Yusif Nəsibov
“Məsuliyyət medalyonun bir üzüdür, medalyonun o biri üzü isə azadlıqdır. İkisinə də birdən sahib ola bilərsən, ya da ki, ikinisindən də birdən imtina edə bilərsən”- deyir Oşo.
Ancaq məsuliyyətlərimiz çoxdur və hər biri həyatın bir-birindən fərqli mövqeləri və məqamlarına aiddir.
Ən önəmli və bununla birlikdə bəlkədə ən çox ciddiyə alınmayanlardan birisi, qadınlar və qadınların həm ailə, həmdə ki cəmiyyətdə rolu və məsuliyyətləridir. Onlar ya qorxur yada qorxudulurlar. Çünki, bir çox ailələrin quruluşu bu cürdür. Necə yəni bu cür?
İlk növbədə uşaqlıqdan başlayır səhv. Biz ailənin necə mürəkkəb və məsuliyyət tələb edən bir anlayış olduğunu unutmuşuq. Tezcə evlənib, uşaq sahibi olmaq lazım olduğunu, harasa gecikəcəyimizi zənn edirik. Ancaq, sadəcə uşaq yetişdirmək üçün belə hansı yolların ideal olduğunu və nə kimi metodların mövcud olduğunu bilmirik. Yəni qısacası, hərfləri öyrənmədən, romanlar oxuyuruq. Buna görədə oğlan övladlarımızı daha təşəbbüskar, qızlarımızı isə daha evə qapanıq şəkildə böyüdürük.
Bunun baris bir misalını keçən günlərdə öz qohumlarımda gördüm. Kiçik qız, ona qorxmamasını, əgər istəyirsə gedə biləcəyini deməyimə baxmayaraq, hətta maşından düşüb, 10 metr məsafədəki mağazaya getməyə belə çəkinirdi. Kənardan isə kiçik qardaşı bir neçə dəfə təkrarla “sən qızsan, getmə” deyərək, çox önəmli bir faktı xatırladırmış kimi onu tənqid edirdi.
Bunun üçün başqa misallara isə, bölgələrdə keçirdiyimiz tədbirlərdə rastladım. Qız şagirdlərin gözlərində “həyat işığını” və o həyəcandan doğan parlaqlığı görmək mümkün idi. Ancaq daha sakit dayanır, müzakirələrə nisbətən az qatılır və xəyallarını soruşduqda “şablon” (yaxud ailələrinin onlar üçün yazdığı) cavabları verirdilər. Danışıq tərzlərindən, həqiqi xəyallarını gizlətdikləri yaxud deməyə çəkindikləri çox rahat görsənirdi.
Bu eynən fili uşaqlıqdan etibarən incə bir ipə bağlayıb, bu “köləliyə” alışdırdıqları təcrübəyə bənzəyir. Zatən dirayəti qırılan fil, artıq qaçmağa cəhd belə göstərməyəcək!
Sonraki etapda, təhsil və erkən evlilik ilə əlaqədar sıxıntıları sübut etməyə yəqinki ehtiyac yoxdur. Burda ki problemlər hərkəs üçün açıq, aydındır. Ən gözəl və beynəlxalq misallardan biridə Malala’dır. O təhsili uğrunda bütün cəmiyyəti qarşısına alan, yetişdiyi standartların və psixalogiyanın zəncirlərini qırıb, azadlığı seçən möhtəşəm bir insandır!
Bu mövzuda yerli təcrübələrim isə heçdə ürək açan deyil (amma ümid mənbəsi olan insanlar daim varlar). Bölgəmizdə, çox savadlı bir qızın, məktəbi bitirmədən nişanlandığını eşitmişdim. Halbuki, dərsinə girdikdə, qızın aktivliyi və savadı insanı heyran qoyurdu. Bu kimi hadisələrin daha yaşlı insanlar (öz yaxınlarım) öz dövrlərində baş verdiyini danışırdılar. Ancaq təəssüf ki, nə qədər yoxdur desək də, bu kimi hallar hələdə çoxdur. Bundan başqa, ziyarət etdiyimiz bəzi kəndlər də, 9-cu sinifdən yuxarı olanlar üçün məktəb olmadığından, qız şagirdlər hətta təhsili dayandırmalı olurdular.
Çox sevdiyim bir söz var. “Cahiliyyətin ən böyük düşmanı qadındır, çünki o bilsə, övladlarına da öyrədəcək”. Burdan da rahat bir şəkildə anlaya bilərik ki, cəmiyyətimizdə yaranan bir çox problemin əsl səbəbi məhz qadınların istəkli yada istəksiz şəkildə təhsildən uzaqlaşdırılmasıdır.
Bundan sonra ki və mənim üçün ən ağır olanı isə ailə həyatıdır. Hərkəs öz qərarını verməkdə azaddır. İstəyən vaxtı gəldikdə evlənə, istəyən isə təhsil alıb, kariyera sahibi ola bilər (təbii ki bu öz seçimidirsə). Heçkəsin qərarına zidd bir fikrim yoxdur. Sadəcə olaraq, mənim müşahidə etdiyim ailə quruluşu heçdə məntiqə uyğun deyil. Çünki, digər etaplarda bu şəkildə yetişdirilmiş qadın, ancaq “aid olmağı” seçə bilər. Necə yəni “aid olmaq”? Belə ki, ailədə qadının “qalmaqdan” başqa seçimi yoxdur. Uşağa, valideynlərə yaxud sadəcə gedib, özü üçün yaşayacaq standart və qabiliyyətlərə sahib olmamasına görə (ki bu da vurğuladığım etaplarda qazanılmalı idi) gedə bilmir. Bir çox vaxt isə bu “çarəsizliyin” adı ailə yaxud sevgi olur. Xeyir, əsl sevgi və hörmət bu deyil. Əsl sevgi, qadının, qapıların açıq olmasına və gedə bilməsinə baxmayaraq, yenədə o insanla qalmasıdır. İnsanlar aid və sahib olaraq deyil, ancaq hürr yaşadıqda ən gözəl hallarına bürünərlər. Azad və rahat olmadığımız təqdirdə isə, ömrümüz ancaq teatr səhnəsi olur və hər birimiz ailə və böyüklərimizin əlimizə tutdurduqları ssenaridəki rolu canlandırırıq.
Bəs, niyə bu kimi problemlər hələ də var?
Çünki problemi həll etmənin yarısı, onun problem olduğunu qəbul etmək, qavramaqdır. Bizim üçün “kişidir edər”, “yoldaşındır, döz, ancaq belə sevdirərsən özünü” kimi cümlələr hələ də normal haldır. İnsanlar rahatlıq sahəsindən çıxıb, “anadan gəlmə gördüklərin”dən başqa birşey mövcud olduğunu, fərqli ideologiyaları görmədikcə bu hal düzəlməyəcək.
Bir səhvlik var və bu hamımızın ortaq səhvidir. Həm kişilərin, həmdə qadınların. Biriləri bunu yaratdığı, biz isə dəvam edib, əleyhinə mübarizə aparmadığımız üçün günahkarıq. Tək çıxış yolu isə, cəsur olmaqdır. Doğulduğumuz yerdə ki düşüncə tərzinə baxmayaraq, öz doğrularımız çərçivəsində yaşamalıyıq. Əsasəndə qadınlarımız, bu məhsuliyyəti yüklənib, əziyyətli olsa belə, mütləq azad yaşamalıdırlar. Yoxsa, bağçasından qoparılan gül, qızıldan hörülmüş evlərdə də saxlansa, gec-tez solacaqdır. Daha çox gülün solmaması ümidi ilə.
თავისუფლება თუ ფლობა?
იუსუფ ნასიბოვი
“პასუხისმგებლობა მედლის ერთი მხარეა, მეორე მხარე კი თავისუფლებაა. შეიძლება ერთდროულად ორივე გქონდეს, ან ერთზე უარის თქმა შეგიძლია”, – ამბობს ოშო.
ყველაზე მნიშვნელოვანი და თუმცა, შეიძლება ითქვას, საზოგადოების მხრიდან ყველაზე არასერიოზულად მიჩნეული საკითხებიდან ერთ-ერთი, არის ქალები და ქალების როლი და პასუხისმგებლობა ოჯახსა და საზოგადოებაში. მათ ან ეშინიათ, ან ვიღაც აშინებს. ამიტომ, ბევრი ოჯახი ასეა აწყობილი. კი მაგრამ, როგორ ხდება ეს?
პირველ რიგში, შეცდომები ბავშვობიდან იწყება. ჩვენ გვავიწყდება, როგორი რთულია ოჯახი და რამხელა პასუხისმგებლობას ითხოვს. გვგონია, რომ სადღაც გვეჩქარება, ადრეულ ასაკიდანვე უნდა შევქმნათ ოჯახი და ბავშვებიც უნდა გვყავდეს. მაგრამ, არც კი ვიცით, ბავშვი როგორ უნდა გავზარდოთ და რა მეთოდები უნდა გამოვიყენოთ ამ დროს. მოკლედ რომ თქვათ, ჩვენ ჯერ ანბანი არ ვიცით, მაგრამ რომანებს ვკითხულობთ. ამიტომაცაა, რომ ბიჭებს უფრო თამამ, გოგოებს კი უფრო სახლში გამოკეტილ ცხოვრების წესს ვაჩვევთ. ამის მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ერთი შემთხვევა: გასულ დღეებში ნათესავებთან სადღაც მივდიოდით. პატარა გოგოს ვუთხარი, რომ მას შეუძლია, მაღაზიაში მარტო წავიდეს, რაღაცები იყიდოს. მაღაზია სულ რაღაც ათ მეტრშია იყო, გოგოს კი ეშინოდა. მისმა ძმამ რამდენიმეჯერ გაიმეორა, გოგო ხარ და არ წახვიდეო, თითქოს რაღაც მნიშვნელოვან ფაქტს ახსენებდა და ამით აშინებდა დას.
კიდევ ერთი მაგალითის მოწმე კი რეგიონებში ტრეინინგის ჩატარების დროს გავხდი. გოგო მოსწავლის თავლებში დავინახე “სიცოხლის შუქი” და აღელვებისაგან გაბრწყინებული ტუჩები. მაგრამ ისინი დისკუსიებში ნაკლებად ერთვებდნენ, ჩუმად იყვნენ. როცა ვეკითხებოდით მათი ოცნებების შესახებ, ან შაბლონურ, ან კი ოჯახის მიერ მათთვის დაწესებულ ოცნებებზე საუბრობდნენ. ლაპარიკის სტილიდან ჩანდა, რომ მათ თავიანთი ოცნებები ან დამალული ჰქონდათ, ან კი ერიდებოდნენ ამაზე საუბარს.
ის იმ ამბავს ჰგავს, როცა სპილოს პატარაობიდან წვრილი თოკით აკავებენ და მონობას აჩვევენ. სპილოს ჰგონია, რომ ვერასოდეს გაიქცევა.
შემდგომ ეტაპზე კი ყველასთვის ცხადია განათლებასა და ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემები. აქაურ პრობლემებზე თითქმის ყველას აქვს ინფორმაცია. ამის ყველაზე კარგიცნობილი მაგალითი მალალაა. ის განათლების გამო დაუპირისპირდა საზოგადობას, რომლის სტანდარტების და ფსიქოლოგიის მიხედვით იყო გაზრდილი, და თავისუფლება არჩია.
ამ საკითხზე ჩემი გამოცდილებები არც ისე იმედის მომცემია (თუმცა, იმედის მომცემი ხალხიც არსებობს). ჩვენს რეგიონში განათლებული გოგოები სკოლის დამთავრებამდე ინიშნებიან. არადა, ეს ის გოგოა, რომლის განათლების დონითა და აქტიურობით ყველანი აღფრთოვანებულნი არიან. ამას მიამბობს უფროსი თაობის ხალხიც, – რომ მათ პერიოდშიც ასე იყო. მაგრამ, სამწუხაროდ, რაც არ უნდა უარვყოთ ეს, კვლავ ხდება მსგავსი ამბები. ამას გარდა, მინახავს რამდენიმე სკოლა, სადაც სკოლა მეცხრე კლასამდეა და გოგოები სწვლას ვერ აგრძელებენ. ერთი ფრაზა ძალიან მიყვარს: “გაუნთლებლობის მტერი ქალია, რადგან თუ ის განათლებულია, ცოდნას ბავშვსაც მისცემს”. აქედანაც ვიგებთ, რომ საზოგადოებაში არსებული პრობლემების მიზეზი ქალების თავისი ნებით ან იძულებითი განათლებისაგან დაშორებაა. ჩემთვის ყველაზე მძიმე კი ოჯახური ცხოვრებაა. რა თქმა უნდა, ყველას აქვს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება. თუ ვინმეს აქვს სურვილი, შეუძლია, ოჯახი შექმნას, განათლება მიიღოს ან კარიერულ წინსვლაზე იზრუნოს. ყველას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.
უბრალოდ, მე რასაც დავაკვირდი, ოჯახის სტრუქტურა არ არის ლოგიკური, რადგან სხვა ეტაპებზე სხვანაირად გაზრდილ ქალს ერთადერთი გზა აქვს, – მიკუთვნელობის არჩევა. ეს რას ნიშნავს? – იმას, რომ ოჯახში რაც არ უნდა მოხდეს, ქმრის სახლში უნდა დარჩეს. ბავშვი და დედა ვერსად ვერ მიდიან, მხოლოდ მუშაობის უნარის არქონის გამო, რაც დედას ადრეულ ეტაპზე უნდა ჰქონოდა შეძენილი. უმრავლეს შემთხვევაში, სასოწარკვეთას სიყვარული ჰქვია. არადა, რეალური სიყვარული და პატივისცემა ეს არ არის. ნამდვილი სიყვარული ის არის, როცა ქალის კარის ღიაობის მიუხედავად რჩება. მიკუთვნების და ფლობის კი არა, თავისუფლების დროს არიან ყველაზე ლამაზები. როცა არ ვართ თავისუფლები და თავს ვგრძნობთ კომფორტულად, მაშინ ცხოვრება იქცევა თეატრის სცენად და ჩვენ ოჯახის უფროსების და ოჯახის მიერ დაწერილ როლებს ვასრულებთ.
კი მაგრამ, რატომ არსებობს ასეთი პრობლემები?
– იმიტომ, რომ პრობლემის გადაჭრის ნახევარი მისი აღიარებაა. ჩვენთვის “კაცი იზამს”, “შენი ქმარია, მოითმინე, ამით შეგიძლია შეაყვარო თავი” – ტიპის წინანადადები არის ნორმალური. კომფორტის ზონიდან გასვლაზე და “დაბადებიდან დაყოლილის” გარდა განსხვავებული იდეის არსებობის შესახებ ინფორმაციის არ ფლობის შემთხვევაში, არაფერი მოგვარდება.
არის ერთი შეცდომა, მას ყველა უშვება, ქალებიც და კაცებიც. ვიღაცებმა შექმნეს ეს პრობლემა, ჩვენ კი ვაგრძელებთ. ჩვენ იმიტომ ვართ დამნაშავეები, რომ მას არ ვეწინააღმდეგებით. ერთადერთი გამოსავალი კი ის არის, რომ თამამები უნდა ვიყოთ. მიუხედავად იმისა, თუ სად ვართ დაბადებულები და იქ როგორი სტრეოტიპები არის ჩამოყალიბებული, ჩვენი წესებით უნდა ვიცხოვროთ. ქალებს კი უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ. შეიძლება, ეს იყოს ტანჯვის მომტანი, მაგრამ აუცილებლად თავისუფლად უნდა იცხოვრონ. მოწყვეტილმა ყვავილმა ოქროს სასახლეში რომ იცხოვროს, ცხოვრებას ვერ განაგრძობს. იმედია, მეტი ყვავილი აღარ მოკვდება…