Blog-lar

Şorena Gabunia, insan hüquqları aktivisti

Uşaqlıqdan 8 mart xatirəmdə tətil günü kimi qalıb, bir gün əvvəl anamın kişi iş yoldaşları ona ətir hədiyyə edirdilər. Mən isə 8 formalı gül səbəti şəklini çəkirdim.

Bu gün bir çox insanın 8 martı yeyib-içmə, yaxın qadınlara ətir və gül hədiyyə edilən gün kimi dərk etməsi məni çox qıcıqlandırır.

1966-cı ildə, Brenjevin vaxtında, 8 mart qeyri-iş günü elan edildi və mənim üçün bu günün əsas mənasınıylq qeyd etməkdə yəqin bu vaxt bitdi. Bu gün qadın hüquqları üçün mübarizədə qarşımıza çıxan maneələr və mövcud problemlərdən danışmaq yerinə bu gün qadınlarla əlaqəli daha bir stereotipi gücləndirən tarix kimi yadda qaldı, bu stereotipə əsasən qadınları ildə bir dəfə kişilərin gül və ətir hədiyyə etməsi xoşbəxt edir.

Əlbəttə bu belə deyil. Bu gün Gürcüstanda bir çox qadın kişinin əliylə ölür, çünki kişilər onları öz mülkləri kimi görür. Bu gün ailədə qəddar zorakılıq qurbanı olan qadın ərinə etiraz edə bilmir, çünki gedəcək yeri yoxdur. Azyaşlı uşaqlar dözülməz şərtlərdə yaşayırlar, hər gün narkotik/alkoqoldan asılı olan və ya psixoloji problemi olan atasının anasını necə vurduğuna şahid olur və bu ailədə, eləcə də cəmiyyətdə necə də normal hadisə hesab olunur. Zorakılıq qurbanı qadın oxşar vəziyyətdən qaçıb qadınlar evində yaşamağa başlasa da, orada yaşamaq müddəti bitdiyində böyük problemlərlə qarşılaşır. Ölüm, aclıq, perspektivsizlik kimi dəhşətli problemlər olduğu halda qadın hüquqları gününün bu cür başa düşülməsi məni həddən artıq narahat edir.

Ona görədə düşünürəm ki, 8 mart femiçid, hüququnun olmaması, iqtisadi çətinlik var umidsizliklə mübarizə günüdür. Bizim cəmiyyət yaxşı başa düşməlidir ki, qadınlara təhsil vermək, iqtisadi azadlığına imkan yaratmaq, mədəniyyət və dinin əziyyətiylə mübarizə aparmasına kömək etmək ümumi cəmiyyətin uğurunun əsas şərtidir. Mən ətir və gül istəmirəm, mən uzun müddət əvvəl ədalətsizcə əlimdən alınan hüquqlarımı istəyirəm!

Bütün qadınların mart ayını təbrik edirəm!


შორენა გაბუნია, ადამიანის უფლებათა აქტივისტი

ბავშვობიდან შემომრჩა მოგონებები: 8 მარტი დასვენების დღე იყო, წინა დღით, დედას თანამშრომელი კაცები სუნამოებს ჩუქნიდნენ. მე ყვავილების წნულს ვუხატავდი, რომელსაც რვიანის ფორმა ჰქონდა.

დღეს, რა თქმა უნდა, ძალიან მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ ბევრი ადამიანის ცნობიერებაში 8 მარტი უზომო ქეიფთან, ახლობელი ქალებისთვის სუნამოებისა და ყვავილების ჩუქებასთან ასოცირდება.

1966 წელს, ბრეჟნევის დროს, 8 მარტი დასვენების დღედ გამოცხადდა და ჩვენში ამ თარიღის ნამდვილი მნიშვნელობის აღნიშვნის იდეაც, სავარაუდოდ, ამ დროს დასამარდა. ნაცვლად იმისა, რომ ამ დღეს ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის საქმეში მომხდარ უდიდეს გარდატეხებსა და მიმდინარე პრობლემებზე ყოფილიყო საუბარი, ეს დღე ქალებთან დაკავშირებული კიდევ ერთი სტერეოტიპის გამაძლიერებელ თარიღად გადაიქცა, რომლის თანახმადაც, ქალებს კაცებისგან წელიწადში ერთხელ ყვავილებისა და სუნამოს ჩუქება აბედნიერებთ.

რა თქმა უნდა, ეს ასე არაა. დღეს საქართველოში უამრავი ქალი კვდება კაცის ხელით, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი კაცებს თავიანთი საკუთრება ჰქონიათ. დღეს ოჯახში სასტიკი ძალადობის მსხვერპლ ქალს საშუალება არ აქვს, ქმარს გაეყაროს, რადგან წასასვლელი არსად აქვს. მცირეწლოვანი ბავშვები იზრდებიან გაუსაძლის პირობებში – ყოველდღიურად უყურებენ, როგორ ძალადობს ნარკო/ალკოჰოლდამოკიდებული/ და/ან ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე მამა დედაზე და როგორ ჩვეულებრივ მოვლენადაა ეს მიღებული როგორც ოჯახში, ასევე – სოციუმში. ძალადობის მსხვერპლმა ქალმა რომც მოინდომოს მსგავსი სიტუაციიდან თავის დაღწევა და თავშესაფარში გადასვლა, იქაც უდიდესი პრობლემების წინაშე დგება, როდესაც თავშესაფარში ცხოვრების ვადა იწურება. სიკვდილის, შიმშილის, უპერსპექტივობის ამ კოშმარულ ფონზე, ჩემთვის განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ქალთა უფლებების დღის მნიშვნელობის ასეთი დაკნინება.

ამიტომ, მიმაჩნია, რომ 8 მარტი ფემიციდის, უუფლებობის, ეკონომიკური სიდუხჭირისა და სასოწარკვეთილების საშინელებისგან თავის დაღწევის დღეა. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ქალებისთვის განათლების მიცემა, ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა, კულტურული და რელიგიური ჩაგვრისგან თავის დაღწევაში დახმარება იქნება მთლიანი საზოგადოებრივი წარმატების წინაპირობა.

მე არ მინდა ყვავილები და სუნამო, მე მინდა ჩემი უფლებების დაბრუნება, რომელიც სრულიად დაუმსახურებლად და უსამართლოდ წამართვეს დიდი ხნის წინ!

ყველა ქალს ვულოცავ მარტის თვეს!