Blog-lar

Zorakılığa son!

Çinarə Qocayeva

Biz 14 yaşında qızımızı zorla, pula görə evləndirən insanlarıq, çünkü elə düşünürük ki, pul qızımızın xoşbəxtliyidi. Ancaq elə deyil heç bir qız 15 yaşında evliliyin nə olduğunu düşünə bilməzkən, özləri uşaq ikən, 15 yaşında qucaqlarına uşaq alırlar. Zorlasa olsa evlənirlər və sonra o qədər çətinlik çəkirlər ki, həyatdan əllərini üzənlər belə var. Sonra oxumuş, təhsil almış qızlarımızla qarşılaşanda onların nə qədər fərqli olduğunu görürlər və keşkə məndə oxusaydım, məndə başarılı olsaydım deyirlər, keşkə mənim də arxamda valideyinlərim dursaydı deyirlər. Bu hissin nə olduğunu anlaya bilərsizmi? Və yaxud anlayan varmı? Hələdə heçnə üçün gec deyil oxuya bilərsiz, səsinizi çıxara bilərsiniz. Əlbəttə bu günə kimi çox qızın xəyalları yıxıldı, yıxılmağa davam edir. Bizik o insanlar ki öz uşaqlarımızın həyatını öz əlimizlə öz səhv düşüncəmizlə məhv edirik. Qızsan çölə çıxma, məktəbə getmə qaçırallar, dostlarınla görüşmə, açıq-saçıq geyinmə, telefon işlətmə çünkü sən uşaqsan və ən böyüyüdə (QIZSAN). Amma 14 yaşında evləndirəndə, nədənsə uşaq olduğunu fikirləşmirlər, telefonu olmayan qızın indi telefonu var çünkü uşaq idi haqqı yox idi telefonu olsun amma indi var çünkü o nişanlandı. Bax biz belə bir dövrdəyik, haqqımız olmayan bir dövrdəyik səsimizi çıxaranda öldürüldüyümüz bir dövrdəyik. Gecə oxumağın xəyalı ilə yatıb sabah nişanlandığını öyrəndiyində xəyalları suya atılan bir qızın hekayəsi. Əslində minlərlər hekayə var hamısı bir-birinə bənzər. Zorakılıq qurbanı ata tərəfdən ana tərəfdən yoldaşı tərəfindən qardaşı tərəfindən cəmiyyət tərəfindən. Məhv ola-ola gedir qızlarımız. Zorakılığa, məcburiyyətə, təcavüzə, SON VERİN!

————-

არა ძალადობას!

ჩინარა კოჯაევა

ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლებიც 14 წლის გოგოს ვაქორწინებთ – რადგან ბიჭი შეძლებულია, ვთვლით, რომ ფული ჩვენი გოგოების ბედნიერებაა. გოგო რომელიც 15 წლის არის, ვერ ხვდება, რას ნიშნავს ქორწინება, 15 წლის ასაკში დედა ხდება, როცა თვითონ ბავშვია. გოგონები ძალით დაოჯახდებიან და ათასი სირთულის გადალახვა უწევთ, შემდგომში კი ცხოვრების ხალისს კარგავენ. შემდგომ, როცა ხედავენ განათლებულ გოგოებს, ხვდებიან, გოგოებს როგორი განსხვავებული ცხოვრება აქვთ, ნანობენ, – ნეტავ მათაც ჰქონოდათ იგივე შესაძლებლობა, ხომ გახდებდნენ წარმატებულები? ნეტავ მშობლებსაც დაეჭირათ მხარი…

ხვდებით, ეს როგორი გრძნობაა? ან ვინმე ხვდება ამას? ახლაც არ არის გვიან, ახლაც შეგიძლიათ, განათლება მიიღოთ, ახლაც შეგიძლიათ, ხმა ამოიღოთ. რა თქმა უნდა, დღემდე ბევრი გოგოს ოცნება აუხდენელი დარჩა და ასეც გრძელდება. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც შვილებს ცხოვრებას ჩვენი ხელით, ჩვენი არასწორი მიდგომით ვანადგურებთ. გოგო ხარ – გარეთ ნუ გადიხარ, სკოლაში ნუ ივლი – მოგიტაცებენ, მეგობრებს ნუ ხვდები, ღია ტანსაცმელი არ უნდა ჩაიცვა, ტელეფონს ნუ იყენებ, რადგან ჯერ ბავშვი ხარ, შემდგომში უკვე გოგო ხარ…

მაგრამ, 14 წლის ასაკში დაოჯახებისას არ ახსენდებათ, რომ ბავშვია გოგო, რომელსაც იმის გამო არ ჰქონდა ტელეფონი, რომ ბავშვი იყო. ეხლა უკვე აქვს, რადგან დანიშნულია. დიახ, ჩვენ ამ ეპოქაში ვცხოვრობთ, ისეთ ეპოქაში, როცა უფლებებს გვართმევენ, როცა ხმას ამოვიღებთ გვკლავენ. გოგო, რომელიც ღამით განათლების მიღების ოცნებით იძინებს, დილით იგებს, რომ დანიშნულია. მისი ოცნებებიც აუხდენელი დარჩება. ათასობით ასეთი ამბავია ყველა – ერთმანეთის მსგავსი… გოგო დედის, მამის, ქმრის, ძმის, საზოგადოების მხრიდან ძალადობის მსხვერპლია. ჩვენს გოგონებს ანადგურებენ...

არა ძალადობას! არა იძულებას!