Blog-lar

Xəyallarınızın xəyal olaraq qalmasına icazə verməyin

Müəllif: Nuraya Məmmədova

21 yaşında olub bunlarl yaşamaq ola bilsin bəzilərinə, bizim cemiyyətin deyimi ilə “yekəxanalıq” kimi gələ bilər. Ancaq bu mənim uğurumdu və mübarizəmin mükafatıdır. Bu mübarizəm həm məktəb həyatında həmdə universitet dönəmində olub və olmağada davam edir. Bəzən lətifə olsun deyə öz aramızda,  hər uğurlu qızın arxasında onun pisliyi istəyən bir qohumu var deyirik ancaq bu həqiqətəndə belədir, çün ki, mən bunu yaşadım və öz təcrübəmlə təstiqləyə bilərəm. Mənim uşaqlıqdan tək arzum böyüyəndə polislik və gömrük işcisi olmaq idi. Mən isə bu istəyimi hər dilə gətirdiyimdə eşitdiklərim hər zaman eyni olurdu, “Qız uşağı bədi oxumaq nədi”, “səni ərin qoyarmı gedib kişilərin içində işləyəsən” “tibb bacısı və ya oxşar peşə oxu, evdə oturub iynə vurub pulunu qazanarsan”, və ən önəmlisi hər dəfə kəndən gedib şəhərdə oxuyacağımı deyəndə dillənən o nənələr “ a bala nə gəzirsən şəhərdə kəndən gedən qızlarımız orada özlərini itiriblər”. Mən əminliklə deyə bilərəm ki, elə məhs o stereotiplərə və danışıqlara görə onlarla qız oxumaq xəyallarından və istəklərindən məhrum olub. Bu sualın isə tək cavabı var başqalarının düşüncələrinin nəzərə alınması və sadəcə o sözlərlə və düşüncələrə görə yaşamaq.

Əsas hekayəni danışmazdan əvvəl buradan stereotiplərdən çəkiinib xəyallarını əlinin tərsi ilə qırağa çəkənlərə səslənirəm. Heç bir zaman başqalarının fikirlərini və sözlərini özünüzə əsas bilməyin.  Çün ki, biz nəqədər ki, bunları özümüzə səbəb bilib xəyalarımızdan vaz keçəcəyik bu kimiləri dayanayacaq və bir çoxları öz gələcəklərindən məhrum olacaqlar. Mənim beləsi hekayələrim çoxdu. Kəndən yaxın rəfiqəm istədiyi universitetə qəbul oldu, bu yerdə məsələ Tbilisidə kirayə ev tutub orada yaşayıb oxumağa gəldikdə qohum-əqraba ayağa qalxdı tək başına qız nə gəzir şəhərdə, kim bilsin gedib kimlərlər qalacaq, artıq xərcdi, həm təhsil haqqı və yaşayış xərcləri artıq dərdmi çəkəcəksiniz. Məsələ belə ikən qızın ağlına girib  tanımadığı biri ilə evləndirməyə çalışdılar. Bu söz söhbətlər tez tez baş verir, heç kim deməsin ki, xeyir artıq bunkomi yekəyələr yoxdur, əfsuslar lsun ki, yenədə baş verir.

Ancaq mən buna qarşı mübarizəmi heç bir zaman dayandırmadım. Bu vasitə ilə bu gün İliya Dövlət Universitetinin Hüquq fakultəsinin 3-cü kurs tələbəsiyəm. Mən hər dəfəsində kəndimizə gedəndə qonşudan oxu bilməyən qızlar hər dəfəsində necə oxuduğumu soruşurlar, şəhərdə necə yaşadığımı soruşurlar və o proseslə maraqlanırlar. Xoşbəxtlikdən bu gün peşman olanlar çoxdu bir çox valideynlər keçmişdə qızlrına təhsil almaq imaknı vermədikləri üçün fikirlırini bildirirlər. Ancaq keçən keçib tək çıxış yolu bu gün biz gəncləri bu kimi fikirlərə diqqət etməyib başqalarınada yardımçı olmaqdır ki, onlarda mübarizə aparsın və qlaib gəlsinlər.


ნუ დაუშვებთ, რომ თქვენი ოცნებები ოცნებებად დარჩეს!

ავტორი: ნურაია მამედოვა

21 წლის რომ იყო და ამ საკითხებზე ისაუბრო, შეიძლება, ჩვენს საზოგადოებაში ეს ცუდად შეაფასონ. თუმცა, ეს ჩემი წარმატებაა და ჯილდოა ჩემი ბრძოლისთვის. მსგავს შემთხვევებს როგორც სკოლაში, ასევე უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ვაწყდებოდი და ახლაც ვაწყდები. ხუმრობით რომ ვთქვა, ზოგჯერ ჩვენი ყოველი წარმატების უკან ერთი ამ წარმატებით გულდაწყვეტილი ადამიანი დგას.

ბავშვობის ერთადერთი ოცნება და სურვილი პოლიციელობა, სასაზღვრო პოლიციაში მუშაობაა. ამას ხმამაღლა როცა ვამბობდი, ყველა მეწინააღმდეგებოდა. „გოგოს რად უნდა სწავლა?“, „ვითომ ქმარი გაგიშვებს, კაცებთან ერთად რომ იმუშაო?“, „აირჩიე მედდის საქმე ან მსგავსი რამ, სახლში ნემსებს გააკეთებ და ფულიც გექნება – ეს ზუსტად ქალის პროფესიაა“.

მაგრამ, ყველაზე ცუდი მაინც სოფელში ყოველ ჩასვლაზე უფროსი ქალების სიტყვებია: „რად გინდა ქალაქში? აქედან ვინც წავიდა, ყველამ ჭკუა დაკარგა, შენც ხომ არ გინდა, ეგეთი გახდე?“.

დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრმა თქვა უარი საკუთარ ოცნებებზე, ზუსტად ამ სტერეოტიპებისა და სოფელში გაუთავებელი ჩიჩინის გამო. რატომ? – ამ კითხვას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს: სხვების აზრების გათვალისწინება და ამ მოსაზრებების მიხედვით ცხოვრება.

სანამ მთავარ ამბავზე გადავიდოდე, მინდა, მათ მივმართო, ვინც ამ სტერეოტიპების გამო საკუთარ ოცნებებზე უარს ამბობს. არასოდეს მიიჩნიოთ საკუთარი თავისთვის პრიორიტეტად სხვების ფიქრები და სიტყვები. ეს იმიტომ, რომ რამდენადაც არ უნდა გაითვალისწინოთ ეს „რჩევები“, იმდენად უსასრულოდ გაგრძელდება ყველაფერი. ბევრი მსგავსი მაქვს მოსმენილი და ნანახი. სოფელში ბევრი გოგო აბარებს უნივერსიტეტში, მაგრამ, როდესაც საკითხი ეხება უკვე ქალაქში გადასვლას და იქ ცხოვრებას, ოჯახში და ნათესავებში ჭორაობა იწყება: გოგოს რად უნდა ქალაქში ცხოვრება, ვინ იცის, ვისთან იცხოვრებს, ზედმეტი ხარჯია, სწავლის გადასახადი, ცხოვრების ხარჯები ზედმეტი დარდია ოჯახისთვის… და ამ დროს, აქტიურად იწყება გოგოსთვის საქმროს ძებნა. არავინ თქვას, რომ მსგავსი შეთხვევები აღარ ხდება, – სამწუხაროდ, ეს ჩვენი რეალობაა.

თუმცა, მე ამ ყველაფერს შევებრძოლე და არასდროს გავჩერებულვარ. მე დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ.

დღემდე, ყოველ ჯერზე, სოფელში რომ ჩავდივარ, გოგოები მეკითხებიან, როგორ სწავლობ, როგორ ცხოვრობ, როგორია იქაურობაო, – ყველაფერი აიტერესებთ. საბედნიეროდ, ბევრია დღეს ისეთი, ვინც ამბობს, არასწორად მოვიქეცით, გოგოს განათლების მიღების უფლება რომ არ მივეცითო. თუმცა, უკვე გვიანია.

ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ არასოდეს ვუსმინოთ სტერეოტიპულ შეგონებებს და დავეხმაროთ სხვებს, რომ მათაც შეძლონ ბრძოლა და გამარჯვება.