Blog-lar

Keşkə ən azından yolumuz olsaydı, heç olmasa yağışlı havada piyada gedərkən boğaza qədər palçığa batmazdıq

Müəllif: Ulduz Əliyeva

Mənim adım Ulduzdur, xəyal qururam və o xəyallara çatmaq üçün durmadan çalışıramş, əlbətdə ki, gündən günə hər bir məqsədimədə çatıram. Mənimdə özümə görə kiçik amma çətinliklərlə dolu hekayəm var. Marneulinin kiçik kəndlərindən birində anadan olmuşam, böyümüşəm və təhsil almağa çalışmışam. 9 –cu sinifi bitirdikdən sonra bizim kənd məktəbdəbində 12-ci sinifi bitirməyimə imkan olmadığı üçün qonşu kəndə getməli oldum.  Təhsilimi yarıda kəsməmək üçün mən hər gün piyada gedirdim məktəbə. Tam 3 il hət gün səhər gedib axşam qayıdırdıım. Qışda səhər mən oyananda hələ qaranlıq olurdu biraz gözləyirdim ki, günəş biraz çıxsın və ışıqlanan kimi mən yola düşürdüm. 08:30 artıq dərsdə olmalıydım. Düşünün neçədə çıxmalıydım ki, evdən 3 kilometr yolu piyada elə gedim ki, dərsədə gecikməyim. Əlbətdə gecikdiyim zamanlarda olurdu. Çox vaxt dərsdən sonra hazırlığada qalırdım geri qayıdan zaman artıq gün batmış olurdu. Yolda başımı aşağı əyərək qayıdırıdım, düşünürdüm ki, bəlkə keçən kənd maaşınların yazığı gəlib saxlayardı deyə. Ən çox getmık gəlmək səhər çox soyuqm olanda çətin olurdu. Qar və yağışı demirəm heç. Yağışlı havada  evə qayıdan zaman başdan-ayağa su içində olurdum.

Əlbətdə ki, bu çətinliklərə dayanırdım çün ki, məqsədim var idi. Ancaq dəstək olan sadəcə ailəm idi. Ətrafdan ancaq və ancaq qınayırdılar. “Bu heç evdədə tapılmır bu oxumaqdırmı ki?” deyənlər çox idi. Növbəti illərdə qonşu kəndlərə xüsusi avtomobil verildi, bizim kəndən sayımız az olduöuna görə heç ehtiyac duymadılar ki, bizidə sayıb avtomobil verələr ki, əziyyətimiz birazda olsa azala. Soruşan zaman iki səbəb deyirdilər sizin kəndin yolu pisdi, kəndinizdən oxuyan uşaq azdı. Keşkə ən azından yolumuz olsaydı, heç olmasa yağışlı havada piyada gedərkən boğaza qədər palçığa batmazdıq.

Bunlardan əlavə kənd məktəbimizdə təhsilin səviyyəsi çox zəyif idi və bizimdə biliyimiz çox az idi. Mən o biri məktəbə getdikdən sonra lağ yeri olmuşdum. Özümü onların səviyyəsinə çatdırmaq üçün çox çalışırdım bacarırıdım da. Kəndən yeganə oxuyan qız idim. Tək baçıma 3 ili piyada getdim-gəldim və 12 – ci sinifi qonşu kənddə başa vurdum. Çox çalışdım və istəyimə nail oldum. Mən sacədə 9 illik məktəbi olan, nə yolu nə də transportu olmayan kənddən Tbilisi Dövlət Universitetinə qəbul olmağı bacardım. Mən bizim kəndin ali müəssisədə təhsil alan yeganə qız tələbəsi olmuşdum.

Əsas istəyim qızların hər zaman güclü olub çalışmaqlarıdı. İstəyirəm ki, nümünə götürsünlər çəkinməsinlər, yorulmasınlar, söz söhbəti qınaqları dinləməsinlər sadəcə irəliyə yönəlsinlər və təhsillərinə baxsınlar. İradəli olsunlar, uğurlarına inansınlar. Xəyal qursunlar, məqsədyönlü olsunlar və beləliklə hər zaman istənilən nəticəyə nail olacaqlar.


წესიერი გზა მაინც გვქონოდა, წვიმიან ამინდში თავით ფეხებამდე ტალახში მაინც არ ამოვიგანგლებოდით…

ავტორი: ულდუზ ალიევა

მე ულდუზ მქვია, მიყვარს ოცნება და ამ ოცნებების ასრულებისთვის გაუჩერებლად მუშაობა. რა თქმა უნდა, დღითიდღე ჩემს ოცნებებსაც ვაღწევ. მე მაქვს ჩემი ისტორია, რომელიც სავსეა სირთულეებით.

მარნეულის ერთ-ერთ პატარა სოფელში დავიბადე, გავიზარდე და შევეცადე, განათლება მიმეღო. რადგან ჩემი სოფლის სკოლაში 12 კლასის დამთავრების შესაძლებლობა არ მქონდა, 9 კლასის დამთავრების შემდეგ მეზობელ სოფელში მომიწია ფეხით სიარული. ზუსტად 3 წლის მანძილზე, ყოველდღე დილით გავდიოდი სახლიდან და საღამოსკენ ვბრუნდებოდი. ზამთარში რომ ვიღვიძებდი, ჯერ სიბნელე იყო. ცოტას ველოდებოდი, მზე გამოჩენილიყო და გათენებულიყო, რომ სახლიდან გავსულიყავი. როგორც კი ინათებდა, გავდიოდი. 9-ის ნახევარზე სკოლაში უნდა ვყოფილვიყავი. წარმოიდგინეთ, რომელ საათზე უნდა გავსულიყავი სახლიდან, რომ 3-კილომეტრიანი გზა გამევლო და დროულად მომესწრო პირველ გაკვეთილზე შესვლა. რა თქმა უნდა, ხშირად მაგვიანდებოდა კიდეც. ხშირად გაკვეთილების შემდეგ მოსამზადებლადაც ვრჩებოდი და უკანა გზაზე უკვე მზე ჩასული იყო. დაბრუნებისას, გზაზე, თავდახრილი მივდიოდი. ვიმედოვნებდი, რომ გამვლელი შემამჩნევდა და მანქანაში ჩამისვამდა. ყველაზე მეტად რთული იყო ზამთრის ძალიან ცივ დროს დილაობით სახლიდან გასვლა. წვიმაზე და თოვლზე აღარაფერს ვამბობ. წვიმიან ამინდში სახლში დაბრუნებისას, თავით ფეხებამდე სველი ვიყავი ხოლმე.

რა თქმა უნდა, სირთულეებს ვითმენდი, რადგან ჩემი მიზნები მქონდა. თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ ოჯახისგან მქონდა მხარდაჭერა. გარშემო მყოფები ზურგს უკან ჭორაობდნენ. „ამას სახლშიც კი ვერ ნახავ და როდის ასწრებს სწავლასო“, ბევრი ამბობდა. მომდევნო წლებში, უკვე სხვა მეზობელ სოფლებს სპეციალური მარშრუტები დაუნიშნეს, რომ ბავშვებს ასე ევლოთ სკოლაში. რადგან ცოტანი ვიყავით, მნიშვნელოვნად არც ჩათვალეს ჩვენთვის განათლების მოცემა. მიზეზს თუ იკითხავდი, თქვენი ცუდი გზები გაქვთ და თან ცოტანი ხართო, ამბობდნენ. ნეტავ წესიერი გზა მაინც გვქონოდა, წვიმიან ამინდში თავით ფეხებამდე ტალახში მაინც არ ამოვიგანგლებოდით.

გარდა ამისა, ჩვენი სოფლის სკოლაში განათლების დონე იმდენად დაბალი იყო, რომ ჩვენი ცოდნაც შესაბამისი იყო. სხვა სკოლაში გადასვლის შემდეგ, ამაზე ხშირად დამცინოდნენ. მათ დონემდე რომ ავსულიყავი, ბევრს ვშრომობდი და სასურველს მივაღწიე კიდეც. სოფლის ერთადერთი მოსწავლე გოგონა ვიყავი. მთელი 3 წელი მეზობელ სოფელში ფეხით სიარულით გავლიე. ბევრი ვიშრომე და სასურველს მივაღწიე. მე, უგზობის და უტრანსპორტობის პირობებში, სკოლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება შევძელი. მე ჩვენი სოფლის ერთადერთი სტუდენტი გოგონა გავხდი.

დღესდღეობით, მხოლოდ ერთს ვისურვებ, რომ გოგონები ძლიერები იყვნენ. მინდა, რომ საუკეთესო მაგალითები აიღონ, არ დანებდნენ, არ დაიღალონ, არ მოუსმინონ ჭორებს, მხოლდ წინ იყურონ და განათლებას მიხედონ. წარმატებისა ირწმუნონ. იოცნებონ, მიზანდასახულნი იყვნენ და ამ გზით ყოველთვის სასურველს მიაღწევენ.