Ayhan Həsənov
“Hörmət” və “Qorxu” məna cəhətdən demək olar ki, bir-birləri ilə heç bir əlaqəsi olmayan bu iki sözü bəzi insanlar ailə quruluşunda, ailə içində elə birləşdirirlər ki, insan dəhşətə gəlir. Bəzi kişilərdə belə bir düşüncə var “Qadın kişidən qorxmalıdır” Xeyr! Qadın kişidən qorxmalı deyil, qadın kişiyə hörmət etməlidir. Ailə quran zaman qadın həyat yoldaşı olacaq insana güvənir, sevir, bağlanır, hörmət edir. Bəzi insanlar isə, bu gözəl düşüncələri qorxu ilə əvəz etməyi üstün tuturlar. Sizlərə Shimon Peres’in bu sözlərini xatırlatmaq istəyirəm. “Orta şərqdə demokratiyanın önündəki ən böyük maneə nədir bilirsinizmi? Ərlər. Onlar vərdişlərinin əsiri olublar. Artıq ənənəvi həyat tərzini dəyişmə vaxtı gəlib. Artıq hər kəs dəyişməlidir. Əgər qadınlara bərabər hüquqlar verməsəniz, irəliləyə bilməzsiniz” “Qadının evdə səsi çıxmaz” Niyə? Qadın laldı məgər? Qadın danışa bilməz? Qadının dili yoxdur? Niyə? Çünki qadındır ona görə? Yeri gəldikdə “Qadın və kişi bərabərdir” deyənlər, evdə “Qadın kişinin quludur, kişi qadından üstündür” deməyidə yaxşı bacarırlar. Mən demirəm “Qadın evin ağasıdır, qadın nə desə o olmalıdır” v.s. Əlbəttə, hamı da bilir ki, kişi ailə başçısıdır, evin hər bir fərdi ona hörmət göstərməlidir. Amma vurğulamaq istəyirəm ki, hörmət göstərməlidir, qorxmalı yox! Bəziləri “Kişi ailə başçısıdır” cümləsini “Kişi evin ağası, qadın isə evin quludur” kimi başa düşür. Hamı bilir ki, qadın kişidən fiziki cəhətdən zəifdir. Ancaq bu o demək deyil ki, qadın kişidən qorxmalıdır. Kişilərin qadınlardan güclü olmaqları, onlardan üstün olduqları mənasına gəlməz. Əgər güclü olmaq üstün olmaq deməkdirsə, deməli ən üstün insanlar güclülərdirmi? Toshiko Kishida tamda bununla bağlı deyib ki “Əgər kişilər fiziki olaraq daha güclü olduqları üçün qadınlardan üstündürsə o zaman hökuməti nə üçün Sumo güləşçiləri idarə etmir?” Niyə ailədə mövcud olan hörməti qorxu ilə əvəz etməyi üsdün tutaq ki? Və yazıma Thomas Jefferson’un “Bu həqiqəti aşkar qəbul edirik: Bütün insanlar yaradan tərəfindən bərabər yaradılmışdır və bəzi hüquqlara malikdirlər. Yaşamaq, azadlıq və öz xoşbəxtliyini axtarmaq haqqı belə haqlardandır” sözlərini xatırladaraq bitirmək istəyirəm.
————————-
შიშის გარეშე პატივისცემა შეუძლებელი არ არის!
აიჰან გასანოვი
“პატივისცემა” და “შიში” სიტყვებია, რომლებსაც მნიშვნელობით ერთმანეთთან საერთოდ არ აქვთ კავშირი, მაგრამ ოჯახში ერთმანეთთან ისე აიგივებენ, რომ შეიძლება, გაგიჟდე.
ზოგი კაცი ფიქრობს, რომ “ქალს კაცის უნდა ეშინოდეს”.
არა! ქალს არ უნდა ეშინოდეს, ქალი პატივს უნდა სცემდეს კაცს. დაოჯახების დროს, ქალი ენდობა ქმარს, უყვარს, პატივს სცემს მას. მაგრამ, ზოგ კაცს ურჩევნია, ეს ლამაზი გრძნობები შიშით ჩაანაცვლოს.
შიმონ პერესის სიტყვები მახსენდება: ”იცით, რა არის შუა აღმოსავლეთში დემოკრატიის განვითარებისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება? – ქმრები. ისინი თავიანთი ჩვევების მონები არიან. დროა, მათი ტრადიციული ცხოვრების წესი შეიცვალოს. ახლა უკვე ყველა უნდა შეიცვალოს. თუ ქალს არ მისცემთ თანასწორობის უფლებას, ვერ განვითარდებით”.
“ქალმა სახლში ხმა არ უნდა ამოიღოსო”. რატომ? ქალი მუნჯია? ლაპარაკი არ შეუძლია? ენა არ აქვს? ქალი რომაა, ამის გამო? არსებობს კაცების კატეგორია, რომლებიც გარეთ გენდერულ თანასწორებაზე საუბრობენ, სახლში კი ქალებს მონასავით ექცევიან.
მე არ ვამბობ, რომ ოჯახში ქალი რასაც ამბობს, ისე უნდა იყოს ყველაფერი. მაგრამ, მინდა, ყურადღება იმაზე გავამახვილო, რომ ქალი ქმარს პატივს უნდა სცემდეს, მაგრამ მისი არ უნდა ეშინოდეს. ზოგს სიტყვა “კაცი სახლის უფროსია” ესმის, როგორც “კაცი სახლის პატრონია, ქალი კი – მისი მონა”. ყველამ იცის, რომ კაცი ფიზიკურად უფრო ძლიერია, ვიდრე ქალი. მაგრამ, ეს ამას არ ნიშნავს, რომ ქალს კაცის უნდა ეშინოდეს, რომ კაცს უპირატესეობა აქვს. თუ ფიზიკური ძალა უპირატესობას ნიშნავს, მაშინ ხომ ყველაზე ძლიერებს უნდა ჰქონდეთ ყველაზე მეტი უპირატესობა? ტოშიკო ქიზიდა ამაზე ამბობს: ”თუ კაცების ფიზიკური ძალის გამო აქვთ ქალებზე უპირატესობა, მაშინ რატომ არ მართავენ სახელმწიფოს სუმოს მოჭიდავეები?” მაშინ რატომ ჯობია, რომ ოჯახში არსებული პატივსცემა შიშით ჩავანაცვლოთ?
მსურს, ეს სტატია ტომას ჯეფერსონის სიტყვებით დავასრულო: ”ჩვენ ვიღებთ ამ ფაქტს: ყველა ქალი და მამაკაცი თანასწორად ქმნილნი არიან და აქვთ გარკვეული უფლებები, როგორიცაა სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერების უფლებები”.