Blog-lar

Marneuli – Qırmızı zona

Şəlalə Əmircanova

Karantinin ilk günü

Gecə saatlarında ölkənin baş baziri fövqaladə hal elan etdi və Marneuli karatin zonası olaraq açıqlandı. Brifinqə baxırdım və həyatımda ikinci belə stresli gecə xatırlamıram. İlk dəfədir ki, özümü belə gücsüz hiss edirdim, əlimdən heçnə gəlmirdi. Bu yerdə isə sağlam düşünüb başqaları və özün üçün xeyirli birşey etmək zamanıdır. Ancaq sən sadəcə motivasiyanı itirirsən. Səbəbini bilmək istəyirsinizsə davamını oxuyun:

Regionun özünəməxsusluğunu demək olar ki, hərkəs bilir və dil bariyeri haqqındada hərkəsin məlumatı olmalıdır. Baş nazirinin brifinqindən sonra azərbaycan dilində brifinq başlandı və həmin insan rəsmi məlumatları azərbaycan dilində çatdırdı izləyicilərə. Yəgin ki, təsəvvür edə bilirsiniz vətənində fövqaladə halın elan olunması çox ağır durumdur bunun əsas çətinliyidə sənin olduğun şəhərdə olmasıdır. Ailən, yaxınların, qonşuların və şəxsən səndə böyük risk altındasan vəstress altındasan. Ancaq eyni zamanda elə məhs sənin vətəninin digər vətəndaşlarının sənə ünvanladığı alçaldıcı şərhlərini oxuyursan. Bu koronadan da ağırdır. Korona bilmirəm ancaq ksenofobiyanın bizi bu günə kimi öldürmədiyinə təəcüblənirəm.

Gürcüstanda korona ilə əlaqəli risklər elan olunduqdan sonra, Tbilisidə belə bir çox insan məsuliyyətsiz davranaraq qaydalara rəayyət etmirdi və bu yerdə regionlardan heç danışmıram belə. İndi isə təsəvvür edin: dövlət dilinin hərkəs üçün ana dili olduğu regionlarda belə onsanlar məlumat ala bilmirlər və ya məlumatlı olduqlarına baxmayaraq qaydaları pozurdular. Bəs elementar olaraq ətrafda baş verən hadisələr haqqında müvafiq məlumata sahib olmayanlardan, nə gözləyə bilərik ki. Ölkənin ən böyük problemlərindən biri də məhz regionda maarifçiliyin aşağı səviyyədə olmasıdır, bu isə müxtəlif sosyal məsələlərdən irəli gəlir. Bu hər bir regionun problemidir sadəcə Kvemo Kartlinin, Marneulinin və ya Bolnisinin deyil.

Bir çox maneənin olduğuna görə məlumat ala bilməməyin necə ağır vəziyyət olduğunu təsəvvür belə edə bilməzsiniz. Koronanın karantin günləri isə bir birimizə bu vətənin kimin olduğunu təstiqləyəcəvimiz və ya etnik azərbaycanlıların gürcü dilini müvafiq dərəcədə bilib bilməməsinin kimin günahı olduğunu müzakirə edəcəyimiz zaman deyil. Bu kimi ağır və ciddi vəziyyətdə, bizlər birlik olmaqdan başqa hərşey edirik, niyəsə sadəcə nifrət dili ilə danışıq bir birimizlə.

Necə düşünürsünüz bu qədər alçaldılıcı sözlər və nifrət yetərli deyilmi? Bəlkədə artıq bir birimizə dəstək göstərib və başqalarına misal olmalıyıq?


მარნეული – წითელი ზონა

შალალა ამირჯანოვა

კარანტინის პირველი დღე

ღამის საათებში ქვეყნის პრემიერი მარნეულs საკარანტინო ზონად აცხადებს. ვუყურებ ბრიფინგს და არ მახსენდება ცხოვრებაში მეორე ასეთი სტრესული ღამე. პირველად ვგრძნობ თავს ასე შეუძლოდ, – როდესაც იცი, რომ არაფერი შეგიძლია. მაგრამ როდესაც დროა იმის, რომ იფიქრო ჯანსაღად და გააკეთო რამე ყველასთვის სასარგებლო. თუმცა, შენ უბრალოდ კარგავ მოტივაციას. თუ გინდათ, გაიგოთ მიზეზი, განაგრძეთ კითხვა:

რეგიონის სპეციფიკას ყველა იცნობს და შესაბამისად, ენის ბარიერის შესახებაც ინფორმაცია ყველას უნდა ჰქონდეს. პრემიერის ბრიფინგის შემდეგ, ცოტა ხანში გამოდის აზერბაიჯანულად მოსაუბრე ადამიანი, რომელიც მოხალეობას მშობლიურ ენაზე ოფიციალურ ბრიფინგზე აწვდის ინფორმაციას. ალბათ წარმოიდგენთ, რამდენად მძიმეა, როცა საგანგებო რეჟიმი ცხადდება შენს სამშობლოში და ეს პირდაპირ შენს ქალაქში ხდება. ოჯახი, ახლობლები, მეზობლები და პირადად შენ ხარ რისკის ქვეშ და ამ სტრესში კითხულობ შენივე სამშობლოს მოქალაქეების ლანძღვებს, რომლის პირდაპირი ადრესატიც შენვე ხარ. ეს კორონაზეც მძიმეა. კორონა არ ვიცი, მაგრამ ქსენოფობიამ რომ აქამდე არ მოგვკლა, ეს  ნამდვილად მიკვირს.

საქართველოში რაც გამოცხადდა კორონას რისკების შესახებ, თბილისშიც კი, ზოგიერთი ძალიან უპასუხისმგებლოდ იქცეოდა და რეგიონებზე არც მაქვს საუბარი. ახლა წარმოიდგინეთ: იმ რეგიონებშიც კი, სადაც სახელმწიფო ენა ყველასთვის მშობლიური ენაა, ხალხი შესაბამის ინფორმაციას ვერ იღებდა, ან, ინფორმაციის ფლობისდა მიუხედავად, წესებს არ იცავდა. მაშინ, რას მოველოდეთ იმ ხალხისგან, რომელსაც ელემენტარულად არ ჰქონდა შესაბამისი და სწორი ინფრომაცია იმ მოვლენებზე, რაც გარშემო ხდებოდა.  ქვეყნის ერთ-ერთი დიდი პრობლემა რეგიონებში არსებული ცნობიერების დაბალი დონეა, რაც სხვადასხვა სოციალური საკითხებითაა განპირობებული. ეს აწუხებს ყველა რეგიონს და არამხოლოდ ქვემო-ქართლს, მარნეულს თუ ბოლნისს.

ვერ წარმოიდგენთ რამდენად რთულია, როდესაც უბრალოდ ვერ იღებ ინფორმაციას, რადგან ბევრის ბარიერი გაქვს. კორონას კარანტინის დღეები კი ნამდვილად არაა ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უნდა ვუმტკიცოთ ერთმანეთს, ვინ არის ამ ქვეყნის ნაწილი და ვინ – არა, ან და ვისი ბრალია, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი არ ფლობს სახელმწიფო ენას შესაბამისს დონეზე. ასეთ მძიმე და სერიუზულ მომენტში, როდესაც ერთობის დროა, ჩვენ მხოლოდ სიძულვილი ვიცით რატომღაც.

რას ფიქრობთ, საკმარისი არაა ამდენი სიძულვილი  და შეურაცხყოფა? იქნება და ერთმანეთის მხარში დავუდგეთ და მაგალითი გავხდეთ ყველასთვის?