İctimaiyyət

Karvan yolda düzülər

Rustavili gənc Narmina Guseinova qısa zaman öncə könüllü olaraq gürcü dili tədrisinə başlayıb. O, xüsusi dərslik videolarını sosyal şəbəkə vasitəsi ilə paylaşır və bununla gürcü dilini öyrənmək istəyənlərə öz dəstəyini bu şəkildə göstərir. Narminanın maraqlı təşəbbüsü haqqında daha ətraflı müsahibə də tanış olun.

Ümumiyyətlə belə bir təşəbbüs həyata keçirməyə necə və hansı  səbəb ilə qərara gəldin?

Məncə qəlbinin dərinliyində hər kəs nəyi yaxşı bacardığını və yaxud nə etdikdə xoşbəxt olacağını bilir. Sevdiyimiz işi etmək isə bir iş olmaqdansa, bizə zövq verən aktivlik və hobbidir. Bəli, mətni yazıb, video çəkib, sonra da editləmək heç də asan deyil amma mən ya heç yorulmur, yorulsam da videoya gələn müsbət enerjidən ilhamlanaraq həvəslə növbəti videonu hazırlamağa başlayıram. Öyrətmək və bildiyimi başqalarıyla paylaşmaq mənim çoxdankı arzum idi. Bilgi yayılmaq və çoxalmaq üçündür. Hətta paylaşdıqca çoxalır. Hər videonu çəkdikdə özüm nələr öyrənir, nələr kəşf edirəm, bunları sözlərlə ifadə etmək çətin olar. Mən paylaşmağı istəyən, qarşıdakı da qəbul etməyə hazır bir insan olduğuna görə işimi sevə-sevə, sevinc və həvəslə görürəm.

Bəs iş prosesinə necə başladın?

Çox detalçı olduğuma görə illərdir başlamağı planlayır amma heç cür bacarmırdım. Düşünürdüm ki, kameram olanda çəkimlərə başlayacam. Yəni əslində kameramın olmamasını bəhanə gətirərək özümü aldadırdım. Günün birində fotoqrafiya kursu ilə bağlı kamera da aldım. İçimdə bir duyğu nəyəsə başla deyirdi amma gürcü dili barədə videolar çəkməyi o qədər bloklamışam ki, o, ağlıma belə gəlmirdi. Yəni kameram olsa da mən arzumdan boyun qaçırırdım. Əslində bütün əngəl beynimdə imiş. Sonra günün birində qarşıma Beyhan Budak’ın “Kervan Yolda Düzülür” deyə bir videosu çıxdı. Sanki o boyda psixoloq oturub məni danışırdı. Çox plançı insanları tənqid edir, onlara əslində karvanın yolda get-gedə yaxşılaşdığını deyirdi. Sanki bu video məni yuxudan oyatdı. Bir gün bir sayt üçün video çəkirdim, dedim kameranın qarşısında oturmuşkən, gürcü dili üçün də ilk sınaq videonu çəkim, amma paylaşmayım. Məhz elə buna görə ilk videomda “Mən bu günün gəldiyinə özüm də inana bilmirəm” cümləsiylə başlayıram. Sonra da yavaş-yavaş davamı gəldi. Və bilirsiniz nə oldu? Çəkim sırasında o qədər yeni detalı kəşf etdim ki, əslində HƏR şeyin əvvəlcədən onsuz da planlana bilməyəcindən əmin oldum.

Videoları hansı qayda ilə çəkirsən?

Video çəkə-çəkə başa düşdüm ki, girişdə çox qeyri-formal və biraz da əyləncəli cümlələr deyərək videolara belə başlamalıyam, sanki izləyici real bir söhbətə qulaq asırmış kimi. Sonra onu da dərk etdim ki, hər yeni struktur ya kəlimə üçün azı 4-5 dənə cümlə qurmalıyam. Və o da aydın oldu ki, sonda izləyiciyə baxdığı videoda öyrəndiyi kəlimələri kateqoriyalar şəklində yenidən xatırlatmalıyam. Ancaq, yuxarıda da qeyd etidiym kimi, illər boyu hər detail nəzərə aldığını düşünən insan, bu saydıqlarımın heç biri barədə heç düşünməmişdim belə. Çəkimlərə başlamaq məni karvanın yolda düzələcəyinə və çox da plan qurmadan işə başlamağın lazım olduğuna inandırdı. Seçdiyim mövzulara gəldikdə isə, bunlar hələlik mənə çəkmək üçün asan gələn mövzulardır. Çünki hələ kameraya və çəkimlərə öyrəşmək, sonra da editləməyi öyrənmək mərhələsindəyəm.

Necə düşünürsən təşəbbüsünün davamlılığı nə qədər olacaq?

Mən nə dilçi, nə də müəlliməm. Öyrətməyi sevdiyim qədər sevdiyim ixtisasım da var, bu da sosiologiyadır. Baxmayaq ki, gələn semestrdən yavaş-yavaş doktorantura mərhələsinə keçirəm və sosiologiya üzrə oxumalarım, araşdırmalarım və yazmalarım çox olacaq, həftədə heç olmasa bir dəfə də olsa video çəkib paylaşmağı planlaşdırıram. Həm daha ağıllı və sosioloq “müəllim” olaram, pisdirmi? 😊

Daha da ciddiləşdirmək və layihəyə çevirmək fikrin varmı?

O qədər ürəyimdən gələn bir işdir ki, heç vaxt bir layihə kimi görməmiş, buna görə də videolarımı layihəyə çevirməyi düşünməmişəm. Lakin, texniki baxımdan dəstək olmaq istəyənlərə etiraz etmərəm çünki mikrofonum, ekranı çevrilən kameram və ştativ kimi keyfiyyətli vasitələrim yoxdur.

Şəlalə Əmircanova


ქარავანი გზადაგზა დალაგდება

რუსთაველმა ახალგაზრდამ ნარმინა გუსეინოვამ ცოტა ხნის წინ მოხალისეობრივად დაიწყო ქართული ენის სწავლება. იგი სასწავლო ვიდეოებს სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს და ამით ქართული ენის შესწავლის მსურველებს უანგაროდ ეხმარება. ნარმინას საინტერესო ინიციატივას ვრცლად ინტერვიუში გაეცანით.

– როგორ და რა მიზეზით გადაწყვიტე ამ ინიციატივის განხორციელება ?

– ჩემი აზრით, გულის სიღრმეში, ყველამ კარგად იცის, რა შეუძლია ყველაზე კარგად, ანდა რისი გაკეთებისას იგრძნობს თავს ბედნიერად. საყვარელი საქმის კეთება, საქმის გარდა, ჩვენთვის სიამოვნის მომტანი აქტივობა და ჰობია. დიახ, ტექსტის მომზადება, ვიდეოს გადაღება, შემდეგ მისი დარედაქტირება არც ისე მარტივია, თუმცა, მე ამით საერთოდ არ ვიღლები, დაღლილობის შემთხვევაში კი, ვიდეოს შედეგად მიღებული დადებითი ენერგიის სტიმულით, დიდი სიამოვნებით, მომდევნო ვიდეოს მომზადებას ვიწყებ. სწავლება და ჩემი ცოდნის სხვებისთვის გაზიარება ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. ცოდნა გავრცელებისა და ზრდისთვისაა, იგი გაზიარებით უფრო იზრდება. ყოველი ვიდეოს გადაღებისას, თვითონ რამდენს ვსწავლობ და აღმოვაჩენ, ამის სიტყვებით აღწერა რთულია. მე გაზიარების მსურველი ვარ და თუ ჩემ წინაშე აღმოჩენილი ადამიანი მზადაა ამის მისაღებად, ჩემს საქმეს სიყვარულით, სიხარულით და მოტივაციით გავაკეთებ.

– როგორ დაიწყე სამუშაო პროცესი?

– დეტალების მოყვარული ვარ და ამიტომაც, უკვე წლებია, ამას ვგეგმავდი, მაგრამ არაფრით გამომდიოდა. ვფიქრობდი, კამერა რომ მექნებოდა, მაშინ დავიწყებდი გადაღებებს. სინადვილეში კი, კამერა რომ არ მქონდა, ამით ვატყუებდი თავს.

ერთ დღესაც, ფოტოგრაფიის კურსისთვის კამერა შევიძინე. შინაგანად რაღაც გრძნობა სულ მეუბნებოდა, რამე დაიწყეო. თუმცა, იმდენად დაბლოკილი მქონდა ქართული ენის შესახებ ვიდეოების გადაღების გეგმა, რომ იგი არც კი მახსენდებოდა. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ კამერაც მქონდა, ჩემს ოცნებაზე უარს ვამბობდი. სინამდვილეში, თურმე, ყველა ბარიერი ჩემს ტვინში ყოფილა. მერე ერთ დღეს, ბეიჰან ბუდაკის ვიდეო, „ქარავანი გზადაგზა დალაგდება“, შემხვდა. მეგონა, ამხელა ფსიქოლოგი თითქოს ჩემზე საუბრობდა. გეგმის მოყვარულ ადამიანებს აკრიტიკებდა, ამბობდა, რომ ქარავანი გზაზე მოძრაობისას უკეთესი ხდება. ამ ვიდეომ გამომაღვიძა. ერთხელ, რაღაც საიტისთვის ვიდეოს ვიღებდი და, ბარემ ქართული ენის შესახებაც გადავიღებ სატესტო ვიდეოს, მაგრამ არ გავაზიარებ-მეთქი. ამიტომაც, პირველ ვიდეოს „არ მჯერა, რომ ამ დღემდე მივაღწიე“ წინადადებით ვიწყებ. მერე ნელ-ნელა გაგრძელებაც მოჰყვა, და იცით, რა მოხდა? გადაღების დროს იმდენი ახალი დეტალი აღმოვაჩინე, მივხვდი, რომ სინამდვილეში, ყველაფერს წინასწარ ვერ დავგეგმავდი.

– ვიდეოებს როგორი პრინციპით იღებ?

– ვიდეოს გადაღებისას გავიგე, რომ შესავალი ძალიან არაფორმალური უნდა იყოს, ვითომ მაყურებელი რეალურ საუბარს უსმენს. მერე ისიც გავიგე, რომ ყველა სტრუქტურის თუ სიტყვისთვის რამდენიმე წინადადება უნდა შევადგინო. ასევე, ისიც ნათელი გახდა, რომ ვიდეოს ბოლოს მაყურებელს ახალნასწავლი სიტყვები კატეგორიებად თავიდან უნდა შევახსენო. თუმცა, როგორც თავში აღვნიშნე, ამდენი წლის განმავლობაში რომ ვფიქრობდი, რომ ყველა დეტალი გათვალისწინებული მქონდა, ამ ჩამონათვალზე ნაფიქრიც არ მქონია. გადაღებების დაწყებამ მასწავლა, რომ ქარავანი გზადაგზა ლაგდება და მივხვდი, რომ ბევრი გეგმის გარეშე საქმის დაწყებაა საჭირო. რაც შეეხება არჩეულ თემებს, ისინი ჩემთვის გადასაღებად მარტივია, რადგან ჯერჯერობით კამერასთან მუშაობისა და გადაღების სწავლის, შემდეგ კი დარედაქტირების ეტაპზე ვარ.

– როგორ ფიქრობ, შენი გაკვეთილების ხანგრძლიობა როგორი იქნება?

– მე არც ფილოლოგი ვარ და არც – მასწავლებელი. ჩემი საყვარელი პროფესიაც მაქვს – სოციოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ მომავალი სემესტრიდან დოქტორანტურის ეტაპზე გადავდივარ და სოციოლოგიის მიმართულებით საკითხავი, საკვლევი და საწერი ბევრი მექნება, ვიდეოს გადაღებას კვირაში ერთხელ მაინც ვგეგმავ. თან უფრო ჭკვიანი და სოციოლოგი „მასწავლებელი“ ვიქნები, ცუდია?

– შენი ინიციატივისთვის პროექტის სახის მიცემას ხომ არ გეგმავ?

– იმდენად გულით ვაკეთებ ამ საქმეს, რომ არასდროს მიფიქრია ვიდეოების პროექტად გადაკეთებაზე. თუმცა, ტექნიკური მხრივ მხარდამჭერებს უარს არ ვეტყოდი, რადგან მიკროფონი, მოძრავი ეკრანის მქონე კამერა და შტატივის ფუნქციის მქონე ხარისხიანი საშუალებები არ მაქვს.

შალალა ამირჯანოვა