სიტყვა გავა თუ ჩემიო.

„საქმეს არ აკეთებს“, „ფული დახარჯა“, „მთელი დღე დაბოდიალობს სადღაც“, „შუადღემდე სძინავს“, „ორ დღეში ერთხელ დედასთან არის“ და სხვა ათასი გამოთქმა, რომელიც დედამთილებისგან დღემდე მესმის რძლების მისამართით.

ყველა დედას უნდა, მისი ქალიშვილი ყოველდღე ბავშვებთან ერთად მივიდეს მასთან, დარჩეს, ბავშვები ათამაშოს, მისი მომზადებული კერძები შეჭამონ და ათასი რამ. მაგრამ, არც ერთ დედამთილს არ უნდა, რომ რძალი წავიდეს დედასთან, დარჩეს, ბავშვები ათამაშონ და შეჭამონ ის, რასაც რძლის დედა გააკეთებს. აი ზუსტად აქედან იწყება მთავარი გამოწვევა – უცხოს მიღების ამბავია. ერთი ქალიშვილია, მეორე კი – რძალი. ქალიშვილი შენია, რძალი კი უცხოა, სხვა ოჯახიდან შემოვიდა. ამასობაში, გვავიწყდება ის, რომ ყველა რძალიც ვიღაცის ქალიშვილია – ყველას ხომ ჰყავს დედა, მამა და ოჯახი. თუ რძალს უცხოდ მივიღებთ, ეს პრობლემა სულ იარსებებს. ისევ ვეჭვობთ, დედასთან თუ წავიდა, ესე იგი რაღაცას ასწავლიან იქ, და შეიცვლება მიდგომები.

ამ „სინდრომის“ ყველაზე ძირითადი მიზეზები კი ქმრები არიან. როცა ცოლთან დაკავშირებულ საკთხებში დედა ჩაერევა, მაშინ იწყება მთელი რიგი უბედურებები. ქმარი არის ამ ორ „ვერძს“ შორის დამაკავშირებელი, შუამავალი და ყველაფერი. დედის სიყვარული სხვაა და მეუღლისა – სულ სხვა. ოჯახში დედაც ცხოვრობს ცოლიც. აქედან გამომდინარე, დედაც მოამზადებს საჭმელს და ცოლიც, დედაც დაალაგებს სახლს და ცოლიც. თუ ქმარი განზე გადგება, ამ საკითხების, წასვლა-მოსვლების გადაწყვეტაში დედამთილი და რძალი ერთად ჩაერთნენ, მაშინ ამ სინდრომს ვერავინ უმკურნალებს. ან ორ „ვერძს“ უნდა ესმოდეს ერთმანეთის, ან ყოველდღე ოჯახში უნდა მოხდეს ომი, ანდა ოჯახის მამაკაცი უნდა იყოს ძლიერი და ორი ქალის გამუდმებული კონფლიქტი მოაგვაროს. მისგან თუ შესაბამისი ყურადღება იქნება, არც დედა და არც მეუღლე არ იტყვიან, შვილი წამართვა და ქმარი წამართვაო. რა თქმა უნდა, დედამთილთან ერთად რძლების სინდრომიც არსებობს, თან როგორი(?!) მაგრამ ეს უკვე ცალკე მსჯელობის საკითხია.

ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი უბედურება ის არის, რომ ჩვენ ჯერ ვერ ვღებულობთ იმას, რომ შვილი გაიზარდა და დაოჯახდა. ჩვენი შვილები სულ ბავშვები გვგონია და სულ გვინდა მათი პატრონობა. რა თქმა უნდა, ცოლ-ქმარი სასეირნოდაც წავა, ფულსაც დახარჯავს, რძალი დედასთანაც მივა, ბავშვსაც ათამაშებენ და ამაში არანორმალური და საეჭვიანო არაფერია. უბრალოდ, დედამთილები ფიქრობენ, რომ შვილს ვინმე წაართმევს, იმიტომ, რომ როცა ბავშვს ვაჩენთ და ვზრდით, ერთადერთი მიზანი გვაქვს – დღეს მე მას ვუვლი, მერე კი ის მე მომხედავს. ამიტომ, გვაქვს იმის შიში, რომ რძალი წაართმევს და დავრჩებით მარტო, ყველა რძალი კი ამას ვერ ითმენს. ამიტომაც იზრდება განქორწინებების რიცხვი. ეს ნებისმიერ შემთხვევაში ასეთ შედეგს მოიტანს, რადგან ნებისმიერი ადამიანი აუცილებლად წავა იმ ადგილიდან, სადაც თავისუფლებას უზღუდავენ. ჩვენ სულ ვოცნებობთ შვილები თვალწინ გვყავდეს, არსად წავიდეს, არ ვაძლევთ შესაძლებლობას, მარტოობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა ისწავლონ.

იყავით თავისუფალნი!  მშობლის სიყვარულს ვერაფერი შეცვლის. სანამ არ ვისწავლით შვილების ჩამოყალიბებულ პიროვნებად, რძლების კი შვილად მიღებას, სულ დედამთილის და რძლის სინდრომები გვექნება ოჯახებში, განქორწინებების რიცხვი კი გაიზრდება და ვერც ერთი „ექიმი“ ამას ვერ უმკურნალებს!