Müəllif: Ziyyədin Huseynov
Evlilikdən söhbət düşəndə nənəm həmişə deyərdi „Dədən məni qaçırdanda 14 yaşım varıydı heç bir-birimizi tanımırdıq da”.
O vaxtın adətlərinə görə qızı valideynlər görüb-seçib onlarda hər şeyə qərar verərmiş. Bəynən gəlinin bir-birilərini görməsi, tanıması isə türklər demiş „ gerdek gecesi“ başlayırmış. Indi nənəm və dədəmin yaşadığı nəsilin evlənmə fomasını bizimki ilə müqayisə etsək arada fərqi də oxşarlığı da açıq-aşkar görə bilərik. Aradakı oxşarlıq o qədər maksimal dərəcədə olmasa da amma normal sevgi üzərində qurulan ailədə tanımıram doğrusu. Bilmirəm ailənin iqtisadi-sosial vəziyyətindəndir, təhsilsizlikdəndir ya nədəndir?
Valideynlər qızlarını israrla imkanlı ailəyə ərə verməyə can atırlar. Onlar üçün tək kriteriya gələcək kürəkənlərinin bir neçə yerdə evi, bahalı maşını və şəhər yerində yaşamasıdır. Erkən evliliklə yanaşı düşünürəm bu da həll olunması gərəkli bir problemdir. Bu halda valideynləri yaş fərqi və ya təhsil səviyyəsi maraqlandırmır. Qızlar özündən yaşca daha böyük və tanımadıqları adamla evlənirlər. Əslində etiraz edə bilərlər amma yəqin o riskə də getmək istəmirlər yada ki…
Yuxarıda qeyd etdiyim kimi erkən yaşda evləndirilən qızların haqqları var bu vəziyyətə qarşı çıxmağa lakin məncə özlərini bu vəziyyətlərində daha komfortlu hiss edirlər. Ona görə də bu vəziyyətə göz yumurlar. Statistik nəticərərə əsasən qeydə alınan əksər erkən evlilik hallarında uşaq yaşda evləndirilən daha çox qızlar olur. Əlbəttə ki bu məsələ qızların psixologiyasına, sağlamlığına, təhsilinə və inkişafına böyük ziyandır. Amma bu psixoloji ziyan bəzən qızlarla birgə oğlanlara da ziyanı olur. Bilirəm biraz eqoistcə səslənəcək amma təsəvvür edin məktəbdə oxuyan bir oğlan bir qızı sevir o qədər sevir ki heç etiraf etməyədə cəsarət belə edə bilmir, utanır… Sonunda isə qızın imkanlı kürəkən axtaran valideynləri onu elə öz kriteriyalarına uyğun şəkildə evləndirirlər. Qısacası geridə qalanı haqqında siz düşünün…
————————————————————-
ქორწინება სიყვარულის თუ ფულის გამო?
ავტორი: ზიადინ ჰუსეინოვი
როდესაც ქორწინებაზე იწყებოდა საუბარი, ბებიაჩემი სულ მიყვებოდა, შენმა პაპამ რომ მომიტაცა, 14 წლის ვიყავი, ერთმანეთს არც ვიცნობდითო.
იმდროინდელი წესების მიხედვით, სარძლოს მოძებნა მშობელს ევალებოდა. პატარძალი და ნეფე ერთმანეთს ნახულობდნენ და იცნობდნენ მხოლოდ პირველ ღამეს. ახლა ბებია-პაპას დროინდელ ქორწინების სტილს დღევანდელს თუ შევადარებთ, მსგავსებისა და განსხვავების დანახვა შეგვიძლია. ვერ ვეტყვი, რომ ძალიან დიდი მსგავსებაა, თუმცა გარშემო რომ ვიხედები, სიყვარულით შექმნილ ძალიან ცოტა ოჯახს ვხედავ. არ ვიცი, ეს ეკონომიკურ-სოციალური მდგომარების გამოა, თუ გაუნათლებლობის?
მშობლებს გოგოს გათხოვება მხოლოდ შეძლებულ ოჯახზე სურთ. მათთვის ერთადერთი კრიტერიუმი მომავალი სიძის შესარჩევად სახლები რამდენიმე ადგილას, ძვირიანი მანქანა და ქალაქში ცხოვრებაა. ადრეულ ქორწინებასთან ერთად, მგონი ეს საკითხიც მოსაგვარებელია. ამ დროს, მშობლებს სასიძოს ასაკობრივი განსხვავება ან და განათლების დონე სრულიად არ აინტერესებთ. გოგონები მათზე ბევრად უფროს და უცნობ კაცებზე ქორწინდებიან. ვფიქრობ, რომ მათ შეუძლიათ, შეეწინააღმდეგონ, თუმცა, მგონი ამ რისკზე წასვლა არ უნდათ, ანდა…
როგორც აღვნიშნე, ადრეულ ასაკში დაქორწინებულ გოგონებს უფლება აქვთ, ქორწინებამდე შეეწინააღმდეგონ მშობელს, თუმცა ვფიქრობ, რომ ზოგს ეს არც უნდა, რადგან უფრო კომფორტშია ასე, ან ასე მიაჩნია სწორად და ამიტომაც თვალს ხუჭავს ამაზე. სტატისტიკის მიხედვით, ადრეულ ქორწინებაში ყველაზე ხშირად არასრულწლოვანი გოგონები არიან. რა თქმა უნდა, ეს ამბავი გოგოს ფსიქოლოგიაზე ახდენს გავლენას, მის ჯანმრთელობაზე, განათლების მიღებაზე და განვითარებაზეც. თუმცა, შეიძლება, ეს ცოტა ეგოისტურად ჟღერდეს, რადგან ბიჭი ვარ, მაგრამ გოგოს გათხოვება ბიჭებზეც უარყოფით ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს. წარმოიდგინეთ, სკოლის პერიოდია, სკოლელ ბიჭს გოგო მოსწონს, ერიდება და ვერც უხსნის თავის გრძნობებს. ამ დროს, გოგოს მშობლები მდიდარ სიძეს ეძებენ, კრიტერიუმების მიხედვით, პოულობენ და შვილს მასზე ათხოვებენ. მოკლედ, დანარჩენზე თქვენ იფიქრეთ…