Səid Hüseyin
Sevimli qızım, Bunu sənə ananla evlənməzdən, illər öncə yazıram. Ancaq, sən lap ürəyimdəsən. Bu məktubu sənə yazma məqsədim, mənim tələbə olduğum vaxt aktual olan problemlər və sənin böyüdüyün vaxt bu problemlərdən xəbər tutmağındır, amma atan və atan kimi onlarla insan əlindən gəldiyincə çalışacaq ki, gələcəkdə sən və başqa minlərlə doğulmamış qız eyni aqibəti yaşamasın və siz parlaq bir gələcəyə sahib olasınız.
Əziz balam, bunu yazdığım günlərdə sənin kimi qız uşaqlarına 14 yaşdan elçi düşürlər, uşaq olduqlarını və ya gələcək məqsədlərini nəzərə almırlar. Halbuki, o yaşda qızlar məktəbə getməli, kitablar oxumalı, gələcək peşə qərarlarını seçməlidirlər. Ama yox qızım, valideyinlər belə etmirlər əksinə onlara gəlinlik geyindirərək, həyatlarının necə məhv olmasını izləyirlər. Sən qorxma atan hər zaman yanında olacaq. İndi məktubumun əsas yerinə gəldim, ilk növbədə istəyirəm təhsilin olsun. Unutma ki, yanında sənin təhsil almanı istəyən valideyinlərin olacaq. Təhsil aldıqdan sonra qarşına yeni və tam fərqli bir həyatın açıldığını görəcəksən, özünə yeni istiqamət verə biləcəksən və ən əsası ətrafındakı haqsızlığa, ədalətsizliyə susmayacaqsan. Şübhəsiz bir müddət sonra evlənəcəksən, amma nə erkən yaşda, nədə ailə zorakılığıyla. Təbiiki, öz qərarın və sağlam düşüncənlə. Sənə bunu söyləmək istəyirəm ki, sənin təhsil alman tək məni və ananı sevindirməyəcək, həmdə gələcəkdə quracağın ailənin sağlam bir şəkildə inkişafını təmin edəcək. Bu yazdıqlarımı anlayacağına əminəm. Qızım sən və bütün qızlar təhsil almalıdır və bilməlidirlər ki, təhsilli insan nəinki özünü, hətta cəmiyyəti də dəyişər. O zaman sən və ətrafındaki insanlar xoşbəxt olar.
წერილი ჩემს გოგონას
სეიდ გუსეინ
საყვარელო, ეს წერილი დედაშენთან ოჯახის შექმნამდე წლებით ადრე დავწერე. მაგრამ, შენ ჩემს გულში ხარ. ამას იმიტომ გწერ, რომ მინდა, იმ პრობლემების შესახებ გესაუბრო, რაც სტუდენტობისას მქონდა. მაგრამ მე, როგორც მამაშენი, გპირდები, რომ მეც და ჩემი თანამოაზრეებიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შენ და სხვა ათასობით გოგონას, რომლიც ჯერ არ არის დაბადებული, იგივე ბედი არ ჰქონდეს, რაც ახლანდელ ქალებს.
ძვირფასო შვილო, როცა ამ წერილს გწერ, შენნაირ გოგოებს დასდევენ და 14 წლის ასაკში ათხოვებენ, არც კი ფიქრობენ იმაზე, რომ ბავშვები არიან და სამომავლო გეგმები აქვთ. არადა, ამ ასაკში გოგოებმა სკოლაში უნდა იარონ, წიგნები უნდა იკითხონ და სამომავლო პროფესიებზე უნდა იფიქრონ. მაგრამ არა, მშობლები ასე არ იქცევიან, პირიქით, საქორწილო კაბას აცმევენ და უყურებენ, როგორ გააუბედურეს შვილები.
მაგრამ შენ ნუ გეშინია, მამაშენი მუდამ შენთან იქნება.
ახლა კი წერილს მთავარ ნაწილს ვწერ. პირველ რიგში მინდა, განათლება გქონდეს. არ დაგავიწყდეს: მშობლები, რომლებსაც უნდათ, რომ განათლება მიიღო, მუდამ შენთან იქნებიან. შენც ნახავ, რომ განათლებას როცა მიიღებ, სულ სხვა ცხოვრება დაგელოდება. შენ შეძლებ, შენი მიმართულება აირჩიო და შენ გარშემო მომხდარ უსამართლობაზეც ხმას აიმაღლებ.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ოჯახს შექმნი, მაგრამ არა ადრეული ასაკში, არც – იძულებით. რა თქმა უნდა, შენი თავისუფალი გადაწყვეტილებით და საღი აზროვნებით. მინდა გითხრა, რომ შენი განათლების მიღება მარტო მე და დედაშენს არ გაგვახარებს, შენი მომავალი ოჯახის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს დაწერილს გაიგებ.
ჩემო გოგო, შენ და ყველა გოგომ განათლება უნდა მიიღოთ და უნდა იცოდეთ, რომ განათლებული ქალი არამარტო საკუთარ თავს, არამედ საზოგადოებას შეცვლის. მხოლოდ მაშინ იქნებით ბედნიერები შენ და შენ გარშემო მყოფი ადამიანები.