PƏNCƏRƏnin blogeri Ayhan Həsənovun Qarantin günləri ilə bağlı xüsusiya yazısı
Hamıya məlum olduğu kimi artıq 1 aya yaxındır Gürcüstan prezidenti tərəfindən fövqaladə hal rejimi elan olunub. Bütün ölkə ərazisi qarantindədir. İlk düşüncə ilə biraz sıxıcı gəlsədə qarantində qalmağımız bizim sağlamlığımız üçün nəzərdə tutulub. Çox rastlaşıram boşluqdu, bezdik, etməyə heç nə yoxdur v.s kimi paylaşımlarla. İnanın ki, istədikdən sonra etməyə çox şey var. Əgər onları etməyi qarşınıza məqsəd qoyarsanız inanın mənə o etməyə heçnə tapmadığınız vaxt, keçmək bilməyən qarantin günü sizə kifayət etməyəcək. Etmək istədiklərinizi 1 günə sığdıra bilməyəcəksiniz. Dərslərimiz olduğu kimi bütün sürrəti ilə dəvam edir tək fərqi dərsin universitet zalında yox, “Online” keçirilməsidir.
Qarantin günləri film izləmək və kitab oxumaq üçün ən ideal günlərdir.
A. Bennet’in də dediyi kimi” Bir kitab xəyalını alovlandıra biləcək bir cihazdır. Hər kitab bir hekayədir, bir mövzudur, bir baxış açısıdır. Ən xoşbət insanlar kitab oxumağa vaxtı olan insanlardır. Vaxtı dayandırmaq üçün sehirli bir çubuq lazim deyil. Çay və bir kitab götürün (V. Hüqo).
Oturub qarantindən şikayətlənmək əvəzinə bu əlimizə düşən fürsəttən istifadə etmək məqsədə daha uyğundur deyə düşünürəm. Onsuzda şikayətlənmək bir şey dəyişdirməyəcək.
Bu gün olduğumuz vəziyyəti isə məncə ən yaxşı R. Bradbury izah edib, o deyir “Çoxumuz hər yerə gedə bilmərik, hamı ilə danışa bilmərik, dünyanın bütün şəhərlərini ziyarət edə bilmərik. Nə vaxtımız, nə pulumuz, nə də çox dostumuz var. Axtardığınız hər şey dünyada mövcuddur, ancaq sadə bir insan yüzdən birini yalnız öz gözləri ilə görə bilər və qalan doxsan doqquz faizi bir kitab vasitəsilə öyrənir”
İnsan özü-özünü motivasya etməyi bacarmalıdır. İnsanin ən böyük motivasya qaynağı özü olmalıdır. Bir elmi nəzəriyəyə görə olmuş pis hadisələr insana sadecə 1 dəqiqə təsir edir. 1 dəqəqə sonra necə hiss edəcəyimizə özümüz qərar veririk. Və bu qərar çox vaxt mənfi istiqamətdə olur.Yəqin ki hamımız hiss etmişik, bəzən yuxudan dururuq deyirik nə gözəl gündür mutləq nə isə pis bir şey olacaq və ya işlərimiz bir müddət yolunda getdikdə deyirik hər şey necədə yolunda gedir mutəlq nə isə olacaq. Pisi çağırırq daima.
Öz beynimizi neqativ düsüncələrə həps edirik.
Əsas odur ki, düşüncəmiz azad olsun, karantinadayıq deyib öz düşüncəmizi də həps etməyək.
Filmlər dünyada olunmuş ən mukkəmməl ixtiralardan biridir.
O qədər gözəl filmlər var ki, insan izləyəndə özünü filmin bir parçası kimi hiss edir, o səhnənin bir hissəsi kimi. Bəzi filmlər isə birdəbir insanın həyatına təsir edir. Bəzi filmlər insana mövzulara fərqli-fərqli cəhəttən baxmağı öyrədir.
Xarici dillərə marğı olan şəxslərə “Conversation club”‘lara qoşulmağı tövsiyyə edirəm. Həyatın hər bir sahəsində olduğu kimi xarci dil öyrənmək də də mənim fikrimcə praktika, teoryadan daha üstündür. “Conversation club”lar bunun üçün birəbirdir.
Bəzən hərşeyə sadecə biraz fərqli pəncərədən baxmaq lazımdır. Bu qarantin günlərinin bizə çox şeylər öyrətdiyini heç kim inkar edə bilməz. Bir ay əvvəl xaricə səyahət edə bilmədiyi üçün isyan edənlər bu gün çölə çıxmaq üçün SMS’ lə icazə istəyirlər. Baxış acısı, hər şeyi dəyişdirə biləcək insana xas olan ən gözel xüsusiyyətlərdən biridir. Gününüzün nece keçəcəyi sizin baxdığınız PƏNCƏRƏ ilə əlaqədardır. Pozitiv baxın.
——————
„კარანტინი“
ფანჯარას ბლოგერის აიჰან გასანოვის სპეციალური ბლოგი კარანტინის დღეების შესახებ
როგორც ყველასთვის ცნობილია, უკვე თითქმის ერთი თვეა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და საქართველო კარანტინის რეჟიმშია. ერთი შეხედვით, მოსაბეზრებელი გვეჩვენება კარანტინში ცხოვრება, თუმცა ისიც ვიცით, რომ ეს მხოლოდ და ეს მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობისთვისაა. ხშირად წერენ სოციალურ ქსელში, მოგვბეზრდა, არაფერი გვაქვს გასაკეთებელი, დავიღალეთ ერთ ადგილას ჯდომით და ა. შ. თუმცა, დამიჯერეთ, ბევრია გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, თუ მოგინდება. თუ ნამდვილად რამის გაკეთების მიზანი გექნებათ, ის კარანტინის დრო, რომელიც სრულიად ცარიელი გეჩვენებათ, არ გეყოფათ საქმის შესასრულებლად. ვერ მოასწრებთ იმას, რისი გაკეთებაც გინდათ ერთ დღეში. როგორც იცით, უნივერსიტეტის ლექციები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, თუმცა ლექციები არა საუნივერისტეტო აუდიტორიაში, არამედ ონლაინ რეჟიმშია, ესაა მხოლოდ და მხოლოდ განსხვავება.
კარანტინის დღეები ფილმის საყურებლად და წიგნის წასაკითხად ყველაზე იდეალური დროა, როგორც ამას ა. ბენეტი ამბობს.
„ერთი წიგნი შენი ოცნებების ასრულების საშუალებაა. ყოველ წიგნში რაიმე ისტორიაა, საკითხია, მსოფლმხედველობაა. ყველაზე ბედნიერები წიგნის წაკითხვისთვის დროის მქონე ადამიანები არიან. დროის გასაჩერებლად ჯადოსნული ისარი არ გჭირდებათ. აიღეთ ჩაი და წიგნი“ (ვ. ჰიუგო).
ერთ ადგილას ჯდომა და მხოლოდ წუწუნი ვერაფერს შეცვლის. უმჯობესია მიზანსწრაფულობა. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ყველაზე კარგად მგონი რ. ბრედბერიმ აღწერა. იგი ამბობს: „უმრავლესობა ბევრ ადგილას ვერ წავალთ, ყველასთან ვერ ვისაუბრებთ, მსოფლიოს ყველა ქალაქს ვერ მოვინახულებთ. არც დრო, არც ფული და არც მეგობარი არ გვყავს საამისოდ. ყველაფერი, რასაც ვეძებთ, მსოფლიოში არსებობს. თუმცა, 100-დან მხოლოდ ერთი ხედავს ყველაფერს საკუთარი თვალით. დანარჩენი 99 ამას წიგნებიდან სწავლობს“.
ადამიანმა საკუთარ თავს მოტივაცია უნდა მისცეს. ერთ-ერთი სამეცნიერო თეორიის მიხედვით, მომხდარი მოვლენა ადამიანზე დიდ გავლენას მხოლოდ ერთი წუთის განმავლობაში ტოვებს. ერთი წუთის შემდეგ, ჩვენ თვითონ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ხშირ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება არასწორი მიმართულებით მიიღება. ამიტომაც, ადამიანისთვის მოტივაციის წყარო თვითონვე უნდა იყოს. მგონი ყველას დაგვმართნია ასეთი რამ: როდესაც ვიღვიძებთ და ვამბობთ, რა კარგია დღეაო, აუცილებლად რაიმე ნეგატივი მოყვება ამას. გამოდის, რომ ჩვენ თვითონ ვიწვევთ ნეგატივს. ამიტომაც, ჩვენი გონება არ უნდა შემოვფარგლოთ ნეგატივით. გაათავისუფლეთ თქვენი აზრები კარანტინისგან!
ფილმი ერთ-ერთი ყველაზე კარგი აღმოჩენაა. იმდენად კარგი ფილმები არსებობს, რომ ადამიანი თავს მის ნაწილად გრძნობს. ზოგი ფილმი ადამიანის ცხოვრებაზე პირდაპირ მოქმედებს. ზოგი ფილმი სხვადასხვა საკითხებზე ახალ აზრებს აყალიბებს.
უცხო ენების ინტერესი თუ გაქვთ, Conversation club-ებს შეერთებას გირჩევთ. როგორც ცხოვრებაში, ენის სწავლაშიც პრაქტიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თეორია. ამისთვის კი სასაუბრო ჯგუფები ყველაზე კარგი საშუალებაა.
ზოგჯერ უბრალოდ ყველაფერს სხვა ფანჯრიდან უნდა შევხედოთ. ამ კარანტინის დღეებმა ბევრი რომ გვასწავლა, ამაზე ყველა ვთანხმდებით მგონი. ერთი თვის წინ, ადამიანები საზღვარგარეთ რომ ვერ გადიოდნენ, ამაზე წუწუნებდნენ, დღეს კი გარეთ გასვლისთვის SMS-ით ნებართვას იღებენ. ყველაფერი დამოკიდებულია ფანჯარაზე, საიდანაც სამყაროს ვუყურებთ. პოზიტიურად შეხედეთ!