Ayhan Həsənov
Oxumaq yuxudan oyanır. Bu yad bir həyatı yaşayan, çox sıx yaşayan, etibarlı, lakin yüksək keyfiyyətdə yaşayan gözəl bir təcrübədir. Üç yaşdan oxuya bilərəm, daha doğrusu, böyüklər mənim oxuya biləcəyimi görəndə üç yaşında idim. Erkən uşaqlıqdan xatırladığım bir neçə şey, hansısa adada gözəl bir babanın mənə oxumağı öyrətdikləri xəyallardır və yəqin ki, öyrəndim – başqa seçimlər yox idi. Deyə izah edib oxumağın o möhtəşəm hissini M. Fry.
Haradasa oxumuş və təhsilli bir qadın gördükdə çox sevinirəm, çox güclü görsənir gözlərimə. Allahdan başqa heç kimdən, qorxmaq üçün bir səbəbi olmayan güclü qadın profili…
Öz ayqaları üstə dura bilən, öz xəyalları üçün mübarizə aparan, öz həyat mübarizəsini özü verən bir şəxs, güclü, bağımsız bir qadın !
Buna görə lazımdır qadına təhsil. Onlar oxumalıdırlar, ona görə yox ki diplomu var desinlər, on görə ki, hər günü bir mübarizə olan bu həyatta öz mübarizələrini özləri verə bilsinlər..Qadının funksiyası sadecə analıqdan ibarət deyil, analıq sadecə funksiyalarından biridir. Əlbəttə qadın anadır, ancaq bu o demək deyil ki ana olmayan qadını cəmiyyət qəbul etməməlidir. Bu məncə onun öz seçimi olmalıdır. Yeri gəldikdə diskriminasyadan danışırıq amma bu düşüncə öz-özlüyündə elə diskriminasyadır. Həm ana olsun həm təhsilli, həm həyatta həm də daxilən güclü olsun.. O bacarmağın verdiyi gücü özündə hiss etsin. Ana olduqda övladlarına verə biləcək bir həyat təcrübəsi olsun, onlara mübarizə aparmağın, xəyalların üçün dəfələrlə yıxıldığın o yolda təkrar əyağa qalxmağın, o xəyalın onu gərçəkləşdirmək üçün sənə verdiyi o stimulun, o misilsiz gücün son zərrəsinə qədər yaşamağı öyrədəcək qədər təcrübəli olsunlar. Uşaqlarının yanında sadecə kənardan onları anlamağa çalışan bir şəxs kimi yox, vaxtı ilə o çətinlikləri, o hissləri özü yaşayan biri kimi dursun yanılarında…Qız oxuyub alimmi olacaq deyən cəmiyyətimiz, hər oxuyanın alim olmadığını və ya hər oxuyanın alim olmaq üçün oxumadığı bu gün və ya sabah ər yada gec dərk edəcək.
” Oxuyun qızlar, oxumasanız, qolunuza taxılan 3 biləzik, həyat yoldaşınızın ömür boyu ödədiyi bir mebellə övünən, qürur duyan, cehizi dünyada ən dəyərli əşya zənn edən şəxslər olarsınız. Çöldə çay kimi axan bir həyat var ikən siz o çaydakı sabit qaya kimi daim eyni qalacaqsınız”, – Nil Karaibrahimgil
ბრძოლა განათლებით დაიწყო!
აიჰან გასანოვი
განათლების მიღება ძილისგან გამოგაღვიძებს. ეს უცხო, მაგრამ ყველაფრისმომცემი, ლამაზი გამოცდილებაა. სამი წლის ასაკიდან კითხვა შემიძლია, უფრო სწორად, სამი წლის ასაკში უფროსები მიხვდნენ, რომ ვკითხულობდი. ბავშვობიდან, რამდენიმე ნატვრა მახსოვს, რომელიმე კუნძულზე ლამაზი ბაბუა რომ მასწავლიდა კითხვას. ალბათ მაშინ ვისწავლე – სხვა არჩევანი არ იყო. ასე გვიხსნის კითხვის სწავლის არაჩვეულებრივ გრძნობას მ. ფრაი:
სადმე თუ განათლებული ქალი მხვდება, ძალიან მიხარია, ძლიერ ქალად აღვიქვამ მას. ღმერთის გარდა არავისი რომ არ ეშინია, რადგან შიშისთვის მიზეზიც არ აქვს. ასეთია ძლიერი ქალის მაგალითი.
საკუთარი ცხოვრებით დაკავებული, საკუთარი ოცნებებისთვის მებრძოლი, პრობლემების დროს საკუთარი თავის იმედის ქონა, ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი!
ქალს განათლება ამისთვის სჭირდება. მან განათლება უნდა მიიღოს იმისთვის, რომ საკუთარ ცხოვრებაში თავად შეძლოს ბრძოლა და არა იმისთვის, რომ სხვებმა თქვან, მას დიპლომი აქვსო. რა თქმა უნდა, ქალის ფუნქცია მარტო დედობა არ არის, მაგრამ დედობა ერთ-ერთი ფუნქციაა. ქალი რომ დედაა, იმას არ ნიშნავს, რომ თუ ქალი დედა არ არის მაშინ, საზოგადოებამ იგი არ უნდა მიიღოს. ჩემი აზრით, ქალი დედა გახდება თუ არა, ეს მისი არჩევანი უნდა იყოს. ჩვენ დისკრიმინაციაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს მოსაზრება თავისთავად დისკრიმინაციაა. ჩვენ გვინდა, რომ ქალი დედაც იყოს, განათლებულიც, ფიზიკურად და შინაგანად ძლიერი იყოს, იგრძნოს წარმატების ძალა. როცა დედა გახდება, შვილებთან გასაზიარებლად გამოცდილება ჰქონდეს, მათ ასწავლოს ბრძოლა, ოცნებებისთვის ბრძოლა, რამდენიმე დამარცხების მიუხედავად, ისევ ფეხზე წამოდგომა, რათა იმ ოცნებების ასახდენად ისევ იბრძოლოს, წარმატება შეიგრძნოს. ბავშვების გვერდით უცხო პირივით კი არა, თავის დროზე იგივე სირთულეებგავლილი ადამიანივით დადგეს. საზოგადოება, რომელიც ამბობს, რომ გოგო თუ მიიღებს განათლებას, მეცნიერი არ გახდებაო, ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ ყველა განათლებული ადამიანი მეცნიერი არ ხდება, ან ყველა განათლებას იმისთვის არ იღებს, რომ მეცნიერი გახდეს.
“გოგოებო, მიიღეთ განათლება, თორემ ქორწილში ნაჩუქარი ოქროებით, ქმრის განვადებით შეძენილი ავეჯით, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში იხდის, უნდა იამაყოთ და ისეთი ადამიანები გახდებით, რომლებიც თვლიან, რომ მზვითევი ყველაზე ძვირფასი ნივთებია. გარეთ რომ ცხოვრება მდინარესავით ჩქეფს, თქვენ იმ მდინარეში ქვასავით ყოველთვის ერთი და იგივე ადგილას დარჩებით” – თურქი მომღერალი ნილ კარაიბრაგიმგილ.