Blog-lar

Qorxulu müqəddəs ailə sistemi

Ailə, ocaq özümüzü bütün təhlükələrdən qorumaq üçün sığındığımız müqəddəs yerimizdir. Amma böyüdükcə biz qaçmaq istəyirik. Valideyinlərimizin bizə qarşı münasibəti bizi sıxır.

Bizi fərd kimi görməməsi, öz tabeliyində bir idarə etdiyi sistem kimi yanaşması yeni aqresiyalara yol açır. Bütün bunlara rağmən biz etiraz etmədən asılı bir ömür keçirməyə razılaşa bilirik. Hər bir etirazımız bizə ağır başa gəldikcə sonrakı etirazların ölçüsü azalaraq sonra etiraz hissimiz yoxa çıxır. Biz səhv edə bilmərik, olmaz. Səhv və etiraza valideyinlərimiz bizə qışqıraraq və ya döyərək reaksiya verib. Ancaq filmlərdə görürük ki, əslində səhv edən uşağı döymürlər ona izah edirlər, onu şəxs kimi şöhrətləndirib onunla söhbət edirlər. Hətta məktəbdə müəllimlərimizdə valideyinlər kimi davranır, çünki onlarda elə bizim icmanın bir üzvüdürlər, bizdən biridirlər. Sonralar bütün başqa institutlara qarşı bizdə etiraz qorxusu yaranıb və tələb etməkdən qorxmuşuq.

Edəcəyimiz səhvin bizə gətirmiş olduğu zərər heç vaxt hesablanmırdı, əsasən valideyinin bundan almış olduğu narahatçılıq və əsəbinin xərclənməsi daha çox önə çəkilirdi. Uşaq olduğumuz üçün ayağımız sürüşüb yıxılırdıq, çünki daha uşaq olduğumuz üçün nə qaçışməsafə məsafəsini nə də təhlükəni ölçə bilmək zehniyyətinə hələ malik deyildik. Dizlərimiz yaralananda hələ üstündəndə bir qappaz yeyib, bundan da yetinməyib “şilsən yoxsa kor” sözüdə bizdə zəifliyimizə boyun əyməyi aşılayırdı. Heç bir hərəkətimiz valideyin üçün baş aşağılığı gətirməməli və yaxınlar yanında onların başı daima dik durmalı idi. İstək, hiss və arzular sadəcə söz olaraq qalmışdı. Artıq böyüdükcə qorxuları başqa şeylər əvəz edirdi. Biz qorxduğumuz üçün yalançılıq öyrənirdik. Cəza almamaq üçün heç kim üçün lazım olmayan fərdi xarakterimizin korlaşması daha münasib idi.

Baxmayaraq 15 yaşa çatırsan amma özəl günlərdə içkini stol altında içməyə, rəqsi işıqları keçirib etməyə məcburluq yaranmışdı. Və bütün bunlar üçün hər kəs biri birini tənbeh edirdi. Onsuz da kimsə bu haqqda danışa bilməzdi çünki hər kəs eyni cəza ölçüləcəkdi. Və artıq azad həyata addım atanda etirazlar bu kimi hadisələrdən yaranaraq əxlaqsızlığa yol açır. İçki içmək, açıq saçıq geyinmək bir azadlıq simvoluna çevrilir. Həyat qadını olmaq, azad seks feministlik kimi çatdırılır. Cəmiyyətdə qadın kişi nifrətləri yaranır. Ancaq bunlar bizim qorxularımızın səbəbi üzündən yarandığını heç bir şəkildə etiraf edə bilmirik. Əslində feminizm kişilərə nifrət yox bərabər hüquqluluq tələb edir.
Biz adətlər yaratmışıq və bu adətləri özümüz üçün müqəddəsləşdirib ailə qanununa çevirmişik. Heç bir şəkildə bundan çıxmağa curət edə bilmirik, əgər bunu bacarsan sən təklənirsən və bütün böyük kütlə sənə qarşı vuruşmağa başlayır, artıq bu vuruşu sona qədər çatdırmağın sənin gücündən asılıdır. Əgər bu özümüz qurub yaradıb müqəddəsləşdirdiyimiz adətlərdə yenilik etməsək o zaman bizdə sabah öz uşaqlarımıza elə öz valideyinlərimizin bizə davrandığı kimi davranacağıq, bu artıq bir psixoloji vərdişə çevriləcək, bizim içimizdə yığılıb qalmış qorxu, nifrət, etiraz hamısı öz qarşımızdakı kiçik insanlara (uşaqlara) tuşlanacaq və beləliklə biz zorakılığı qoruyub saxlayıb daima gələcək nəsilə ötürəcəyik. Bizim aldığımız təhsil belə bizi xilas edə bilməyəcək əgər bu düşünülmüş zorakı adətlərə qarşı çıxmasaq. Əgər bacarmasan, o zaman özünüzü adətlərə qurban edərək xoşbəxt olun!

Samira Bairamova


საშიში, წმინდა ოჯახის სისტემა

ოჯახი ის წმინდა ადგილია, სადაც თავს ყველა საფრთხისგან დაცულად ვგრძნობთ. მაგრამ, როცა ვიზრდებით, იქიდან უკვე გაქცევა გვინდა, რადგან ჩვენ მიმართ მშობლების დამოკიდუბლება მომაბეზრებელია.

მათ მიმართ აგრესია ჩნდება, რადგან ისინი ჩვენ არ აღგვიქვამენ პიროვნებებად, მათთვის დამორჩილებული სისტემა ვართ. ყველფრის მიუხედავად, ჩვენ ხანდახან გვირჩვენია, მთელი ცხოვრება მათზე დამოკიდებულებმა გავატაროთ. როცა ჩვენი პროტესტი ძვირად გვიჯდება, დროთა განმავლობაში პროტესტების რაოდენობა მცირდება და ქრება. ჩვენ შეცდომა არ უნდა დავუშვათ, არ შეიძლება. ჩვენს შეცდომასა და პროტესტზე მშობლები ყვირილითა და ცემით გვპასუხობენ. ჩვენ მარტო ფილმებში გვინახავს, როცა ბავშვი შეცდომას უშვებს, არ სცემენ და სიტყვით უხსნიან, აღიქვამენ პიროვნებად და მასთან საუბრობენ. სკოლაში მასწავლებლებიც კი, მშობლებივით იქცევიან, რადგან ისინიც ჩვენი თემის წარმომადგენლები, ჩვენები არიან. შემდგომში კი, უკვე ყველაფრის მიმართ პროტესტის შიში გვიჩნდება და რაღაცის მოთხოვნის გვეშინია.

არასოდეს ფიქრობენ, ჩვენი დაშვებული შეცდომა რა ზიანს მოგვიტანს. ძირითადად, შეცდომის გამო მშობლების შეწუხებასა და ნერვებზე კეთდება აქცენტი. ბავშვობაში ხშირად ვეცემოდით, რადგან არც სარბენი მანძილის და არც საფრთხის გაანალიზების უნარი არ გვქონდა. როცა მუხლებზე ჭრილობები გვქონდა, მშობლები ერთ სილასაც დაგვიმატებდნენ და გვსაყვედურობდნენ, ბრმა ხარ თუ რაო?

ამით გვასწავლიდნენ, რომ სისუსტეს უნდა შევეგუოთ. ჩვენს არც ერთ საქციელს მათი სახელი არ უნდა გაეფუჭებინა, ისინი სხვებთან ამაყად უნდა ყოფილიყვნენ. ამ დროს გრძნობები, ოცნებები და სურვილი სიტყვებად რჩებოდა.

მაგრამ, როცა გავიზარდეთ, შიშმა სხვა გრძნობები ჩაანაცვლა. რადგან გვეშინოდა, ტყუილები დავიწყეთ. იმისათვის, რომ არ დავესაჯეთ, ჯობდა, ჩვენი პიროვნული ხასიათი გაგვეფუჭებინა, – იგი ისედაც არავის არ სჭირდებოდა…

მიუხედავად იმისა, რომ 15 წლის ხარ, განსაკუთრებულ დღეებში სასმელი მაგიდის ქვეშ უნდა დალიო და შუქების ჩაქრობის შემდეგ უნდა იცეკვო. ამ ყველაფრისთვის კი, ყველა ერთმანეთს საყვედურობდა. ვერავინ ვერ საუბრობდა ამის შესახებ, რადგან ყველას ერთი და იგივე სასჯელი ექნებოდა. როცა თავისუფალ ცხოვრებას იწყებ, ამ ტიპის საქციელებზე ჩნდება პროტესტი და აღიქმება ამორალობად. დალევა, მოკლე კაბის ჩაცმა აღიქმება თავისუფლების სიმბოლად, სექს მუშაკად მუშაობა, თავისუფალი სექსი კი – ფემინიზმად. საზოგადოებაში ჩნდება ქალის სიძულვილი კაცის მხრიდან.

მაგრამ, ჩვენ იმას ვერ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი შიშის გამო ყალიბდება.  სინამდვილეში, ფემინიზმი კაცებს სიძულვილს კი არა, თანასწორობას გულისხმობს.

ჩვენ შექმნილი გვაქვს ტრადიციები და ეს ტრადიციები წმინდად, ოჯახის კანონად გვაქვს ქცეული. ვერაფრით ვბედავთ მის დარღვევას, და თუ ვინმე ამას შეძლებს, ის მარტო რჩება. დიდი მასა შენთან ბრძოლას იწყებს, ბრძოლის ბოლომდე მიყვანა კი შენს ძალაზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ, ჩვენს შექმნილ, წმინდად ქცეულ ტრადიციებში სიახლეებს აღარ შემოვიტანთ, მაშინ ხვალ ჩვენც ჩვენს შვილებს ჩვენი მშობლებივით მოვექცევით. ეს იქნება ფსიქოლოგიური ჩვევა, ჩვენში დაგროვებული შიში, ზიზღი. თუ პროტესტი ჩვენს პატარებზე აისახება, ამით ჩვენ ძალებს მუდმივად შევინარჩუნებთ და გადავცემთ მომავალ თაობას. თუ ჩვენ არ შევეწინააღმდეგებით მოძალადე ტრადიციებს, მიღებული ცოდნაც კი ვერ გვიშველის. თუ ბრძოლა აღარ შეგიძლია, მსხვერპლად შესწირე შენი თავი ტრადიციებს და ბედნიერად იყავი!

სამირა ბაირამოვა