Blog-lar

Pandemiyanin qadınların həyatına təsiri

Çinarə Qocayeva

Pəncərənin blog müsabiqəsi iştirakçısı
 
“Qadınsansa” gülməməlisən, güldün başqasına gülür deyəcəklər. “Qadınsansa” ağlamamalısan, ağladın sevgi dərdi çəkir deyəcəklər. “Qadınsansa” ayrılmamalısan, ayrıldın
deməli pis yola düşməlisən. “Qadınsansa” azadlıq istəməməlisən çünkü, qadınsan, “qadının” azadlığı olmaz deyəcəklər.
Artıq demək olar ki hər kəsə məlumudur ki, korona virusu bir qara kölgə kimi üstümüzü örtdü və bu bir çox insana təsir etdi, istər maddi, istər sosioloji istərsədə psixoloji olaraq. Amma
ikiqat təsir alan insanlarda oldu şübhəsiz, bəs bu nə deməkdi? Qadınlar! Məlum məsələdir ki, qarantin müddətində 90% obyektlər, iş yerləri, əyləncə yerləri bağlı idi və hər kəs evində
bu qara buludun çəkiləcəyi ümidi ilə oturub gözləyirdi. Kimisinə görə bu qarantin bir sınaq müddəti, kimisi üçün istirahət, kimisi üçün isə özünü inkişaf müddəti oldu. Bəzi qadınlar üçünsə sözün əsl mənasında dözülməz bir cəza oldu. Bəzi qadınlar öz “normal həyatlarında”
ailəsi üçün, əri işdən yada boş avara gəzib dolaşmaqdan gələnədək, onun ev işlərini görüb yemək bişirərdi amma təəssüflər olsun ki, bu qədər əziyyətə baxmayaraq, yenə əri
tərəfindən müəyyən zorakılıqlara məruz qalırdı , amma heç olmasa bu az miqdarda olurdu. İndi düşünə bilirsiniz o qadınlar bu qarantin dövründə nələr cəkdi və bəlkə də hələdə çəkir?
Bütün gün ərinin acı sözlərinə, təzyiqlərinə dözmək asan deyildir, hələ birdə sosial inkişaflarından məhrum olarkən, epidemiyanın təsirindən ağırlaşan həyatda yaşarkən.
Bu günə kimi çox qadının həyat hekayəsini dinlədim, onları dinlədikcə göz yaşlarımı durdura bilmədim. Axı niyə “Qadınlar”? Onlara sual verdim. Niyə dözürsüz? Niyə susursuz? Hər biri eyni cavabı verdi, “övladım var”, onların sonu nə olacaq bəs? Hara gedim, atam məni qəbul
etməz, hamı məndən danışar ortada qalaram , çarəsizəm və susub övladlarımın xatirinə otururam. Daha acılı sözlər və s.
Kimsə niyə qadınları düşünmür? Məgər onların haqları yoxdu? Məgər onlar insan deyil?
Onları ağladanda və yaxud döyəndə söyəndə əlinizə nə keçir? Övladlarınızın qarşısında ona əziyyət edirsiz, uşaqlarınızı gözü yaşlı qoyursuz, onları ağlayaraq böyüdürsüz.
Ey insanoğlu hamımız insanıq. İstər qadın istər kişi fərqi yoxdur can candır. Burdan bütün qadınlara qızlara səslənirəm “SİZ TƏK DEYİLSİZ” qorxmayın. Biz sizləri qorumaq üçün hər
zaman hazırıq. Xahiş edirəm susmayın. Lazımı orqanlara zəng vurun. Siz nə qədər sussanız, o qədər insanın, o qədər gənc qızların, qadınların haqqı taptalanacaq. Hər
qadının hər bir qızın öz arzusu, öz gələcəyi var qızlarımızı təhsilindən etməyək və onlara dəstək olaq güc verək yardım edək. Əzab çəkmələrnə izin verməyək, döyülərək, söyülərək
yaşamalarına izin verməyək. Onların ölümünə göz yummayaq. Güclü olun çünkü qadın ən güclü varlıqdır!

—————————–

 
პანდემიის გავლენა ქალების ცხოვრებაზე
 
ჩინარა გოჯაევა
 
“თუ ქალი ხარ”, არ უნდა გაიცინო, – იტყვიან, რომ სხვისთვის იცინი. “თუ ქალი ხარ”, არ უნდა იტირო, – იტყვიან, რომ სიყვარულის გამო ტირი. “თუ ქალი ხარ”, არ უნდა დაშორდე, რადგან თუ დაშორდები, შეიძლება სექს მუშაკი გახდე. “თუ ქალი ხარ”, თავისუფლება არ უნდა მოისურვო, რადგან ქალს თავისუფლება არ უნდა
ჰქონდესო, გეტყვიან.
 
როგორც ყველასთვის ცნობილია, ვირუსმა ჩვენი ცხოვრება შავი ღრუბელივით დაფარა და ძალიან ბევრ ადამიანზე სოციალური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა. მაგრამ, ზოგზე ორმაგი გავლენა იქონია. ვისზე? – ქალებზე!
 
ცნობილია, რომ კარანტინის დროს ობიექტების 90 პროცენტი, სამსახურები, გართობის ობიექტები, არ მუშაობდა. ყველა სახლში იჯდა და ელოდებოდა შავი ღრუბლის დაშლას. კარანტინის პერიოდი ზოგისთვის ერთგვარი გამოცდა, ზოგისთვის დაშვება, ზოგისთვის კი საკუთარი თავის გასავითარებელი შესაძლებლობა იყო, თუმცა, ზოგი ქალისთვის ეს აუტანელ სასჯელს უკავშირდებოდა. ზოგი ქალი, “ნორმალური ცხოვრების დროს”, ქმარი სანამ სამსახურიდან ან ბირჟიდან ბრუნდებოდა, მანამდე აკეთებდა სახლის საქმეებს, საჭმელს ამზადებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს წვალება არ უფასდებოდა და ხანდახან ძალადობის მსხვერპლიც ხდებოდა, მაგრამ ეს იყო შედარებით მცირე დოზით. ახლა წარმოიდგინეთ, ქალებს ამ პერიოდში რა აქვთ გავლილი? მთელი დღე ქმრის მწარე სიტყვების, ძალდობის ატანა არ არის მარტივი, მით უმეტეს სოციალური განვითარების არქონის და ეპიდემიის გავლენით დამძიმებულ პირობებში. დღემდე ძალიან ბევრი ქალის ისტორია მოვისმინე. როცა მათ ვუსმენდი, ცრემლს ვერ ვიკავებდი. კი მაგრამ, რატომ?
 
მათაც დავუსვი ეს კითხვა. რატომ ითმენთ? რატომ ჩუმდებით? ყველას იგივე პასუხი ჰქონდა, – “შვილები მყავს, მათ რა დაემართებათ? სად წავიდე, მამა არ მიმიღებს, ყველას სალაპარაკო გავხდები, ქუჩაში დავრჩები, სხვა გზა არ მაქვს და ვჩუმდები და შვილებისთვის ვითმენ”.
 
რატომ არავინ ფიქრობს ქალებზე? უფლება არ აქვთ?  ადამიანები არ არიან?
როცა მათ სცემთ და ისინი ტირიან, მოგწონთ ეს? საკუთარი შვილების თვალწინ მათ აწამებთ, ატირებთ და ისინიც ცრემლებით იზრდებიან.
ხალხნო, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. არ აქვს მნიშვნელობა, ქალი თუ კაცი, სხეული სხეულია.
 
აქედან მოვუწოდებ ყველა გოგოს: თქვენ მარტო არ ხართ, ნუ გეშინიათ! ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დაგიცვათ. გთხოვთ, ნუ ჩუმდებით. სათანადო ორგანოებს მიმართეთ. თუ თქვენ გაჩუმდებით, უფრო მეტი ქალის უფლებები დაირღვევა. ყველა ქალს, გოგოს, საკუთარი ოცნება, მომავალი აქვს, გოგოებს ხელი არ შევუშალოთ განათლების მიღებაში და მათ მხარი უნდა დავუჭიროთ, ძალა მივცეთ, დავეხმაროთ. არ უნდა დავუშვათ, რომ ისინი ვინმემ დატანჯოს, ძალადობაში აცხოვროს. მათ განადგურებაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ. იყავით ძლიერები, რადგან ქალები ყველაზე ძლიერი არსებები არიან!