Müəllif: Məryəm Jabniaşvili
Hadisəyi danışmağa necə başlayacağımı uzun zaman ərzində düşünürdüm, amma ağlımda sadəcə bu kəlimələr fırlanırdı xilas ol və xilas et!
Bəli, bu gün Gürcüstanda biz qadınalr məcburuq ki, fiziki ölümdən, psixoloji ölümdən, mənəvi ölümdən, ruhən ölümdən xilas olmağa çalışaq. Əsasən qatillər atalar, əmilər, həyat yoldaşları, qardaşlar və hətta analardırlar! Bəli, analarda, hansılar ki, öz qızlarına anadan olduqları gündən həm sağ və ölü olmağı öyrədirlər. Bəs bu necəmi? – baxın belə, çox asan şəkildə, nə zaman ki, kişiyə tamamən tabə olmağı və baş əyməyi öyrədirlər, nə zaman ki, təhsil hüquqlarını bəri-başdan əllərindənn alırlar, nə zaman deyirlər ki, onların yeganə məqsədi uşaq böyütməkdir, evdar xanımlıqdır və ərin sözünə tabə olmaqdır.
Ölüm belə başlayır… Xeyr, daha doğrusu, ölüm qız uşağının bədənini dahada erkən yaşda oğurlamağa başlayır. Nə zaman ki, ailədə qız uşağı dünayaya gəlir və bu yerdə çox “xoşarzulu” qohum gəlir cütlüyü “sakitləşdirir” ki, heçnə olmaz gələn səfər oğlunuz olar! Nəyə heçnə olmaz?! Kimə heçnə olmaz?! Nə baş verib ki, pis?! Qız uşağının anadan olması nəyə problem yarada bilərki, qız uşağı hansı ki, gələcəyin həkimi, hüquqşunazı, yazarı, rəqqasəsidir, bu necə pis hadisə yarada bilər ki?!
Qadını öldürülürlər, və bunda sadəcə cinayətkar günahkar deyil. Bunda sənində payın var. Sən hansı ki, qonşudan dava səsi gələn zaman heç bir reaksiya göstərmədin, sən hansı ki, qız uşağını küçəyə oyun oynamağa buraxmadın və sadəcə evdə gəlinciklərlərkə oynatdın. Sən hansı ki, öz qızına öyrətdin ki, ağaca çıxmaq qıza haraşan hərəkət deyil. Sən hansı ki, dostunun övladı dünyaya gələn zaman qız uşağıdırsa daha az reaksiya göstərdin, sadəcə məhz bir səbəblə ki, dünyaya gələn oğlan uşağı deyildə qız uşağıdır.
Və… salam cinayətkar, sən məni öldürmək istədin, ancaq bunu bacara bilmədin. Mən mübarizə apardım. Mənim gücüm buna yetdi və mən xilas ola bildim. Mən evli olduğum zaman bir çox zorakılıq qurbanı oldum. O qədər stresə düşmüşdüm düşünürdüm ki, bütün problemlər məndən irəli gəlir. Əlimdən heçnə gəlməyini düşünürdüm, çün ki, mənə ancaq bunu təkrar edirdilər. Məni buna inandırmışdılar. Mən ilk öncə ruhən öldüm, allaha inancımı itirdim. Düşünürdüm ki, real olaraq mənə xoşbəxtlik gətirəcək heçnə mövcud deyildi. Bundan sonra mənəvi ölümü daddım, O zaman qədər qoruyub saxladığım, bütün dəyərlərimi yandırıb kül etdilər, Onların mənəviyatı mənim mənəviyatımı öldürdü. Bundan sonra mənim psixoloji ölümüm başladı və “mənliyimi öldürdülər. Mənliyim artıq mövcud deyildi. Və bu sayədə azad şəkildə qərar verə bilmir və fikir bildirə bilmirdim.
Fiziki olaraq ölməmişdəm əvvəl isə, ayıldım… Və özümü fiziki ölümdən xilas etdim. “Sən danışmalısan, mənəvi ölümünə icazə verməməlisən, psixoloji ölümünə icazə verməməlisən, sən icazə verməməlisən ki, sənin azadlığını əlindən alsınlar. Xilas ol və başqasınıda xials et, öz gücünlə, öz misalınla xilas et. Sən bir bütünlüyün kiçik ancaq, güclü bir hissəsinən!”- deyə özümə dedim.
Və sonunda… kim bizə yardımçı ola bilər? Kim xilas edə bilər? Sadəcə və sadəcə Özümüzə inancımız! həqiqətəndə xilas olunmuş o şəxsdir hansı ki, özündə azad yaşamaq gücünü tapır.
გადარჩი და გადაარჩინე!
ავტორი: მარიამ ჯაბნიაშვილი
დიდხანს ვფიქრობდი, საიდან დამეწყო თხრობა. ამ დროის მანძილზე, ეს სიტყვები მიტრიალებდა თავში – გადარჩი და გადაარჩინე!
დიახ, საქართველოში დღეს ქალებს ბევრჯერ გვიწევს გადარჩენა ფიზიკური სიკვდილისგან, სულიერი სიკვდილისგან, მორალური სიკვდილისგან, ფსიქიკური სიკვდილისგან. ძირითადად, მკვლელები არიან მამები, ბიძები, ქმრები, ძმები და დედებიც კი! დიახ, დედები, რომლებიც ქალიშვილებს დაბადებიდანვე ასწავლიან, როგორ იყვნენ ცოცხლები და თანაც მკვდრები. ეს როგორ? – როგორ და ასე, ძალიან მარტივად, – როდესაც კაცის სრულ მორჩილებას და უზენაესობას ასწავლიან, როდესაც განათლების უფლებას დასაწყისშივე უსპობენ, როდესაც ეუბნებიან, რომ მათი მთავარი მიზანი მხოლოდ ბავშვების გაზრდა, დიასახლისობა და ქმრის სიტყვის მორჩილებაა.
ასე იწყება სიკვდილი… არა, უფრო სწორად, სიკვდილი უფრო ადრეულ ასაკში იწყებს ქალის სხეულის მოპარვას, მაშინ, როდესაც ოჯახში გოგონა იბადება და „კეთილისმსურველი“ ნათესავი დიდი გულმოდგინებით „ ამშვიდებს“ წყვილს: „არა უშავს, შემდეგი ბიჭი იქნება!“ რას არა უშავს?! ვის არა უშავს?! რატომ უნდა უშავდეს?! რას უნდა აშავებდეს გოგონა, რომელიც მომავალი წარმატებული ექიმია, მომავალი იურისტია, მწერალია, მოცეკვავეა ?
ქალები კვდებიან, და ამაში არაა მხოლოდ ის კონკრეტული მკვლელი დამნაშავე. ამაში შენც მიგიძღვის წვლილი, შენ, ვინც არაფერი გააკეთე შენი მეზობლის სახლიდან გამოსული ჩხუბის ხმის გამო, შენ, ვინც გოგონა ეზოში სათამაშოდ არ გაუშვი და სახლში დასვი თოჯინებთან, შენ, ვინც შენს გოგონას უთხარი, რომ ხეზე ასვლა გოგოს საქმე არაა, შენ, ვინც შენი მეგობრის გოგონას დაბადება ნაკლები ემოციებით აღნიშნე მხოლოდ იმიტომ, რომ ის იმ სქესის წარმომადგენელი არაა, რომელიც ქვეყანაში გაკერპებულია!
და… გამარჯობა, მკვლელო, შენ ჩემი მოკვლაც სცადე, თუმცა არ გამოგივიდა. მე ვიბრძოლე, მე მეყო ძალა და გადავრჩი. მე, როდესაც ვიყავი გათხოვილი, მომიწია ყველანირი ძალადობის გამოვლა. ვიყავი იმდენად დასტრესილი, რომ მეგონა ყველა პრობლემა ჩემგან მოდიოდა, მეგონა, არაფრის გაკეთება არ შემეძლო, რადგან ასე მეუბნებოდნენ, რადგან ასე დამაჯერეს. მე ჯერ სულიერად გარდავიცვალე, ღმერთის რწმენა დავკარგე, მეგონა რომ არაფერი აღარ არსებობდა ისეთი, რაც რეალურად მომიტანდა ბედნიერებას. შემდეგ, მორალური სიკვდილი დავიწყე: ყველა ჩემს ფასეულობას წყალი შეუყენეს, რაც კი მანამდე გამაჩნდა, მათმა მორალმა ჩემი მორალი მოკლა. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი ფსიქიკური სიკვდილი, ჩემი „მე“ მოკლეს. აღარ არსებობდა „მე“ – პიროვნება, რომელსაც დამოუკიდებლად შეეძლო გადაწყვეტილების მიღება, აზრის გამოთქმა, საკუთარი პოზიციის დაცვა.
მანამ, სანამ მე ფიზიკურადაც მოვკვდი, გამოვფხიზლდი… და გადავარჩინე ჩემი თავი ფიზიკური სიკვდილისგან…
შენ უნდა ილაპარაკო, შენ არ უნდა დაუშვა შენი მორალური სიკვდილი, ფსიქიკური სიკვდილი, შენ არ უნდა მისცე საშუალება, წაგართვან ყველაზე მთავარი – თავისუფლება! გადარჩი და გადაარჩინე სხვაც, შენი გამბედაობით, შენი მაგალითით. შენ ხარ ერთი მთლიანის პატარა, მაგრამ ძლიერი ნაწილი!
და საბოლოოდ, ვინ გვიშველის? ვინ გვიხნის? – საკუთრი თავის რწმენა!
ჭეშმარიტად გადარჩენილი ის არის, ვინც საკუთარ თავში პოულობს დამოუკიდებლად სიცოცხლის ძალას.