Blog-lar

Qurban sindromu

May ayında xəstəxanada praktikada olanda təcili yardımla reanimasiyaya ağır vəziyyətdə üç yaşlı uşaq gətirdilər. Uşağın anası və nənəsi dəhlizdən içəri daxil olmaq istəyirdilər ki, həkim onlara gürcü dilində buna icazə olmadığını deyirdi. Gənc qız və yaşlı qadın isə gürcü dilində başa düşmürdülər. Həkim məni çağırıb getdi. Mən Azərbaycan dilində içəri girməyə hələ icazə olmadığını, 1-2 saata uşağın yanına buraxılacaqlarını, gözləməli olacaqlarını onlara izah etdim. Yaşlı qadın Azərbaycan dilində danışdığımı eşidəndə gözləri parıldadı, qız isə yorğun təbəssümlə gözlərimə baxıb soruşdu:

– Azərbaycanlısan?

– Hə.

– Neçə yaşındasan?

– 21. Bəs sən?

– 20.

– Həkimsən?

– Yox, tələbəyəm.

Qız kədərli təbəssümlə susdu. Həmin an onun günəşdən yanmış üzünə, yorğun gözlərinə və ağır iş görməkdən kobudlaşmış əllərinə fikir verdim. Təxminən iki saatdan sonra uşağın yatdığı otağa daxil oldular. Nənə uşağı görəndə ağlamağa başladı. Cavan ana da çarpayının kənarında oturub ağladı. Özü hələ uşaq olduğu halda uşağının ağlamağına ağladı. 16 yaşında ağ don geyinib və 17 yaşında qollarında bala tutmağına ağladı. Həyatında əskik olan gülüşlərinə, çatdırıb oynaya bilmədiyi oyunlarına və özü uşaqkən böyük həyatı yaşamağına ağladı. “Boranlı” günlərinə ağladı. Mən isə o qıza baxaraq, onun içində ölmüş xəyallarına, arzularına ağladım. Qurban adıyla doğulmağına ağladım. Qız bu qurbanlığı ilə barışmışdı. Halına və yorğunluğuna etiraz etmək ağlına da gəlməyib heç. Çünki bizə etiraz etməyi öyrətməyiblər. Uşaq vaxtından bizə ancaq başqalarının xoşuna gəlməyi öyrədiblər. Ata 15 yaşında qızının belinə qırmızı lent bağlayıb gəlin köçürəndə etiraz etməyə qoymadılar, qohumlar desin ki, “Filankəsin elə ağıllı, sözə qulaq asan qızı var ki”. Toydan sonra özümüzü yorulmaz bir məxluq göstərməyə çalışdıq, qonşular desin ki, “Filankəsin elə qocaq gəlini var ki, bütün günü işləyir”. Ər əl qaldıranda göz yaşlarımızı əllərimizlə silib, dişimizi canımıza sıxaraq özümüzü heç nə olmamış kimi apardıq, çünki bizə “döz” öyrətdilər, desinlər ki, “Filankəsin elə yaxşı arvadı var ki, ərinin qarşısında dinmir”. Cavan yaşında ər dünyasını dəyişəndə bir ömür bədbəxtliyi seçib, qaralara bürünüb ona yas saxlamağı öyrətdilər, desinlər ki, “Filankəs bir ömür ərinə yas saxladi”. Həyata uşaq gətirdik, özümüzü yandıraraq onun yoluna işıq olduq, çünki uşağımızın “anam həyatını mənə qurban etdi” deməyini istədik. Bizi “öldürən” biri ilə yaşamağı istəməyib ayrılmaq istəyəndə ətrafdakıların söz-söhbətindən qorxduq, nənələrimizin “əlinin xınası hələ getməyib” sözüylə barışıb yenə qurban olmağı seçdik. Ən önəmlisi də odur ki, bunun səhv olduğunu başa düşən ətrafdakı böyüklər dinməz durmağı tərcih etdilər.

Canımıza, qanımıza sendi qurban sindromu və bu sindromdan heç yaxamızı qurtarmağa hünərimiz yetmədi, bu sindromu yenənlərə isə əlçatmaz bir heyranlıqla baxdıq. Bizə hamıya sevgiylə rəftar etməyi öyrətdilər və hamını sevməyə hazır olduğumuzda, özümüzü sevməyi heç yadımıza salmadılar. Özümüzü öz sevgimizdən məhrum etdik. Özümüzü sevməyi unutduğumuz üçün, qurban mövqeyini seçdiyimiz üçün həmişə sınmış, incimiş və əzilmiş qaldıq. Etiraz etməyi, narazılığımızı bildirməyi öyrəşək!

İlk öncə özümüzü sevməyi öyrəşək!

Şənhəyat Elmanqızı

“Yeni Yol” qəzeti


მსხვერპლის სინდრომი

მაისში, როცა საავადმყოფოში ვმუშაობდი, რეანიმაციაში შემიყვანეს. სამი წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმე იყო. ბავშვის დედას და ბებიასაც უნდოდათ შესვლა, ექიმი კი ქართულად ცდილობდა, აეხსნა, რომ მათი შესვლა აკრძალული იყო, მაგრამ მათ ენა არ ესმოდათ ექიმმა მე დამიძახა და აზერბაიჯანულად ავუხსენი მათ, რომ ერთი-ორ საათში შეძლებდნენ ბავშვთან შესვლას, მანამდე უნდა დალოდებოდნენ.

როცა ასაკოვანმა ქალმა დაინახა, რომ აზერბაიჯანულად ვსაუბრობდი, თვალებში სიხარული აუციმციმდა. მისმა შვილმა დაღლილი ღიმილით შემომხედა და მკითხა:

– აზერბაიჯანელი ხარ?

– დიახ…

– რამდენი წლის ხარ?

– 21, შენ?

– 20.

– ექიმი ხარ?

– არა, სტუდენტი.

გოგო სევდიანი ღიმილით გაჩუმდა. იმ მომენტში შევამჩნიე მისი მზისგან დამწვარი სახე და მძიმე სამუშაოსგან გაუხეშებული ხელები. დაახლოებით ორი საათის შემდეგ შევიდნენ ბავშვთან. ბებიამ როცა შვილიშვილი დაინახა, ტირილი დაიწყო. ახალგაზრდა დედამაც ასევე. ბავშვია და შვილისთვის ტირის. ის იმაზეც ტიროდა, რომ 16 წლის ასაკში თეთრი კაბა ჩააცვეს და 17 წლის ასაკში ხელში ბავშვი დააჭერინეს. ღიმილზე ტიროდა, რომელიც მისი ცხოვრებას დააკლდა, თამაშებზე, რომლებიც ვერ ითამაშა და იმაზეც, რომ ბავშვის ასაკში დიდივით ცხოვრობდა. მე კი მას ვუყურებდი და მისი დაღუპული ოცნებებს, სურვილების გამო ვტიროდი. მსხვერპლის სახელით რომ იყო დაბადებული, ამაზე ვიტირე.

გოგო კი მსხვერპლობას მიჩვეული იყო. არც უფიქრია პროტესტის გამოხატვა, რადგან ჩვენ პროტესტი არ გვასწავლეს. ბავშვობაში ჩვენ მარტო ის გვასწავლეს, რომ სხვებს თავი მოვაწონოთ. როცა მამა 15 წლის გოგოს წელზე უკეთებს წითელ ლენტს და ათხოვებს, ჩვენ არ მოგვცეს პროტესტის უფლება ამის გამო, რომ ნათესავებმა თქვან, ამას და ამას რა ჭკვიანი, მორჩილი გოგო ჰყავსო. ქორწილის მერე კი ის გვასწავლეს, რომ თავი არ დავზოგოთ – მეზობლებმა ხომ უნდა თქვან, ამას და ამას რა შრომისმოყვარე რძალი ჰყავს, მთელი დღე მუშაობსო. როცა ქმარი გვცემდა, ცრემლები უნდა მოგვეწმინდა და ბოლომდე მოგვეთმინა, რადგან „მოითმინე“ გვასწავლეს, სხვებიც იტყოდნენ, რომ ვიღაცას ძალიან მაგარი ცოლი ჰყავს, რადგან ქმარს არ უპირისპირდებაო. როცა ადრეულ ასაკში კვდება ქმარი, ბენდიერებაზე უარის თქმა და მთელი ცხოვრების განმავლობაში შავებში გლოვა გვასწავლეს, რათა თქვან, რომ „ვიღაცა მთელი ცხოვრების განმავლობაში ქმარს გლოვობს“. ბავშვი გავაჩინეთ, საკუთარი ცხოვრება დავიწყეთ, რომ მისი გზები ნათელი იყოს, რადგან გვინდა, რომ ბავშვმა თქვას: „დედამ თავისი ცხოვრება, ბედნიერება გაიღო მსხვერპლად ჩემს გასაზრდელად“. როცა არ გვინდოდა ისეთ ადამიანთან ცხოვრება, რომელიც გვკლავდა, ხალხის ჭორის გვეშინოდა, და მსხვერპლად გავაგრძელეთ ცხოვრება.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ვინც იცოდა, რომ შეცდომაა ეს ყველაფერი, დუმილი ერჩივნა. სხეულში, სისხლში გაგვიჯდა „მსხვერპლის სინდრომი“ და ვერასოდეს გავბედეთ გაქცევა, ვინც კი გაიქცა, აღფრთოვანებულნი შევცქერით. ჩვენ გვასწავლეს, ყველას სიყვარულით მოვექცეთ და როცა მზად ვიყავით, რომ სხვები გვყვარებოდა, საკუთარი თავის სიყვარული აგვიკრძალეს. ჩვენ საკუთარი თავი საკუთარი სიყვარულის მიღმა დავტოვეთ. რადგან არ გვიყვარდა თავი, ავირჩიეთ მსხვერპლობა და ყოველთვის ნაწყენები, გულგატეხილები, მორჩილები დავრჩით.

მოდით, ვისწავლოთ პროტესტის გამოხატვა, უარის თქმა! პირველ რიგში კი, საკუთარი თავის სიყვარული!

შენჰაიათ ელმანკიზი