Blog-lar

Biz bunun üçün mübarizə aparırıq və qazanaciq!

Müəllif: Nuraya Məmmədova

Mən Nuraya Məmmədova. Qardabani rayonunun Vaxtanqisi kəndindənəm. Hal-hazirda Ilya Dovlət Universitetinin 2-ci kurs tələbəsiyəm və təhsilimi huquq üzrə alıram. Vaxtangisi kəndi Azərbaycanla sərhətdə yerləşir. Hazırda kəndimizdə iki məktəb fəaliyyət göstərir. Azərbaycan və Gürcü dilli. Kəndimizin adı zamanla dəyişdiyinə, görə adını çəkəndə tanıyan çox az insana rast gəlirəm. Deyilənlərə görə Bakı-Tfilis dəmir yolu salınan zaman rus fəhlələri işləyirdi və fəhlələrin rəisi general Voevimin adını veriblər, sonralar ikinci dünya müharibəsi zamanı almanlar köçdülər və “ulianokva” adı verdilər. Sonralar isə Qazax rayonundan azərilər köç etmişlər və burda yaşamağa davam ediblər. 1992 cı ildən Gürcüstanın labaratoriyasindan tapılmış sənədlər əsasında kəndə “Vaxtanqisi” adı verildi, çünki kəndin bir yani meşə ilə örtülüdü ve deyilənlərə, görə çar Vaxtanq Qorqasali orada ov edirmiş. Kəndimiz hazirda azərbaycanlılar arasında “vayofka” olaraq tanınır.

Indi isə danışmaq istəyirəm kəndimizin əhalisindən və adət ənənələrindən. 2014-cü ilin göstəricilərinə görə 2375 əhalisi olub və hal-hazırda əhalinin 95%-ini Azərbaycanlılar və 5%-ini gürcülər təşkil edir. Vaxtanqisi kəndi üç hissəyə bölünür; 14, 15 ve 16. Məktəbimiz 16 da yerləşir və mən 14 də yaşayırdım məsafə çox uzaq olsada mən o yolu qət edirdim hər gün. Sonralar zamanla sinif qızlarmız getməməyə başladılar daha doğrusu ailələri onlara qadağa qoydular, çünki onlar elə düşünürlərki təhsilli qadını idarə etmək çətindir. Bundan sonra mən tək gedib-gəlməyə başladım. Hər dəfəsində „birjadan” kecəndə domino oynayan yaşlıların və eləcədə gənclərin mənə baxışları məni ürpədirdi və qınandığımı düşünürdüm “qız uşağı hər gün nəyə gedib gəlir bu qedər yolu. Boşuna nəfəs tükədir. Hətta qonşularımın anama dediyi sözlər bu günə qədər qulağımdan getmir.

“Elmira icazə vermə getməyə qız uşağıdı qolundan kimsə tutar peşmançılıq olar”. Bəlkə o xoşbəxt qızlardanamkı anamın o cavabını eşitdim ”yox mən ona qarşa bilmərəm, qoy nə etmək istəyir etsin, mən oxumamısşam o oxusun” – demişdi anam. Amma sevindirci haldırki mən artıq kəndə gedəndə həmin qonşularım mənə dəyəndəki ”halal olsun sənə, oxu, diplomunu al, evlənmək nə zaman istəsən olar. Həmin o an hər şeyə rağmən “qazandığımı“ hiss etdim. Çəkilən heç bir əziyyət qarşılıqsız qalmadığının fərqinə vardım.

7-8 il bundan əvvəllə nəzər salsaq, kəndimizdən 1 nəfər bilə oxuyan yox idi, ancaq xoşbəxtlikdən  hal-hazırda kəndimizdən 30 dan artıq tələbə təhsil alır və bu mənim üçün çox sevindirici haldır. Kəndin yaşlılarının düşüncələri əvvəlkinə nisbətən dəyisdiyini düşünürəm, çünki əvvəllər erken evlilik daha tez-tez baş verən hadisə idi indiye baxanda. Mən erkən evlilyi sırf böyüklərin və valideyinlərin boynuna qoymaq istəmirəm çünki, sevərək tez evlənən və yaxud qoşulub qaçan yüzlərcə hadisənin şahidi olmuşam.

Eləcədə fikirləşirəmki zamanla bütün qızlar üzərində mənfi düşüncələr götürüləcək və hər bir qadın gələcəcyinə özü nəzarət edəcək. Biz bunun üçün mübarizə aparırıq və qazanaciq!


ჩვენ, ქალები, ამისთვის ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ!

ავტორი: ნურაია მამედოვა

მე ნურაია მამედოვა ვარ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ვახტანგისიდან. ამჟამად, ილიას უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტის მეორე კურსზე ვსწავლობ. ვანტანგისი აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს. ახლა სოფელში ორი სკოლა ფუნქციონირებს – აზერბაიჯანულ- და ქართულენოვანი. სოფლის სახელი დროთა განმავლობაში შეცვლილია და ამის გამო, ძალიან ცოტა ადამიანი იცნობს მას დღევანდელი სახელით. როგორც უფროსები ჰყვებიან, ბაქო-თბილისის რკინიგზა რომ შენდებოდა, აქ რუსი მუშები მუშაობდნენ და ამიტომაც სოფელს ამ მუშების უფროსის, გენერალ ვოევის სახელი დაარქვეს (ვოევოვკა). მე მიყვებოდნენ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც აქ მცხოვრები გერმანელები გაასახლეს, სოფელს სახელი კიდევ შეეცვალა და „ულიანოვკა“ გახდაო. შემდგომში, ყაზახიდან აზერბაიჯანელები ჩამოსახლდნენ და დამკვიდრდნენ.1992 წელს საქართველოს არქივში ნაპოვნი დოკუმენტების მიხედვით, სოფელს ვახტანგისი დაარქვეს – ლეგენდის თანახმად, სოფლის გარშემო ტყეებში ვახტანგ გორგასალი სანადიროდ დადიოდა. თუმცა, დღესაც კი, სოფელს ადგილობრივი აზერბაიჯანელები კვლავ ვოევოვკათი მოიხსენიებენ.

ახლა მინდა, სოფლის მოსახლეობის და მისი ადათ-წესების შესახებ გიამბოთ. 2014 წლის მონაცემების მიხედვით, სოფელში 2375 სული ცხოვრობს და ამ რიცხვის 95%-ს ეთნიკურად აზერბაიჯანელები, ხოლო 5%-ს – ქართველები შეადგენენ. სოფელი ვახტანგისი დაყოფილია მე-14, მე-15 და მე-16 ზონებად. ჩვენი სკოლა 16-ში მდებარეობს, მე კი 14-ში ვცხოვრობდი.  დისტანცია ნამდვილად შორი იყო, ამ გზას ყოველდღე ორჯერ გავდიოდი. დროთა განმავლობაში, რომ წამოვიზარდეთ, ჩემმა კლასელმა გოგონებმა ნელ-ნელა  სკოლაში სიარული შეწყვიტეს. მათი ოჯახის წევრები ფიქრობდნენ, ქალი განათლებას თუ მიიღებს, მისი მართვა ძალიან რთული იქნებაო.

დადგა დრო, როცა სკოლაში მარტომ დავიწყე სიარული. ყოველ ჯერზე, საღამოობით ან დილით, ძალიან ადრე, ბირჟასთან რომ გავივლიდი, დომინოს მოთამაშე კაცები, უფროსებიც და პატარებიც, გაკიცხვით მიყურებდნენ. საშინლად მაწუხებდა ეს მზერა, და გულში ვგრძობდი, ჩემ უკან რასაც ამბობდნენ. ხშირად მესმოდა კიდეც, „ნახე, ამ დროს კიდევ ქუჩაშია, რა უნდა გოგოს ამ დროს ქუჩაში?“, „ტყუილად ხარჯავს ენერგიას“. მეზობლები დედაჩემს ისეთ სიტყვებს ეუბნებოდნენ, რაც დღემდე ძალიან კარგად მახსოვს. „ელმირა, რატო უშვებ შენს გოგოს სკოლაში, ქალიშვილია, ვინმე ხელს მოკიდებს და უკმაყოფილება მოხდება, ასე გინდა რომ მოხდეს?“. მე კი სულ მახარებდა დედაჩემის პასუხი,  მან თვითონ ძალიან კარგად იცის, რასაც აკეთებსო. სულ ასე ამბობდა, მე არ მისწავლია და მინდა, მან მაინც ისწავლოსო.

დღეს სოფელში რომ მივდივარ დასვენების დღეებში, მახარებს, იგივე ქალები რომ მაქებენ, – ალალი იყოს, ისწავლე, აიღე დიპლომი, ქმარს კი ყოველთვის იპოვიო, მეუბნებიან. იმ მომენტებში, ჩემი გამარჯვების მიხარია. ადამიანს რომ შრომა უფასდება, იმას ვხედავ.

7-8 წლის წინანდელ სიტუაციას თუ გადავხედავთ, სოფლიდან ერთი გოგოც კი არ იღებდა განათლებას, დღეს კი უკვე 30-ზე მეტი სტუდენტი გვყავს თბილისში, მათ შორის გოგონები. მიხარია ისიც, რომ უფროსებსაც ნელ-ნელა ეხსნებათ გონება, ისინიც ასეთი რადიკალურები არ არიან, როგორც ადრე იყვნენ. ამიტომაც, დღესდღეობით მომხდარ ადრეული ქორწინებების სიტუაციებში მხოლოდ მშობლებს ვერ ვაბრალებ. თავად ბევრჯერ ვყოფილვარ ისეთი სიტუაციების მოწმე, სადაც მშობელი არაფერ შუაში იყო და მოზარდს სურდა და ამ ნაბიჯის გადადგმა.

და ბოლოს, ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში, გოგონების მიმართ ის მცდარი წარმოდგენები სულაც აღარ დარჩება და ყველა ქალი თვითონ მიხედავს თავის მომავალს. ჩვენ, ქალები, ამისთვის ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ!